პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ კბილაშვილი განმარტავს, რის საფუძველზე განაახლა "არემჯიმ" საყდრისში სამთო-მოპოვებითი სამუშაოები
არჩილ კბილაშვილი განმარტავს, რის საფუძველზე განაახლა "არემჯიმ" საყდრისში სამთო-მოპოვებითი სამუშაოები

"არემ­ჯი გოლ­დის" სა­მარ­თლებ­რი­ვი მრჩე­ვე­ლი, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნა­ახ­ლა კომ­პა­ნია "არემ­ჯიმ" საყ­დრის-ყა­ჩა­ღი­ა­ნის N1 სა­ლი­ცენ­ზიო უბან­ზე სამ­თო-მო­პო­ვე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

რო­გორც არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და კონ­კრე­ტუ­ლად, კა­ნო­ნით "კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ", გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია უძ­რა­ვი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ობი­ექ­ტის აღე­ბის, დაშ­ლის წესი.

კერ­ძოდ, კბი­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ეს გან­სა­ზღვრუ­ლია კა­ნო­ნის მე-13 მუხ­ლით, რომ­ლის მუხ­ლის თა­ნახ­მად, უძ­რა­ვი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ობი­ექ­ტის აღე­ბა- დაშ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან ან კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს­თან შე­თან­ხმე­ბით, თუკი ობი­ექ­ტი სრუ­ლად არის გა­თხრი­ლი, შეს­წავ­ლი­ლი და არ არ­სე­ბობს საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი ობი­ექ­ტის­თვის ძეგლის სტა­ტუ­სის მი­სა­ნი­ჭებ­ლად.

"მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვე წი­ნა­პი­რო­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი იყო. კერ­ძოდ, ობი­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სრუ­ლად იყო შეს­წავ­ლი­ლი და გა­თხრი­ლი. ეს ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ექ­სპე­დი­ცი­ის ან­გა­რი­შე­ბით დას­ტურ­დე­ბა. ეს ასე­ვე დას­ტურ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მიერ გა­ცე­მუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტით. რაც შე­ე­ხე­ბა ობი­ექ­ტის სხვა ნა­წილს, მისი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლა იყო შე­უძ­ლე­ბე­ლი, შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს­თან და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან, რა­საც ადას­ტუ­რებს, რო­გორც ქარ­თვე­ლი გე­ო­ლო­გე­ბის, ასე­ვე უცხო­ე­ლი გე­ო­ლოგ-ექ­სპერ­ტის მიერ გა­ცე­მუ­ლი სა­ინ­ჟინ­რო-გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სრუ­ლად იქნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი და­ნა­წე­სი კა­ნო­ნის, რო­მე­ლიც ობი­ექ­ტის სრულ შეს­წავ­ლას მო­ი­თხოვს დაშ­ლის წი­ნა­პი­რო­ბად", - გა­ნა­ცხა­და კბი­ლაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე სა­კითხს, რა­საც კა­ნო­ნი ად­გენს, მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ობი­ექ­ტის სრუ­ლად შეს­წავ­ლის გარ­და არ უნდა არ­სე­ბობ­დეს საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი მის­თვის ძეგლის სტა­ტუ­სის მი­სა­ნი­ჭებ­ლად. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს 2 ორ­გა­ნო, ვი­საც შე­უძ­ლია მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ობი­ექ­ტის­თვის ძეგლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა-არ­მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე.

"ერთი - ეს არის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრთან არ­სე­ბუ­ლი საბ­ჭო, მე­ო­რე - კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო­ში არ­სე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სექ­ცია. მოც­მე­ულ შემ­თხვე­ვა­ში, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს შე­სა­ბა­მის­მა სექ­ცი­ამ იმ­სჯე­ლა ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი და დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ობი­ექ­ტის­თვის ძეგლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა-არ მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ საბ­ჭომ მი­ი­ღო გად­წყვე­ტი­ლე­ბა ძეგლის სტა­ტუ­სის მოხ­სნის, ანუ არ მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცხა­და კბი­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

არჩილ კბილაშვილი განმარტავს, რის საფუძველზე განაახლა "არემჯიმ" საყდრისში სამთო-მოპოვებითი სამუშაოები

არჩილ კბილაშვილი განმარტავს, რის საფუძველზე განაახლა "არემჯიმ" საყდრისში სამთო-მოპოვებითი სამუშაოები

"არემჯი გოლდის" სამართლებრივი მრჩეველი, არჩილ კბილაშვილი განმარტავს, რის საფუძველზე განაახლა კომპანია "არემჯიმ" საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები.

როგორც არჩილ კბილაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს კანონმდებლობით და კონკრეტულად, კანონით "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ", გათვალისწინებულია უძრავი არქეოლოგიური ობიექტის აღების, დაშლის წესი.

კერძოდ, კბილაშვილის განმარტებით, ეს განსაზღვრულია კანონის მე-13 მუხლით, რომლის მუხლის თანახმად, უძრავი არქეოლოგიური ობიექტის აღება- დაშლა შესაძლებელია კულტურის სამინისტროსთან ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით, თუკი ობიექტი სრულად არის გათხრილი, შესწავლილი და არ არსებობს საკმარისი საფუძველი ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად.

"მოცემულ შემთხვევაში ორივე წინაპირობა დაკმაყოფილებული იყო. კერძოდ, ობიექტის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულად იყო შესწავლილი და გათხრილი. ეს ქართულ-გერმანული ექსპედიციის ანგარიშებით დასტურდება. ეს ასევე დასტურდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით. რაც შეეხება ობიექტის სხვა ნაწილს, მისი არქეოლოგიური შესწავლა იყო შეუძლებელი, შეუთავსებელი ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან, რასაც ადასტურებს, როგორც ქართველი გეოლოგების, ასევე უცხოელი გეოლოგ-ექსპერტის მიერ გაცემული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე სრულად იქნა შესრულებული პირველი დანაწესი კანონის, რომელიც ობიექტის სრულ შესწავლას მოითხოვს დაშლის წინაპირობად", - განაცხადა კბილაშვილმა.

მისი თქმით, რაც შეეხება მეორე საკითხს, რასაც კანონი ადგენს, მდგომარეობს იმაში, რომ ობიექტის სრულად შესწავლის გარდა არ უნდა არსებობდეს საკმარისი საფუძველი მისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. საქართველოში არსებობს 2 ორგანო, ვისაც შეუძლია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების თაობაზე.

"ერთი - ეს არის კულტურის მინისტრთან არსებული საბჭო, მეორე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული შესაბამისი სექცია. მოცმეულ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისმა სექციამ იმსჯელა ყველა არსებული ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალების საფუძველზე ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არ მინიჭების შესახებ. ჩემთვის ცნობილია, რომ საბჭომ მიიღო გადწყვეტილება ძეგლის სტატუსის მოხსნის, ანუ არ მინიჭების შესახებ", - განაცხადა კბილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია