საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასწრაფომ დააგვიანა, ბავშვი ჯერ კიდევ სუნთქავდა" - რას ყვება მეზობელი ტრაგედიაზე, რომელსაც მთელი ოჯახი ემსხვერპლა
"სასწრაფომ დააგვიანა, ბავშვი ჯერ კიდევ სუნთქავდა" - რას ყვება მეზობელი ტრაგედიაზე, რომელსაც მთელი ოჯახი ემსხვერპლა

რუს­თავ­ში, მე-11 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში, გა­ზის ნამ­წვის სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თში დაგ­რო­ვე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი გა­ბე­ლა­ი­ე­ბის მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ , რომ ერთ-ერთი ბავ­შვი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო, თუმ­ცა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ და­იგ­ვი­ა­ნა.

"გა­ბე­ლა­ი­ებს ბინა 2010 წელს მე­ო­რე სარ­თულ­ზე მის­ცეს, გა­ჭირ­ვე­ბის გამო, ეს ბინა იპო­თე­კით დატ­ვირ­თეს, პრო­ცენ­ტის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ არ ქონ­დათ, ამის გამო მერე და­ა­გი­რა­ვეს და ამ ფუ­ლით იპო­თე­კის თან­ხა გა­ას­წო­რეს ბან­კში. სხვე­ნი კი სა­დაც ცხოვ­რობ­დნენ, ახ­ლა­ხანს თა­ვი­სი ხე­ლით გა­ა­რე­მონ­ტა ოჯა­ხის უფ­როს­მა. ოჯახს დევ­ნილ­თა დახ­მა­რე­ბის თან­ხის გარ­და, სხვა არა­ფე­რი ჰქონ­და. ნი­კო­ლოზ გა­ბე­ლა­ია ხე­ლო­სა­ნი იყო, ოჯა­ხის რჩე­ნის მიზ­ნით დრო­ე­ბით სა­მუ­შა­ო­ზე ხან სად მუ­შა­ობ­და, ხან სად. გა­ზის და წყლის გა­მათ­ბობ­ლე­ბი შარ­შან ზამ­თარს თა­ვად და­ა­მონ­ტა­ჟა. კარ­გად ეს­მო­და ეს საქ­მე, ხე­ლო­სა­ნია და თა­ვად ამონ­ტა­ჟებს ამ გა­მათ­ბობ­ლებს, ამ შემ­თხე­ვა­ში რა მოხ­და არ ვი­ცით. დი­ლით მა­მამ და­უ­კა­კუ­ნათ, კარი, რომ არ გა­ა­ღეს, ცუ­ლით და­ამ­ტვრია, შე­ვიდ­ნენ და სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. სას­წრა­ფომ და­აგ­ვი­ა­ნა, უფ­რო­სი ბავ­შვი ჯერ კი­დევ სუნ­თქავ­და, ეგებ არც შვე­ლო­და არა­ფე­რი, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე, რომ მო­სუ­ლი­ყო სას­წრა­ფო, იქ­ნებ გა­და­არ­ჩენ­დნენ,"- აცხა­დებს გა­ბე­ლა­ი­ე­ბის მე­ზო­ბე­ლი ფა­ტი­მა დარ­სა­ლია.

ტრა­გე­დია რუს­თავ­ში, მე-11 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში, აფხა­ზე­თი­დან დევ­ნილ­თა კომ­პაქ­ტურ ჩა­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. და­ღუ­პუ­ლია ცოლ-ქმა­რი და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი – 2 წლის და 10 თვის ბავ­შვე­ბი.

ასე­ვე იხი­ლეთ| სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში რუს­თავ­ში ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას სას­წრა­ფოს დაგ­ვი­ა­ნე­ბას უარ­ყო­ფენ

"სასწრაფომ დააგვიანა, ბავშვი ჯერ კიდევ სუნთქავდა" - რას ყვება მეზობელი ტრაგედიაზე, რომელსაც მთელი ოჯახი ემსხვერპლა

"სასწრაფომ დააგვიანა, ბავშვი ჯერ კიდევ სუნთქავდა" - რას ყვება მეზობელი ტრაგედიაზე, რომელსაც მთელი ოჯახი ემსხვერპლა

რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში, გაზის ნამწვის საცხოვრებელ ფართში დაგროვების შედეგად გარდაცვლილი გაბელაიების მეზობლები აცხადებენ , რომ ერთ-ერთი ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაიგვიანა.

"გაბელაიებს ბინა 2010 წელს მეორე სართულზე მისცეს, გაჭირვების გამო, ეს ბინა იპოთეკით დატვირთეს, პროცენტის გადახდის საშუალება, რომ არ ქონდათ, ამის გამო მერე დააგირავეს და ამ ფულით იპოთეკის თანხა გაასწორეს ბანკში. სხვენი კი სადაც ცხოვრობდნენ, ახლახანს თავისი ხელით გაარემონტა ოჯახის უფროსმა. ოჯახს დევნილთა დახმარების თანხის გარდა, სხვა არაფერი ჰქონდა. ნიკოლოზ გაბელაია ხელოსანი იყო, ოჯახის რჩენის მიზნით დროებით სამუშაოზე ხან სად მუშაობდა, ხან სად. გაზის და წყლის გამათბობლები შარშან ზამთარს თავად დაამონტაჟა. კარგად ესმოდა ეს საქმე, ხელოსანია და თავად ამონტაჟებს ამ გამათბობლებს, ამ შემთხევაში რა მოხდა არ ვიცით. დილით მამამ დაუკაკუნათ, კარი, რომ არ გააღეს, ცულით დაამტვრია, შევიდნენ და საშინელება იყო. სასწრაფომ დააგვიანა, უფროსი ბავშვი ჯერ კიდევ სუნთქავდა, ეგებ არც შველოდა არაფერი, მაგრამ თავის დროზე, რომ მოსულიყო სასწრაფო, იქნებ გადაარჩენდნენ,"- აცხადებს გაბელაიების მეზობელი ფატიმა დარსალია.

ტრაგედია რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მოხდა. დაღუპულია ცოლ-ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი – 2 წლის და 10 თვის ბავშვები.

ასევე იხილეთ| სასწრაფო დახმარების სამსახურში რუსთავში ტრაგედიის ადგილას სასწრაფოს დაგვიანებას უარყოფენ

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია