პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილის სიმამრი ხანგრძლივ დუმილს არღვევს - "გივი თარგამაძემ კობა ოთანაძეს "კონტროლკა" დაახალა..."
ღარიბაშვილის სიმამრი ხანგრძლივ დუმილს არღვევს - "გივი თარგამაძემ კობა ოთანაძეს "კონტროლკა" დაახალა..."

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამ­რი, გე­ნე­რა­ლი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ხან­გრძლივ დუ­მილს არ­ღვევს და "ასა­ვალ-და­სა­ვალს" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში იმ სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რო­მელ­თა გარ­შე­მოც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა თუ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წრე­ებ­ში ბოლო დროს მსჯე­ლო­ბა არ წყდე­ბა. Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ "ასა­ვალ-და­სა­ვალ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უს:

***

ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი: ბა­ტო­ნო თა­მაზ, დიდი ხა­ნია, არც პრე­სის ფურ­ცლებ­ზე და არც ტე­ლე­ეკ­რან­ზე არ გა­მო­ჩე­ნილ­ხართ, რა­ტომ? მე ვიცი, რომ თქვენ სა­ლა­პა­რა­კო ბევ­რზე ბევ­რი გაქვთ...

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი: სა­ლა­პა­რა­კო კი მაქვს, მაგ­რამ ამ უაზ­რო ბრალ­დე­ბებ­სა და გან­ცხა­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა არ მინ­დო­და! თუმ­ცა, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ზღვა­რი აქვს. მათ შო­რის, უზ­ნე­ო­ბა­საც. აი, მა­გა­ლი­თად, გივი თარ­გა­მა­ძე, რო­მე­ლიც ხალ­ხს "სუ­ლის ამოხ­დო­მით" ემუქ­რე­ბო­და და ამო­ხა­და კი­დეც ძა­ლი­ან ბევ­რს სული, გა­მო­დის და ჩემს შე­სა­ხებ ათას სი­სუ­ლე­ლეს ლა­პა­რა­კობს. გივი თარ­გა­მა­ძემ კობა ოთა­ნა­ძეს ე.წ. "კონ­ტროლ­კა" და­ა­ხა­ლა... კობა ოთა­ნა­ძემ, რო­მე­ლიც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა, ამის შე­სა­ხებ პრე­სა­ში ღიად ილა­პა­რა­კა და დღეს ამის ჩამ­დე­ნი კაცი, ეს მარ­თლაც­და ბლუ­ყუ­ნა, გა­მო­დის და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ძღვრავს! გივი თარ­გა­მა­ძის ძმას, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სი არ არის, წილი რომ არ ჰქონ­დეს! ვის ტენ­დერებ­სა და წი­ლებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ ეგ ნა­ძირ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­ჭა­მეს და სის­ხლში აბა­ნა­ვეს მთე­ლი ქვე­ყა­ნა?! ეს არის უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნი, ბლუ­ყუ­ნა და მა­ი­მუ­ნი კაცი.

ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი: მე­რე­და, ბა­ტო­ნო თა­მაზ, თუ კობა ოთა­ნა­ძეს "კონ­ტროლ­კა" და­ა­ხა­ლა და თუ მკვლე­ლია, რა უნდა ასეთ კაცს პარ­ლა­მენ­ტში? რას აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რა­ტომ არ უხ­სნი­ან თარ­გა­მა­ძე­სა და მის­თა­ნებს სა­დე­პუ­ტა­ტო იმუ­ნი­ტეტს, რათა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყოს და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ვი­რის აბა­ნო­ში მი­აბ­რძა­ნონ?

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი: ძა­ლი­ან მოკ­ლედ გი­პა­სუ­ხებთ მაგ შე­კი­თხვა­ზე - ნა­ძი­რა­ლა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი რომ და­ა­პა­ტიმ­რეს, იცით თუ არა, რომ მთე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტას გეგ­მავ­და, აქა­ო­და, დიდი "დე­მოკ­რა­ტი" და "ქვეყ­ნის აღმშე­ნე­ბე­ლი" უკა­ნო­ნოდ და ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ და­ი­ჭი­რე­თო?! გივი თარ­გა­მა­ძე­სა და და­ნარ­ჩენ ნა­ძირ­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ირმა ნა­დი­რაშ­ვილს, რო­მელ­მაც ამ ბოლო დროს სულ მთლად და­კარ­გა ადა­მი­ა­ნის სახე და მარ­თლაც­და ნა­დი­რის სახე აქვს მი­ღე­ბუ­ლი, სა­სა­მარ­თლო­ში დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ჩივ­ლებ­დი ცი­ლის­წა­მე­ბის გამო, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვილ­მა ცი­ლის­წა­მე­ბის მუხ­ლი კო­დექ­სი­დან ამო­ი­ღო. ცი­ლის­წა­მე­ბის მუხ­ლი რომ არ არის კო­დექსში, ამი­ტო­მაც არი­ან გა­ჯე­ჯი­ლე­ბუ­ლე­ბი და თავ­გა­სუ­ლე­ბი... "რუს­თა­ვი-2"-ის ვი­თომ უფ­რო­სი რომ არის ნიკა გვა­რა­მია - გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, რო­მელ­მაც ათა­სი უბე­დუ­რე­ბა ჩა­ი­დი­ნა, დღე­საც გვემ­ქუ­რე­ბა, ჯო­ჯო­ხეთს მო­გი­წყობ­თო! თქვე უბე­დუ­რო ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბო, თქვენ ცხოვ­რობთ ილუ­ზო­რულ სამ­ყა­რო­ში, თქვე­ნი არა­კა­ცო­ბით, თქვე­ნი ნა­ძირ­ლო­ბი­თა და თახ­სი­რო­ბით თქვენ უკვე ჯვარს აც­ვით და ჯო­ჯო­ხე­თი მო­უ­წყვეთ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, მთელ თქვენს ოჯა­ხებ­სა და სა­ახ­ლობ­ლოს... ნათ­ქვა­მია, პა­პის ნა­ჭამ­მა ტყე­მალ­მა შვი­ლიშ­ვილს კბი­ლე­ბი მოკ­ვე­თაო და ასე იქ­ნე­ბა თქვე­ნი საქ­მეც, რად­გან ის სი­ბინ­ძუ­რე, რაც თქვენ ჩა­ი­დი­ნეთ და აკე­თეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­სო­დეს არა­ვის და­ა­ვი­წყდე­ბა და თქვენ თქვენს შთა­მო­მალ­ვო­ბას კბი­ლე­ბი კი არა, თა­ვე­ბი მოკ­ვე­თეთ უკვე! მეს­მის, რომ ში­ნა­გა­ნი ინ­ტე­ლექ­ტის სა­ში­ნელ დე­ფი­ციტს გა­ნიც­დით და ვე­რა­სო­დეს ვერ გა­ი­გებთ, თუ რა უბე­დუ­რე­ბა და­მარ­თეთ სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­სა და სამ­შობ­ლოს... კაც­მა რომ თქვას, სამ­შობ­ლოს გან­ცდა ხომ თქვენ სა­ერ­თოდ არ გა­გაჩ­ნი­ათ და რა უნდა გე­ლა­პა­რა­კოთ?! თქვენ ღვთის მად­ლი არ გაქვთ, უბე­დუ­რი ხალ­ხი ხართ. გო­გი­ტა ვა­შა­ძე მე­ძა­ხის "კო­რუმ­პი­რე­ბულს". გა­უზ­რდე­ლო ღლა­პო, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლე­ბი შენს ოჯახ­სა და იმ პო­ლი­ტი­კურ სექ­ტა­ში მო­ი­კი­თხე, რომ­ლის წევ­რიც შენა ხარ! ვა­შა­ძეს სინ­დის-ნა­მუ­სი რომ გა­აჩ­ნდეს, ხმას არ უნდა იღებ­დეს, ქვე­ყა­ნამ იცის მა­გის ამ­ბა­ვი, მაგ­რამ უსირ­ცხვი­ლოა და მა­გის­თა­ნა არა­კაც­სა და ნა­ძი­რა­ლას რა უნდა ვე­ლა­პა­რა­კო?!

ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი: ბა­ტო­ნო თა­მაზ, გივი თარ­გა­მა­ძე, ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი, ნიკა გვა­რა­მია, გო­გი­ტა ვა­შა­ძე და მის­თა­ნა სექ­ტან­ტე­ბი რა ხვი­თო­ე­ბიც ბრძან­დე­ბი­ან, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის, მაგ­რამ თქვე­ნი დის­შვი­ლის ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის და გი­ორ­გი ზე­დე­ლაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ათა­სი ჭორ-მარ­თა­ლი რომ ის­მის და თქვენ მა­ფი­ის ბო­სად რომ შეგ­რა­ცხეს, ამის შე­სა­ხებ რას იტყვით?

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი: თუ ერთ კაცს მა­ინც მო­მიყ­ვა­ნენ, ერთ ბიზ­ნეს­მენს მა­ინც მო­ძებ­ნი­ან, რო­მე­ლიც იტყვის, რომ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი მას ცუ­დად მო­ექ­ცა, ან ვინ­მე­ზე ზე­წო­ლა მო­ახ­დნა, ან ვინ­მეს უღირ­სად და არა­კა­ცუ­რად მო­ე­პყრო, სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­ერ­თოდ წა­ვალ. გი­მე­ო­რებთ, მე ჩემს თავ­ზე მაქვს ლა­პა­რა­კი და ჩემს თავ­ზე ვა­გებ პა­სუხს! ეს არის შე­მოგ­დე­ბუ­ლი თემა, ეს არის ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის გეგ­მა, რათა მსგავ­სი ბინ­ძუ­რი ცი­ლის­წა­მე­ბე­ბით და­ა­სუს­ტონ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, და­ა­სუს­ტონ ივა­ნიშ­ვი­ლი და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და ამით სარ­გე­ბე­ლი ნა­ხონ. ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა ერთი რამ კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რონ, მათ ისე­თი სი­ბინ­ძუ­რე აკად­რეს ხალ­ხსა და ქვე­ყა­ნას, აწი ვინ გინ­და მო­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი ბან­და ყვე­ლას­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა! ახლა მა­გათ, მაგ უბე­დუ­რებს, არ­ჩე­უ­ლი აქვთ ტაქ­ტი­კა - "შე­ძა­ხილ­მა ხე გა­ახ­მოო!" - ჰოდა, ჩხა­ვი­ან კი­დეც - "გახ­მი, გახ­მი, გახ­მი!"

ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი: ბა­ტო­ნო თა­მაზ, ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი ხომ თქვე­ნი დის­შვი­ლია?

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი: დიახ, ჩემი დის­შვი­ლია!

ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი: ჰოდა, რა მოხ­და მანდ, რა­ტომ წა­ვი­და ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი გუნ­დი­დან, ეს მისი სურ­ვი­ლით მოხ­და თუ გა­უშ­ვეს?

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი: და­ი­ღა­ლა ეგ კაცი... ირაკ­ლი რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა, და­საყ­რდე­ნი არ ჰყავ­და. სხვა სხვაა, მაგ­რამ მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, თუ რა არის და რას წარ­მო­ად­გენს ამო­დე­ნა მონ­სტრი - ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის კად­რე­ბით იყო გა­ძეძ­გი­ლი. მა­შინ ჯერ კი­დევ ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი და რა­დი­ო­ში რომ გა­მო­ა­ცხა­დეს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად ინიშ­ნე­ბაო, გე­ფი­ცე­ბით, ცუ­დად გავ­ხდი იმი­ტომ, რომ მე 28 წელი ოპე­რა­ტი­ულ სამ­სა­ხურ­ში გა­ვა­ტა­რე და ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რაც არის და რა­საც წარ­მო­ად­გენს ეს სის­ტე­მა. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, თუ ირაკ­ლი მანდ საქ­მეს თავს მო­ა­ბამ­და. ზვი­ა­დი გა­ი­ზარ­და ჩემს ხელ­ში, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლია, იცის ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი, მა­მა­მი­სიც პოლ­კოვ­ნი­კია... ზვი­ა­დის კან­დი­და­ტუ­რა სა­მი­ნის­ტრო­ში შე­ირ­ჩა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით და ამ კაც­მა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბით გა­ძეძ­გილ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ნელ-ნელა და­ა­ლა­გა სი­ტუ­ა­ცია. არ შე­იძ­ლე­ბო­და იმ გა­რეწ­რე­ბი­სა და ნა­ძი­რა­ლე­ბის სპონ­ტა­ნუ­რად, ქა­ო­სუ­რად გაყ­რა სა­მი­ნის­ტრო­დან, რად­გან ეს არის სპე­ცი­ფი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რა და თუ ასე მო­იქ­ცე­ვი, მთე­ლი სის­ტე­მა და­გემ­ხო­ბა თავ­ზე. ზვი­ად­მა ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე გა­უ­კე­თა ირაკ­ლის და მო­ა­ბეს რა­ღა­ცას თავი. ხომ გე­უბ­ნე­ბით, და­ი­ღა­ლა ეგ კაცი და წა­ვი­და...

ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი: თქვენ იმას ამ­ბობთ, რომ დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ზონ­დერე­ბი და მწვა­ლებ­ლე­ბი აღარ მუ­შა­ო­ბენ?

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი: არა, მა­გას ვერ ვი­ტყვი, მაგ­რამ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არა­კა­ცე­ბის­გან ძი­რი­თა­დად გაწ­მენ­დი­ლია და ამ ნა­ძი­რა­ლა სა­ა­კაშ­ვილს, ორ­ღო­ბის გიჟს, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­სა და არე­ვას გეგ­მავს, გვერ­დით არა­ვინ და­უდ­გე­ბა. ვი­საც და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, ვინც კრი­მი­ნა­ლია და მკვლე­ლია, ის რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში არ უნდა მუ­შა­ობ­დეს, ამა­ზე ორი აზრი არ არ­სე­ბობს. ქალ­ბა­ტო­ნი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი თა­ვის ქმარს ასე გა­აფ­თრე­ბით რომ იცავს, ეს კარ­გია, მაგ­რამ, ბო­ლოს და ბო­ლოს, ჟურ­ნა­ლის­ტი თუ ხარ, გა­ჩუმ­დი მა­ინც! სწო­რედ მა­გის ქმარ­მა, სოდი-ს უფ­როს­მა ერეკ­ლე კო­დუ­ამ მო­მიგ­ზავ­ნა ის ნა­ძირ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც და­მა­პა­ტიმ­რეს, ია­რა­ღი ჩა­მი­დეს და ათას­ნა­ი­რი სი­ბინ­ძუ­რე და­მაბ­რა­ლეს!

ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი: ბა­ტო­ნო თა­მაზ, ნაც­მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თქვენ თქვენს ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად აი­კე­ლით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, ყვე­ლა ტენ­დერ­სა და ბიზ­ნესს აკონ­ტრო­ლებთ... იმა­საც ამ­ბო­ბენ, თით­ქოს თქვენ მარ­თავთ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს.

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ გი­მე­ო­რებთ, ეს ყვლა­ფე­რი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მიერ არის მო­გო­ნი­ლი, ტენ­დერებ­შიც ეგე­ნი არი­ან, ბიზ­ნე­სებ­შიც ეგე­ნი არი­ან და, სა­ერ­თოდ, მა­გათ პარ­პაშს ქვე­ყა­ნა­ში და­სას­რუ­ლი არა­და არ უჩანს. ისევ მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და მისი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ბან­დის ხელ­შია მთე­ლი ტენ­დერე­ბი. ეს ახალ­გაზ­რდე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ უჯე­რე­ბენ და მე და­მი­ჯე­რე­ბენ?

ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი: იმა­საც ამ­ბო­ბენ, თით­ქოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შე­მოს­წყრა, მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვებს რა­ტომ ვერ აჩე­რე­ბო!

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი: მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ, ამ თე­მას ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა "მი­მა­ბეს", თო­რემ, თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ახალ­გაზ­რდებს რამე შე­ნიშ­ვნა მის­ცა, რა არის ამა­ში ცუდი?! ჩემს სა­ხელ­სა და გვარს, იცით, რა­ტომ ატ­რი­ა­ლე­ბენ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი? იმი­ტომ, რომ მე ხომ თა­ვის დრო­ზე ნარ­კო­ბა­რი­გად და კრი­მი­ნა­ლად გა­მო­მა­ცხა­დეს ამ ნა­ძირ­ლებ­მა, ახლა უნ­დათ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე და­ამ­კვიდ­რონ აზრი, თით­ქოს დღევ­ნა­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კრი­მი­ნა­ლებ­თან არის კავ­შირ­ში. ვინ მე­კი­თხე­ბა მე, სად და­ნიშ­ნეს ეს ჩხენ­კე­ლე­ბი, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი და ოხ­რო­ბე­ბი? აზ­რზე არ ვარ, ვინ სად და­ი­ნიშ­ნა და ვინ სად და­ი­ნიშ­ნე­ბა. მე მაქვს ჩემი საქ­მე, ჩემი ოჯა­ხი, დი­ლით ადრე ვდგე­ბი, ვვარ­ჯი­შობ და ჩემს ოჯა­ხურ საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი. ხან კა­ხეთ­ში ვარ, ხან - აქეთ. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ: ამო­დე­ნა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და სხვა რეს­რუ­სე­ბის მქო­ნე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში უსის­ხლო რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდებს რჩე­ვა მის­ცეს და მა­მაშ­ვი­ლუ­რად რამე შე­უს­წო­როს?

ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი: ბა­ტო­ნო თა­მაზ, გე­ნე­რა­ლი კაცი ხართ და გულ­წრფე­ლად მი­თხა­რით, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა რა იყო?

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი: პო­ლი­ტი­კა ჩემი საქ­მე არ არის, მე პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რა­ლი ვარ, მაგ­რამ, თუ ჩემი, რო­გორც მო­ქა­ლა­ქის, აზრი გა­ინ­ტე­რე­სებთ, ამ ნა­ძი­რა­ლებ­თან და არა­ა­და­მი­ა­ნებ­თან - ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან ე.წ. კო­ჰა­ბი­ტა­ცია ნამ­დვი­ლად არ შე­იძ­ლე­ბო­და! მარ­თა­ლია, ცი­ხის გა­რეთ ბევ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლი დარ­ჩა და, რო­გორც ვიცი, ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე დარ­ჩნენ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ერ­თმა­ნეთ­ზე ღი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მი­ა­წო­დეს გა­მო­ძი­ე­ბას, მაგ­რამ მაგ საქ­მე­ში მე­ო­რე მხა­რეც არ­სე­ბობს - შე­იძ­ლე­ბა, ერთი ინ­ფორ­მა­ცია აქეთ მო­გი­ტა­ნონ, მაგ­რამ სამი - იქით წა­ი­ღონ და გა­ი­ტა­ნონ! კო­ჰა­ბი­ტა­ცია და­საშ­ვე­ბია ევ­რო­პუ­ლი ტი­პის ქვეყ­ნებ­ში, მაგ­რამ ამ მკვლე­ლებ­თან, ამ ნა­ძირ­ლებ­თან და კა­ცე­ბის გა­მა­უ­პა­ტი­უ­რებ­ლებ­თან კო­ჰა­ბი­ტა­ცია შე­იძ­ლე­ბო­და?! რა თქმა უნდა, აღ­სად­გე­ნია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა! აი, მა­გა­ლი­თად, ბესო ხარ­ძი­ანს კუს ტბა და­უბ­რუ­ნეს და მის მი­მართ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგა, მსგავს ფაქ­ტებს შეკ­რე­ბა და გახ­მა­უ­რე­ბა უნდა, ვი­ღაც ტე­ლე­ვი­ზი­ით უნდა გა­მო­ვი­დეს და ამის შე­სა­ხებ ილა­პა­რა­კოს, მაგ­რამ ვინ არის გა­მომ­სვლე­ლი?! ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ბლო­კა­ვენ. ქალი რომ იმას იტყვის, ბედ­ნი­ე­რი ვარ, სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თდა რომ მივ­დი­ვარ­თო, იმ ქა­ლი­სა რამე და­სა­ჯე­რე­ბე­ლია? დიახ, ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­ზე მო­გახ­სე­ნებთ, ამ მარ­თლაც­და ნა­დირ­ზე. თარ­გა­მა­ძე გა­მო­ვი­და, ეს უზ­ნეო ბლუ­ყუ­ნა და გა­ი­ძა­ხის - თა­მა­ზაშ­ვილ­თან ერ­თად ვი­ღაც დევ­და­რი­ა­ნი იჯდა სა­კან­ში, სამ­ჯერ ნა­სა­მარ­ლე­ვი, რო­მე­ლიც თა­მა­ზაშ­ვილ­მა სა­დღაც მა­ღალ­ჩი­ნოს­ნად გა­ამ­წე­საო! ხალ­ხი არა ხართ, კაცო?! მი­თხა­რით, მა­ნა­ხეთ, ვინ არის ეს დევ­და­რი­ა­ნი, რო­მე­ლიც მე სა­დღაც დავ­ნიშ­ნე! ჩემს სა­კან­ში იჯდა არა დევ­და­რი­ა­ნი, არა­მედ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, რო­მე­ლიც "ნა­სედ­კად" შე­მო­მიგ­დეს და მერე მე გად­მო­ვი­ბი­რე. სწო­რედ ამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა აა­ფეთ­ქა მთე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა. ტყუ­ის ეს არა­კა­ცი და ამი­ტომ მე მა­გას აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ჩივ­ლებ. ახლა მინ­და, ერთი რა­მეც მო­გახ­სე­ნოთ: ცნო­ბი­ლია, რომ ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა, ყო­ფილ­მა პრო­კუ­რორ­მა ზო­დე­ლა­ვამ, ყო­ფილ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ახა­ლა­ი­ამ, იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ადე­იშ­ვილ­მა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა კალ­მა­ხე­ლი­ძემ ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ნა­ცხა­დეს, რომ თით­ქოს მე მერ­ვე სა­პყრო­ბი­ლე­ში პა­ტიმ­რო­ბის დროს გად­მო­ვი­ბი­რე ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. გა­და­ვუ­ხა­დე მათ ფული და მო­ვა­წყვე "ცო­ცხე­ბის გა­კე­თე­ბის" ინ­სცე­ნი­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­და­ვა­ღე­ბი­ნე ჩემს მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ ოპე­რა­ტორს. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ამა­თი სი­გი­ჟის ამ­ბა­ვი, თურ­მე, კი­ნოს­ტუ­დია მქო­ნია ცი­ხე­ში. ამათ, ამ ავად­მყო­ფებ­მა და ნა­ძირ­ლებ­მა, და­ა­მონ­ტა­ჟეს ვი­დე­ო­დის­კი, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ უკე­თე­ბენ პა­ტიმ­რებს ცო­ცხებს და ზედ "და­ა­დეს" ჩემი ხმაც… ამ შე­თი­თხნი­ლი მა­სა­ლით ესე­ნი აპი­რებ­დნენ ჩემი ად­ვო­კა­ტე­ბის შალ­ვა თა­დუ­მა­ძის, ლი­ლი­კო გე­ლაშ­ვი­ლი­სა და ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის ნა­თია თა­მა­ზაშ­ვი­ლის და­ჭე­რას, თით­ქოს ფული ცი­ხე­ში ამათ შე­მო­მი­ტა­ნეს, შემ­დე, ამ ყვე­ლა­ფერ­თან უნდა და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნათ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მა­შინ სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი, შემ­დეგ უნდა და­ე­ჭი­რათ ჩემი ვაჟი ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვი­ლი, შემ­დეგ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და ბო­ლოს "გა­დი­ოდ­ნენ" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლამ­დე. ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­უფ­ლავ­დათ, ცი­ხის კად­რე­ბი გახ­მა­ურ­და და გას­კდა, მაგ­რამ ჩემ­თან დღემ­დე გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი არ მო­სუ­ლა და არა­ვის და­ვუ­კი­თხი­ვარ...

ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი: ბა­ტო­ნო თა­მაზ, ჩი­ვილს აპი­რებთ?

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი: დიახ, მა­გათ, მაგ ნა­ძირ­ლებს - სა­ა­კაშ­ვილს, ადე­იშ­ვილს, ახა­ლა­ი­ას, კალ­მა­ხე­ლი­ძე­სა და ზო­დე­ლა­ვას პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის გამო უნდა ვუ­ჩივ­ლო! აქამ­დე მა­ჩე­რებ­დნენ, თავს ვი­კა­ვებ­დი, მაგ­რამ ახლა უკვე ამო­მი­ვი­და ყელ­ში ყვე­ლა­ფე­რი და მე ვიცი, რა­საც გა­ვა­კე­თებ! ჩემს ად­ვო­კატ­თან ლი­ლი­კო გე­ლაშ­ვილ­თან გა­ვივ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ას და ამ გა­რეწ­რებს პა­სუხს მოვ­თხოვ. გივი თარ­გა­მა­ძე­საც მო­უ­წევს იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ მე ვინ­მე დევ­და­რი­ა­ნი სა­დღაც დავ­ნიშ­ნე! ამათ აქვთ გეგ­მა, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ამ ტყუ­ი­ლე­ბი­თა და ცი­ლის­წა­მე­ბით და­ა­სუს­ტონ, მაგ­რამ ესე­ნი ვე­რა­ფერს მი­ა­წღე­ვენ, რად­გან ირაკ­ლი მარ­თალ კა­ცად დარ­ჩე­ბა, ხოლო ესე­ნი ვე­რა­სო­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვერ მოვ­ლენ, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია! ერთი წელი ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი, რა არ ეძე­ბეს, რა არ ქნეს, ცი­ხე­ში პა­ტიმ­რებს ეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ ეს ნა­ძირ­ლე­ბი, - თა­მა­ზაშ­ვილს ოღონ­დაც რა­მე­ზე ხელი და­ა­დეთ და მა­შინ­ვე გა­გიშ­ვებ­თო! - მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი ვერ მი­პო­ვეს. ერ­თა­დერ­თი ეს ნა­ძი­რა­ლა "რუს­თა­ვი-2" უშ­ვებ­და და ატ­რი­ა­ლებ­და ჩემ­ზე ბინ­ძურ კლი­პებს და "რუს­თა­ვი-2"-საც ვუ­ჩივ­ლებ იმ კლი­პე­ბის­თვის! ჭი­კა­ი­ძეს რო­გორ არი­ან შე­სე­უ­ლე­ბი, ხომ ხე­დავთ?! კაცს არ­ცერ­თი საქ­მე გა­უხ­სნე­ლი არ და­უ­ტო­ვე­ბია, უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის, 3 ტონა თხე­ვა­დი ჰე­რო­ი­ნი ამო­ი­ღო და ხომ ხე­დავთ, რა ბინ­ძურ პი­არ­საც უგო­რე­ბენ?! ჭი­კა­ი­ძე არის ნი­ჭი­ე­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­კი და ღირ­სე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­მაც მუნ­დი­რის ღირ­სე­ბა არ შე­არ­ცხვი­ნა და ამ­დე­ნი ჰე­რო­ი­ნი და­ა­კა­ვა. თქვენ რა გგო­ნი­ათ, ეს ამ­დე­ნი ჰე­რო­ი­ნი პირ­ვე­ლად შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლი, მე­რა­ბიშ­ვი­ლი და მთე­ლი მათი ბან­და სწო­რედ ჰე­რო­ი­ნის ბინ­ძურ ფულ­ზე "იჯ­დნენ" და სა­ზღვარ­გა­რეთ რომ მი­ლი­არ­დე­ბი აქვთ გა­ტა­ნი­ლი, ის ფული სწო­რედ ჰე­რო­ი­ნის ფუ­ლია!

ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი: ვა­ღი­ა­რებ, რომ ჭი­კა­ი­ძის უწყე­ბის მიერ 3 ტონა ჰე­რო­ი­ნის ამო­ღე­ბა, მარ­თლაც უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტი იყო!

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი: მი­ლი­არ­დებ­ზეა ლა­პა­რა­კი. მი­ლი­არ­დებ­ზე და ამ ახალ­გზარ­და კაცს - ჭი­კა­ი­ძეს არა­ფე­რი შეშ­ლია! სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს პრე­ზი­დენ­ტი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გა­რე­შე იმოძ­რა­ვებ­და ჰე­რო­ი­ნის ამო­დე­ნა პარ­ტია ქვე­ყა­ნა­ში? გა­მო­რი­ცხუ­ლია! ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე ნარ­კობზნეს­ში იყ­ვნენ ჩაფ­ლულ­ნი. კაცს წამ­წამს უღებ­დნენ თვა­ლი­დან და იმას ვერ ხე­დავ­დნენ, რომ ამო­დე­ნა ჰე­რო­ი­ნი მოძ­რა­ობ­და ქვე­ყა­ნა­ში?

ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი: კი, ბა­ტო­ნო, გა­ე­როს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ყო­ველ­წლი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 8 ტონა ჰე­რო­ი­ნი მოძ­რა­ობ­და და ამ დროს ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში, 8 ტონა ჰე­რო­ი­ნი­დან 35 კლოგ­რა­მი ჰე­რო­ი­ნი ჰქონ­და ამო­ღე­ბუ­ლი!

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი: რა თქმა უნდა! სად მი­დი­ო­და და­ნარ­ჩე­ნი ჰე­რო­ი­ნი? ესე­ნი - სა­ა­კაშ­ვი­ლი, მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ადე­იშ­ვი­ლი, ახა­ლა­ი­ე­ბი, ეგ ნა­ძირ­ლე­ბი, ყიდ­დნენ ჰე­რო­ინს და წამ­ლავ­დნენ ქვე­ყა­ნას!

ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი: ბა­ტო­ნო თა­მაზ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შო­რის შავ­მა კა­ტამ მარ­თლა გა­ირ­ბი­ნა?

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი: არ ვიცი, ვერ გე­ტყვით და არც არის ეს ჩემი საქ­მე! შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ავ­დი­ვარ, მაგ­რამ ირაკ­ლის იშ­ვი­ა­თად ვხვდე­ბი - ძა­ლი­ან გვი­ან, ღა­მის 4 სა­ათ­ზე მო­დის, დი­ლით ადრე მი­დის და, აბა, რა გი­თხრათ? ერთი რამ ვიცი, ირაკ­ლი ბევ­რს მუ­შა­ობს ძა­ლი­ან...

დიტო ჩუ­ბი­ნი­ძე

გა­ზე­თი "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ღარიბაშვილის სიმამრი ხანგრძლივ დუმილს არღვევს - "გივი თარგამაძემ კობა ოთანაძეს "კონტროლკა" დაახალა..."

ღარიბაშვილის სიმამრი ხანგრძლივ დუმილს არღვევს - "გივი თარგამაძემ კობა ოთანაძეს "კონტროლკა" დაახალა..."

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, გენერალი თამაზ თამაზაშვილი ხანგრძლივ დუმილს არღვევს და "ასავალ-დასავალს" ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ საკითხების შესახებ საუბრობს, რომელთა გარშემოც ფართო საზოგადოებასა თუ სახელისუფლებო წრეებში ბოლო დროს მსჯელობა არ წყდება. Ambebi.ge გთავაზობთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს:

***

ასავალ-დასავალი: ბატონო თამაზ, დიდი ხანია, არც პრესის ფურცლებზე და არც ტელეეკრანზე არ გამოჩენილხართ, რატომ? მე ვიცი, რომ თქვენ სალაპარაკო ბევრზე ბევრი გაქვთ...

თამაზ თამაზაშვილი: სალაპარაკო კი მაქვს, მაგრამ ამ უაზრო ბრალდებებსა და განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მინდოდა! თუმცა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. მათ შორის, უზნეობასაც. აი, მაგალითად, გივი თარგამაძე, რომელიც ხალხს "სულის ამოხდომით" ემუქრებოდა და ამოხადა კიდეც ძალიან ბევრს სული, გამოდის და ჩემს შესახებ ათას სისულელეს ლაპარაკობს. გივი თარგამაძემ კობა ოთანაძეს ე.წ. "კონტროლკა" დაახალა... კობა ოთანაძემ, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა, ამის შესახებ პრესაში ღიად ილაპარაკა და დღეს ამის ჩამდენი კაცი, ეს მართლაცდა ბლუყუნა, გამოდის და საზოგადოებას მოძღვრავს! გივი თარგამაძის ძმას, საქართველოში ბიზნესი არ არის, წილი რომ არ ჰქონდეს! ვის ტენდერებსა და წილებზე ლაპარაკობენ ეგ ნაძირლები, რომლებმაც შეჭამეს და სისხლში აბანავეს მთელი ქვეყანა?! ეს არის უსინდისო ადამიანი, ბლუყუნა და მაიმუნი კაცი.

ასავალ-დასავალი: მერედა, ბატონო თამაზ, თუ კობა ოთანაძეს "კონტროლკა" დაახალა და თუ მკვლელია, რა უნდა ასეთ კაცს პარლამენტში? რას აკეთებს ხელისუფლება და რატომ არ უხსნიან თარგამაძესა და მისთანებს სადეპუტატო იმუნიტეტს, რათა გამოძიება დაიწყოს და დამნაშავეები ვირის აბანოში მიაბრძანონ?

თამაზ თამაზაშვილი: ძალიან მოკლედ გიპასუხებთ მაგ შეკითხვაზე - ნაძირალა ვანო მერაბიშვილი რომ დააპატიმრეს, იცით თუ არა, რომ მთელი ევროპარლამენტი საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტას გეგმავდა, აქაოდა, დიდი "დემოკრატი" და "ქვეყნის აღმშენებელი" უკანონოდ და ტყუილუბრალოდ დაიჭირეთო?! გივი თარგამაძესა და დანარჩენ ნაძირლებს, განსაკუთრებით ირმა ნადირაშვილს, რომელმაც ამ ბოლო დროს სულ მთლად დაკარგა ადამიანის სახე და მართლაცდა ნადირის სახე აქვს მიღებული, სასამართლოში დიდი სიამოვნებით ვუჩივლებდი ცილისწამების გამო, მაგრამ სააკაშვილმა ცილისწამების მუხლი კოდექსიდან ამოიღო. ცილისწამების მუხლი რომ არ არის კოდექსში, ამიტომაც არიან გაჯეჯილებულები და თავგასულები... "რუსთავი-2"-ის ვითომ უფროსი რომ არის ნიკა გვარამია - გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ათასი უბედურება ჩაიდინა, დღესაც გვემქურება, ჯოჯოხეთს მოგიწყობთო! თქვე უბედურო ნაციონალებო, თქვენ ცხოვრობთ ილუზორულ სამყაროში, თქვენი არაკაცობით, თქვენი ნაძირლობითა და თახსირობით თქვენ უკვე ჯვარს აცვით და ჯოჯოხეთი მოუწყვეთ მთელ საქართველოს, მთელ თქვენს ოჯახებსა და საახლობლოს... ნათქვამია, პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილები მოკვეთაო და ასე იქნება თქვენი საქმეც, რადგან ის სიბინძურე, რაც თქვენ ჩაიდინეთ და აკეთეთ, საქართველოში არასოდეს არავის დაავიწყდება და თქვენ თქვენს შთამომალვობას კბილები კი არა, თავები მოკვეთეთ უკვე! მესმის, რომ შინაგანი ინტელექტის საშინელ დეფიციტს განიცდით და ვერასოდეს ვერ გაიგებთ, თუ რა უბედურება დამართეთ საკუთარ ოჯახებსა და სამშობლოს... კაცმა რომ თქვას, სამშობლოს განცდა ხომ თქვენ საერთოდ არ გაგაჩნიათ და რა უნდა გელაპარაკოთ?! თქვენ ღვთის მადლი არ გაქვთ, უბედური ხალხი ხართ. გოგიტა ვაშაძე მეძახის "კორუმპირებულს". გაუზრდელო ღლაპო, კორუმპირებულები შენს ოჯახსა და იმ პოლიტიკურ სექტაში მოიკითხე, რომლის წევრიც შენა ხარ! ვაშაძეს სინდის-ნამუსი რომ გააჩნდეს, ხმას არ უნდა იღებდეს, ქვეყანამ იცის მაგის ამბავი, მაგრამ უსირცხვილოა და მაგისთანა არაკაცსა და ნაძირალას რა უნდა ველაპარაკო?!

ასავალ-დასავალი: ბატონო თამაზ, გივი თარგამაძე, ირმა ნადირაშვილი, ნიკა გვარამია, გოგიტა ვაშაძე და მისთანა სექტანტები რა ხვითოებიც ბრძანდებიან, მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ თქვენი დისშვილის ზვიად ჯანყარაშვილის და გიორგი ზედელაშვილის შესახებ ათასი ჭორ-მართალი რომ ისმის და თქვენ მაფიის ბოსად რომ შეგრაცხეს, ამის შესახებ რას იტყვით?

თამაზ თამაზაშვილი: თუ ერთ კაცს მაინც მომიყვანენ, ერთ ბიზნესმენს მაინც მოძებნიან, რომელიც იტყვის, რომ თამაზ თამაზაშვილი მას ცუდად მოექცა, ან ვინმეზე ზეწოლა მოახდნა, ან ვინმეს უღირსად და არაკაცურად მოეპყრო, საქართველოდან საერთოდ წავალ. გიმეორებთ, მე ჩემს თავზე მაქვს ლაპარაკი და ჩემს თავზე ვაგებ პასუხს! ეს არის შემოგდებული თემა, ეს არის ნაციონალების გეგმა, რათა მსგავსი ბინძური ცილისწამებებით დაასუსტონ ეს ხელისუფლება, დაასუსტონ ივანიშვილი და ღარიბაშვილი და ამით სარგებელი ნახონ. ნაციონალებმა ერთი რამ კარგად დაიმახსოვრონ, მათ ისეთი სიბინძურე აკადრეს ხალხსა და ქვეყანას, აწი ვინ გინდა მოვიდეს ხელისუფლებაში, სააკაშვილი და მისი ბანდა ყველასთვის მიუღებელი იქნება! ახლა მაგათ, მაგ უბედურებს, არჩეული აქვთ ტაქტიკა - "შეძახილმა ხე გაახმოო!" - ჰოდა, ჩხავიან კიდეც - "გახმი, გახმი, გახმი!"

ასავალ-დასავალი: ბატონო თამაზ, ზვიად ჯანყარაშვილი ხომ თქვენი დისშვილია?

თამაზ თამაზაშვილი: დიახ, ჩემი დისშვილია!

ასავალ-დასავალი: ჰოდა, რა მოხდა მანდ, რატომ წავიდა ჯანყარაშვილი გუნდიდან, ეს მისი სურვილით მოხდა თუ გაუშვეს?

თამაზ თამაზაშვილი: დაიღალა ეგ კაცი... ირაკლი რომ შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, დასაყრდენი არ ჰყავდა. სხვა სხვაა, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რა არის და რას წარმოადგენს ამოდენა მონსტრი - შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც თავიდან ბოლომდე ნაციონალების კადრებით იყო გაძეძგილი. მაშინ ჯერ კიდევ ციხეში ვიყავი და რადიოში რომ გამოაცხადეს, ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნებაო, გეფიცებით, ცუდად გავხდი იმიტომ, რომ მე 28 წელი ოპერატიულ სამსახურში გავატარე და ძალიან კარგად ვიცი, რაც არის და რასაც წარმოადგენს ეს სისტემა. ვერ წარმომედგინა, თუ ირაკლი მანდ საქმეს თავს მოაბამდა. ზვიადი გაიზარდა ჩემს ხელში, ინტელექტუალია, იცის ოპერატიული სამსახური, მამამისიც პოლკოვნიკია... ზვიადის კანდიდატურა სამინისტროში შეირჩა პროფესიონალიზმისა და ერთგულების მიხედვით და ამ კაცმა ნაციონალებით გაძეძგილ შინაგან საქმეთა სამინისტროში ნელ-ნელა დაალაგა სიტუაცია. არ შეიძლებოდა იმ გარეწრებისა და ნაძირალების სპონტანურად, ქაოსურად გაყრა სამინისტროდან, რადგან ეს არის სპეციფიკური სტრუქტურა და თუ ასე მოიქცევი, მთელი სისტემა დაგემხობა თავზე. ზვიადმა ძალიან ბევრი საქმე გაუკეთა ირაკლის და მოაბეს რაღაცას თავი. ხომ გეუბნებით, დაიღალა ეგ კაცი და წავიდა...

ასავალ-დასავალი: თქვენ იმას ამბობთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში სააკაშვილის ზონდერები და მწვალებლები აღარ მუშაობენ?

თამაზ თამაზაშვილი: არა, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არაკაცებისგან ძირითადად გაწმენდილია და ამ ნაძირალა სააკაშვილს, ორღობის გიჟს, რომელიც ქვეყნის გადატრიალებასა და არევას გეგმავს, გვერდით არავინ დაუდგება. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ვინც კრიმინალია და მკვლელია, ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უნდა მუშაობდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ქალბატონი ჟორჟოლიანი თავის ქმარს ასე გააფთრებით რომ იცავს, ეს კარგია, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ჟურნალისტი თუ ხარ, გაჩუმდი მაინც! სწორედ მაგის ქმარმა, სოდი-ს უფროსმა ერეკლე კოდუამ მომიგზავნა ის ნაძირლები, რომლებმაც დამაპატიმრეს, იარაღი ჩამიდეს და ათასნაირი სიბინძურე დამაბრალეს!

ასავალ-დასავალი: ბატონო თამაზ, ნაცმოძრაობის ლიდერები ამბობენ, რომ თქვენ თქვენს ნათესავებთან ერთად აიკელით მთელი საქართველო, ყველა ტენდერსა და ბიზნესს აკონტროლებთ... იმასაც ამბობენ, თითქოს თქვენ მართავთ ირაკლი ღარიბაშვილს.

თამაზ თამაზაშვილი: კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს ყვლაფერი ნაციონალების მიერ არის მოგონილი, ტენდერებშიც ეგენი არიან, ბიზნესებშიც ეგენი არიან და, საერთოდ, მაგათ პარპაშს ქვეყანაში დასასრული არადა არ უჩანს. ისევ მერაბიშვილისა და მისი დანაშაულებრივი ბანდის ხელშია მთელი ტენდერები. ეს ახალგაზრდები ბიძინა ივანიშვილს არ უჯერებენ და მე დამიჯერებენ?

ასავალ-დასავალი: იმასაც ამბობენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს შემოსწყრა, მეუღლის ნათესავებს რატომ ვერ აჩერებო!

თამაზ თამაზაშვილი: მე არაფერ შუაში ვარ, ამ თემას ნაციონალებმა "მიმაბეს", თორემ, თუ ბიძინა ივანიშვილმა ახალგაზრდებს რამე შენიშვნა მისცა, რა არის ამაში ცუდი?! ჩემს სახელსა და გვარს, იცით, რატომ ატრიალებენ ნაციონალები? იმიტომ, რომ მე ხომ თავის დროზე ნარკობარიგად და კრიმინალად გამომაცხადეს ამ ნაძირლებმა, ახლა უნდათ, საერთაშორისო ასპარეზზე დაამკვიდრონ აზრი, თითქოს დღევნადელი ხელისუფლება კრიმინალებთან არის კავშირში. ვინ მეკითხება მე, სად დანიშნეს ეს ჩხენკელები, ნაციონალები და ოხრობები? აზრზე არ ვარ, ვინ სად დაინიშნა და ვინ სად დაინიშნება. მე მაქვს ჩემი საქმე, ჩემი ოჯახი, დილით ადრე ვდგები, ვვარჯიშობ და ჩემს ოჯახურ საქმიანობას ვეწევი. ხან კახეთში ვარ, ხან - აქეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამოდენა ინტელექტუალური და სხვა რესრუსების მქონე ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქვეყანაში უსისხლო რევოლუცია მოახდინა, რატომ არ შეიძლება ახალგაზრდებს რჩევა მისცეს და მამაშვილურად რამე შეუსწოროს?

ასავალ-დასავალი: ბატონო თამაზ, გენერალი კაცი ხართ და გულწრფელად მითხარით, ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა რა იყო?

თამაზ თამაზაშვილი: პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მე პოლიციის გენერალი ვარ, მაგრამ, თუ ჩემი, როგორც მოქალაქის, აზრი გაინტერესებთ, ამ ნაძირალებთან და არაადამიანებთან - ნაციონალებთან ე.წ. კოჰაბიტაცია ნამდვილად არ შეიძლებოდა! მართალია, ციხის გარეთ ბევრი ნაციონალი დარჩა და, როგორც ვიცი, ისინი თავისუფლებაზე დარჩნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთზე ღირებული ინფორმაციები მიაწოდეს გამოძიებას, მაგრამ მაგ საქმეში მეორე მხარეც არსებობს - შეიძლება, ერთი ინფორმაცია აქეთ მოგიტანონ, მაგრამ სამი - იქით წაიღონ და გაიტანონ! კოჰაბიტაცია დასაშვებია ევროპული ტიპის ქვეყნებში, მაგრამ ამ მკვლელებთან, ამ ნაძირლებთან და კაცების გამაუპატიურებლებთან კოჰაბიტაცია შეიძლებოდა?! რა თქმა უნდა, აღსადგენია სამართლიანობა! აი, მაგალითად, ბესო ხარძიანს კუს ტბა დაუბრუნეს და მის მიმართ სამართლიანობა აღდგა, მსგავს ფაქტებს შეკრება და გახმაურება უნდა, ვიღაც ტელევიზიით უნდა გამოვიდეს და ამის შესახებ ილაპარაკოს, მაგრამ ვინ არის გამომსვლელი?! ტელევიზიები ძალიან ბევრ რამეს ბლოკავენ. ქალი რომ იმას იტყვის, ბედნიერი ვარ, სააკაშვილთან ერთდა რომ მივდივართო, იმ ქალისა რამე დასაჯერებელია? დიახ, ირმა ნადირაშვილზე მოგახსენებთ, ამ მართლაცდა ნადირზე. თარგამაძე გამოვიდა, ეს უზნეო ბლუყუნა და გაიძახის - თამაზაშვილთან ერთად ვიღაც დევდარიანი იჯდა საკანში, სამჯერ ნასამარლევი, რომელიც თამაზაშვილმა სადღაც მაღალჩინოსნად გაამწესაო! ხალხი არა ხართ, კაცო?! მითხარით, მანახეთ, ვინ არის ეს დევდარიანი, რომელიც მე სადღაც დავნიშნე! ჩემს საკანში იჯდა არა დევდარიანი, არამედ აზერბაიჯანელი, რომელიც "ნასედკად" შემომიგდეს და მერე მე გადმოვიბირე. სწორედ ამ აზერბაიჯანელმა ააფეთქა მთელი ნაციონალური მოძრაობა. ტყუის ეს არაკაცი და ამიტომ მე მაგას აუცილებლად ვუჩივლებ. ახლა მინდა, ერთი რამეც მოგახსენოთ: ცნობილია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ყოფილმა პროკურორმა ზოდელავამ, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალაიამ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ადეიშვილმა და სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა კალმახელიძემ ტელევიზიით განაცხადეს, რომ თითქოს მე მერვე საპყრობილეში პატიმრობის დროს გადმოვიბირე ციხის თანამშრომლები. გადავუხადე მათ ფული და მოვაწყვე "ცოცხების გაკეთების" ინსცენირება, რომელიც გადავაღებინე ჩემს მიერ დაქირავებულ ოპერატორს. ხომ წარმოგიდგენიათ ამათი სიგიჟის ამბავი, თურმე, კინოსტუდია მქონია ციხეში. ამათ, ამ ავადმყოფებმა და ნაძირლებმა, დაამონტაჟეს ვიდეოდისკი, სადაც ჩანს, თუ როგორ უკეთებენ პატიმრებს ცოცხებს და ზედ "დაადეს" ჩემი ხმაც… ამ შეთითხნილი მასალით ესენი აპირებდნენ ჩემი ადვოკატების შალვა თადუმაძის, ლილიკო გელაშვილისა და ჩემი ქალიშვილის ნათია თამაზაშვილის დაჭერას, თითქოს ფული ციხეში ამათ შემომიტანეს, შემდე, ამ ყველაფერთან უნდა დაეკავშირებინათ თამაზ ელიზბარაშვილი, რომელსაც მაშინ საერთოდ არ ვიცნობდი, შემდეგ უნდა დაეჭირათ ჩემი ვაჟი ლექსო თამაზაშვილი, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და ბოლოს "გადიოდნენ" ბიძინა ივანიშვილამდე. ღმერთის წყალობით, ყველაფერი ჩაუფლავდათ, ციხის კადრები გახმაურდა და გასკდა, მაგრამ ჩემთან დღემდე გამომძიებელი არ მოსულა და არავის დავუკითხივარ...

ასავალ-დასავალი: ბატონო თამაზ, ჩივილს აპირებთ?

თამაზ თამაზაშვილი: დიახ, მაგათ, მაგ ნაძირლებს - სააკაშვილს, ადეიშვილს, ახალაიას, კალმახელიძესა და ზოდელავას პატივისა და ღირსების შელახვის გამო უნდა ვუჩივლო! აქამდე მაჩერებდნენ, თავს ვიკავებდი, მაგრამ ახლა უკვე ამომივიდა ყელში ყველაფერი და მე ვიცი, რასაც გავაკეთებ! ჩემს ადვოკატთან ლილიკო გელაშვილთან გავივლი კონსულტაციას და ამ გარეწრებს პასუხს მოვთხოვ. გივი თარგამაძესაც მოუწევს იმის დამტკიცება, რომ მე ვინმე დევდარიანი სადღაც დავნიშნე! ამათ აქვთ გეგმა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტყუილებითა და ცილისწამებით დაასუსტონ, მაგრამ ესენი ვერაფერს მიაწღევენ, რადგან ირაკლი მართალ კაცად დარჩება, ხოლო ესენი ვერასოდეს ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, ეს გამორიცხულია! ერთი წელი ციხეში ვიყავი, რა არ ეძებეს, რა არ ქნეს, ციხეში პატიმრებს ეხვეწებოდნენ ეს ნაძირლები, - თამაზაშვილს ოღონდაც რამეზე ხელი დაადეთ და მაშინვე გაგიშვებთო! - მაგრამ ვერაფერი ვერ მიპოვეს. ერთადერთი ეს ნაძირალა "რუსთავი-2" უშვებდა და ატრიალებდა ჩემზე ბინძურ კლიპებს და "რუსთავი-2"-საც ვუჩივლებ იმ კლიპებისთვის! ჭიკაიძეს როგორ არიან შესეულები, ხომ ხედავთ?! კაცს არცერთი საქმე გაუხსნელი არ დაუტოვებია, უპრეცედენტო რაოდენობის, 3 ტონა თხევადი ჰეროინი ამოიღო და ხომ ხედავთ, რა ბინძურ პიარსაც უგორებენ?! ჭიკაიძე არის ნიჭიერი ოპერატიული მუშაკი და ღირსეული ახალგაზრდა, რომელმაც მუნდირის ღირსება არ შეარცხვინა და ამდენი ჰეროინი დააკავა. თქვენ რა გგონიათ, ეს ამდენი ჰეროინი პირველად შემოვიდა საქართველოში, სააკაშვილი, მერაბიშვილი და მთელი მათი ბანდა სწორედ ჰეროინის ბინძურ ფულზე "იჯდნენ" და საზღვარგარეთ რომ მილიარდები აქვთ გატანილი, ის ფული სწორედ ჰეროინის ფულია!

ასავალ-დასავალი: ვაღიარებ, რომ ჭიკაიძის უწყების მიერ 3 ტონა ჰეროინის ამოღება, მართლაც უპრეცედენტო ფაქტი იყო!

თამაზ თამაზაშვილი: მილიარდებზეა ლაპარაკი. მილიარდებზე და ამ ახალგზარდა კაცს - ჭიკაიძეს არაფერი შეშლია! სააკაშვილის დროს პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გარეშე იმოძრავებდა ჰეროინის ამოდენა პარტია ქვეყანაში? გამორიცხულია! ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი თავიდან ფეხებამდე ნარკობზნესში იყვნენ ჩაფლულნი. კაცს წამწამს უღებდნენ თვალიდან და იმას ვერ ხედავდნენ, რომ ამოდენა ჰეროინი მოძრაობდა ქვეყანაში?

ასავალ-დასავალი: კი, ბატონო, გაეროს ოფიციალური მონაცემებით, სააკაშვილის დროს ყოველწლიურად საქართველოს ტერიტორიაზე 8 ტონა ჰეროინი მოძრაობდა და ამ დროს ვანო მერაბიშვილს ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, 8 ტონა ჰეროინიდან 35 კლოგრამი ჰეროინი ჰქონდა ამოღებული!

თამაზ თამაზაშვილი: რა თქმა უნდა! სად მიდიოდა დანარჩენი ჰეროინი? ესენი - სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ახალაიები, ეგ ნაძირლები, ყიდდნენ ჰეროინს და წამლავდნენ ქვეყანას!

ასავალ-დასავალი: ბატონო თამაზ, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შავმა კატამ მართლა გაირბინა?

თამაზ თამაზაშვილი: არ ვიცი, ვერ გეტყვით და არც არის ეს ჩემი საქმე! შვილიშვილებთან ავდივარ, მაგრამ ირაკლის იშვიათად ვხვდები - ძალიან გვიან, ღამის 4 საათზე მოდის, დილით ადრე მიდის და, აბა, რა გითხრათ? ერთი რამ ვიცი, ირაკლი ბევრს მუშაობს ძალიან...

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა