პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აირჩია ღმერთმა ებრაელები?
რატომ აირჩია ღმერთმა ებრაელები?

ვ.ც. სო­ლო­ვი­ო­ვი (1853 - 1900) - გა­მო­ჩე­ნი­ლი რუსი რე­ლი­გი­ის ფი­ლო­სო­ფო­სი, პუბ­ლი­ცის­ტი, პო­ე­ტი. ცნო­ბი­ლი რუსი ის­ტო­რი­კო­სის ც.ს. სო­ლო­ვი­ო­ვის ვაჟი. რუ­სუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი:

იუ­და­იზ­მი­სა და ქრის­ტი­ა­ნო­ბის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ერ­თობ­ლი­ვი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი მოვ­ლე­ნა გახ­ლავთ. იუ­დე­ვე­ლე­ბი ყველ­გან და ყო­ველ­თვის აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ქრის­ტი­ა­ნო­ბას და მას სა­კუ­თა­რი რე­ლი­გი­ის წეს­დე­ბა­თა, სა­კუ­თა­რი რწმე­ნი­სა და რჯუ­ლის მი­ხედ­ვით ეპყრო­ბოდ­ნენ. იუ­დე­ვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის იუ­დე­ვე­ლუ­რად გვე­პყრო­ბოდ­ნენ: ჩვენ კი, ქრის­ტი­ა­ნებ­მა, პი­რი­ქით, აქამ­დე ვერ ვის­წავ­ლეთ იუ­და­იზ­მი­სად­მი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­პყრო­ბა. მათ არა­სო­დეს და­ურ­ღვე­ვი­ათ სა­კუ­თა­რი რე­ლი­გი­უ­რი კა­ნო­ნი ჩვენ მი­მართ, ჩვენ კი გა­მუდ­მე­ბით ვარ­ღვევ­დით და ვარ­ღვევთ მათ მი­მართ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გი­ის მცნე­ბებს. ნაც­ვლად იმი­სა, რომ სწო­რედ ეს სა­კი­თხი მო­ვი­ნა­ნი­ოთ, ვცდი­ლობთ ჩვე­ნი და­ნა­შა­უ­ლი სხვას გა­და­ვაბ­რა­ლოთ. ჩვენ როდი ვართ დამ­ნა­შა­ვე, დამ­ნა­შა­ვე ფა­ნა­ტიზ­მით გა­მორ­ჩე­უ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პე­რი­ო­დია, დამ­ნა­შა­ვე კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­აა. აი, ჩვენს დრო­შიც და­ი­წყო იუ­დე­ველ­თა დევ­ნა, ისეთ ქვეყ­ნებ­შიც კი, რომ­ლე­ბიც არ გახ­ლავთ კა­თო­ლი­კუ­რი. აქ უკვე დამ­ნა­შა­ვე­ნი ჩვენ კი არა, არა­მედ თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბულ­ნი არი­ან. ჩვენ შო­რის მცხოვ­რე­ბი იუ­დე­ვე­ლე­ბი იუ­დე­ველ­თა წე­სი­სა­მებრ გვე­პყრო­ბი­ან; ნა­თე­ლია, რომ ჩვენ მათ წარ­მარ­თთა წე­სი­სა­მებრ უნდა მო­ვექ­ცეთ; მათ არ სურთ ჩვენ­და­მი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ჩე­ნა, გა­სა­გე­ბია, რომ ჩვენ ისი­ნი უნდა გვძულ­დეს; ისი­ნი გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლად დგა­ნან, არ სურთ ჩვენ­თან აღ­რე­ვა, არ გვი­ცხა­დე­ბენ სო­ლი­და­რო­ბას; ნა­თე­ლია, რომ ჩვენ ისი­ნი უნდა აღ­მოვ­ფხვრათ.

ამ­გვა­რად, იუ­და­იზ­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა გა­მო­ამ­ჟღავ­ნა ან უგუ­ნუ­რი მო­შურ­ნე­ო­ბა ან უძ­ლუ­რი გულ­გრი­ლო­ბა. ორი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უცხოა ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სუ­ლი­სათ­ვის; არც ერთი მათ­გა­ნი არ დგას ქრის­ტი­ა­ნუ­ლი იდე­ის სი­მაღ­ლე­ზე. უკვე XIII სა­უ­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ვხე­დავთ ერ­თე­ულ მცდე­ლო­ბებს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს მოღ­ვა­წე­თა და მო­აზ­როვ­ნე­თა მხრი­დან; მცდე­ლო­ბებს იუ­და­იზ­მი­სად­მი სხვა­ნა­ი­რი, ჭეშ­მა­რი­ტად ქრის­ტი­ა­ნუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა. ამ მცდე­ლო­ბათ, მარ­თა­ლია, რა­ი­მე აშ­კა­რა შე­დე­გე­ბი არ მოჰ­ყო­ლია, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს ნა­ბი­ჯე­ბი ებ­რა­ე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხის ჭეშ­მა­რი­ტი გა­და­წყვე­ტის­კენ მი­მა­ვა­ლი გზის და­სა­წყი­სია, რაც უკვე ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბია მო­ცი­ქულ პავ­ლეს მიერ რო­მა­ელ­თა მი­მართ წე­რილ­ში (მე-12 თავი). ღირ­სმა ნი­კა­ნორ­მა, ხერ­სო­ნი­სა და ოდე­სის ეპის­კო­პოს­მა (ავ­ტო­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვი და ჯერ კი­დევ სა­თა­ნა­დოდ შე­უ­ფა­სე­ბე­ლი რე­ლი­გი­ის ფი­ლო­სო­ფი­ა­ში და­წე­რი­ლი შრო­მი­სა) ოდე­სა­ში წარ­მოთ­ქვა შთა­გო­ნე­ბუ­ლი და ჭეშ­მა­რი­ტად ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სი­ტყვა ძვე­ლაღ­თქმი­სე­ულ და ახა­ლაღ­თქმი­სე­ულ რე­ლი­გი­ა­თა შო­რის არ­სე­ბუ­ლი უმ­ჭიდ­რო­ვე­სი კავ­ში­რის შე­სა­ხებ. ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სი­ტყვის მთა­ვა­რი აზ­რია იუ­და­იზ­მი­სა და ქრის­ტი­ა­ნო­ბის ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლია არა გულ­გრი­ლო­ბის ან რა­ი­მე გან­ყე­ნე­ბულ პრინ­ცი­პთა ნი­ა­დაგ­ზე, არა­მედ სუ­ლი­ე­რი და ბუ­ნებ­რი­ვი ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რის და, ასე­ვე, და­დე­ბით რე­ლი­გი­ურ ინ­ტე­რეს­თა რე­ა­ლურ ნი­ა­დაგ­ზე. ჩვენ ერ­თი­ან­ნი უნდა ვი­ყოთ იუ­დე­ვე­ლებ­თან, თა­ნაც, ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე უა­რის თქმის გა­რე­შე, არა ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, არა­მედ ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხე­ლი­თა და ძა­ლით; იუ­დე­ველ­ნიც უნდა ერ­თი­ან­ნი იყ­ვნენ ჩვენ­თან არა იუ­და­იზ­მის სა­პი­რის­პი­როდ, არა­მედ ჭეშ­მა­რი­ტი იუ­და­იზ­მის სა­ხე­ლი­თა და ძა­ლით.

ჩვენ იმი­ტომ ვართ გან­ცალ­კე­ვე­ბულ­ნი იუ­დე­ველ­თა­გან, რომ ჯერ სრუ­ლად ქრის­ტი­ა­ნე­ბი არ ვართ და ისი­ნიც იმი­ტომ დგა­ნან ცალ­კე, რომ ისი­ნიც სრუ­ლად იუ­დე­ველ­ნი არ არი­ან, რა­მე­თუ ქრის­ტი­ა­ნო­ბის სის­რუ­ლე მო­ი­ცავს იუ­და­იზმსაც და იუ­და­იზ­მის სის­რუ­ლე კი გახ­ლავთ ქრის­ტი­ა­ნო­ბა. ის­რა­ე­ლი­ა­ნი ერის ნა­წილ­მა არ მი­ი­ღო მე­სი­ის პირ­ვე­ლი მოს­ვლა და ამი­სათ­ვის დი­დად ზღა­ვენ ისი­ნი, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ დრომ­დე, ვი­ნა­ი­დან ღვთის სი­ტყვის დარ­ღვე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ეს ძვე­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი სი­ტყვა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ახალ აღ­თქმა­ში წარ­მარ­თთა მო­ცი­ქუ­ლის მიერ, რო­მე­ლიც ნათ­ლად და მტკი­ცედ ღა­ღა­დებს: მთე­ლი ის­რა­ე­ლი გა­დარ­ჩე­ბა. იუ­დე­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქრის­ტეს სიკ­ვდი­ლით დას­ჯას ითხოვ­დნენ, ყვი­როდ­ნენ: "ჩვენ­ზე იყოს და ჩვენს შვი­ლებ­ზე მა­გი­სი სის­ხლი". ეს სის­ხლი გა­მოს­ყიდ­ვის სის­ხლია და, ალ­ბათ, ადა­მი­ა­ნუ­რი ბო­რო­ტე­ბის ამო­ძა­ხი­ლი არც ისე ძლი­ე­რია, რომ ჩა­ახ­შოს ღვთი­უ­რი მი­ტე­ვე­ბის სი­ტყვა: "მა­მაო, მი­უ­ტე­ვე მათ, რა­მე­თუ არ იცი­ან, რას სჩა­დი­ან".

გოლ­გო­თას­თან შეკ­რე­ბი­ლი სის­ხლს მო­წყუ­რე­ბუ­ლი ბრბო იუ­დე­ვე­ლე­ბის­გან შედ­გე­ბო­და, მაგ­რამ იუ­დე­ვე­ლი იყო ის სამი ათა­სი, შემ­დეგ კი ხუთი ათა­სი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც მო­ცი­ქულ პეტ­რეს ქა­და­გე­ბის შემ­დეგ მო­ი­ნათლნენ და, რომ­ლე­ბიც შე­ად­გენ­დნენ პირ­ველ ქრის­ტი­ა­ნულ ეკ­ლე­სი­ას. იუ­დე­ველ­ნი იყ­ვნენ ანნა და კა­ი­ა­ფა, იუ­დე­ველ­ნი იყ­ვნენ ნი­კო­დი­მო­სი და იო­სებ არი­მა­თი­ე­ლი. ერ­თსა და იმა­ვეს ერს მი­ე­კუთ­ვნე­ბოდ­ნენ ქრის­ტეს გამ­ყიდ­ვე­ლი იუდა და ასე­ვე, პეტ­რე და ან­დრია, რომ­ლე­ბიც ჯვართ აც­ვეს ქრის­ტეს გუ­ლი­სათ­ვის. იუ­დე­ვე­ლი იყო თომა, რო­მელ­საც არ სწამ­და აღ­დგო­მის და ისევ იუ­დე­ვე­ლად დარ­ჩა მას მერე, რაც აღ­მდგარ ქრის­ტეს ერ­წმუ­ნა და უთხრა მას: "უფა­ლო ჩემო და ღმერ­თო ჩემო!" იუ­დე­ვე­ლი იყო ქრის­ტი­ან­თა სას­ტი­კად მდევ­ნე­ლი სავ­ლე და მო­მა­ვალ­შიც იუ­დე­ვე­ლი იუ­დე­ველ­თა­გა­ნი იყო ქრის­ტი­ა­ნო­ბი­სათ­ვის დევ­ნი­ლი პავ­ლე, რო­მე­ლიც ამ­ბობს: "ყვე­ლა მათ­გან­ზე მეტი ვიღ­ვა­წე". რაც უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თა­ვად უფა­ლი, იუ­დე­ველ­თა მიერ გა­ცე­მუ­ლი და ჯვარ­ცმუ­ლი ღმერ­თკა­ცი ქრის­ტე, ის თა­ვად სუ­ლი­თა და ხორ­ცით ადა­მი­ა­ნი, წმინ­და სის­ხლის იუ­დე­ვე­ლი გახ­ლდათ. ამ სა­ო­ცა­რი ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, განა უც­ნა­უ­რად არ გვეჩ­ვე­ნე­ბა იუ­და­იზ­მის გან­კი­თხვა ქრის­ტეს სა­ხე­ლით? იუ­და­იზ­მი­სა, რო­მელ­თა­ნაც გა­ნუ­ყოფ­ლა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თა­ვად ქრის­ტე და თუ ქრის­ტე ღმერ­თი არ არის, მაშ, იუ­დე­ველ­ნი არ არი­ან ბერ­ძნებ­ზე მე­ტად დამ­ნა­შა­ვე­ნი, რომ­ლებ­მაც მოკ­ლეს სოკ­რა­ტე. ჩვენ თუ ქრის­ტეს ღმერ­თად ვა­ღი­ა­რებთ, მაშ, იუ­დე­ველ­ნიც უნდა ვცნოთ ღვთის წარ­მომ­შობ ერად. იე­სოს სიკ­ვდილ­ში, იუ­დე­ვე­ლებ­თან ერ­თად, რო­მა­ე­ლებ­საც მი­უ­ძღვით ბრა­ლი, მაგ­რამ უფ­ლის შობა მხო­ლოდ ღმერ­თსა და ის­რა­ელს ეკუთ­ვნის. ამ­ბო­ბენ, რომ ებ­რა­ე­ლე­ბი ქრის­ტი­ა­ნო­ბის მუდ­მი­ვი მტრე­ბი არი­ან, თუმ­ცა, უკა­ნას­კნელ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ან­ტიქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის სა­თა­ვე­ში დგა­ნან არა ებ­რა­ე­ლე­ბი, არა სე­მი­ტე­ბი, არა­მედ არი­უ­ლი რა­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, და­ბა­დე­ბით ქრის­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი. იუ­დე­უ­რი წარ­მო­შო­ბის მქო­ნე ზო­გი­ერ­თი მო­აზ­როვ­ნის მიერ ქრის­ტი­ა­ნო­ბის უარ­ყო­ფა და მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა უფრო მე­ტად პა­ტი­ო­სა­ნი და უფრო მე­ტად რე­ლი­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის მქო­ნეა, ვიდ­რე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გა­რე­მო­დან გა­მო­სულ მწე­რალ­თა ბრძო­ლა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. უკე­თე­სია სპი­ნო­ზა, ვიდ­რე ვოლ­ტე­რი, უკე­თე­სია იო­სებ სალ­ვა­დო­რი, ვიდ­რე ერ­ნესტ რე­ნა­ნი. იუ­და­იზ­მის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა უგუ­ნუ­რე­ბაა; იუ­დე­ველ­თა ლან­ძღვა და მათ­თან ჩხუ­ბი უსარ­გებ­ლოა; უმ­ჯო­ბე­სია, გა­ვი­გოთ იუ­და­იზ­მი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს უფრო რთუ­ლია.

რა­ტომ იყო სწო­რედ იუ­და­იზ­მი წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხუ­ლი იმი­სათ­ვის, რომ მის­გან მოვ­ლი­ნე­ბუ­ლი­ყო ღმერ­თკა­ცი მე­სია, იგი­ვე ქრის­ტე?

ვი­ნა­ი­დან ღმერ­თის­გან მომ­დი­ნა­რე­ობს გან­წე­სე­ბა, ეს გუ­ლის­ხმობს უცი­ლო­ბელ, უპი­რო­ბო თა­ვი­სუფ­ლე­ბას, თუმ­ცა ღვთი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ ადა­მი­ა­ნუ­რი თვით­ნე­ბო­ბი­სა თუ მის­წრა­ფე­ბის დო­ნე­ზე. ჭეშ­მა­რი­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ გა­მო­რი­ცხავს გო­ნე­ბას, გო­ნე­ბის მი­ხედ­ვით კი ამ­გვა­რი გან­წე­სე­ბა ან არ­ჩე­ვა, რაც ცნო­ბი­ლი საგ­ნი­სად­მი ღვთის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლია, შე­ე­სა­ბა­მე­ბა არა მხო­ლოდ ამ­რჩე­ვის თვი­სე­ბას, არა­მედ არ­ჩე­უ­ლის ხა­რისხსაც. ებ­რა­ელ­თა ეროვ­ნულ ხა­სი­ათ­ში უნდა ვე­ძი­ოთ მათი არ­ჩე­ვის პი­რო­ბე­ბი. მა­რა­დარ­სე­ბულ­მა ღმერ­თმა თა­ვის ერად აქ­ცია ის­რა­ე­ლი, ვი­ნა­ი­დან ის­რა­ელ­მა თა­ვის ღმერ­თად აქ­ცია მა­რა­დარ­სე­ბუ­ლი ღმერ­თი.

მა­მამ­თა­ვა­რი აბ­რა­ა­მი, რო­მე­ლიც წარ­მარ­თებს შო­რის ცხოვ­რობ­და და ჯერ არ ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტი გა­მო­ცხა­დე­ბა, არ კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და და დი­დად ამ­ძი­მებ­და წარ­მო­სახ­ვი­თი ღმერ­თე­ბის კულ­ტი, ღმერ­თე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ასე მიმ­ზიდ­ვე­ლი იყო ყვე­ლა ხალ­ხი­სათ­ვის. ბუ­ნე­ბის სტი­ქი­ურ და დე­მო­ნურ ძალ­თა მი­მართ მსა­ხუ­რე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ებ­რა­ულ სულს, მი­უ­ღე­ბე­ლი იყო მის­თვის. ის­რა­ე­ლის მა­მამ­თა­ვარს არ შე­ეძ­ლო ერ­წმუ­ნა ის, რაც ადა­მი­ან­ზე დაბ­ლა იდგა, ის პი­როვ­ნულ და ზნე­ობ­რივ ღმერ­თს ეძი­ებ­და, ვის­და­მი რწმე­ნაც არ იყო და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის და სწო­რედ ეს ღმერ­თი გა­მო­ე­ცხა­და მას, მო­უ­წო­და და მის­ცა აღ­თქმა მის შთა­მო­მავ­ლო­ბას. "რწმე­ნით და­ე­მორ­ჩი­ლა აბ­რა­ა­მი ხმო­ბას, წა­სუ­ლი­ყო იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც სამ­კვიდ­როდ უნდა მი­ე­ღო…" (ებრ. 11:8). იმან, რა­მაც გა­მო­იყ­ვა­ნა აბ­რა­ა­მი ქალ­დე­ველ­თა ქვეყ­ნი­დან, სწო­რედ ამან უბიძ­გა მო­სეს ეგ­ვიპ­ტის და­ტო­ვე­ბის­კენ. მი­უ­ხე­და­ვად ეგ­ვიპ­ტუ­რი თე­ო­სო­ფი­ი­სა და თე­ურ­გი­ის ყვე­ლა ცდუ­ნე­ბი­სა, "რწმე­ნით იყო, რომ მო­სემ, როცა წა­მო­ი­ზარ­და, უარი თქვა ფა­რა­ო­ნის ასუ­ლის ძედ წო­დე­ბუ­ლი­ყო… რწმე­ნით და­ტო­ვა ეგ­ვიპ­ტე". (ებრ.11:24, 27).

წარ­მარ­თო­ბი­დან თავ­დაღ­წე­უ­ლი და სა­კუ­თა­რი რწმე­ნით ქალ­დე­ველ­თა ჯა­დოქ­რო­ბა­სა და ეგ­ვიპ­ტურ სიბ­რძნე­ზე ამაღ­ლე­ბუ­ლი ებ­რა­ელ­თა მა­მამ­თა­ვა­რი და წი­ნამ­ძღო­ლი გახ­დნენ ღირ­სნი ღვთის რჩე­უ­ლო­ბი­სა. ღმერ­თმა აირ­ჩია ისი­ნი, გა­უ­ცხა­და მათ თა­ვი­სი თა­ვის შე­სა­ხებ, კავ­ში­რი დადო მათ­თან. მო­კავ­ში­რე­ო­ბი­თი შე­თან­ხმე­ბა ანუ ის­რა­ე­ლი­სად­მი ღვთის აღ­თქმა ებ­რა­უ­ლი რე­ლი­გი­ის ღერ­ძია. ეს მოვ­ლე­ნა ერ­თა­დერ­თია მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში, რად­გან არც ერთი სხვა ერის რე­ლი­გი­ას არ მი­უ­ღია ღმერ­თსა და ადა­მი­ანს, რო­გორც ორ არ­სე­ბას, შო­რის კავ­ში­რის ან აღ­თქმის ასე­თი ფორ­მა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი უთა­ნას­წო­რო­ნი იყ­ვნენ, მაგ­რამ ზნე­ობ­რი­ვად ერ­თგვა­რო­ვან­ნი გახ­ლდნენ. ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ ეს მა­ღა­ლი წარ­მოდ­გე­ნა არ არ­ღვევს ღმერ­თის დი­დე­ბუ­ლე­ბას, არა­მედ, პი­რი­ქით, აძ­ლევს მთე­ლი ძა­ლით წარ­მო­ჩი­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ადა­მი­ა­ნის და­მო­უ­კი­დე­ბელ ზნე­ობ­რივ არ­სე­ბა­ში ღმერ­თი თა­ვის­თვის პო­უ­ლობს მოქ­მე­დე­ბის ღირ­სე­ულ ობი­ექტს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ღმერ­თი ვე­რა­ვის­ზე ვერ მო­ახ­დენ­და ზე­მოქ­მე­დე­ბას. ადა­მი­ა­ნი რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი პი­როვ­ნე­ბა არ იყოს, რო­გორ გა­მო­ავ­ლენ­და ღმერ­თი თა­ვის პი­როვ­ნულ არ­სე­ბას სამ­ყა­რო­ში? რამ­დე­ნა­დაც თვი­თარ­სი და თვით­გან­მსა­ზღვრე­ლი ღმერ­თი, რო­მე­ლიც მე­ფობს სამ­ყა­რო­ზე, აღე­მა­ტე­ბა მსოფ­ლიო მოვ­ლე­ნა­თა უპი­როვ­ნო არსს, იმ­დე­ნად იუ­დე­ველ­თა წმინ­და რე­ლი­გია ძვე­ლი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ნა­ტუ­რა­ლის­ტურ თუ პან­თე­ის­ტურ რე­ლი­გი­ა­ზე მაღ­ლა დგას. ამ რე­ლი­გი­ებ­ში არც ღმერ­თს და არც ადა­მი­ანს არ შე­უ­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა: აქ ადა­მი­ა­ნი მონა იყო უხი­ლა­ვი და უცხო კა­ნო­ნე­ბი­სა, ხოლო ღვთა­ე­ბა კი, სა­ბო­ლო­ოდ (ბერ­ძენ­თა მხატ­ვრულ მი­თო­ლო­გი­ა­ში), ადა­მი­ა­ნის წარ­მო­სახ­ვის სა­თა­მა­შო გახ­ლდათ. იუ­დე­ველ­თა რე­ლი­გი­ა­ში კი, პი­რი­ქით, თა­ვი­დან­ვე ერ­თნა­ი­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყო ორი­ვე მხა­რე - ღვთი­უ­რიც და ადა­მი­ა­ნუ­რიც. ჩვე­ნი რე­ლი­გია იწყე­ბა ღმერ­თსა და ადა­მი­ანს შო­რის პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბით აბ­რა­ამ­სა და მო­სეს­თან და­დე­ბულ უძ­ვე­ლეს აღ­თქმა­ში და გან­მტკიც­დე­ბა ღმერ­თი­სა და ადა­მი­ა­ნის უმ­ჭიდ­რო­ვე­სი პი­რა­დი კავ­ში­რით იესო ქრის­ტეს ახალ აღ­თქმა­ში, რო­მელ­შიც ორი­ვე ბუ­ნე­ბა გა­ნუ­ყოფ­ლად, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, შე­ურ­წყმე­ლად არ­სე­ბობს. ეს ორი აღ­თქმა ორი სხვა­დას­ხვა რე­ლი­გია რო­დია, არა­მედ ერთი და იმა­ვე ღვთი­ურ-ადა­მი­ა­ნუ­რი რე­ლი­გი­ის ორი სა­ფე­ხუ­რია, ერთი და იმა­ვე ღვთი­ურ-ადა­მი­ა­ნუ­რი პრო­ცე­სის ორი მო­მენ­ტი. ეს ერ­თი­ა­ნი, ჭეშ­მა­რი­ტი ღვთი­ურ-ადა­მი­ა­ნუ­რი, ებ­რა­ულ-ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გია მი­დის პირ­და­პი­რი და სა­მე­ფო გზით წარ­მარ­თო­ბის ორ უკი­დუ­რეს ცდო­მი­ლე­ბას შო­რის, რო­მელ­შიც ხან ღვთა­ე­ბა შთან­თქავს ადა­მი­ანს (ინ­დო­ეთ­ში), ხან კი თა­ვად ღვთა­ე­ბა იქ­ცე­ვა ადა­მი­ა­ნის ჩრდი­ლად (სა­ბერ­ძნეთ­სა და რომ­ში). ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თი, ის­რა­ე­ლის ამ­რჩე­ვი და ის­რა­ე­ლის მიერ არ­ჩე­უ­ლი, არის ძლი­ე­რი ღმერ­თი, ღმერ­თი თვი­თარ­სი, ღმერ­თი წმინ­და. ძლი­ე­რი ღმერ­თი თა­ვის­თვის ძლი­ერ ადა­მი­ანს ირ­ჩევს, ვი­საც ექ­ნე­ბა უნა­რი მას­თან შებ­რძო­ლე­ბი­სა. თვი­თარ­სი ღმერ­თი ეცხა­დე­ბა მხო­ლოდ თვით­შეგ­ნე­ბულ პი­როვ­ნე­ბას; წმინ­და ღმერ­თი უკავ­შირ­დე­ბა მხო­ლოდ იმ ადა­მი­ანს, ვინც ეძი­ებს სიწ­მინ­დეს და ძა­ლუძს ქმე­დი­თი ზნე­ობ­რი­ვი გმი­რო­ბის ჩა­დე­ნა. ადა­მი­ა­ნუ­რი უძ­ლუ­რე­ბა ეძი­ებს ღმერ­თის ძა­ლას, მაგ­რამ ეს არის ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნის უძ­ლუ­რე­ბა: ბუ­ნე­ბით სუსტ ადა­მი­ანს ძლი­ე­რი რე­ლი­გი­უ­რო­ბის­კენ სწრაფ­ვაც არ ძა­ლუძს. ზუს­ტად ასე­ვე, უპი­როვ­ნო, უნე­ბის­ყო­ფო და ნაკ­ლე­ბად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი თვით­შე­მეც­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია იმის გა­გე­ბა, რო­გორ უნდა არ­სე­ბობ­დეს ღმერ­თის თვი­თარ­სი მყო­ფო­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. და ბო­ლოს, ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ზნე­ობ­რი­ვი თვით­გა­მორ­კვე­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია, რო­მელ­საც არ შე­უძ­ლია თა­ვად და­ი­წყოს მოქ­მე­დე­ბა, არ ძა­ლუძს გმი­რო­ბის ჩა­დე­ნა, მი­აღ­წი­ოს სიწ­მინ­დეს - ასე­თი ადა­მი­ა­ნის­თვის ღვთის სიწ­მინ­დე ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბა, რო­გორც რა­ღაც გა­რე­გა­ნი და უცხო; ის ვე­რა­სო­დეს ვერ იქ­ნე­ბა "ღმერ­თის მე­გო­ბა­რი". აქე­დან ნათ­ლად ჩანს, რომ ის ჭეშ­მა­რი­ტი რე­ლი­გია, რაც ის­რა­ე­ლი­ან ერს გა­აჩ­ნია, არ გა­მო­რი­ცხავს, არა­მედ, პი­რი­ქით, მო­ი­თხოვს ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მისი თვით­შეგ­რძნე­ბის, თვით­შე­მეც­ნე­ბის და თვით­შე­მოქ­მე­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ის­რა­ელს დი­ა­დი რწმე­ნა ჰქონ­და, მაგ­რამ დი­ა­დი რწმე­ნი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­კუ­თარ თავ­ში დიად სუ­ლი­ე­რი ძალ­თა ქონა. ღვთი­სად­მი მი­მარ­თუ­ლი უღ­რმე­სი რწმე­ნი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი ენერ­გი­ის უდი­დე­სი და­ძა­ბუ­ლო­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა მოგ­ვი­ა­ნო იუ­და­იზ­მშიც იქნა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი.

თა­ვი­სი რე­ლი­გი­ის ერ­თგულ ებ­რა­ე­ლებს, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად აღი­ა­რებ­დნენ ღვთა­ე­ბის სუ­ლი­ე­რე­ბას და ადა­მი­ა­ნუ­რი სუ­ლის ღვთა­ებ­რი­ო­ბას, არ შე­ეძ­ლოთ და არც სურ­დათ ამ უმაღ­ლე­სი სა­წყი­სე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბა მათ მა­ტე­რი­ა­ლურ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა­თა­გან, მათი სხე­უ­ლებ­რი­ვი ფორ­მი­სა და გარ­სის­გან, მათი უკი­დუ­რე­სი და სა­ბო­ლო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­გან. ყო­ველ­გვა­რი იდე­ი­სა და იდე­ა­ლის­თვის ებ­რა­ე­ლი მო­ი­თხოვს ხი­ლულ და ხელ­შე­სა­ხებ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და სა­სი­კე­თო შე­დე­გებს; ებ­რა­ელს არ უნდა ისე­თი იდე­ა­ლის აღი­ა­რე­ბა, რო­მელ­საც არ ძა­ლუძს სი­ნამ­დვი­ლის და­მორ­ჩი­ლე­ბა და მას­ში შე­ის­ხას ხორ­ცი. ებ­რა­ელს შე­უძ­ლია და მზად არის აღი­ა­როს უმაღ­ლე­სი სუ­ლი­ე­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, თუმ­ცა მხო­ლოდ იმ პი­რო­ბით, რომ ხე­დავ­დეს და გრძნობ­დეს მის რე­ა­ლურ ქმე­დე­ბას. მას სწამს უხი­ლა­ვის (რა­მე­თუ ყო­ველ­გვა­რი რწმე­ნა არის რწმე­ნა უხი­ლა­ვი­სად­მი), მაგ­რამ უნდა, რომ ეს უხი­ლა­ვი ხი­ლუ­ლად იქ­ცეს და თა­ვი­სი ძალა გა­მო­ავ­ლი­ნოს; მას სწამს სუ­ლის, მაგ­რამ, მხო­ლოდ ისე­თი სუ­ლის, რო­მე­ლიც აღ­წევს ყო­ველ­გვარ მა­ტე­რი­ა­ლურ­ში, რომ­ლი­თაც გაჟ­ღენ­თი­ლია ყო­ველ­გვა­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, რო­მე­ლიც მა­ტე­რი­ას თა­ვის გარ­სად და ია­რა­ღად იყე­ნებს. ებ­რა­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბა არ აცალ­კე­ვებ­და სულს თა­ვი­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბის­გან და ამით არ აცალ­კე­ვებ­და მა­ტე­რი­ას თა­ვი­სი სუ­ლი­ე­რი და ღვთა­ებ­რი­ვი სა­წყი­სის­გან; ის არ სცნობ­და თა­ვად მა­ტე­რი­ას, არ ანი­ჭებ­და საგ­ნობ­რივ მყო­ფო­ბას მნიშ­ვნე­ლო­ბას. ებ­რა­ე­ლე­ბი არ იყ­ვნენ მა­ტე­რი­ის მსა­ხურ­ნი და თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­ნი. მე­ო­რე მხრივ, ვი­ნა­ი­დან შორს იყ­ვნენ გან­ყე­ნე­ბუ­ლი სპი­რი­ტუ­ა­ლიზ­მის­გან, ებ­რა­ე­ლებს არ შე­ეძ­ლოთ მა­ტე­რი­ას გულ­გრი­ლად, გა­უ­ცხო­ე­ბით ან ისე მტრუ­ლად მო­პყრო­ბოდ­ნენ, რო­გო­რი მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც გა­აჩ­ნდა აღ­მო­სავ­ლურ დუ­ა­ლიზმს მის­და­მი. მა­ტე­რი­ა­ლურ ბუ­ნე­ბა­ში ისი­ნი ხე­დავ­დნენ არა ეშ­მაკს ან ღვთა­ე­ბას, არა­მედ, მხო­ლოდ ღმერ­თკა­ცუ­რი სუ­ლის და­უმ­თავ­რე­ბელ სამ­ყო­ფელს.

იმ დროს, როცა პრაქ­ტი­კუ­ლი და თე­ო­რი­უ­ლი მა­ტე­რი­ა­ლიზ­მი ემორ­ჩი­ლე­ბა ნივ­თი­ერ ფაქტს, რო­გორც კა­ნონს, იმ დროს, როცა დუ­ა­ლის­ტი უარ­ყოფს მა­ტე­რი­ას, ვი­თარ­ცა ბო­რო­ტე­ბას, ებ­რა­ელ­თა რე­ლი­გი­უ­რი მა­ტე­რი­ა­ლიზ­მი აი­ძუ­ლებ­და მათ ყუ­რა­დღე­ბა დი­დად გა­ე­მახ­ვი­ლე­ბი­ნათ მა­ტე­რი­ა­ლურ ბუ­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ არა იმი­სათ­ვის, რომ მის­თვის ემ­სა­ხუ­რათ, არა­მედ იმი­სათ­ვის, რომ მისი მეშ­ვე­ო­ბით ემ­სა­ხუ­რათ ზე­ცი­ე­რი ღმერ­თსათ­ვის. ამ მა­ტე­რი­ა­ლურ ბუ­ნე­ბა­ში მათ უნდა გა­ნეს­ხვა­ვე­ბი­ნათ წმინ­და უწ­მინ­დუ­რი­სა­გან, სუფ­თა მან­კი­ე­რი­სა­გან, რათა იგი (მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბუ­ნე­ბა - მთარ­გმნ.შე­ნიშ­ვნ.) ექ­ცი­ათ ღირ­სე­ულ ტაძ­რად ზე­ცი­ე­რი არ­სე­ბი­სათ­ვის. წმინ­და სხე­უ­ლებ­რი­ო­ბი­სა და ამ იდე­ის ხორ­ცშეს­ხმა­ზე ზრუნ­ვის იდეა ის­რა­ე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში შე­უ­და­რებ­ლად დიდი ად­გი­ლი უკა­ვია, ვიდ­რე სხვა რო­მე­ლი­მე ერის ცხოვ­რე­ბა­ში. ამას მი­ე­კუთ­ვნე­ბა მო­სეს რჯუ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი წმინ­დი­სა და უწ­მინ­დუ­რის გარ­ჩე­ვის შე­სა­ხებ, ასე­ვე, გან­წმენ­დის წე­სე­ბის შე­სა­ხებ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ებ­რა­ელ­თა მთე­ლი რე­ლი­გი­უ­რი ის­ტო­რია მი­მარ­თუ­ლი იყო იქით­კენ, რომ ის­რა­ე­ლის ღმერ­თი­სათ­ვის მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა არა მხო­ლოდ წმინ­და სუ­ლე­ბი, არა­მედ წმინ­და სხე­უ­ლე­ბიც. ახლა, თუ შე­ვა­ჯე­რებთ ღვთა­ებ­რი­ვი სა­წყი­სის მა­ტე­რი­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა­კენ იუ­დე­ველ­თა მის­წრა­ფე­ბას და ზრუნ­ვას ჩვე­ნი სხე­უ­ლებ­რი­ვი ბუ­ნე­ბის გა­სუფ­თა­ვე­ბა­სა და გან­წმენ­და­ზე, მაშ, ად­ვი­ლად მივ­ხვდე­ბით, რა­ტომ იყო სწო­რედ იუ­და­იზ­მი ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­რე­მო ღვთა­ებ­რი­ვი სი­ტყვის ხორ­ცშეს­ხმი­სათ­ვის, რა­მე­თუ გო­ნე­ბაც და ღვთის­მო­სა­ო­ბაც მო­ი­თხოვს იმის აღი­ა­რე­ბას, რომ ღვთა­ე­ბის გან­სხე­უ­ლე­ბის­თვის, გარ­და წმინ­და და ქალ­წუ­ლებ­რი­ვი სუ­ლი­სა, სა­ჭი­რო იყო ასე­ვე წმინ­და და სუფ­თა სხე­უ­ლებ­რი­ო­ბა.

ახლა ნა­თე­ლია, რომ ებ­რა­ელ­თა ეს წმინ­და მა­ტე­რი­ა­ლიზ­მი არა­ნა­ი­რად არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, არა­მედ, პი­რი­ქით, პირ­და­პი­რი და­მა­ტე­ბაა ამ ერის პირ­ვე­ლი ორი თვი­სე­ბი­სა - მისი ძლი­ე­რი რე­ლი­გი­უ­რო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი თვით­შე­მეც­ნე­ბი­სა და თვით­შე­მოქ­მე­დე­ბის ენერ­გი­ის. მორ­წმუ­ნე ის­რა­ე­ლი­ანს სურს, რომ მისი რწმე­ნის სა­განს გა­აჩ­ნდეს სი­ნამ­დვი­ლის მთე­ლი სის­რუ­ლე, ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს ბო­ლომ­დე; თა­ვის მხრივ, ადა­მი­ა­ნუ­რი სუ­ლის ენერ­გი­ას ანუ აქ­ტი­უ­რო­ბას არ შე­უძ­ლია დაკ­მა­ყო­ფილ­დეს იდე­ალ­თა თუ იდე­ა­თა გან­ყე­ნე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სით - ის მო­ი­თხოვს მათ რე­ა­ლურ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მო­ი­თხოვს, რომ სუ­ლი­ე­რი სა­წყი­სი ბო­ლომ­დე ეუფ­ლე­ბო­დეს მა­ტე­რი­ა­ლურ სი­ნამ­დვი­ლეს, ეს კი გუ­ლის­ხმობს იმას, რომ თა­ვად მა­ტე­რი­ას უნდა გა­აჩ­ნდეს ასე­თი გა­სუ­ლი­ე­რე­ბის უნა­რი, გუ­ლის­ხმობს წმინ­და და სუ­ლი­ერ სხე­უ­ლებ­რი­ო­ბას. ებ­რა­ელ­თა რე­ლი­გი­უ­რი მა­ტე­რი­ა­ლიზ­მი მომ­დი­ნა­რე­ობს არა ურ­წმუ­ნო­ე­ბის­გან, არა­მედ უხვი რწმე­ნის­გან, რო­მელ­საც აღ­სრუ­ლე­ბა სწყუ­რია; მომ­დი­ნა­რე­ობს არა ადა­მი­ა­ნუ­რი სუ­ლის უძ­ლუ­რე­ბის­გან, არა­მედ მისი ძა­ლი­სა და ენერ­გი­ის­გან, რო­მელ­საც არ ეში­ნია მა­ტე­რი­ით გა­უ­წ­მინ­დუ­რე­ბა, არა­მედ გან­წმენ­დს და იყე­ნებს მას სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის.

ამ­გვა­რად, ებ­რა­ე­ლი ერის სამი მთა­ვა­რი თვი­სე­ბის შერ­წყმუ­ლი მოქ­მე­დე­ბა პირ­და­პირ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ამ ერის უმაღ­ლეს და­ნიშ­ნუ­ლე­ბას და ხელს უწყობ­და მას­ში ღმერ­თის საქ­მის აღ­სრუ­ლე­ბას. თვი­თარ­სი ღმერ­თი­სად­მი მტკი­ცე რწმე­ნით ის­რა­ელ­მა სა­კუ­თა­რი თა­ვის­კენ მი­ი­ზი­და თე­ო­ფა­ნია და გა­მო­ცხა­დე­ბა; ასე­ვე სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი რწმე­ნის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ის­რა­ელ­მა შეძ­ლო იაჰვეს­თან პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ემ­ყა­რე­ბი­ნა, პი­რის­პირ დამ­დგა­რი­ყო მას­თან, შე­თან­ხმე­ბა და­ე­დო მას­თან, ყო­ფი­ლი­ყო მის­თვის არა პა­სი­უ­რი ია­რა­ღი, არა­მედ საქ­მი­ა­ნი მო­კავ­ში­რე, და ბო­ლოს, ამა­ვე ქმე­დი­თი რწმე­ნით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბუ­ნე­ბის გან­წმენ­დის მეშ­ვე­ო­ბით თა­ვი­სი სუ­ლი­ე­რი სა­წყი­სის სა­ბო­ლოო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­კენ სწრაფ­ვით ის­რა­ელ­მა მო­ამ­ზა­და თა­ვის თავ­ში სუფ­თა და წმინ­და სამ­ყო­ფე­ლი ღმერ­თი-სი­ტყვის გან­სხე­უ­ლე­ბი­სათ­ვის. აი, რა­ტომ არის ის­რა­ე­ლი ღვთის რჩე­უ­ლი ერი, აი, რა­ტომ იშვა ქრის­ტე იუ­დე­ა­ში.

თარ­გმა­ნა: ნინო ხუ­როშ­ვილ­მა

icej.ge

რატომ აირჩია ღმერთმა ებრაელები?

რატომ აირჩია ღმერთმა ებრაელები?

ვ.ც. სოლოვიოვი (1853 - 1900) - გამოჩენილი რუსი რელიგიის ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, პოეტი. ცნობილი რუსი ისტორიკოსის ც.ს. სოლოვიოვის ვაჟი. რუსული რელიგიური ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი:

იუდაიზმისა და ქრისტიანობის მრავალსაუკუნოვანი ერთობლივი თანაარსებობა და ურთიერთობა შესანიშნავი მოვლენა გახლავთ. იუდეველები ყველგან და ყოველთვის აკვირდებოდნენ ქრისტიანობას და მას საკუთარი რელიგიის წესდებათა, საკუთარი რწმენისა და რჯულის მიხედვით ეპყრობოდნენ. იუდეველები ყოველთვის იუდეველურად გვეპყრობოდნენ: ჩვენ კი, ქრისტიანებმა, პირიქით, აქამდე ვერ ვისწავლეთ იუდაიზმისადმი ქრისტიანული მოპყრობა. მათ არასოდეს დაურღვევიათ საკუთარი რელიგიური კანონი ჩვენ მიმართ, ჩვენ კი გამუდმებით ვარღვევდით და ვარღვევთ მათ მიმართ ქრისტიანული რელიგიის მცნებებს. ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ეს საკითხი მოვინანიოთ, ვცდილობთ ჩვენი დანაშაული სხვას გადავაბრალოთ. ჩვენ როდი ვართ დამნაშავე, დამნაშავე ფანატიზმით გამორჩეული შუა საუკუნეების პერიოდია, დამნაშავე კათოლიკური ეკლესიაა. აი, ჩვენს დროშიც დაიწყო იუდეველთა დევნა, ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც არ გახლავთ კათოლიკური. აქ უკვე დამნაშავენი ჩვენ კი არა, არამედ თავად დაზარალებულნი არიან. ჩვენ შორის მცხოვრები იუდეველები იუდეველთა წესისამებრ გვეპყრობიან; ნათელია, რომ ჩვენ მათ წარმართთა წესისამებრ უნდა მოვექცეთ; მათ არ სურთ ჩვენდამი სიყვარულის გამოჩენა, გასაგებია, რომ ჩვენ ისინი უნდა გვძულდეს; ისინი განცალკევებულად დგანან, არ სურთ ჩვენთან აღრევა, არ გვიცხადებენ სოლიდარობას; ნათელია, რომ ჩვენ ისინი უნდა აღმოვფხვრათ.

ამგვარად, იუდაიზმისადმი დამოკიდებულებაში ქრისტიანობის უდიდესმა ნაწილმა გამოამჟღავნა ან უგუნური მოშურნეობა ან უძლური გულგრილობა. ორივე დამოკიდებულება უცხოა ჭეშმარიტი ქრისტიანული სულისათვის; არც ერთი მათგანი არ დგას ქრისტიანული იდეის სიმაღლეზე. უკვე XIII საუკუნიდან მოყოლებული, ვხედავთ ერთეულ მცდელობებს ქრისტიანული სამყაროს მოღვაწეთა და მოაზროვნეთა მხრიდან; მცდელობებს იუდაიზმისადმი სხვანაირი, ჭეშმარიტად ქრისტიანული დამოკიდებულებისა. ამ მცდელობათ, მართალია, რაიმე აშკარა შედეგები არ მოჰყოლია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ნაბიჯები ებრაელებთან დაკავშირებული საკითხის ჭეშმარიტი გადაწყვეტისკენ მიმავალი გზის დასაწყისია, რაც უკვე ნაწინასწარმეტყველებია მოციქულ პავლეს მიერ რომაელთა მიმართ წერილში (მე-12 თავი). ღირსმა ნიკანორმა, ხერსონისა და ოდესის ეპისკოპოსმა (ავტორი შესანიშნავი და ჯერ კიდევ სათანადოდ შეუფასებელი რელიგიის ფილოსოფიაში დაწერილი შრომისა) ოდესაში წარმოთქვა შთაგონებული და ჭეშმარიტად ქრისტიანული სიტყვა ძველაღთქმისეულ და ახალაღთქმისეულ რელიგიათა შორის არსებული უმჭიდროვესი კავშირის შესახებ. ამ შესანიშნავი სიტყვის მთავარი აზრია იუდაიზმისა და ქრისტიანობის ერთობა, რომელიც აღმოცენებულია არა გულგრილობის ან რაიმე განყენებულ პრინციპთა ნიადაგზე, არამედ სულიერი და ბუნებრივი ნათესაური კავშირის და, ასევე, დადებით რელიგიურ ინტერესთა რეალურ ნიადაგზე. ჩვენ ერთიანნი უნდა ვიყოთ იუდეველებთან, თანაც, ქრისტიანობაზე უარის თქმის გარეშე, არა ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ, არამედ ქრისტიანობის სახელითა და ძალით; იუდეველნიც უნდა ერთიანნი იყვნენ ჩვენთან არა იუდაიზმის საპირისპიროდ, არამედ ჭეშმარიტი იუდაიზმის სახელითა და ძალით.

ჩვენ იმიტომ ვართ განცალკევებულნი იუდეველთაგან, რომ ჯერ სრულად ქრისტიანები არ ვართ და ისინიც იმიტომ დგანან ცალკე, რომ ისინიც სრულად იუდეველნი არ არიან, რამეთუ ქრისტიანობის სისრულე მოიცავს იუდაიზმსაც და იუდაიზმის სისრულე კი გახლავთ ქრისტიანობა. ისრაელიანი ერის ნაწილმა არ მიიღო მესიის პირველი მოსვლა და ამისათვის დიდად ზღავენ ისინი, მაგრამ ეს მხოლოდ დრომდე, ვინაიდან ღვთის სიტყვის დარღვევა შეუძლებელია და ეს ძველაღთქმისეული სიტყვა დადასტურებულია ახალ აღთქმაში წარმართთა მოციქულის მიერ, რომელიც ნათლად და მტკიცედ ღაღადებს: მთელი ისრაელი გადარჩება. იუდეველები, რომლებიც ქრისტეს სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ, ყვიროდნენ: "ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი". ეს სისხლი გამოსყიდვის სისხლია და, ალბათ, ადამიანური ბოროტების ამოძახილი არც ისე ძლიერია, რომ ჩაახშოს ღვთიური მიტევების სიტყვა: "მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არ იციან, რას სჩადიან".

გოლგოთასთან შეკრებილი სისხლს მოწყურებული ბრბო იუდეველებისგან შედგებოდა, მაგრამ იუდეველი იყო ის სამი ათასი, შემდეგ კი ხუთი ათასი ადამიანი, რომლებიც მოციქულ პეტრეს ქადაგების შემდეგ მოინათლნენ და, რომლებიც შეადგენდნენ პირველ ქრისტიანულ ეკლესიას. იუდეველნი იყვნენ ანნა და კაიაფა, იუდეველნი იყვნენ ნიკოდიმოსი და იოსებ არიმათიელი. ერთსა და იმავეს ერს მიეკუთვნებოდნენ ქრისტეს გამყიდველი იუდა და ასევე, პეტრე და ანდრია, რომლებიც ჯვართ აცვეს ქრისტეს გულისათვის. იუდეველი იყო თომა, რომელსაც არ სწამდა აღდგომის და ისევ იუდეველად დარჩა მას მერე, რაც აღმდგარ ქრისტეს ერწმუნა და უთხრა მას: "უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო!" იუდეველი იყო ქრისტიანთა სასტიკად მდევნელი სავლე და მომავალშიც იუდეველი იუდეველთაგანი იყო ქრისტიანობისათვის დევნილი პავლე, რომელიც ამბობს: "ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე". რაც უფრო მნიშვნელოვანია, თავად უფალი, იუდეველთა მიერ გაცემული და ჯვარცმული ღმერთკაცი ქრისტე, ის თავად სულითა და ხორცით ადამიანი, წმინდა სისხლის იუდეველი გახლდათ. ამ საოცარი ფაქტის გათვალისწინებით, განა უცნაურად არ გვეჩვენება იუდაიზმის განკითხვა ქრისტეს სახელით? იუდაიზმისა, რომელთანაც განუყოფლადაა დაკავშირებული თავად ქრისტე და თუ ქრისტე ღმერთი არ არის, მაშ, იუდეველნი არ არიან ბერძნებზე მეტად დამნაშავენი, რომლებმაც მოკლეს სოკრატე. ჩვენ თუ ქრისტეს ღმერთად ვაღიარებთ, მაშ, იუდეველნიც უნდა ვცნოთ ღვთის წარმომშობ ერად. იესოს სიკვდილში, იუდეველებთან ერთად, რომაელებსაც მიუძღვით ბრალი, მაგრამ უფლის შობა მხოლოდ ღმერთსა და ისრაელს ეკუთვნის. ამბობენ, რომ ებრაელები ქრისტიანობის მუდმივი მტრები არიან, თუმცა, უკანასკნელ საუკუნეებში გავრცელებული ანტიქრისტიანული მოძრაობის სათავეში დგანან არა ებრაელები, არა სემიტები, არამედ არიული რასის წარმომადგენლები, დაბადებით ქრისტიანი ადამიანები. იუდეური წარმოშობის მქონე ზოგიერთი მოაზროვნის მიერ ქრისტიანობის უარყოფა და მის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მეტად პატიოსანი და უფრო მეტად რელიგიური ხასიათის მქონეა, ვიდრე ქრისტიანული გარემოდან გამოსულ მწერალთა ბრძოლა ქრისტიანული სარწმუნოების წინააღმდეგ. უკეთესია სპინოზა, ვიდრე ვოლტერი, უკეთესია იოსებ სალვადორი, ვიდრე ერნესტ რენანი. იუდაიზმის უგულებელყოფა უგუნურებაა; იუდეველთა ლანძღვა და მათთან ჩხუბი უსარგებლოა; უმჯობესია, გავიგოთ იუდაიზმი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო რთულია.

რატომ იყო სწორედ იუდაიზმი წინასწარგანზრახული იმისათვის, რომ მისგან მოვლინებულიყო ღმერთკაცი მესია, იგივე ქრისტე?

ვინაიდან ღმერთისგან მომდინარეობს განწესება, ეს გულისხმობს უცილობელ, უპირობო თავისუფლებას, თუმცა ღვთიური თავისუფლება არ უნდა განვიხილოთ ადამიანური თვითნებობისა თუ მისწრაფების დონეზე. ჭეშმარიტი თავისუფლება არ გამორიცხავს გონებას, გონების მიხედვით კი ამგვარი განწესება ან არჩევა, რაც ცნობილი საგნისადმი ღვთის დამოკიდებულების გამომხატველია, შეესაბამება არა მხოლოდ ამრჩევის თვისებას, არამედ არჩეულის ხარისხსაც. ებრაელთა ეროვნულ ხასიათში უნდა ვეძიოთ მათი არჩევის პირობები. მარადარსებულმა ღმერთმა თავის ერად აქცია ისრაელი, ვინაიდან ისრაელმა თავის ღმერთად აქცია მარადარსებული ღმერთი.

მამამთავარი აბრაამი, რომელიც წარმართებს შორის ცხოვრობდა და ჯერ არ ჰქონდა მიღებული ჭეშმარიტი გამოცხადება, არ კმაყოფილდებოდა და დიდად ამძიმებდა წარმოსახვითი ღმერთების კულტი, ღმერთებისა, რომლებიც ასე მიმზიდველი იყო ყველა ხალხისათვის. ბუნების სტიქიურ და დემონურ ძალთა მიმართ მსახურება ეწინააღმდეგებოდა ებრაულ სულს, მიუღებელი იყო მისთვის. ისრაელის მამამთავარს არ შეეძლო ერწმუნა ის, რაც ადამიანზე დაბლა იდგა, ის პიროვნულ და ზნეობრივ ღმერთს ეძიებდა, ვისდამი რწმენაც არ იყო დამამცირებელი ადამიანისთვის და სწორედ ეს ღმერთი გამოეცხადა მას, მოუწოდა და მისცა აღთქმა მის შთამომავლობას. "რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო…" (ებრ. 11:8). იმან, რამაც გამოიყვანა აბრაამი ქალდეველთა ქვეყნიდან, სწორედ ამან უბიძგა მოსეს ეგვიპტის დატოვებისკენ. მიუხედავად ეგვიპტური თეოსოფიისა და თეურგიის ყველა ცდუნებისა, "რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო… რწმენით დატოვა ეგვიპტე". (ებრ.11:24, 27).

წარმართობიდან თავდაღწეული და საკუთარი რწმენით ქალდეველთა ჯადოქრობასა და ეგვიპტურ სიბრძნეზე ამაღლებული ებრაელთა მამამთავარი და წინამძღოლი გახდნენ ღირსნი ღვთის რჩეულობისა. ღმერთმა აირჩია ისინი, გაუცხადა მათ თავისი თავის შესახებ, კავშირი დადო მათთან. მოკავშირეობითი შეთანხმება ანუ ისრაელისადმი ღვთის აღთქმა ებრაული რელიგიის ღერძია. ეს მოვლენა ერთადერთია მსოფლიო ისტორიაში, რადგან არც ერთი სხვა ერის რელიგიას არ მიუღია ღმერთსა და ადამიანს, როგორც ორ არსებას, შორის კავშირის ან აღთქმის ასეთი ფორმა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უთანასწორონი იყვნენ, მაგრამ ზნეობრივად ერთგვაროვანნი გახლდნენ. ადამიანის შესახებ ეს მაღალი წარმოდგენა არ არღვევს ღმერთის დიდებულებას, არამედ, პირიქით, აძლევს მთელი ძალით წარმოჩინების საშუალებას. ადამიანის დამოუკიდებელ ზნეობრივ არსებაში ღმერთი თავისთვის პოულობს მოქმედების ღირსეულ ობიექტს, სხვა შემთხვევაში ღმერთი ვერავისზე ვერ მოახდენდა ზემოქმედებას. ადამიანი რომ თავისუფალი პიროვნება არ იყოს, როგორ გამოავლენდა ღმერთი თავის პიროვნულ არსებას სამყაროში? რამდენადაც თვითარსი და თვითგანმსაზღვრელი ღმერთი, რომელიც მეფობს სამყაროზე, აღემატება მსოფლიო მოვლენათა უპიროვნო არსს, იმდენად იუდეველთა წმინდა რელიგია ძველი მსოფლიოს ყველა ნატურალისტურ თუ პანთეისტურ რელიგიაზე მაღლა დგას. ამ რელიგიებში არც ღმერთს და არც ადამიანს არ შეუნარჩუნებიათ დამოუკიდებლობა: აქ ადამიანი მონა იყო უხილავი და უცხო კანონებისა, ხოლო ღვთაება კი, საბოლოოდ (ბერძენთა მხატვრულ მითოლოგიაში), ადამიანის წარმოსახვის სათამაშო გახლდათ. იუდეველთა რელიგიაში კი, პირიქით, თავიდანვე ერთნაირად შენარჩუნებული იყო ორივე მხარე - ღვთიურიც და ადამიანურიც. ჩვენი რელიგია იწყება ღმერთსა და ადამიანს შორის პირადი ურთიერთობით აბრაამსა და მოსესთან დადებულ უძველეს აღთქმაში და განმტკიცდება ღმერთისა და ადამიანის უმჭიდროვესი პირადი კავშირით იესო ქრისტეს ახალ აღთქმაში, რომელშიც ორივე ბუნება განუყოფლად, თუმცა, ამავდროულად, შეურწყმელად არსებობს. ეს ორი აღთქმა ორი სხვადასხვა რელიგია როდია, არამედ ერთი და იმავე ღვთიურ-ადამიანური რელიგიის ორი საფეხურია, ერთი და იმავე ღვთიურ-ადამიანური პროცესის ორი მომენტი. ეს ერთიანი, ჭეშმარიტი ღვთიურ-ადამიანური, ებრაულ-ქრისტიანული რელიგია მიდის პირდაპირი და სამეფო გზით წარმართობის ორ უკიდურეს ცდომილებას შორის, რომელშიც ხან ღვთაება შთანთქავს ადამიანს (ინდოეთში), ხან კი თავად ღვთაება იქცევა ადამიანის ჩრდილად (საბერძნეთსა და რომში). ჭეშმარიტი ღმერთი, ისრაელის ამრჩევი და ისრაელის მიერ არჩეული, არის ძლიერი ღმერთი, ღმერთი თვითარსი, ღმერთი წმინდა. ძლიერი ღმერთი თავისთვის ძლიერ ადამიანს ირჩევს, ვისაც ექნება უნარი მასთან შებრძოლებისა. თვითარსი ღმერთი ეცხადება მხოლოდ თვითშეგნებულ პიროვნებას; წმინდა ღმერთი უკავშირდება მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც ეძიებს სიწმინდეს და ძალუძს ქმედითი ზნეობრივი გმირობის ჩადენა. ადამიანური უძლურება ეძიებს ღმერთის ძალას, მაგრამ ეს არის ძლიერი ადამიანის უძლურება: ბუნებით სუსტ ადამიანს ძლიერი რელიგიურობისკენ სწრაფვაც არ ძალუძს. ზუსტად ასევე, უპიროვნო, უნებისყოფო და ნაკლებად განვითარებული თვითშემეცნების მქონე ადამიანს არ შეუძლია იმის გაგება, როგორ უნდა არსებობდეს ღმერთის თვითარსი მყოფობის ჭეშმარიტება. და ბოლოს, ადამიანი, რომლის ზნეობრივი თვითგამორკვევის თავისუფლება პარალიზებულია, რომელსაც არ შეუძლია თავად დაიწყოს მოქმედება, არ ძალუძს გმირობის ჩადენა, მიაღწიოს სიწმინდეს - ასეთი ადამიანისთვის ღვთის სიწმინდე ყოველთვის დარჩება, როგორც რაღაც გარეგანი და უცხო; ის ვერასოდეს ვერ იქნება "ღმერთის მეგობარი". აქედან ნათლად ჩანს, რომ ის ჭეშმარიტი რელიგია, რაც ისრაელიან ერს გააჩნია, არ გამორიცხავს, არამედ, პირიქით, მოითხოვს ადამიანის თავისუფალი პიროვნების განვითარებას, მისი თვითშეგრძნების, თვითშემეცნების და თვითშემოქმედების განვითარებას. ისრაელს დიადი რწმენა ჰქონდა, მაგრამ დიადი რწმენისათვის აუცილებელია საკუთარ თავში დიად სულიერი ძალთა ქონა. ღვთისადმი მიმართული უღრმესი რწმენისა და ადამიანური ენერგიის უდიდესი დაძაბულობის ერთობლიობა მოგვიანო იუდაიზმშიც იქნა შენარჩუნებული.

თავისი რელიგიის ერთგულ ებრაელებს, რომლებიც სრულად აღიარებდნენ ღვთაების სულიერებას და ადამიანური სულის ღვთაებრიობას, არ შეეძლოთ და არც სურდათ ამ უმაღლესი საწყისების განცალკევება მათ მატერიალურ გამოხატულებათაგან, მათი სხეულებრივი ფორმისა და გარსისგან, მათი უკიდურესი და საბოლო განხორციელებისგან. ყოველგვარი იდეისა და იდეალისთვის ებრაელი მოითხოვს ხილულ და ხელშესახებ განხორციელებას და სასიკეთო შედეგებს; ებრაელს არ უნდა ისეთი იდეალის აღიარება, რომელსაც არ ძალუძს სინამდვილის დამორჩილება და მასში შეისხას ხორცი. ებრაელს შეუძლია და მზად არის აღიაროს უმაღლესი სულიერი ჭეშმარიტება, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ხედავდეს და გრძნობდეს მის რეალურ ქმედებას. მას სწამს უხილავის (რამეთუ ყოველგვარი რწმენა არის რწმენა უხილავისადმი), მაგრამ უნდა, რომ ეს უხილავი ხილულად იქცეს და თავისი ძალა გამოავლინოს; მას სწამს სულის, მაგრამ, მხოლოდ ისეთი სულის, რომელიც აღწევს ყოველგვარ მატერიალურში, რომლითაც გაჟღენთილია ყოველგვარი მატერიალური, რომელიც მატერიას თავის გარსად და იარაღად იყენებს. ებრაული აზროვნება არ აცალკევებდა სულს თავისი მატერიალური გამოხატულებისგან და ამით არ აცალკევებდა მატერიას თავისი სულიერი და ღვთაებრივი საწყისისგან; ის არ სცნობდა თავად მატერიას, არ ანიჭებდა საგნობრივ მყოფობას მნიშვნელობას. ებრაელები არ იყვნენ მატერიის მსახურნი და თაყვანისმცემელნი. მეორე მხრივ, ვინაიდან შორს იყვნენ განყენებული სპირიტუალიზმისგან, ებრაელებს არ შეეძლოთ მატერიას გულგრილად, გაუცხოებით ან ისე მტრულად მოპყრობოდნენ, როგორი მტრული დამოკიდებულებაც გააჩნდა აღმოსავლურ დუალიზმს მისდამი. მატერიალურ ბუნებაში ისინი ხედავდნენ არა ეშმაკს ან ღვთაებას, არამედ, მხოლოდ ღმერთკაცური სულის დაუმთავრებელ სამყოფელს.

იმ დროს, როცა პრაქტიკული და თეორიული მატერიალიზმი ემორჩილება ნივთიერ ფაქტს, როგორც კანონს, იმ დროს, როცა დუალისტი უარყოფს მატერიას, ვითარცა ბოროტებას, ებრაელთა რელიგიური მატერიალიზმი აიძულებდა მათ ყურადღება დიდად გაემახვილებინათ მატერიალურ ბუნებაზე, მაგრამ არა იმისათვის, რომ მისთვის ემსახურათ, არამედ იმისათვის, რომ მისი მეშვეობით ემსახურათ ზეციერი ღმერთსათვის. ამ მატერიალურ ბუნებაში მათ უნდა განესხვავებინათ წმინდა უწმინდურისაგან, სუფთა მანკიერისაგან, რათა იგი (მატერიალური ბუნება - მთარგმნ.შენიშვნ.) ექციათ ღირსეულ ტაძრად ზეციერი არსებისათვის. წმინდა სხეულებრიობისა და ამ იდეის ხორცშესხმაზე ზრუნვის იდეა ისრაელის ცხოვრებაში შეუდარებლად დიდი ადგილი უკავია, ვიდრე სხვა რომელიმე ერის ცხოვრებაში. ამას მიეკუთვნება მოსეს რჯულის მნიშვნელოვანი ნაწილი წმინდისა და უწმინდურის გარჩევის შესახებ, ასევე, განწმენდის წესების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ებრაელთა მთელი რელიგიური ისტორია მიმართული იყო იქითკენ, რომ ისრაელის ღმერთისათვის მოემზადებინა არა მხოლოდ წმინდა სულები, არამედ წმინდა სხეულებიც. ახლა, თუ შევაჯერებთ ღვთაებრივი საწყისის მატერიალიზაციისაკენ იუდეველთა მისწრაფებას და ზრუნვას ჩვენი სხეულებრივი ბუნების გასუფთავებასა და განწმენდაზე, მაშ, ადვილად მივხვდებით, რატომ იყო სწორედ იუდაიზმი ყველაზე შესაფერისი მატერიალური გარემო ღვთაებრივი სიტყვის ხორცშესხმისათვის, რამეთუ გონებაც და ღვთისმოსაობაც მოითხოვს იმის აღიარებას, რომ ღვთაების განსხეულებისთვის, გარდა წმინდა და ქალწულებრივი სულისა, საჭირო იყო ასევე წმინდა და სუფთა სხეულებრიობა.

ახლა ნათელია, რომ ებრაელთა ეს წმინდა მატერიალიზმი არანაირად არ ეწინააღმდეგება, არამედ, პირიქით, პირდაპირი დამატებაა ამ ერის პირველი ორი თვისებისა - მისი ძლიერი რელიგიურობისა და ადამიანური თვითშემეცნებისა და თვითშემოქმედების ენერგიის. მორწმუნე ისრაელიანს სურს, რომ მისი რწმენის საგანს გააჩნდეს სინამდვილის მთელი სისრულე, ხორციელდებოდეს ბოლომდე; თავის მხრივ, ადამიანური სულის ენერგიას ანუ აქტიურობას არ შეუძლია დაკმაყოფილდეს იდეალთა თუ იდეათა განყენებული შინაარსით - ის მოითხოვს მათ რეალურ განხორციელებას, მოითხოვს, რომ სულიერი საწყისი ბოლომდე ეუფლებოდეს მატერიალურ სინამდვილეს, ეს კი გულისხმობს იმას, რომ თავად მატერიას უნდა გააჩნდეს ასეთი გასულიერების უნარი, გულისხმობს წმინდა და სულიერ სხეულებრიობას. ებრაელთა რელიგიური მატერიალიზმი მომდინარეობს არა ურწმუნოებისგან, არამედ უხვი რწმენისგან, რომელსაც აღსრულება სწყურია; მომდინარეობს არა ადამიანური სულის უძლურებისგან, არამედ მისი ძალისა და ენერგიისგან, რომელსაც არ ეშინია მატერიით გაუწმინდურება, არამედ განწმენდს და იყენებს მას საკუთარი მიზნებისათვის.

ამგვარად, ებრაელი ერის სამი მთავარი თვისების შერწყმული მოქმედება პირდაპირ შეესაბამებოდა ამ ერის უმაღლეს დანიშნულებას და ხელს უწყობდა მასში ღმერთის საქმის აღსრულებას. თვითარსი ღმერთისადმი მტკიცე რწმენით ისრაელმა საკუთარი თავისკენ მიიზიდა თეოფანია და გამოცხადება; ასევე საკუთარი თავისადმი რწმენის მეშვეობითაც ისრაელმა შეძლო იაჰვესთან პირადი ურთიერთობა დაემყარებინა, პირისპირ დამდგარიყო მასთან, შეთანხმება დაედო მასთან, ყოფილიყო მისთვის არა პასიური იარაღი, არამედ საქმიანი მოკავშირე, და ბოლოს, ამავე ქმედითი რწმენით, მატერიალური ბუნების განწმენდის მეშვეობით თავისი სულიერი საწყისის საბოლოო რეალიზაციისკენ სწრაფვით ისრაელმა მოამზადა თავის თავში სუფთა და წმინდა სამყოფელი ღმერთი-სიტყვის განსხეულებისათვის. აი, რატომ არის ისრაელი ღვთის რჩეული ერი, აი, რატომ იშვა ქრისტე იუდეაში.

თარგმანა: ნინო ხუროშვილმა

icej.ge

გორში კორონავირუსი 8 პირს დაუდასტურდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის 2 პედაგოგს კორონავირუსი ​დაუდგინდა

"ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. სისულელეა, რომ არ არსებობს" - თაკო ჩარკვიანი მის მდგომარეობასა და ინფიცირების შესაძლო წყაროზე