სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იყო 1941 წელს ვერმახტი საუკეთესო არმია მსოფლიოში
რატომ იყო 1941 წელს ვერმახტი საუკეთესო არმია მსოფლიოში

სამ­ხედ­რო სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, 1941 წელს გერ­მა­ნუ­ლი არ­მია მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო იყო. ბრძო­ლებ­ში გა­მოც­დი­ლი და მრა­ვა­ლი გა­მარ­ჯვე­ბით შთა­გო­ნე­ბუ­ლი, სსრკ-ს სა­ზღვრებს მიმ­დგა­რი გერ­მა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი სა­კუ­თარ თავს და­უ­მარ­ცხე­ბელ ძა­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ.

გერ­მა­ნე­ლი ის­ტო­რი­კო­სის ვერ­ნერ პიხ­ტის აზ­რით, ვერ­სა­ლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბამ, რო­მელ­მაც გერ­მა­ნი­ის არ­მი­ის რი­ცხოვ­ნო­ბა 100,000 კა­ცით შე­ზღუ­და, ბერ­ლინს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბის ახა­ლი მე­თო­დე­ბის ძი­ე­ბის­კენ უბიძ­გა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სულ­მა ჰიტ­ლერ­მა ვერ­სა­ლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არაფ­რად ჩათ­ვა­ლა და ქვე­ყა­ნა­ში სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სწრა­ფი ტემ­პე­ბით და­ი­წყო. ეს­პა­ნეთ­ში, ფრან­კოს რე­ჟი­მის და­სახ­მა­რებ­ლად გაგ­ზავ­ნილ­მა გერ­მა­ნულ­მა შე­ნა­ერ­თებ­მა, მათ ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის (გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი Me-109, მო­პი­კი­რე ბომბდამ­შე­ნი Ju-87, 88 მმ-იანი სა­ზე­ნი­ტო ქვე­მე­ხი) რე­ა­ლურ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში გა­მოც­დის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა.

ეს­პა­ნეთ­ში­ვე გერ­მა­ნულ­მა ავი­ა­ცი­ამ სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლე­ბის წარ­მო­ე­ბის სა­კუ­თა­რი სკო­ლა შექ­მნა. 1941 წლის ბალ­კა­ნე­თის კამ­პა­ნი­ამ ვერ­მახტს დიდი სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბა მის­ცა.

გერ­მა­ნუ­ლი სარ­დლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას ანი­ჭებ­და. ელი­ტურ სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­ში მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბი აჰ­ყავ­დათ. მათ სპე­ცი­ა­ლურ საწ­ვრთნელ ბა­ნა­კებ­ში უმ­კაც­რეს პი­რო­ბებ­ში წვრთნიდ­ნენ.

სსრკ-ზე თავ­დას­ხმის მო­მენ­ტის­თვის, გერ­მა­ნულ არ­მი­ას მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და. 1939 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ვერ­მახ­ტის ჯა­რის­კა­ცებ­მა 39 პო­ლო­ნუ­რი დი­ვი­ზია გა­ა­ნად­გუ­რეს. შემ­დგომ იყო "მა­ჟე­ნოს ხაზი" და საფ­რან­გე­თის ოკუ­პა­ცია, იუ­გოს­ლა­ვი­ის და სა­ბერ­ძნე­თის და­პყრო­ბა, შეჭ­რა სკან­დი­ნა­ვი­ა­ში. ყვე­ლა ამ სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ამ გერ­მა­ნულ ჯარს უდი­დე­სი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა შეს­ძი­ნა.

უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რი­სას, ვერ­მახ­ტი ბლიცკ­რი­გის - ელ­ვი­სებ­რი შე­ტე­ვის ტაქ­ტი­კას იყე­ნებ­და. ქვე­ი­თი ჯარი, მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი, სა­ტან­კო შე­ნა­ერ­თე­ბი - ერ­თობ­ლი­ვად მოქ­მე­დებ­დნენ. ზე­მო­დან მათ უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბას და შე­ტე­ვას სამ­ხედ­რო ავი­ა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფ­და.

მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა, რო­მელ­საც გერ­მა­ნუ­ლი არ­მია სსრკ-სგან გან­სხვა­ვე­ბით ფლობ­და, ხა­რის­ხი­ა­ნი კავ­ში­რი იყო. გერ­მა­ნუ­ლი ტან­კმშე­ნებ­ლო­ბის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დებ­ლის, გე­ნე­რალ ჰა­ინც გუ­დე­რი­ა­ნის აზ­რით, სა­ი­მედ­რო რა­დი­ო­კავ­ში­რის გა­რე­შე ბრძო­ლის ვალ­ზე ტან­კი თა­ვის უპი­რა­ტე­სო­ბებს კარ­გავს. ყვე­ლა მე­ქა­ნი­ზი­რე­ბულ თუ ქვე­ით სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თთან არ­სე­ბუ­ლი რა­დიო კავ­ში­რის წყა­ლო­ბით, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას დრო­ის ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა-გა­ცე­მა შე­ეძ­ლო.

ტან­კებ­ზე კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბამ, 1941 წლის 27 ივ­ნისს, დუბ­ნო-ლუც­კი-ბრო­დის ბრძო­ლა­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა. გერ­მა­ნულ­მა სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბამ, რო­მე­ლიც 800-მდე ტანკს ით­ვლი­და, 2,500 ტან­კი­ა­ნი საბ­ჭო­თა შე­ნა­ერ­თე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რატომ იყო 1941 წელს ვერმახტი საუკეთესო არმია მსოფლიოში

რატომ იყო 1941 წელს ვერმახტი საუკეთესო არმია მსოფლიოში

სამხედრო სპეციალისტთა აზრით, 1941 წელს გერმანული არმია მსოფლიოში საუკეთესო იყო. ბრძოლებში გამოცდილი და მრავალი გამარჯვებით შთაგონებული, სსრკ-ს საზღვრებს მიმდგარი გერმანელი ჯარისკაცები საკუთარ თავს დაუმარცხებელ ძალად მიიჩნევდნენ.

გერმანელი ისტორიკოსის ვერნერ პიხტის აზრით, ვერსალის ხელშეკრულებამ, რომელმაც გერმანიის არმიის რიცხოვნობა 100,000 კაცით შეზღუდა, ბერლინს შეიარაღებული ძალების ფორმირების ახალი მეთოდების ძიებისკენ უბიძგა. ხელისუფლებაში მოსულმა ჰიტლერმა ვერსალის ხელშეკრულება არაფრად ჩათვალა და ქვეყანაში სამხედრო მრეწველობის განვითარება სწრაფი ტემპებით დაიწყო. ესპანეთში, ფრანკოს რეჟიმის დასახმარებლად გაგზავნილმა გერმანულმა შენაერთებმა, მათ ახალი შეიარაღების (გამანადგურებელი Me-109, მოპიკირე ბომბდამშენი Ju-87, 88 მმ-იანი საზენიტო ქვემეხი) რეალურ საბრძოლო მოქმედებებში გამოცდის საშუალება მისცა.

ესპანეთშივე გერმანულმა ავიაციამ საჰაერო ბრძოლების წარმოების საკუთარი სკოლა შექმნა. 1941 წლის ბალკანეთის კამპანიამ ვერმახტს დიდი სამხედრო შენაერთების კოორდინირებული მართვის გამოცდილება მისცა.

გერმანული სარდლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას კადრების მომზადებას ანიჭებდა. ელიტურ სამხედრო ნაწილებში მხოლოდ საუკეთესო მაჩვენებლების მქონე მოზარდები აჰყავდათ. მათ სპეციალურ საწვრთნელ ბანაკებში უმკაცრეს პირობებში წვრთნიდნენ.

სსრკ-ზე თავდასხმის მომენტისთვის, გერმანულ არმიას მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო გამოცდილება ჰქონდა. 1939 წლის სექტემბერში ვერმახტის ჯარისკაცებმა 39 პოლონური დივიზია გაანადგურეს. შემდგომ იყო "მაჟენოს ხაზი" და საფრანგეთის ოკუპაცია, იუგოსლავიის და საბერძნეთის დაპყრობა, შეჭრა სკანდინავიაში. ყველა ამ სამხედრო კამპანიამ გერმანულ ჯარს უდიდესი საბრძოლო გამოცდილება შესძინა.

უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისას, ვერმახტი ბლიცკრიგის - ელვისებრი შეტევის ტაქტიკას იყენებდა. ქვეითი ჯარი, მექანიზებული ნაწილები, სატანკო შენაერთები - ერთობლივად მოქმედებდნენ. ზემოდან მათ უსაფრთხო გადაადგილებას და შეტევას სამხედრო ავიაცია უზრუნველყოფდა.

მთავარი უპირატესობა, რომელსაც გერმანული არმია სსრკ-სგან განსხვავებით ფლობდა, ხარისხიანი კავშირი იყო. გერმანული ტანკმშენებლობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გენერალ ჰაინც გუდერიანის აზრით, საიმედრო რადიოკავშირის გარეშე ბრძოლის ვალზე ტანკი თავის უპირატესობებს კარგავს. ყველა მექანიზირებულ თუ ქვეით სამხედრო შენაერთთან არსებული რადიო კავშირის წყალობით, ხელმძღვანელობას დროის ნებისმიერ მომენტში ოპერატიული ინფორმაციის მიღება-გაცემა შეეძლო.

ტანკებზე კავშირგაბმულობის საშუალებების არსებობამ, 1941 წლის 27 ივნისს, დუბნო-ლუცკი-ბროდის ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. გერმანულმა სამხედრო დაჯგუფებამ, რომელიც 800-მდე ტანკს ითვლიდა, 2,500 ტანკიანი საბჭოთა შენაერთები გაანადგურა.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

"დათოს მშობლები, მეუღლე და შვილები თბილისში ცხოვრობენ" - ვინ იყო უკრაინაში მოკლული ქართველი ლეგიონერი?

მედია - რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ბანაკს აშენებს

"აქაურები შეშინებულები არიან, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო" - რას ჰყვება ქართველი კაპიტანი, რომელიც ავღანეთში მსახურობს