პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღნიშნავენ გიორგობას ცნობილები
როგორ აღნიშნავენ გიორგობას ცნობილები

დღეს გი­ორ­გო­ბაა, უდი­დე­სი წმინ­და­ნის გი­ორ­გის ხსე­ნე­ბის დღე, რო­მელ­საც მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა­ვენ. ყვე­ლას თა­ვი­სი ტრა­დი­ცია აქვს. ჰოდა, რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ან­საც შე­ვეხ­მი­ა­ნეთ. ვინც უპა­სუ­ხა ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს, მათ კო­მენ­ტარს კი იხი­ლავთ, თუმ­ცა ძა­ლი­ან ბევრთან შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და და­კავ­ში­რე­ბა, - არ გვი­პა­სუ­ხეს, არა­და, სია საკ­მა­ოდ ვრცე­ლი გახ­ლდათ.…

ზურა ხა­ჩი­ძე, "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" წევ­რი:

- წლე­ბის წინ ამ დღეს როცა ბორ­ჯომ­ში ვცხოვ­რობ­დი, სო­ფელ სად­გე­რის, XII სა­უ­კუ­ნის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის უძ­ლი­ე­რეს ტა­ძარ­ში მივ­დი­ო­დით და ჩვენს ქვე­ყა­ნას და ოჯა­ხებს ამ უდი­დეს წმინ­დანს ვა­ვედ­რებ­დით... თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, აქ უკვე მე­გობ­რებ­თან ერ­თად, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ხან რო­მელ ტა­ძარ­ში მივ­დი­ო­დი, ხან - რო­მელ­ში. ახლა უკვე ანას­ტა­სი­ას­თან ერ­თად დავ­დი­ვარ ხოლ­მე. წმინ­და გი­ორ­გი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის უდი­დე­სი წმინ­და­ნია, ყვე­ლას შემ­წე და მფარ­ვე­ლი, მას ვა­ვედ­რებთ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას, ოჯახ­სებს, მე­გობ­რებს...

დღეს უკვე დავ­ბრუნ­დით ეკ­ლე­სი­ი­დან და ახლა მე­გობ­რე­ბის წრე­ში აღ­ვნიშ­ნავთ ამ დღე­სას­წა­ულს, სა­ღა­მოს კონ­ცერ­ტი გვაქვს და ჩვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბით მა­ყუ­რე­ბელს მო­ვე­ფე­რე­ბით. თქვენს სა­იტს და მის მკი­თხველს, ყვე­ლას ვუ­ლო­ცავ ამ დი­დე­ბულ დღე­სა­წა­ულს, ღმერ­თმა და წმინ­და გი­ორ­გიმ ინე­ბოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­მო­ერ­თე­ბა.

თაკო აბა­ში­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ჩემი ძი­რი­თა­დი ტრა­დი­ცია ასეთ დღე­ებ­ში ის არის, რომ ოჯახ­თან ერ­თად ყოფ­ნას ვამ­ჯო­ბი­ნებ ხოლ­მე. მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის სწო­რედ სა­უ­კე­თე­სო ტრა­დი­ცია იმი­ტომ, რომ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე ადა­მი­ან­მა საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად უნდა გა­ა­ტა­როს. ჰოდა, ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე მე­ტად საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­გან არ მე­გუ­ლე­ბა...

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად დღე­სას­წა­ულს, ის ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბელს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს და მეც მათ რი­ცხვში ვარ.

ჩვენს ოჯახ­ში ამ დღეს მამა ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნავ­და და არც ახლა არის გა­მო­ნაკ­ლი­სი, - სე­რი­ო­ზუ­ლი მზა­დე­ბა მი­დის ჩვენს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. მერე კი ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ სუფ­რას­თან თა­ვის მოლ­ხე­ნით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. თუმ­ცა ეს დღე იმით იწყე­ბა, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში მივ­დი­ვართ ხოლ­მე და ასე იყო ახ­ლაც.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი:

- ეს დღე უქ­მეა. ამი­ტო­მაც სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ლე­ბაა ჩემ­თვის გან­მარ­ტო­ე­ბის­თვის და მეტი ფიქ­რის­თვის. ახ­ლაც ვა­პი­რებ მან­ქა­ნა­ზე დავ­ჯდე და სად­მე შორს გა­ვი­დე...

- სულ ასე იყო?

- ასეა ბოლო წლე­ბია. ადრე, ბავ­შვო­ბა­ში დე­დას ეკ­ლე­სი­ა­ში დავ­ყავ­დი. ის ღრმად მორ­წმუ­ნეა. სა­ხე­ლიც წიმ­ნდა გი­ორ­გის­თან და­კავ­ში­რე­ბით მქვია... მახ­სოვს ერთხელ, მა­შინ ტაძ­რე­ბი ცოტა იყო, სო­ფელ ლი­ხა­ურ­ში ეკ­ლე­სი­ა­ში ზურ­გზე მო­კი­დე­ბუ­ლი წა­მიყ­ვა­ნეს...

- ახლა არ და­დი­ხარ ეკ­ლე­სი­ა­ში?

- ამ დღეს, რო­გორც ვთქვი, გას­ვლა მირ­ჩევ­ნია და სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნა...

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე, პრო­დი­უ­სე­რი:

- ამ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არეფ­რი ხდე­ბა. გი­ორ­გო­ბას იმ მე­გობ­რებს ვუ­ლო­ცავ, ვი­საც გი­ორ­გი ჰქვია. მერე რად­გა­ნაც უქ­მეა, ჩემს ბავ­შვებ­თან მიყ­ვარს დრო­ის გა­ტა­რე­ბა და დას­ვე­ნე­ბა... ისე, მე ჰე­ლო­უ­ინს რო­გორ აღ­ვნიშ­ნავ, ამ თე­მა­ზე უნდა შე­მე­კი­თხო (სიც­ლით ამ­ბობს)...

ზურა ადა­ჭ­კო­რია, ილუ­ზი­ო­ნის­ტი:

- გი­ორ­გო­ბა გამნსა­კუთ­რებ­ლად მიყ­ვარს. ისე კი, ამ დღეს ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი - ნიკა და­ი­ბა­და. ახლა არ მკი­თხოთ, გი­ორ­გი რა­ტომ არ და­აქრვიო. იმი­ტომ, რომ ჩემს ბა­ბუ­ას ერ­ქვა ნიკა და უმაგ­რე­სი კაცი იყო, თან, ნათ­ქვა­მი მქონ­და, ბიჭი თუ გაჩ­ნდე­ბა, ნიკა უნდა და­ვარ­ქვა-მეთ­ქი და ასეც მო­ვი­ქე­ცი.

დი­ლას ეკ­ლე­სი­ა­ში უკვე ვი­ყა­ვი... ახლა სახ­ლში სტუმ­რებს ვე­ლო­დე­ბით. ერ­თად უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ნი­კას და­ბა­დე­ბის დღეც და გი­ორ­გო­ბაც. ისე, გი­ორ­გიც გვყავს ოჯახ­ში, - ჩემი სიძე, ქა­ლიშ­ვი­ლის ქმა­რი...

მოკ­ლედ, ყვე­ლას გი­ლო­ცავთ, მრა­ვალს და­ეს­წა­რით.

ლალი ფა­ცია სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

როგორ აღნიშნავენ გიორგობას ცნობილები

როგორ აღნიშნავენ გიორგობას ცნობილები

დღეს გიორგობაა, უდიდესი წმინდანის გიორგის ხსენების დღე, რომელსაც მართლმადიდებლები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ყველას თავისი ტრადიცია აქვს. ჰოდა, რამდენიმე ცნობილ ადამიანსაც შევეხმიანეთ. ვინც უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარს, მათ კომენტარს კი იხილავთ, თუმცა ძალიან ბევრთან შეუძლებელი გახდა დაკავშირება, - არ გვიპასუხეს, არადა, სია საკმაოდ ვრცელი გახლდათ.…

ზურა ხაჩიძე, "ქუჩის ბიჭების" წევრი:

- წლების წინ ამ დღეს როცა ბორჯომში ვცხოვრობდი, სოფელ სადგერის, XII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის უძლიერეს ტაძარში მივდიოდით და ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს ამ უდიდეს წმინდანს ვავედრებდით... თბილისში რომ ჩამოვედი, აქ უკვე მეგობრებთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ხან რომელ ტაძარში მივდიოდი, ხან - რომელში. ახლა უკვე ანასტასიასთან ერთად დავდივარ ხოლმე. წმინდა გიორგი საქართველოსთვის და ქართველებისთვის უდიდესი წმინდანია, ყველას შემწე და მფარველი, მას ვავედრებთ საკუთარ ქვეყანას, ოჯახსებს, მეგობრებს...

დღეს უკვე დავბრუნდით ეკლესიიდან და ახლა მეგობრების წრეში აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს, საღამოს კონცერტი გვაქვს და ჩვენი ნამუშევრებით მაყურებელს მოვეფერებით. თქვენს საიტს და მის მკითხველს, ყველას ვულოცავ ამ დიდებულ დღესაწაულს, ღმერთმა და წმინდა გიორგიმ ინებოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და დაკარგული ტერიტორიების შემოერთება.

თაკო აბაშიძე, მსახიობი:

- ჩემი ძირითადი ტრადიცია ასეთ დღეებში ის არის, რომ ოჯახთან ერთად ყოფნას ვამჯობინებ ხოლმე. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორედ საუკეთესო ტრადიცია იმიტომ, რომ ყველა მნიშვნელოვანი დღე ადამიანმა საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა გაატაროს. ჰოდა, ჩემი ოჯახის წევრებზე მეტად საყვარელი ადამიანები სხვაგან არ მეგულება...

რაც შეეხება თავად დღესასწაულს, ის ყველა მართლმადიდებელს გამორჩეულად უყვარს და მეც მათ რიცხვში ვარ.

ჩვენს ოჯახში ამ დღეს მამა ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავდა და არც ახლა არის გამონაკლისი, - სერიოზული მზადება მიდის ჩვენს სამზარეულოში. მერე კი ტრადიციულ ქართულ სუფრასთან თავის მოლხენით დაგვირგვინდება ყველაფერი. თუმცა ეს დღე იმით იწყება, რომ ეკლესიაში მივდივართ ხოლმე და ასე იყო ახლაც.

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:

- ეს დღე უქმეა. ამიტომაც საუკეთესო საშულებაა ჩემთვის განმარტოებისთვის და მეტი ფიქრისთვის. ახლაც ვაპირებ მანქანაზე დავჯდე და სადმე შორს გავიდე...

- სულ ასე იყო?

- ასეა ბოლო წლებია. ადრე, ბავშვობაში დედას ეკლესიაში დავყავდი. ის ღრმად მორწმუნეა. სახელიც წიმნდა გიორგისთან დაკავშირებით მქვია... მახსოვს ერთხელ, მაშინ ტაძრები ცოტა იყო, სოფელ ლიხაურში ეკლესიაში ზურგზე მოკიდებული წამიყვანეს...

- ახლა არ დადიხარ ეკლესიაში?

- ამ დღეს, როგორც ვთქვი, გასვლა მირჩევნია და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა...

ნოე სულაბერიძე, პროდიუსერი:

- ამ დღეს განსაკუთრებული არეფრი ხდება. გიორგობას იმ მეგობრებს ვულოცავ, ვისაც გიორგი ჰქვია. მერე რადგანაც უქმეა, ჩემს ბავშვებთან მიყვარს დროის გატარება და დასვენება... ისე, მე ჰელოუინს როგორ აღვნიშნავ, ამ თემაზე უნდა შემეკითხო (სიცლით ამბობს)...

ზურა ადაჭკორია, ილუზიონისტი:

- გიორგობა გამნსაკუთრებლად მიყვარს. ისე კი, ამ დღეს ჩემი პირველი შვილი - ნიკა დაიბადა. ახლა არ მკითხოთ, გიორგი რატომ არ დააქრვიო. იმიტომ, რომ ჩემს ბაბუას ერქვა ნიკა და უმაგრესი კაცი იყო, თან, ნათქვამი მქონდა, ბიჭი თუ გაჩნდება, ნიკა უნდა დავარქვა-მეთქი და ასეც მოვიქეცი.

დილას ეკლესიაში უკვე ვიყავი... ახლა სახლში სტუმრებს ველოდებით. ერთად უნდა აღვნიშნოთ ნიკას დაბადების დღეც და გიორგობაც. ისე, გიორგიც გვყავს ოჯახში, - ჩემი სიძე, ქალიშვილის ქმარი...

მოკლედ, ყველას გილოცავთ, მრავალს დაესწარით.

ლალი ფაცია სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება