მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სახლები
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სახლები

რა შე­იძ­ლე­ბა ღირ­დეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სახ­ლი? 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი? 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი? თქვენ ცდე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლად, ინ­დო­ე­თის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის, მუ­კე­ში ამ­ბა­ნის სახ­ლი ით­ვლე­ბა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 1 მი­ლი­არდ დო­ლარს აღ­წევს. 27 სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ოთა­ხე­ბის გარ­და, ვერ­ტმფრე­ნის და­საშ­ვე­ბი სამი მო­ე­და­ნია, აუზი, კი­ნო­თე­ატ­რი, ექ­ვსარ­თუ­ლი­ა­ნი პარ­კინ­გის ად­გი­ლი და გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი.

Mail.ru Group და DST Global-ის თა­ნამ­ფლო­ბე­ლის, იური მილ­ნე­რის სახ­ლი, ლოს-ალ­ტოს-ჰილზ­ზე მდე­ბა­რე­ობს. მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 75-100 მი­ლი­ონ დო­ლარს აღ­წევს. ამ ძვი­რა­დღი­რე­ბულ აპარ­ტა­მენ­ტებ­ში, რომ­ლის ფარ­თო­ბი 2 400 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია, ხუთი სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხი, ცხრა სა­ა­ბა­ზა­ნო და გი­გან­ტუ­რი ჰო­ლია. გარ­და ამი­სა, სახ­ლში გან­თავ­სე­ბუ­ლია კი­ნო­ე­თე­ატ­რი, ღვი­ნის მა­რა­ნი, სპა, სა­ვარ­ჯი­შო და სა­მე­ჯლი­სო დარ­ბა­ზე­ბი.

Maison de l’Amitie, პალმ-ბიჩი (ფლო­რი­დას შტა­ტი) - 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი.

დო­ნალდ ტრამპმა Maison de l’Amitie, 2004 წელს 41,1 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა და გა­ნა­ცხა­და: "ეს ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხაა, რო­მე­ლიც ოდეს­მე კერ­ძო სახ­ლში გა­და­უხ­დი­ათ და მე ვფიქ­რობ, რომ ეს მყიდ­ვე­ლის­თვის არ უნდა იყოს ცუდი გა­რი­გე­ბა". ოთხი წლის შემ­დეგ, მან Maison de l’Amitie დი­მიტ­რი რი­ბო­ლოვ­ლევს, 100 მი­ლი­ონ დო­ლა­რად მიჰ­ყი­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სახ­ლში 18 სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხი, 22 სა­ა­ბა­ზა­ნო და ავ­ტო­ფა­რე­ხია, რო­მელ­შიც 48 ავ­ტო­მო­ბი­ლის და­სა­ყე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლია.

Fleur De Lys – $125 მი­ლი­ო­ნი

Fleur De Lys-ის ფარ­თო­ბი 3809 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია, იგი 15 სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხის­გან შედ­გე­ბა. მისი ანო­ნი­მუ­რი მფლო­ბე­ლი სახ­ლს თვე­ში $400 000-ად აქი­რა­ვებს. მდიდ­რუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტის დე­კო­რი ლუ­დო­ვი­კო XIV-ის სტილ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი. ია­ტა­კი ფრან­გუ­ლი კირ­ქვი­სა­გა­ნაა გა­კე­თე­ბუ­ლი, ჭერ­ზე უამ­რა­ვი ფრეს­კაა, ხოლო კედ­ლე­ბი მარ­მა­რი­ლო­თი, ტყა­ვი­თა და ოქ­რო­თია მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი. სახ­ლშია ასე­ვე, ბიბ­ლი­ო­თე­კა რა­რი­ტე­ტუ­ლი წიგ­ნე­ბით და პა­ტა­რა თე­ატ­რი.

155 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სახ­ლი, რო­მე­ლიც ტიმ და ედრე ბლიკ­სე­ტებს ეკუთ­ვნით, ალ­პებ­ში მდე­ბა­რე­ობს. იგი 64 ჰექ­ტარ­ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი, სახ­ლი 8 სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხი­სა და 10 სა­ა­ბა­ზა­ნოს­გან შედ­გე­ბა.

Villa Leopolda

ეს სახ­ლი-სა­სახ­ლე 1902 წელს, ბელ­გი­ის მეფე ლე­ო­პოლდ მე­ო­რემ მე­უღ­ლის­თვის, კა­რო­ლი­ნა ლაკ­რუ­ას­თვის აა­შე­ნა. ამ დრო­ის­თვის, მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 736 მი­ლი­ონ დო­ლარს აღ­წევს. ვი­ლის წინა მფლო­ბე­ლი მი­ლი­არ­დე­რი ბან­კი­რი ედ­მონდ საფ­რი იყო, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი სახ­ლში რო­ნალდ რე­ი­გან­სა და ფრენკ სი­ნატ­რას მას­პინ­ძლობ­და. 2008 წელს ვი­ლის ყიდ­ვა რუს მი­ლი­არ­დერს მი­ხე­ილ პრო­ხო­როვს ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, თუმ­ცა, კრი­ზის­თან და­კავ­ში­რე­ბით, უარი თქვა ამ გა­რი­გე­ბა­ზე.

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სახლები

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სახლები

რა შეიძლება ღირდეს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი? 100 მილიონი დოლარი? 200 მილიონი დოლარი? თქვენ ცდებით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად, ინდოეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის, მუკეში ამბანის სახლი ითვლება, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარს აღწევს. 27 სართულიან სახლში, საცხოვრებელი ოთახების გარდა, ვერტმფრენის დასაშვები სამი მოედანია, აუზი, კინოთეატრი, ექვსართულიანი პარკინგის ადგილი და გასართობი ცენტრი.

Mail.ru Group და DST Global-ის თანამფლობელის, იური მილნერის სახლი, ლოს-ალტოს-ჰილზზე მდებარეობს. მისი ღირებულებაც სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, 75-100 მილიონ დოლარს აღწევს. ამ ძვირადღირებულ აპარტამენტებში, რომლის ფართობი 2 400 კვადრატული მეტრია, ხუთი საძინებელი ოთახი, ცხრა სააბაზანო და გიგანტური ჰოლია. გარდა ამისა, სახლში განთავსებულია კინოეთეატრი, ღვინის მარანი, სპა, სავარჯიშო და სამეჯლისო დარბაზები.

Maison de l’Amitie, პალმ-ბიჩი (ფლორიდას შტატი) - 100 მილიონი დოლარი.

დონალდ ტრამპმა Maison de l’Amitie, 2004 წელს 41,1 მილიონ დოლარად შეიძინა და განაცხადა: ”ეს ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც ოდესმე კერძო სახლში გადაუხდიათ და მე ვფიქრობ, რომ ეს მყიდველისთვის არ უნდა იყოს ცუდი გარიგება”. ოთხი წლის შემდეგ, მან Maison de l’Amitie დიმიტრი რიბოლოვლევს, 100 მილიონ დოლარად მიჰყიდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახლში 18 საძინებელი ოთახი, 22 სააბაზანო და ავტოფარეხია, რომელშიც 48 ავტომობილის დასაყენებელი ადგილია.

Fleur De Lys – $125 მილიონი

Fleur De Lys-ის ფართობი 3809 კვადრატული მეტრია, იგი 15 საძინებელი ოთახისგან შედგება. მისი ანონიმური მფლობელი სახლს თვეში $400 000-ად აქირავებს. მდიდრული აპარტამენტის დეკორი ლუდოვიკო XIV-ის სტილშია გადაწყვეტილი. იატაკი ფრანგული კირქვისაგანაა გაკეთებული, ჭერზე უამრავი ფრესკაა, ხოლო კედლები მარმარილოთი, ტყავითა და ოქროთია მოპირკეთებული. სახლშია ასევე, ბიბლიოთეკა რარიტეტული წიგნებით და პატარა თეატრი.

155 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი, რომელიც ტიმ და ედრე ბლიკსეტებს ეკუთვნით, ალპებში მდებარეობს. იგი 64 ჰექტარზეა გადაჭიმული, სახლი 8 საძინებელი ოთახისა და 10 სააბაზანოსგან შედგება.

Villa Leopolda

ეს სახლი-სასახლე 1902 წელს, ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორემ მეუღლისთვის, კაროლინა ლაკრუასთვის ააშენა. ამ დროისთვის, მისი ღირებულება 736 მილიონ დოლარს აღწევს. ვილის წინა მფლობელი მილიარდერი ბანკირი ედმონდ საფრი იყო, რომელიც საკუთარი სახლში რონალდ რეიგანსა და ფრენკ სინატრას მასპინძლობდა. 2008 წელს ვილის ყიდვა რუს მილიარდერს მიხეილ პროხოროვს ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, კრიზისთან დაკავშირებით, უარი თქვა ამ გარიგებაზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს