საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნამდვილად "ბომბი" იქნება" - რას აკეთებენ ნინა წკრიალაშვილი და შორენა ბეგაშვილი ერთ საწოლში
"ნამდვილად "ბომბი" იქნება" - რას აკეთებენ ნინა წკრიალაშვილი და შორენა ბეგაშვილი ერთ საწოლში

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილს სამი წე­ლია, კლი­პი არ გა­და­უ­ღია და ამის შან­სი ახლა მი­ე­ცა, - "რუს­თა­ვი 2"-ის "დი­ლის გა­და­ცე­მას" ასე­თი პრო­ექ­ტი აქვს, - ცნო­ბილ მომ­ღე­ლებს კლი­პებს უღებს. რამ­დე­ნი­მეს უკვე გა­და­უ­ღეს, ახლა ნი­ნას ჯე­რია. რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი კი­კა­ლიშ­ვი­ლი, იგი­ვე კი­კა­ლა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი გუ­შინ, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ და რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არ არი­ან.

მოკ­ლედ, ღა­მე­ნა­თევ ნი­ნას შე­ვეხ­მი­ე­ნეთ და ვი­დე­ორ­გო­ლის შე­სა­ხებ გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- ჩემი ბოლო კლი­პი ის იყო, მო­ნაზვნის როლ­ში რომ ვი­ყა­ვი... მას მერე სამი წელი გა­ვი­და და ახლა მო­მე­ცა მა­გა­რი შან­სი. კარ­გი პრო­ექ­ტია, ეს არა მარ­ტო ჩემ­თვის, ყვე­ლა მომ­ღე­ლის­თვის დიდი დახ­მა­რე­ბაა. ტე­ლე­კომ­პა­ნია მომ­ღე­ლებს სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით, კლი­პებს უღებს და მერე თა­ვად­ვე და­ატ­რი­ა­ლე­ბენ და "მა­რა­ო­ზეც" გავა. პრინ­ციპ­ში, შო­უ­ბიზ­ნესს თა­ვი­დან გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი ეძ­ლე­ვა... ჩემი სიმ­ღე­რა ზაზა ხუ­ბუ­კე­ლაშ­ვილ­მა და­წე­რა, ტექ­სტი მე და ძვალს გვე­კუთ­ვნის. ორი­გი­ნა­ლუ­რი სიმ­ღე­რაა და ტექ­სტიც რა­ტომ­ღაც მომ­წონს. ნა­მუ­შე­ვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე გა­მოგ­ვი­ვი­და...

- აბა, სიმ­ღე­რი­დან რა­ი­მე ფრა­ზა წა­იმ­ღე­რე...

- "თუ არ მოგ­წონს რაც შე­მოგ­თა­ვა­ზა დრომ, შეც­ვა­ლე, გა­მო­ი­გო­ნე შენი სამ­ყა­რო!" - ეს არის ერთ-ერთი ფრა­ზა. კლიპ­ში მხო­ლოდ მე და შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ვიქ­ნე­ბით.

- შენ გა­და­წყვირ­ტე ასე?

- ასე კი­კა­ლამ გა­დაყ­ვი­ტა. დიახ, მე და შო­რე­ნა ვართ მხო­ლოდ და და­ნარ­ჩენს ინ­ტრი­გად დავ­ტო­ვებ. ვი­ტყვი იმას, რომ ვი­დეო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იქ­ნე­ბა... 

- მხო­ლოდ ორი გოგო კლიპ­ში? რას გუ­ლის­ხმობ?

- (სი­ცი­ლით ამ­ბობს) მოდი, რა, ინ­ტრი­გას დავ­ტო­ვებ... გუ­შინ რაც გა­და­ვი­ღეთ, მარ­თლა ულა­მა­ზე­სი კად­რე­ბი გა­მო­ვი­და. გვი­ა­ნო­ბამ­დე ვი­მუ­შა­ვეთ, ერთი გა­და­ღე­ბა კი­დევ დაგ­ვრჩა და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით, მუ­შა­ო­ბა რო­დის გაგ­რძელ­დე­ბა. ალ­ბათ საქ­მეს ხვალ შე­ვუდ­გე­ბით... ვი­ტყვო­დი, რომ ადა­მი­ა­ნებს ახა­ლი სა­ლა­პა­რა­კო მი­ე­ცე­მათ... ილა­პარ­კონ კლიპ­ზე, იქ­ნებ რა­მე­ნა­ი­რად პო­ლი­ტი­კა გა­დავ­ფა­როთ და ცოტა ხანს მა­ინც და­ვი­ვი­წყოთ ეს სფე­რო (იც­ნის).

- რო­გო­რი პარტნი­ო­რია შო­რე­ნა?

- შო­რე­ნა ზო­გა­დად ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. მალე გა­და­ვი­ღეთ. კი­კა­ლა რა­საც გვე­უბ­ნე­ბო­და, ყვე­ლა­ფერს ისე ვა­კე­თებ­დით. დიდი მად­ლო­ბა დი­ზა­ი­ნერ რა­მა­ზო რო­მას იმ კოს­ტი­უ­მე­ბის­თვის, სტი­ლის­ტი­კის­თვის, რაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. უც­ბად აა­წყო ყვე­ლა­ფე­რი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯი მაქვს. მპირ­დე­ბა, რომ გა­და­ღე­ბის მე­ო­რე დღე­საც მა­გა­რი კოს­ტი­უ­მი მექ­ნე­ბა (ჩემი სტი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯის).

- და რო­გო­რი ქა­ლის როლი გაქვს კლიპ­ში?

- ცოტა ცივი, მკაც­რი, შო­რე­ნა კი თბი­ლი და საყ­ვა­რე­ლია...

- ისე თა­მა­მი კოს­ტი­უ­მე­ბია. არ გა­გიჭრ­და მორ­გე­ბა?

- რაც და­სა­ფა­რია, იმ ად­გი­ლებს მი­ფა­რავს. ასე­თი კა­ბე­ბი, ზო­გა­დად კლი­პე­ბის­თვის, სცე­ნის­თვის, გარ­კვე­უ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის­თვის იქ­მნე­ბა... ჩვე­ნი სა­მო­სი ძა­ლი­ან მო­უხ­და იმ სას­ტუმ­როს ინ­ტე­რი­ერ­საც, სა­დაც გა­და­ვი­ღეთ.

- ე.ი. "ბომ­ბი" აფეთ­ქდე­ბა?

- კი, რო­გორ არა, ნამ­დვი­ლად "ბომ­ბი" იქ­ნე­ბა. სას­წა­უ­ლი კად­რე­ბი გვაქვს. რომ ნა­ხავთ, გა­გიჟ­დე­ბით...

- რა არის ასე­თი, ორი ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლი?

- არა, სიყ­ვა­რულს ვერ და­ვარ­ქმევ, მაგ­რამ ვი­საც რა უნდა, ის იფიქ­როს და რა ფან­ტა­ზი­აც აქვს, ისე და­ას­რუ­ლოს ჩვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი...

ახალ წლამ­დე ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში ვი­ხი­ლავთ.

- ღამე რა­ტომ იღებთ?

- დღე ყვე­ლა­ნი ჩვენ-ჩვენ სამ­სა­ხუ­რებ­ში ვმუ­შა­ობთ და მა­გის დრო არ გვაქვს. სახ­ლში ამ დი­ლას მო­ვე­დი და ხომ ვამ­ბობ, კი­დევ ერთი ღა­მის გა­თე­ნე­ბა მოგ­ვი­წევს. მოკ­ლედ, რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებს შე­ვახ­სე­ნოთ, რომ ეს სფე­რო ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს.

ლალი ფა­ცია

ambebi.ge

"ნამდვილად "ბომბი" იქნება" - რას აკეთებენ ნინა წკრიალაშვილი და შორენა ბეგაშვილი ერთ საწოლში

"ნამდვილად "ბომბი" იქნება" - რას აკეთებენ ნინა წკრიალაშვილი და შორენა ბეგაშვილი ერთ საწოლში

ნინა წკრიალაშვილს სამი წელია, კლიპი არ გადაუღია და ამის შანსი ახლა მიეცა, - "რუსთავი 2"-ის "დილის გადაცემას" ასეთი პროექტი აქვს, - ცნობილ მომღელებს კლიპებს უღებს. რამდენიმეს უკვე გადაუღეს, ახლა ნინას ჯერია. რეჟისორი გიორგი კიკალიშვილი, იგივე კიკალა და შემოქმედებითი ჯგუფი გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და როგორც შევიტყვეთ, უკმაყოფილოები არ არიან.

მოკლედ, ღამენათევ ნინას შევეხმიენეთ და ვიდეორგოლის შესახებ გავესაუბრეთ.

- ჩემი ბოლო კლიპი ის იყო, მონაზვნის როლში რომ ვიყავი... მას მერე სამი წელი გავიდა და ახლა მომეცა მაგარი შანსი. კარგი პროექტია, ეს არა მარტო ჩემთვის, ყველა მომღელისთვის დიდი დახმარებაა. ტელეკომპანია მომღელებს საკუთარი ხარჯებით, კლიპებს უღებს და მერე თავადვე დაატრიალებენ და "მარაოზეც" გავა. პრინციპში, შოუბიზნესს თავიდან განვითარების შანსი ეძლევა... ჩემი სიმღერა ზაზა ხუბუკელაშვილმა დაწერა, ტექსტი მე და ძვალს გვეკუთვნის. ორიგინალური სიმღერაა და ტექსტიც რატომღაც მომწონს. ნამუშევარი თავისუფლებაზე გამოგვივიდა...

- აბა, სიმღერიდან რაიმე ფრაზა წაიმღერე...

- "თუ არ მოგწონს რაც შემოგთავაზა დრომ, შეცვალე, გამოიგონე შენი სამყარო!" - ეს არის ერთ-ერთი ფრაზა. კლიპში მხოლოდ მე და შორენა ბეგაშვილი ვიქნებით.

- შენ გადაწყვირტე ასე?

- ასე კიკალამ გადაყვიტა. დიახ, მე და შორენა ვართ მხოლოდ და დანარჩენს ინტრიგად დავტოვებ. ვიტყვი იმას, რომ ვიდეო ძალიან ლამაზი იქნება... 

- მხოლოდ ორი გოგო კლიპში? რას გულისხმობ?

- (სიცილით ამბობს) მოდი, რა, ინტრიგას დავტოვებ... გუშინ რაც გადავიღეთ, მართლა ულამაზესი კადრები გამოვიდა. გვიანობამდე ვიმუშავეთ, ერთი გადაღება კიდევ დაგვრჩა და მოუთმენლად ველოდებით, მუშაობა როდის გაგრძელდება. ალბათ საქმეს ხვალ შევუდგებით... ვიტყვოდი, რომ ადამიანებს ახალი სალაპარაკო მიეცემათ... ილაპარკონ კლიპზე, იქნებ რამენაირად პოლიტიკა გადავფაროთ და ცოტა ხანს მაინც დავივიწყოთ ეს სფერო (იცნის).

- როგორი პარტნიორია შორენა?

- შორენა ზოგადად ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მალე გადავიღეთ. კიკალა რასაც გვეუბნებოდა, ყველაფერს ისე ვაკეთებდით. დიდი მადლობა დიზაინერ რამაზო რომას იმ კოსტიუმებისთვის, სტილისტიკისთვის, რაც შემოგვთავაზა. უცბად ააწყო ყველაფერი. ძალიან საინტერესო და განსხვავებული იმიჯი მაქვს. მპირდება, რომ გადაღების მეორე დღესაც მაგარი კოსტიუმი მექნება (ჩემი სტილისგან განსხვავებული იმიჯის).

- და როგორი ქალის როლი გაქვს კლიპში?

- ცოტა ცივი, მკაცრი, შორენა კი თბილი და საყვარელია...

- ისე თამამი კოსტიუმებია. არ გაგიჭრდა მორგება?

- რაც დასაფარია, იმ ადგილებს მიფარავს. ასეთი კაბები, ზოგადად კლიპებისთვის, სცენისთვის, გარკვეული პრეზენტაციებისთვის იქმნება... ჩვენი სამოსი ძალიან მოუხდა იმ სასტუმროს ინტერიერსაც, სადაც გადავიღეთ.

- ე.ი. "ბომბი" აფეთქდება?

- კი, როგორ არა, ნამდვილად "ბომბი" იქნება. სასწაული კადრები გვაქვს. რომ ნახავთ, გაგიჟდებით...

- რა არის ასეთი, ორი ქალის სიყვარული?

- არა, სიყვარულს ვერ დავარქმევ, მაგრამ ვისაც რა უნდა, ის იფიქროს და რა ფანტაზიაც აქვს, ისე დაასრულოს ჩვენი ნამუშევარი...

ახალ წლამდე ყველა ვარიანტში ვიხილავთ.

- ღამე რატომ იღებთ?

- დღე ყველანი ჩვენ-ჩვენ სამსახურებში ვმუშაობთ და მაგის დრო არ გვაქვს. სახლში ამ დილას მოვედი და ხომ ვამბობ, კიდევ ერთი ღამის გათენება მოგვიწევს. მოკლედ, რაღაცებს ვაკეთებ იმისთვის, რომ ადამიანებს შევახსენოთ, რომ ეს სფერო ქვეყანაში არსებობს.

ლალი ფაცია

ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება