პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გული მტკივა, რომ კახას პირადად ვერ ვემშვიდობები" - სააკაშვილის სევდიანი წერილი
"გული მტკივა, რომ კახას პირადად ვერ ვემშვიდობები" - სააკაშვილის სევდიანი წერილი

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო კახა ბენ­დუ­ქი­ძის დაკ­რძალ­ვას ვერ ეს­წრე­ბა, Facebook-ზე მო­რიგ გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­დევ ერთხელ იხ­სე­ნებს ბენ­დუ­ქი­ძეს­თან უკა­ნას­კნელ შეხ­ვედ­რა­სა და გეგ­მებს, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კის ყო­ფილ მი­ნისტრს გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი დარ­ჩა.

"ბო­ლოს შეხ­ვედ­რა - რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ლონ­დო­ნი­დან ბრი­უ­სელ­ში ჩა­მო­მა­კი­თხა.

კა­ხას ბევ­რი გეგ­მა ჰქონ­და. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ინიშ­ნე­ბო­და უკ­რა­ი­ნის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრად, ყვე­ლა­ზე რთულ დროს, ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეს აბა­რებ­დნენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად დევ­ნილ­სა და მო­ძუ­ლე­ბულს.

უკ­რა­ი­ნის გა­დარ­ჩე­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს დახ­სნის წი­ნა­პი­რო­ბად გა­ნი­ხი­ლავ­და და ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, რომ ვერ ბრუნ­დე­ბო­და სამ­შობ­ლო­ში. და, აი დაბ­რუნ­და, მაგ­რამ არა ისე რო­გორც მას და მის მე­გობ­რებს წარ­მოგ­ვედ­გი­ნა… თუმ­ცა, კახა არ­სად წა­სუ­ლა! ის მის უნი­ვერ­სი­ტეტ­შია! ის ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­შია! მთელ მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმულ მის რე­ფორ­მა­შია! ის თი­თო­ე­ულ პატ­რი­ოტ­შია! კახა მთელ სა­ქარ­თვე­ლო­შია!

ვინც მას დევ­ნი­და, ის მუ­დამ წარ­სუ­ლად დარ­ჩე­ბა თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბით. ბენ­დუ კი მო­მა­ვა­ლია. ყვე­ლა­ფე­რი ის რაც მან გა­ა­კე­თა - მო­მა­ვა­ლია!

გული მტკი­ვა, რომ კა­ხას პი­რა­დად ვერ ვემ­შვი­დო­ბე­ბი, მაგ­რამ შო­რი­დან ვე­უბ­ნე­ბი - ნახ­ვამ­დის ჩემო ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლო მე­გო­ბა­რო და თა­ნა­მო­აზ­რევ. ვინც რო­გორ უნდა ისე სცა­დოს ხე­ლის შეშ­ლა, მაგ­რამ ჩვენ შენ­თან ერ­თად კი­დევ დიდი საქ­მე­ე­ბი გვე­ლის წინ!", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"გული მტკივა, რომ კახას პირადად ვერ ვემშვიდობები" - სააკაშვილის სევდიანი წერილი

"გული მტკივა, რომ კახას პირადად ვერ ვემშვიდობები" - სააკაშვილის სევდიანი წერილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელიც ცნობილი მიზეზების გამო კახა ბენდუქიძის დაკრძალვას ვერ ესწრება, Facebook-ზე მორიგ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც სააკაშვილი კიდევ ერთხელ იხსენებს ბენდუქიძესთან უკანასკნელ შეხვედრასა და გეგმებს, რომელიც ეკონომიკის ყოფილ მინისტრს განუხორციელებელი დარჩა.

"ბოლოს შეხვედრა - რამდენიმე დღის წინ, ლონდონიდან ბრიუსელში ჩამომაკითხა.

კახას ბევრი გეგმა ჰქონდა. უახლოეს დღეებში ინიშნებოდა უკრაინის ეკონომიკის მინისტრად, ყველაზე რთულ დროს, ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს აბარებდნენ უკრაინელები, მშობლიური ქვეყნიდან ოფიციალურად დევნილსა და მოძულებულს.

უკრაინის გადარჩენას, საქართველოს დახსნის წინაპირობად განიხილავდა და ძალიან განიცდიდა, რომ ვერ ბრუნდებოდა სამშობლოში. და, აი დაბრუნდა, მაგრამ არა ისე როგორც მას და მის მეგობრებს წარმოგვედგინა… თუმცა, კახა არსად წასულა! ის მის უნივერსიტეტშია! ის ამ უნივერსიტეტის სტუდენტებშია! მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ მის რეფორმაშია! ის თითოეულ პატრიოტშია! კახა მთელ საქართველოშია!

ვინც მას დევნიდა, ის მუდამ წარსულად დარჩება თავისი საქმეებით. ბენდუ კი მომავალია. ყველაფერი ის რაც მან გააკეთა - მომავალია!

გული მტკივა, რომ კახას პირადად ვერ ვემშვიდობები, მაგრამ შორიდან ვეუბნები - ნახვამდის ჩემო ყველაზე საყვარელო მეგობარო და თანამოაზრევ. ვინც როგორ უნდა ისე სცადოს ხელის შეშლა, მაგრამ ჩვენ შენთან ერთად კიდევ დიდი საქმეები გველის წინ!", - წერს სააკაშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია