სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის გამო მიატოვა ლიკა ლაბაძემ საქართველოში წარმატებული ცხოვრება
რის გამო მიატოვა ლიკა ლაბაძემ საქართველოში წარმატებული ცხოვრება

ლიკა ლა­ბა­ძე ეკ­რა­ნი­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ სწო­რედ "რე­ი­ტინ­გმა" აღ­მო­ჩი­ნა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და მკი­თხველს მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­უ­თხრო. ახლა კი ლიკა თა­ვად ვრცლად გვიყ­ვე­ბა, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი და აწყო­ბი­ლი ცხოვ­რე­ბის ორი წლით და­ტო­ვე­ბა და რო­გორ ჩა­ა­ბა­რა ნიუ-იორ­კის დრა­მა­ტუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის, კი­ნო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც 10 წე­ლია ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და თე­ატ­რის ახალ­გაზ­რდა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი გა­მო­ზარ­და.

- რა­ტომ გა­ა­სა­ი­დუმ­ლოე ნიუ-იორკში გამ­გზავ­რე­ბის ამ­ბა­ვი?

- არ მიყ­ვარს წი­ნას­წარ რა­ღა­ცის გამ­ხე­ლა, სა­ნამ ყვე­ლა­ფე­რი ისე არ მოგ­ვარ­დე­ბა, რო­გორც მე მინ­და. ვი­ფიქ­რე, ჯობ­და, არ მეთ­ქვა, სად ვა­პი­რებ­დი გამ­გზავ­რე­ბას. ხში­რად ქარ­თვე­ლებს სჩ­ვე­ვი­ათ ფაქ­ტებ­ზე ნე­გა­ტი­უ­რად გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. ჩემი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ახ­ლობ­ლებ­მა იცოდ­ნენ. თა­ნაც, ჯერ ისეთს არა­ფერს ვა­კე­თებ, რომ ხმა­მაღ­ლა სა­ლა­პა­რა­კო იყოს.

- ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს გა­უ­ჭირ­დე­ბო­და შენ­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბის და­ტო­ვე­ბა და სას­წავ­ლებ­ლად უცხო­ეთ­ში წას­ვლა.

- ერთხელ ასე­თი მას­შტა­ბის არა, მაგ­რამ საკ­მა­ოდ დიდი ცვლი­ლე­ბა გა­ვი­ა­რე ცხოვ­რე­ბა­ში, როცა ბა­ლეტს თავი და­ვა­ნე­ბე და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­და­ვი­ნაც­ვლე, იქ, სა­დაც არა­ვინ მიც­ნობ­და. რაც გულ-ში გაქვს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ა­კე­თო და არ და­ი­შუ­რო არა­ნა­ი­რი ძა­ლის­ხმე­ვა. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, მეს­წავ­ლა ნიუ-იორკში, სამ­სა­ხი­ო­ბო გან­ხრით. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვფიქ­რობ­დი და ძა­ლი­ან ბევ­რი სირ­თუ­ლე გა­ვი­ა­რე, რომ ამ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი. წა­მოს­ვლის წინ მქონ­და შან­სი, თბი­ლის­ში ჩემი ცხოვ­რე­ბა სულ სხვა გზით წა­მეყ­ვა­ნა. ქარ­თუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვი­დან ეს კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო, თუმ­ცა არ და­ვა­კონ­კრე­ტებ, რაზე ვლა­პა­რა­კობ. მარ­თლა დავ­ტო­ვე აწყო­ბი­ლი ცხოვ­რე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლი­დან და­ვი­წყე, ახალ პრო ფე­სი­ას შე­ვე­ჭი­დე. ამან დიდი აზარ­ტი შემ­მა­ტა. მო­მა­ვალ­ში არ მინ­დო­და მე­ნა­ნა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა მსურ­და და არ ვცა­დე.

- ინ­გლი­სუ­რი კარ­გად იცო­დი?

- მე­გო­ნა, რომ კარ­გად ვი­ცო­დი (იცი­ნის). რამ­დენ­ჯე­რაც ამე­რი­კა­ში გას­ტრო­ლებ­ზე ვყო­ფილ­ვარ, ყვე­ლა მე­კი­თხე­ბო­და, რა კარ­გად ლა­პა­რა­კობ, აქ ხომ არ გი­ცხოვ­რი­აო, ამი­ტო­მაც მე­გო­ნა, ამ მხრივ პრობ­ლე­მა არ მექ­ნე­ბო­და. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სწო­რედ ენა იყო პირ­ვე­ლი ორი თვე ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ბა­რი­ე­რი. ჩემს კლას­ში ბევ­რი სხვა­დას­ხვა შტა­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და თა­ვი­ან­თი აქ­ცენ­ტე­ბი აქვთ. მათი გა­გე­ბა თა­ვი­დან მი­ჭირ­და, პე­და­გო­გე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით გა­სა­გე­ბი ამე­რი­კუ­ლი ინ­გლი­სუ­რით ლა­პა­რა­კო­ბენ. პირ­ვე­ლი ეტა­პი პი­რის აპა­რა­ტის შეს­წავ­ლას მო­ვან­დო­მე, რად­გან ლ, რ, თ სულ სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ით­ქმის. აქ სწორ გა­მოთ­ქმებ­ზეა სა­უ­ბა­რი, არ მინ­და, აქ­ცენ­ტი მქონ­დეს და გა­მოც­და­ზე ამის გამო ქუ­ლე­ბი და­მაკ­ლდეს.

- არ მახ­სოვს, რო­დის­მე რო­მე­ლი­მე ინ­ტერ­ვი­უ­ში გეთ­ქვა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა გინ­დო­და.

- რა­ტომ­ღაც ეს სურ­ვი­ლი მი­ყუ­ჩე­ბუ­ლი მქონ­და ჩემ­თვის. თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ბა­რე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ ამის­თვის დრო არ მყოფ­ნი­და. მსა­ხი­ო­ბო­ბა ძა­ლი­ან ღრმა პრო­ფე­სი­აა და აქ კი­დევ უფრო გა­ვი­თა­ვი­სე, რომ ის ცალ­კე ფი­ლო­სო­ფი­აა. სა­ქარ­თვე ლოში ორ ფილმში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ვხვდე­ბო­დი, რომ ჩემ­ში იყო ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბაც მსურ­და. ახლა ვიცი, რომ ნამ­დვი­ლად მი­ვა­გე­ნი ჩემი ცხოვ­რე­ბის საქ­მეს.

- რო­გო­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დია ამე­რი­კა­ში?

- ამე­რი­კა­ში მსა­ხი­ო­ბო­ბას სტა­ნის­ლავ­სკის სის­ტე­მა­ზე დაყ­რდნო­ბით ას­წავ­ლი­ან. ორი სამ­სა­ხი­ო­ბო კლა­სი გვაქვს, გავ­დი­ვართ სცე­ნებს პი­ე­სე­ბი­დან, ოღონდ სხვა­დას­ხვა, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დით. ყვე­ლა­ფე­რი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია შენს ინ­სტინ­ქტებ­ზე, ძა­ლი­ან კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი მყავს, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ყალ­ბე მოგ­ვა­შო­როს და გულ­წრფე­ლი გრძნო­ბე­ბი მი­ი­ღოს ჩვენ­გან. გავ­დი­ვართ ხმი­სა და მე­ტყვე­ლე­ბის კურსს, ანა­ტო­მი­უ­რად შე­ვის­წავ­ლეთ, რა პრო­ცესს გა­დის ბგე­რა ორ­გა­ნიზ­მში, ამის შემ­დეგ გა­და­ვე­დით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ეტაპ­ზე, რაც ჩემ­თვის აქამ­დე უც­ნო­ბი იყო - ჟან­რე­ბის მი­ხედ­ვით რო­გო­რი ხმით უნდა იმე­ტყვე­ლოს მსა­ხი­ობ­მა. აქ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ხმა­სა და მე­ტყვე­ლე­ბას შეს­რუ­ლე­ბის 40% უკა­ვია. გვაქვს მოძ­რა­ო­ბი­სა და ცეკ­ვის კლა­სიც, სა­დაც ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობ თავს, თუმ­ცა აქაც მე­ტყვე­ლე­ბას­თან ერ­თად ვსწავ­ლობთ მოძ­რა­ო­ბას. არის იმპრო­ვი­ზა­ცი­ის გაკ­ვე­თი­ლიც და ასე­ვე გვას­წავ­ლი­ან კი­ნოს ის­ტო­რი­ას.

- არ იღ­ლე­ბი?

- ძა­ლი­ან დიდი დატ­ვირ­თვაა ნამ­დვი­ლად. მე­გო­ნა, მარ­ტო მე გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, რად­გან აქა­უ­რი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მცი­რე ხნის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩათ­ვლე­ბი ყვე­ლას­თვის სტრე­სუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, მე ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ვი­ნერ­ვი­უ­ლე, რად­გან საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი. ვგრძნობ, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად მე შე­მიძ­ლია თა­ვის ხელ­ში აყ­ვა­ნა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის გა­და­ლახ­ვა.

- ლიკა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებ მანდ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით თუ ამე­რი­კა­ში გეგ­მავ დარ­ჩე­ნას?

- ასე წინ გა­ხედ­ვა არ მიყ­ვარს. ჩემი მი­ზა­ნია, ჩემი თავი გა­მოვ­წვრთნა და ვნა­ხო, რა შე­მიძ­ლია და რა - არა. ჯერ­ჯე­რო­ბით მთლი­ა­ნად სწავ­ლა­ში ვარ ჩარ­თუ­ლი. თუ სა­ჭი­როა, ცხოვ­რე­ბა ამა თუ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ვად წა­გიყ­ვანს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რის გამო მიატოვა ლიკა ლაბაძემ საქართველოში წარმატებული ცხოვრება

რის გამო მიატოვა ლიკა ლაბაძემ საქართველოში წარმატებული ცხოვრება

ლიკა ლაბაძე ეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ სწორედ ''რეიტინგმა'' აღმოჩინა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მკითხველს მისი გადაწყვეტილების შესახებ მოუთხრო. ახლა კი ლიკა თავად ვრცლად გვიყვება, რატომ გადაწყვიტა საქართველოში წარმატებული და აწყობილი ცხოვრების ორი წლით დატოვება და როგორ ჩააბარა ნიუ-იორკის დრამატული ხელოვნების, კინოსა და ტელევიზიის კონსერვატორიაში, რომელიც 10 წელია ფუნქციონირებს და თეატრის ახალგაზრდა ცნობილი მსახიობები გამოზარდა.

- რატომ გაასაიდუმლოე ნიუ-იორკში გამგზავრების ამბავი?

- არ მიყვარს წინასწარ რაღაცის გამხელა, სანამ ყველაფერი ისე არ მოგვარდება, როგორც მე მინდა. ვიფიქრე, ჯობდა, არ მეთქვა, სად ვაპირებდი გამგზავრებას. ხშირად ქართველებს სჩვევიათ ფაქტებზე ნეგატიურად გამოხმაურება. ჩემი გეგმების შესახებ მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ. თანაც, ჯერ ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ ხმამაღლა სალაპარაკო იყოს.

- ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდებოდა შენნაირი ცხოვრების დატოვება და სასწავლებლად უცხოეთში წასვლა.

- ერთხელ ასეთი მასშტაბის არა, მაგრამ საკმაოდ დიდი ცვლილება გავიარე ცხოვრებაში, როცა ბალეტს თავი დავანებე და ტელევიზიაში გადავინაცვლე, იქ, სადაც არავინ მიცნობდა. რაც გულ-ში გაქვს, აუცილებლად უნდა გააკეთო და არ დაიშურო არანაირი ძალისხმევა. ყოველთვის მინდოდა, მესწავლა ნიუ-იორკში, სამსახიობო განხრით. წლების განმავლობაში ვფიქრობდი და ძალიან ბევრი სირთულე გავიარე, რომ ამ კონსერვატორიაში მოვხვედრილიყავი. წამოსვლის წინ მქონდა შანსი, თბილისში ჩემი ცხოვრება სულ სხვა გზით წამეყვანა. ქართული პერსპექტივიდან ეს კარგი შესაძლებლობა იყო, თუმცა არ დავაკონკრეტებ, რაზე ვლაპარაკობ. მართლა დავტოვე აწყობილი ცხოვრება და პრაქტიკულად, ყველაფერი ნულიდან დავიწყე, ახალ პრო ფესიას შევეჭიდე. ამან დიდი აზარტი შემმატა. მომავალში არ მინდოდა მენანა, რომ მსახიობობა მსურდა და არ ვცადე.

- ინგლისური კარგად იცოდი?

- მეგონა, რომ კარგად ვიცოდი (იცინის). რამდენჯერაც ამერიკაში გასტროლებზე ვყოფილვარ, ყველა მეკითხებოდა, რა კარგად ლაპარაკობ, აქ ხომ არ გიცხოვრიაო, ამიტომაც მეგონა, ამ მხრივ პრობლემა არ მექნებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ ენა იყო პირველი ორი თვე ჩემი ყველაზე დიდი ბარიერი. ჩემს კლასში ბევრი სხვადასხვა შტატის წარმომადგენელია და თავიანთი აქცენტები აქვთ. მათი გაგება თავიდან მიჭირდა, პედაგოგებისგან განსხვავებით, რომლებიც შედარებით გასაგები ამერიკული ინგლისურით ლაპარაკობენ. პირველი ეტაპი პირის აპარატის შესწავლას მოვანდომე, რადგან ლ, რ, თ სულ სხვანაირად გამოითქმის. აქ სწორ გამოთქმებზეა საუბარი, არ მინდა, აქცენტი მქონდეს და გამოცდაზე ამის გამო ქულები დამაკლდეს.

- არ მახსოვს, როდისმე რომელიმე ინტერვიუში გეთქვა, რომ მსახიობობა გინდოდა.

- რატომღაც ეს სურვილი მიყუჩებული მქონდა ჩემთვის. თეატრალურში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ ამისთვის დრო არ მყოფნიდა. მსახიობობა ძალიან ღრმა პროფესიაა და აქ კიდევ უფრო გავითავისე, რომ ის ცალკე ფილოსოფიაა. საქართვე ლოში ორ ფილმში მივიღე მონაწილეობა, ვხვდებოდი, რომ ჩემში იყო ეს პოტენციალი, რომლის განვითარებაც მსურდა. ახლა ვიცი, რომ ნამდვილად მივაგენი ჩემი ცხოვრების საქმეს.

- როგორი სწავლების მეთოდია ამერიკაში?

- ამერიკაში მსახიობობას სტანისლავსკის სისტემაზე დაყრდნობით ასწავლიან. ორი სამსახიობო კლასი გვაქვს, გავდივართ სცენებს პიესებიდან, ოღონდ სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდით. ყველაფერი დაფუძნებულია შენს ინსტინქტებზე, ძალიან კარგი მასწავლებელი მყავს, რომელიც ცდილობს, ყველანაირი სიყალბე მოგვაშოროს და გულწრფელი გრძნობები მიიღოს ჩვენგან. გავდივართ ხმისა და მეტყველების კურსს, ანატომიურად შევისწავლეთ, რა პროცესს გადის ბგერა ორგანიზმში, ამის შემდეგ გადავედით ძალიან საინტერესო ეტაპზე, რაც ჩემთვის აქამდე უცნობი იყო - ჟანრების მიხედვით როგორი ხმით უნდა იმეტყველოს მსახიობმა. აქ მიიჩნევენ, რომ ხმასა და მეტყველებას შესრულების 40% უკავია. გვაქვს მოძრაობისა და ცეკვის კლასიც, სადაც ყველაზე თავისუფლად ვგრძნობ თავს, თუმცა აქაც მეტყველებასთან ერთად ვსწავლობთ მოძრაობას. არის იმპროვიზაციის გაკვეთილიც და ასევე გვასწავლიან კინოს ისტორიას.

- არ იღლები?

- ძალიან დიდი დატვირთვაა ნამდვილად. მეგონა, მარტო მე გამიჭირდებოდა, რადგან აქაური არ ვიყავი, მაგრამ მცირე ხნის წინ ჩატარებული ჩათვლები ყველასთვის სტრესული აღმოჩნდა, მე ყველაზე ნაკლებად ვინერვიულე, რადგან საკმაო გამოცდილება მაქვს მიღებული. ვგრძნობ, რომ ყველაზე მეტად მე შემიძლია თავის ხელში აყვანა და ნერვიულობის გადალახვა.

- ლიკა, საქართველოში დაბრუნებას აპირებ მანდ მიღებული ცოდნით თუ ამერიკაში გეგმავ დარჩენას?

- ასე წინ გახედვა არ მიყვარს. ჩემი მიზანია, ჩემი თავი გამოვწვრთნა და ვნახო, რა შემიძლია და რა - არა. ჯერჯერობით მთლიანად სწავლაში ვარ ჩართული. თუ საჭიროა, ცხოვრება ამა თუ იმ მიმართულებით თავად წაგიყვანს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება