საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში საცხოვრებელი უბნების პრესტიჟულობა შეიცვალა
თბილისში საცხოვრებელი უბნების პრესტიჟულობა შეიცვალა

"რე­ზო­ნან­სი­სა" და "ეი­სი­თის" მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის ე.წ. პრეს­ტი­ჟუ­ლი უბ­ნე­ბი ნაკ­ლებ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გახ­და. რო­გორც გა­მო­კი­თხვებ­მა აჩ­ვე­ნა, ისი­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნი­სას უფრო მე­ტად ისეთ უბ­ნებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, სა­დაც ნაკ­ლე­ბი ხმა­უ­რი, მოძ­რა­ო­ბა და გა­მო­ნა­ბოლ­ქვია. სა­სურ­ველ ად­გი­ლე­ბად კი სა­ბურ­თა­ლო (30%), დი­დუ­ბე-დიღ­მის მა­სი­ვი (17%) და ნა­ძა­ლა­დე­ვი (11%) და­სა­ხელ­და. ერთ დროს ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ უბ­ნად მიჩ­ნე­უ­ლი ვაკე დიღ­მის მა­სივს 8%-ით ჩა­მორ­ჩე­ბა.

უმე­ტე­სო­ბა, თბი­ლის­ში ბი­ნის ყიდ­ვი­სას, უბანს იმის­და მი­ხედ­ვით არ­ჩევს, თუ რამ­დე­ნად მო­სა­ხერ­ხე­ბელ, წყნარ, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობს იგი. "რე­ზო­ნან­სმა" მცი­რე გა­მო­კი­თხვის მი­ხედ­ვით და­ად­გი­ნა, რომ მო­ბი­ნად­რე­თა დიდი ნა­წი­ლი ხმა­უ­რი­ან, მან­ქა­ნე­ბით გა­და­ჭე­დილ, გა­მო­ნა­ბოლ­ქვით გაჟ­ღენ­თილ ქა­ლაქს გა­ურ­ბის. ასე­ვე გა­ვარ­კვი­ეთ, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი სტა­ბი­ლუ­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, თუმ­ცა გახ­ში­რე­ბუ­ლია უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ყიდ­ვის ფაქ­ტი.

ამ სა­კი­თხზე უფრო მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვა - ანა­ლი­ზი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ის ჯგუფ­მა ("ეი­სი­თი") გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. გა­მო­კი­თხვა ექ­სკლუ­ზი­უ­რად ინ­ტერ­ნე­ტჟურ­ნალ "მარ­კე­ტის­თვის" ჩა­ტარ­და, რა­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 417-მა ზრდას­რულ­მა თბი­ლი­სელ­მა მი­ი­ღო.

მათ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ირ­კვა, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის კუ­თხით ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი უბა­ნი სა­ბურ­თა­ლოა - 30%, დი­დუ­ბე-დიღ­მის მა­სივ­ში ბი­ნის შე­ძე­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია 17%. თბი­ლისს გა­რეთ ცხოვ­რე­ბა 13%-ს სურს. შემ­დეგ მო­დის ნა­ძა­ლა­დე­ვი-11%, ხოლო ვაკე-ბა­გე­ბი - 9%-ით.

417 თბი­ლი­სელს შო­რის ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­კი­თხვამ ისიც აჩ­ვე­ნა, რომ პო­ტენ­ცი­უ­რი მყიდ­ვე­ლე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას ისეთ ად­გი­ლებს ანი­ჭე­ბენ, სა­დაც ცხოვ­რო­ბენ ან სა­დაც მათი ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან და­სახ­ლე­ბულ­ნი. გარ­და ამი­სა, ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ კონ­კრე­ტუ­ლი უბ­ნის ეკო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას. სამ­სა­ხურ­თან თუ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვეც უბ­ნის შერ­ჩე­ვის საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბულ ფორ­მას წარ­მო­ად­გენს.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

თბილისში საცხოვრებელი უბნების პრესტიჟულობა შეიცვალა

თბილისში საცხოვრებელი უბნების პრესტიჟულობა შეიცვალა

"რეზონანსისა" და "ეისითის" მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თბილისელებისთვის ე.წ. პრესტიჟული უბნები ნაკლებ პრიორიტეტული გახდა. როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ისინი უძრავი ქონების შეძენისას უფრო მეტად ისეთ უბნებს ანიჭებენ უპირატესობას, სადაც ნაკლები ხმაური, მოძრაობა და გამონაბოლქვია. სასურველ ადგილებად კი საბურთალო (30%), დიდუბე-დიღმის მასივი (17%) და ნაძალადევი (11%) დასახელდა. ერთ დროს ყველაზე პრესტიჟულ უბნად მიჩნეული ვაკე დიღმის მასივს 8%-ით ჩამორჩება.

უმეტესობა, თბილისში ბინის ყიდვისას, უბანს იმისდა მიხედვით არჩევს, თუ რამდენად მოსახერხებელ, წყნარ, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მდებარეობს იგი. "რეზონანსმა" მცირე გამოკითხვის მიხედვით დაადგინა, რომ მობინადრეთა დიდი ნაწილი ხმაურიან, მანქანებით გადაჭედილ, გამონაბოლქვით გაჟღენთილ ქალაქს გაურბის. ასევე გავარკვიეთ, რომ უძრავი ქონების მიმართ ინტერესი სტაბილურად შენარჩუნებულია, თუმცა გახშირებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ყიდვის ფაქტი.

ამ საკითხზე უფრო მასშტაბური კვლევა - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა ("ეისითი") განახორციელა. გამოკითხვა ექსკლუზიურად ინტერნეტჟურნალ "მარკეტისთვის" ჩატარდა, რაშიც მონაწილეობა 417-მა ზრდასრულმა თბილისელმა მიიღო.

მათ მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე გაირკვა, რომ უძრავი ქონების შეძენის კუთხით ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალოა - 30%, დიდუბე-დიღმის მასივში ბინის შეძენით დაინტერესებულია 17%. თბილისს გარეთ ცხოვრება 13%-ს სურს. შემდეგ მოდის ნაძალადევი-11%, ხოლო ვაკე-ბაგები - 9%-ით.

417 თბილისელს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ ისიც აჩვენა, რომ პოტენციური მყიდველები უპირატესობას ისეთ ადგილებს ანიჭებენ, სადაც ცხოვრობენ ან სადაც მათი ახლობლები არიან დასახლებულნი. გარდა ამისა, ყურადღებას აქცევენ კონკრეტული უბნის ეკოლოგიურ მდგომარეობას. სამსახურთან თუ სასწავლო დაწესებულებასთან სიახლოვეც უბნის შერჩევის საკმაოდ გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია