საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აღმოჩნდა დანგრეულ შენობებსა და სარდაფებში ირაკლი გედენიძე - ფოტოგრაფი მსახიობებთან ერთად ძალადობას დაუპირისპირდა
რატომ აღმოჩნდა დანგრეულ შენობებსა და სარდაფებში ირაკლი გედენიძე - ფოტოგრაფი მსახიობებთან ერთად ძალადობას დაუპირისპირდა

მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი ჩა­ერ­თო პრო­ექ­ტში - "არა ძა­ლა­დო­ბას", ამით კი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ და­წყე­ბულ კამ­პა­ნი­ას შე­უ­ერ­თდა. ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ძა­ლა­დო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, თე­ატრმა თე­მა­ტუ­რი გა­მო­ფე­ნა მო­ა­წყო.

"პრო­ექ­ტში 26 სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბი, მათ შო­რის, ჩვე­ნი პა­ტა­რა (ბავ­შვი) არ­ტის­ტე­ბიც - ლუკა ქა­ჩი­ბა­ია და კესო მა­ი­საშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ფო­ტო­მა­სა­ლა ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორ­მა ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძემ გა­და­ი­ღო. პრო­ექ­ტის რე­ჟი­სო­რი გოგა ქა­ჩი­ბა­ი­აა - ფო­ტო­სე­სი­ის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სცე­ნე­ბი და­იდ­გა," - ამ­ბობს მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­თია პაქ­საშ­ვი­ლი.

გა­და­ღე­ბე­ბი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე არ­სე­ბულ დან­გრე­ულ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­ატ­რის ექ­სპე­რი­მენ­ტულ დარ­ბაზ­ში.

ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე:

- პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ლე­ბას ხელი იმან შე­უ­წყო, რომ კარ­გი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი შე­იკ­რა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, და მარ­თლაც გუ­ლი­ა­ნად ვი­მუ­შა­ვეთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­ვი­დო­და. მხო­ლოდ რე­ჟი­სო­რი და ფო­ტოგ­რა­ფი ვე­რა­ფერს გახ­დე­ბოდ­ნენ.

- ფო­ტო­ე­ბი შავ-თეთ­რია. პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა იყო შავ-თეთრ ფო­ტოს­თან?

- სა­ერ­თოდ, ფე­რად ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში ვმუ­შა­ობ, რად­გა­ნაც ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი ვარ, თუმ­ცა 90-იან წლებ­ში შავ-თეთრ ფო­ტო­ზე მი­მუ­შა­ვია, ამის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. ამ ახალ ფო­ტო­ებ­ში თუ შე­ნიშ­ნეთ, ყვე­ლა ფი­რის ეფექ­ტით არის გა­კე­თე­ბუ­ლი...

ჩემ­თვის ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა ორ­მა­გად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ერთი, რომ აქ­ტუ­ა­ლუ­რია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა და მთა­ვა­რი, - სა­კუ­თარ თავ­ზეც მწვა­ვედ მაქვს გა­მოც­დი­ლი. ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის მან­ძილ­ზე ბევ­რჯერ დამ­დგა­რა ეს სა­კი­თხი, აქე­დან ორ­ჯერ, ხომ ვამ­ბობ, საკ­მა­ოდ მწვა­ვედ.

- ერთი ყვე­ლამ ვი­ცით, - "ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მით" არის ცნო­ბი­ლი და გახ­მა­უ­რე­ბუ­ლია, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­გა­კა­ვათ. მე­ო­რე?

- პირ­ვე­ლი და­კა­ვე­ბა 1991 წელს იყო, იმ რთულ­სა და მძი­მე პე­რი­ოდ­ში. მა­შინ "სა­ქინ­ფორმ­ში" ვმუ­შა­ობ­დი. მოკ­ლედ, ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო, ამი­ტო­მაც დავ­თან­ხმდი და ეს ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვი­ღე.

- რომ­ლე­ბიც მნახ­ველ­ზე სე­რი­ო­ზულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს...

- კი, აქ არის კად­რი, სარ­დაფ­ში გა­და­ვი­ღეთ - ხელ­ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცია ნაჩ­ვე­ნე­ბი... იქ­ვეა ფოტო, ზის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მა­გი­და­ზე ფე­ხე­ბი აქვს შე­მო­წყო­ბი­ლი, ხელ­ში სა­ქა­ღალ­დე უჭი­რავს, რო­მელ­საც აწე­რია - "დელა N" გან­სას­ჯე­ლი გა­ნა­ჩენს ელო­დე­ბა...

არის კი­დევ ასე­თი კად­რი, - ნა­ხევ­რად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი შე­ნო­ბა და ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი, სა­ი­და­ნაც ხალ­ხი თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში შე­კე­ტი­ლე­ბი, ფან­ჯრე­ბი­დან იყუ­რე­ბი­ან, არა­და, ერ­თად უნდა დავ­დგეთ და მხო­ლოდ ჩვე­ნი სარ­კმე­ლე­ბი­დან გულ­გრი­ლად არ უნდა შევ­ხე­დოთ ამ სა­ში­ნელ ფაქ­ტებს. ხმა უნდა ავი­მაღ­ლოთ, არ უნდა მივჩ­ქმა­ლოთ არც სა­კუ­თა­რი და არც სხვი­სი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი.

- მო­ძა­ლა­დე­ე­ბის რი­ცხვი მარ­თლაც გაზ­რდი­ლია. ძა­ლა­დო­ბა ოჯახ­ში, ძა­ლა­დო­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე, სა­მარ­თლებ­რივ სტუქ­ტუ­რებ­ში...

- ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე გვხვდე­ბა. მთავ­რო­ბაც სწო­რედ ამი­ტომ შე­იც­ვა­ლა, რომ ხალ­ხმა ცი­ხე­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი გა­აპ­რო­ტეს­ტა. ბევ­რი გამ­წა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, - ორ ოჯახ­ზე ლა­მის ერთი პრო­ბა­ცი­ო­ნე­რი მო­დი­ო­და. ისე გა­მო­დი­ო­და, თით­ქოს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო კრი­მი­ნა­ლი იყო. მათ შო­რის ზოგი უდა­ნა­შა­უ­ლო გახ­ლდათ. ფაქ­ტია, რომ ეს ძა­ლა­დო­ბამ გა­მო­იწ­ვია...

ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი:

- ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­მი­ნის­ტრომ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი აქ­ცია - "არა ძა­ლა­დო­ბას" და­ი­წყო. ამ აქ­ცი­ის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი ის არის, რომ მო­ძა­ლა­დემ იცო­დეს, რომ და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბა და ასე­ვე მსხვერ­პლიც უნდა იყოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, სად დარ­ე­კოს, რომ და­იც­ვან. ამ კამ­პა­ნი­ა­ში რაც უფრო მეტი გა­ვერ­თი­ან­დე­ბით, უფრო ად­ვი­ლად შევ­ძლებთ ამ საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრობ­ლე­მის და­მარ­ცხე­ბას. ეს არ არის მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მა, ამას მთე­ლი მსოფ­ლიო გა­ნიც­დის. ვფიქ­რობთ, რომ ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბა გარ­კვე­ულ შე­დეგს მოგ­ვცემს. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, იქ, სა­დაც ტე­ლე­ვი­ზია და ინ­ტერ­ნე­ტი ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის, ბუკ­ლე­ტებს ვა­რი­გებთ, მას­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, თუ რო­გორ ის­ჯე­ბა მო­ძა­ლა­დე კა­ნო­ნით და სად უნდა დარ­ე­კოს მსხვერ­პლმა. ინ­ტენ­სი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი იმარ­თე­ბა სკო­ლებ­სა და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან, შე­კი­თხვე­ბი აქვთ ახალ­გაზ­რდებს. ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს პატ­რუ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა, რომ იცოდ­ნენ, გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე რო­გორ მო­ახ­დი­ნონ სწო­რი რე­ა­გი­რე­ბა.

მოკ­ლედ, ამ აქ­ცი­ა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ასე­ვე ისიც, რომ ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძემ ასე­თი გა­მო­ფე­ნა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, - ეს კი­დევ და­დას­ტუ­რე­ბაა იმი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა რო­გო­რი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით უყუ­რებს ამ პრობ­ლე­მას.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

რატომ აღმოჩნდა დანგრეულ შენობებსა და სარდაფებში ირაკლი გედენიძე - ფოტოგრაფი მსახიობებთან ერთად ძალადობას დაუპირისპირდა

რატომ აღმოჩნდა დანგრეულ შენობებსა და სარდაფებში ირაკლი გედენიძე - ფოტოგრაფი მსახიობებთან ერთად ძალადობას დაუპირისპირდა

მოზარდმაყურებელთა თეატრი ჩაერთო პროექტში - "არა ძალადობას", ამით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ კამპანიას შეუერთდა. ვინაიდან საქართველოს მოსახლეობისთვის ძალადობა სერიოზული პრობლემაა, თეატრმა თემატური გამოფენა მოაწყო.

"პროექტში 26 სხვადასხვა თაობის მსახიობი, მათ შორის, ჩვენი პატარა (ბავშვი) არტისტებიც - ლუკა ქაჩიბაია და კესო მაისაშვილი მონაწილეობდნენ. ფოტომასალა ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ გადაიღო. პროექტის რეჟისორი გოგა ქაჩიბაიაა - ფოტოსესიისთვის სპეციალური სცენები დაიდგა," - ამბობს მოზარდმაყურებელთა თეატრის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თათია პაქსაშვილი.

გადაღებები ერთი კვირის განმავლობაში აღმაშენებლის გამზირზე არსებულ დანგრეულ შენობა-ნაგებობებში მიმდინარეობდა, ასევე აღნიშნული თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში.

ირაკლი გედენიძე:

- პროექტის განხორცილებას ხელი იმან შეუწყო, რომ კარგი შემოქმედებითი ჯგუფი შეიკრა, პროფესიონალები, და მართლაც გულიანად ვიმუშავეთ. ეს ყველაფერი სხვანაირად არ გამოვიდოდა. მხოლოდ რეჟისორი და ფოტოგრაფი ვერაფერს გახდებოდნენ.

- ფოტოები შავ-თეთრია. პირველი შეხება იყო შავ-თეთრ ფოტოსთან?

- საერთოდ, ფერად ფოტოგრაფიაში ვმუშაობ, რადგანაც ფოტორეპორტიორი ვარ, თუმცა 90-იან წლებში შავ-თეთრ ფოტოზე მიმუშავია, ამის სერიოზული გამოცდილება მაქვს. ამ ახალ ფოტოებში თუ შენიშნეთ, ყველა ფირის ეფექტით არის გაკეთებული...

ჩემთვის ძალადობის თემაზე მუშაობა ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. ერთი, რომ აქტუალურია და საზოგადოებისთვის სერიოზული პრობლემაა და მთავარი, - საკუთარ თავზეც მწვავედ მაქვს გამოცდილი. ჩემი პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე ბევრჯერ დამდგარა ეს საკითხი, აქედან ორჯერ, ხომ ვამბობ, საკმაოდ მწვავედ.

- ერთი ყველამ ვიცით, - "ფოტოგრაფების საქმით" არის ცნობილი და გახმაურებულია, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ დაგაკავათ. მეორე?

- პირველი დაკავება 1991 წელს იყო, იმ რთულსა და მძიმე პერიოდში. მაშინ "საქინფორმში" ვმუშაობდი. მოკლედ, ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, ამიტომაც დავთანხმდი და ეს ფოტოები გადავიღე.

- რომლებიც მნახველზე სერიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს...

- კი, აქ არის კადრი, სარდაფში გადავიღეთ - ხელბორკილდადებული მამაკაცია ნაჩვენები... იქვეა ფოტო,  ზის ადამიანი, რომელსაც მაგიდაზე ფეხები აქვს შემოწყობილი, ხელში საქაღალდე უჭირავს, რომელსაც აწერია - "დელა N" განსასჯელი განაჩენს ელოდება...

არის კიდევ ასეთი კადრი, - ნახევრად გარემონტებული შენობა და ნახევრად დანგრეული, საიდანაც ხალხი თავიანთ სახლებში შეკეტილები, ფანჯრებიდან იყურებიან, არადა, ერთად უნდა დავდგეთ და მხოლოდ ჩვენი სარკმელებიდან გულგრილად არ უნდა შევხედოთ ამ საშინელ ფაქტებს. ხმა უნდა ავიმაღლოთ, არ უნდა მივჩქმალოთ არც საკუთარი და არც სხვისი ძალადობის ფაქტები.

- მოძალადეების რიცხვი მართლაც გაზრდილია. ძალადობა ოჯახში, ძალადობა ადამიანებზე, სამართლებრივ სტუქტურებში...

- ძალადობის ფაქტები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. მთავრობაც სწორედ ამიტომ შეიცვალა, რომ ხალხმა ციხეში ძალადობის ფაქტები გააპროტესტა. ბევრი გამწარებული ადამიანი აღმოჩნდა, - ორ ოჯახზე ლამის ერთი პრობაციონერი მოდიოდა. ისე გამოდიოდა, თითქოს მთელი საქართველო კრიმინალი იყო. მათ შორის ზოგი უდანაშაულო გახლდათ. ფაქტია, რომ ეს ძალადობამ გამოიწვია...

ნინო გიორგობიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

- შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, სამინისტრომ ფართომასშტაბიანი აქცია - "არა ძალადობას" დაიწყო. ამ აქციის მთავარი გზავნილი ის არის, რომ მოძალადემ იცოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება და ასევე მსხვერპლიც უნდა იყოს ინფორმირებული, სად დარეკოს, რომ დაიცვან. ამ კამპანიაში რაც უფრო მეტი გავერთიანდებით, უფრო ადვილად შევძლებთ ამ საკმაოდ რთული პრობლემის დამარცხებას. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ამას მთელი მსოფლიო განიცდის. ვფიქრობთ, რომ ჩვენი აქტიურობა გარკვეულ შედეგს მოგვცემს. საქართველოს მასშტაბით, იქ, სადაც ტელევიზია და ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის, ბუკლეტებს ვარიგებთ, მასში მითითებულია, თუ როგორ ისჯება მოძალადე კანონით და სად უნდა დარეკოს მსხვერპლმა. ინტენსიური შეხვედრები იმართება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. დიდი დაინტერესებაა უნივერსიტეტებიდან, შეკითხვები აქვთ ახალგაზრდებს. ასევე მიმდინარეობს პატრულის გადამზადება, რომ იცოდნენ, გამოძახებაზე როგორ მოახდინონ სწორი რეაგირება.

მოკლედ, ამ აქციაში საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია და ასევე ისიც, რომ ამ კამპანიის ფარგლებში, ირაკლი გედენიძემ ასეთი გამოფენა შემოგვთავაზა, - ეს კიდევ დადასტურებაა იმისა, საზოგადოება როგორი სერიოზულობით უყურებს ამ პრობლემას.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება