სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვიყვარს სხვის მაგივრად პრტყელპრტყელი და ადვილად ლაპარაკი" - ცოტნე გამსახურდია ევთანაზიის შესახებ
"გვიყვარს სხვის მაგივრად პრტყელპრტყელი და ადვილად ლაპარაკი" - ცოტნე გამსახურდია ევთანაზიის შესახებ

ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია ევ­თა­ნა­ზი­ის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ინ­ტე­რე­სო პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ერთი ჩემი კარ­გი ნაც­ნო­ბი უკა­ნას­კნელ დღე­შია ჰო­ლან­დი­ა­ში... მე­ტას­ტა­ზებ­მა ფაქ­ტი­უ­რად შე­ჭა­მეს ღვიძ­ლი და გარ­შე­მო გავ­რცელ­დენ. ვერც ქი­მი­ას უკე­თე­ბენ უკვე, ორ­გა­ნიზ­მი ვერ გა­უძ­ლებს და არც გა­და­ნერგვა უშ­ვე­ლის. მოკ­ლედ, ბოლო გა­ჩე­რე­ბაა...

შვი­ლის ჩას­ვლას ელის გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად და ევ­თა­ნა­ზი­ას ითხოვს. სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან, იბ­რძო­ლეო. მე­გობ­რე­ბი, რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან... გვიყ­ვარს სხვის მა­გივ­რად პრტყელპრტყე­ლი და ად­ვი­ლად ლა­პა­რა­კი. თუ რე­ლი­გი­ურ ან იდე­ო­ლო­გი­ურ სა­ფუძ­ვლებ­საც მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ, ხომ სა­ერ­თოდ ვერ გვა­ჩე­რე­ბენ...

მე კი ვფიქ­რობ, რომ ეს ადა­მი­ა­ნის ბუ­ნებ­რი­ვი და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი უფ­ლე­ბა უნდა იყოს და ასეც ვუ­თხა­რი. სი­ცო­ცხლე ჩე­მია და იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ ღმერ­თის მიერ მისი ბო­ძე­ბი­სა გჯე­რათ, მან ის გა­ჩუ­ქათ და არ უსეს­ხე­ბია, არც კონ­ტრაქ­ტი გა­უ­ფორ­მე­ბია პი­რო­ბე­ბით - რო­გორ უნდა გან­კარ­გო. მისი განმკარ­გვე­ლი თა­ვა­და ხარ და არც ის მგო­ნია, თუ არ­სე­ბობს სად­მე ის და­ლოც­ვი­ლი, ადა­მი­ა­ნის ტან­ჯვა სი­ა­მოვ­ნებ­დეს.

ეს კრე­ა­ცი­ო­ნის­ტულ-რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით... ეთი­კუ­რად - სა­ერ­თოდ ვერ ვხე­დავ პრობ­ლე­მას: თუ არ­სე­ბობს ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და სე­რი­ო­ზუ­ლი დას­კვნა სი­ცო­ცხლის გაგ­რძე­ლე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რა­ტო­მაც არა? გარ­და პი­რა­დი ფი­ზი­კუ­რი ტან­ჯვი­სა, არა­ნაკ­ლე­ბი სუ­ლი­ე­რი ტან­ჯვი­სა­გან იხ­სნი სა­კუ­თარ გულ­შე­მატ­კივ­რებ­საც.

და კი­დევ: დი­ა­ხაც ტკი­ვი­ლი ზოგ­ჯერ აკე­თილ­შო­ბი­ლებს ადა­მი­ანს. რო­დე­საც შე­სა­ბა­მი­სი გან­წყო­ბით, შე­სა­ბა­მი­სი ფსი­ქო­ტექ­ნი­კე­ბით აც­ნო­ბი­ე­რებ მას, ფსი­ქი­კას ასუფ­თა­ვებ და ასე ემ­ზა­დე­ბი მა­რა­დი­სო­ბა­ში გა­და­სას­ვლე­ლად. აღ­მო­სავ­ლეთ­ში, იმავ ტი­ბეტ­ში არა­ერ­თი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პრაქ­ტი­კა არ­სე­ბობს და ტკი­ვი­ლი ამ დროს გეხ­მა­რე­ბა კი­დეც... მთა­ვა­რია, ამ დროს მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მშვი­დი ატ­მოს­ფე­რო შე­უქ­მნან მო­მაკ­ვდავს. მაგ­რამ რა ქნას იმან, ვინც ამ პრაქ­ტი­კებს არას­დროს იც­ნობ­და და თავ­საც აგ­რე­რი­გად ვერ აკონ­ტრო­ლებს? გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი მის ფსი­ქი­კას დაშ­ლის, და­ან­გრევს, და დაბ­ნე­ულს გა­და­ჩეხს მო­მა­ვალ უფსკრულ­ში. ხა­ტოვ­ნად რომ აღვწე­რო ეს პრო­ცე­სი...

მოკ­ლედ, ბევ­რი დოგ­მა­ტუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე, მე ვემ­ხრო­ბი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნის ნე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბას. ვი­ღაც იტყვის, მა­შინ ადა­მი­ა­ნი არა­აო სრულ ჭკუ­ა­ზე. შე­იძ­ლე­ბა უმე­ტე­სო­ბის ფსი­ქი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დროს მარ­თლაც არა ჯდე­ბა "ნორ­მა­ლუ­რის" პროკ­რუს­ტეს სა­რე­ცელ­ში, მაგ­რამ აქ გან­მსაზვრე­ლი ფაქ­ტო­რი ტკი­ვი­ლია: ამი­ტომ სული ტან­ჯვით უნდა ამოხ­დეს?

ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს ყვე­ლა. თუმც პი­რა­დად ჩემს თავ­ზე ვი­ტყო­დი: იყავ ნება შენი...", - წერს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია.

თამარი
0

ძაან ბნელა შენთან, ცოტნე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"გვიყვარს სხვის მაგივრად პრტყელპრტყელი და ადვილად ლაპარაკი" - ცოტნე გამსახურდია ევთანაზიის შესახებ

"გვიყვარს სხვის მაგივრად პრტყელპრტყელი და ადვილად ლაპარაკი" - ცოტნე გამსახურდია ევთანაზიის შესახებ

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია ევთანაზიის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

"ერთი ჩემი კარგი ნაცნობი უკანასკნელ დღეშია ჰოლანდიაში... მეტასტაზებმა ფაქტიურად შეჭამეს ღვიძლი და გარშემო გავრცელდენ. ვერც ქიმიას უკეთებენ უკვე, ორგანიზმი ვერ გაუძლებს და არც გადანერგვა უშველის. მოკლედ, ბოლო გაჩერებაა...

შვილის ჩასვლას ელის გამოსამშვიდობებლად და ევთანაზიას ითხოვს. საერთო მეგობრები ეწინააღმდეგებიან, იბრძოლეო. მეგობრები, რა თქმა უნდა, ქართველები არიან... გვიყვარს სხვის მაგივრად პრტყელპრტყელი და ადვილად ლაპარაკი. თუ რელიგიურ ან იდეოლოგიურ საფუძვლებსაც მოვიშველიებთ, ხომ საერთოდ ვერ გვაჩერებენ...

მე კი ვფიქრობ, რომ ეს ადამიანის ბუნებრივი და ხელშეუხებელი უფლება უნდა იყოს და ასეც ვუთხარი. სიცოცხლე ჩემია და იმ შემთხვევაშიც, თუ ღმერთის მიერ მისი ბოძებისა გჯერათ, მან ის გაჩუქათ და არ უსესხებია, არც კონტრაქტი გაუფორმებია პირობებით - როგორ უნდა განკარგო. მისი განმკარგველი თავადა ხარ და არც ის მგონია, თუ არსებობს სადმე ის დალოცვილი, ადამიანის ტანჯვა სიამოვნებდეს.

ეს კრეაციონისტულ-რელიგიური თვალსაზრისით... ეთიკურად - საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას: თუ არსებობს ავტორიტეტული და სერიოზული დასკვნა სიცოცხლის გაგრძელების შეუძლებლობის შესახებ, რატომაც არა? გარდა პირადი ფიზიკური ტანჯვისა, არანაკლები სულიერი ტანჯვისაგან იხსნი საკუთარ გულშემატკივრებსაც.

და კიდევ: დიახაც ტკივილი ზოგჯერ აკეთილშობილებს ადამიანს. როდესაც შესაბამისი განწყობით, შესაბამისი ფსიქოტექნიკებით აცნობიერებ მას, ფსიქიკას ასუფთავებ და ასე ემზადები მარადისობაში გადასასვლელად. აღმოსავლეთში, იმავ ტიბეტში არაერთი მოსამზადებელი პრაქტიკა არსებობს და ტკივილი ამ დროს გეხმარება კიდეც... მთავარია, ამ დროს მოსიყვარულე და მშვიდი ატმოსფერო შეუქმნან მომაკვდავს. მაგრამ რა ქნას იმან, ვინც ამ პრაქტიკებს არასდროს იცნობდა და თავსაც აგრერიგად ვერ აკონტროლებს? გაუსაძლისი ტკივილი მის ფსიქიკას დაშლის, დაანგრევს, და დაბნეულს გადაჩეხს მომავალ უფსკრულში. ხატოვნად რომ აღვწერო ეს პროცესი...

მოკლედ, ბევრი დოგმატური ინტერპრეტაციების გარეშე, მე ვემხრობი ასეთ შემთხვევაში ადამიანის ნების უპირატესობას. ვიღაც იტყვის, მაშინ ადამიანი არააო სრულ ჭკუაზე. შეიძლება უმეტესობის ფსიქიური მდგომარეობა ამ დროს მართლაც არა ჯდება "ნორმალურის" პროკრუსტეს სარეცელში, მაგრამ აქ განმსაზვრელი ფაქტორი ტკივილია: ამიტომ სული ტანჯვით უნდა ამოხდეს?

ღმერთმა დაგვიფაროს ყველა. თუმც პირადად ჩემს თავზე ვიტყოდი: იყავ ნება შენი...", - წერს ცოტნე გამსახურდია.