საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1994 წელს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი "სასწაული" და მეგობრად ქცეული მხედრიონელი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი
1994 წელს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი "სასწაული" და მეგობრად ქცეული მხედრიონელი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი

პარ­ტია "იმე­დის" თავ­მჯდო­მა­რე და ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი ლი­დე­რის, გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას მე­უღ­ლე, ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი 1994 წლის დე­კემ­ბერ­ში მომ­ხდარ ამ­ბავს იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც გია ჭან­ტუ­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­და.

"ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რთუ­ლია... ყვე­ლა­ფერს ვერ ახ­სნი, ვერ გად­მოს­ცემ, ხან­და­ხან ყო­ველ­გვა­რი სი­ტყვე­ბის და ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ისე­თი სას­წა­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რომ გგო­ნია, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ხარ და არა­ფე­რი გეშ­ლე­ბა, სულ სხვა­ნა­ი­რად და­გა­ნა­ხოს ყვე­ლა­ფე­რი, გა­გათ­ბოს, უფრო კე­თი­ლი თუ კე­თილ­გო­ნი­ე­რი გაგ­ხა­დოს ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის მი­მართ.

1994 წლის 3 დე­კემ­ბერს რაც მოხ­და, ალ­ბათ ყვე­ლას ახ­სოვს: მოკ­ლეს გია ჭან­ტუ­რია, მე­რაბ ბა­რა­მია, რო­მე­ლიც მე გა­და­მე­ფა­რა გიას მან­ქა­ნი­დან გა­დას­ვლის შემ­დეგ, მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად 4 დე­კემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა, მე მძი­მედ დაჭ­რი­ლი და ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი ვიმ­ყო­ფე­ბო­დი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ამ დროს, არ მახ­სოვს, რამ­დენ დღე­ში 3 დე­კემ­ბრი­დან, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს კი­დევ ერთი დაჭ­რი­ლი - მხედ­რი­ო­ნე­ლი გიგა არ­ვე­ლა­ძე, რო­მე­ლიც გულ­ში ნას­რო­ლით სას­წა­უ­ლით გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს და დღეს ინ­ვა­ლი­დის სა­ვარ­ძელ­შია.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მდგო­მა­რე­ო­ბა და­ი­ძა­ბა: ქვე­და სარ­თულ­ზე მე ვწე­ვარ დაჭ­რი­ლი, ხოლო ზედა სარ­თულ­ზე გი­გაა არ­ვე­ლა­ძე, ასე­ვე უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, თან მხედ­რი­ო­ნე­ლი. მა­შინ კი ჩვენ­სა და მხედ­რი­ონს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო უაღ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი იყო. ჩვენ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტე­რაქ­ტში შემ­სრუ­ლებ­ლე­ბად გი­გა­ზე არა, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ზო­გა­დად, სწო­რედ მხედ­რი­ონ­ზე იყო ეჭვი... სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა: ჩემს სარ­თულ­ზე ჩემი ბი­ჭე­ბი და დაც­ვა; ზედა სარ­თულ­ზე - მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი და ასე­ვე დაც­ვა. რამ­დე­ნი­მე დღე ასე გა­ვა­ტა­რეთ ერ­თად... ღვთის წყა­ლო­ბით, არა­ფე­რი მომ­ხდა­რა... ალ­ბათ ორი­ვე მხა­რის კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბის გამო.

მაგ­რამ ეხლა სულ სხვა რა­მის გახ­სე­ნე­ბა მინ­და.

იმ დღე­ებ­ში, ერთ-ერთ დღეს, ჩემ­თან შვი­დი ზე­თის­ცხე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად მო­ვიდ­ნენ მღვდლე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თსა­ა­თი­ა­ნი რი­ტუ­ა­ლის შემ­დეგ ნა­კურ­თხი ზეთი მი­ნის პა­ტა­რა სინ­ჯა­რა­ში ჩა­ას­ხეს და მო­მა­წო­დეს სა­წოლ­ში. არ ვიცი, მა­შინ რა მო­მი­ვი­და ან რა გა­ვი­ფიქ­რე... ერთი რაც მახ­სოვს, მღვდელს ხელი მოვ­კი­დე და ვთხო­ვე, ეგებ ეს ზეთი ცოტა მე­ო­რე სინ­ჯა­რა­შიც გა­და­ას­ხათ და გიგა არ­ვე­ლა­ძეს აუ­ტა­ნოთთ­ქო. ყვე­ლა გა­ჩუმ­და... მერე ქეთი მა­ჭა­ვა­რი­ან­მა, რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ­მა, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ო­დი­დან ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია, უცებ და­ავ­ლო ხელი ცა­რი­ელ სინ­ჯა­რას, მღვდელ­მა უხ­მოდ გა­და­ას­ხა მას­ში ნა­კურ­თხი ზე­თის ნა­ხე­ვა­რი და ისევ ქე­თის მი­ა­წო­და... ქე­თიმ ერთი გად­მომ­ხე­და, თით­ქოს გა­და­ა­მოწ­მა, რამე ხომ არ გა­და­ვი­ფიქ­რე, მე თავი და­ვუქ­ნიე და ისიც პა­ლა­ტის კა­რის­კენ წა­ვი­და... და ამ დროს მოხ­და სა­ოც­რე­ბა: ქეთი ჯერ კი­დევ კარ­თან იდგა, რომ კარი გა­ი­ღო და პა­ლა­ტა­ში ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლით ხელ­ში გიგა არ­ვე­ლა­ძის პა­ტა­რა ბიჭი შე­მო­ვი­და, მა­მამ თქვენ­თან გა­მო­მა­ტა­ნაო... ეს ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და... ამ "დამ­თხვე­ვამ" კი არა, სი­ნათ­ლემ უზარ­მა­ზა­რი სიბ­ნე­ლე გა­და­ფა­რა და ყვე­ლა­ფე­რი გა­ნათ­და...

ამ ამ­ბი­დან კარ­გა ხნის მერე, გიგა სა­ვარ­ძლით მეს­ტუმ­რა შინ და თა­ვი­სი შე­უ­და­რე­ბე­ლი იუ­მო­რით ერთი მი­თხრა: "კე­თი­ლი იყოს ჩემი ბორ­ბლე­ბი შენს ოჯახ­შიო"...

დღეს მე და გიგა მე­გობ­რე­ბი ვართ...", - წერს ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

1994 წელს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი "სასწაული" და მეგობრად ქცეული მხედრიონელი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი

1994 წელს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი "სასწაული" და მეგობრად ქცეული მხედრიონელი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი

პარტია "იმედის" თავმჯდომარე და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერის, გიორგი ჭანტურიას მეუღლე, ირინა სარიშვილი 1994 წლის დეკემბერში მომხდარ ამბავს იხსენებს, რომელიც გია ჭანტურიაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა.

"ადამიანური ურთიერთობები რთულია... ყველაფერს ვერ ახსნი, ვერ გადმოსცემ, ხანდახან ყოველგვარი სიტყვების და ემოციების გარეშე ისეთი სასწაული შეიძლება მოხდეს, რომ გგონია, ყველაზე მაგარი ხარ და არაფერი გეშლება, სულ სხვანაირად დაგანახოს ყველაფერი, გაგათბოს, უფრო კეთილი თუ კეთილგონიერი გაგხადოს ყველას და ყველაფრის მიმართ.

1994 წლის 3 დეკემბერს რაც მოხდა, ალბათ ყველას ახსოვს: მოკლეს გია ჭანტურია, მერაბ ბარამია, რომელიც მე გადამეფარა გიას მანქანიდან გადასვლის შემდეგ, მრავლობითი ჭრილობების შედეგად 4 დეკემბერს გარდაიცვალა, მე მძიმედ დაჭრილი და ნაოპერაციები ვიმყოფებოდი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში. ამ დროს, არ მახსოვს, რამდენ დღეში 3 დეკემბრიდან, საავადმყოფოში შემოიყვანეს კიდევ ერთი დაჭრილი - მხედრიონელი გიგა არველაძე, რომელიც გულში ნასროლით სასწაულით გადაურჩა სიკვდილს და დღეს ინვალიდის სავარძელშია.

საავადმყოფოში მდგომარეობა დაიძაბა: ქვედა სართულზე მე ვწევარ დაჭრილი, ხოლო ზედა სართულზე გიგაა არველაძე, ასევე უმძიმეს მდგომარეობაში, თან მხედრიონელი. მაშინ კი ჩვენსა და მხედრიონს შორის ურთიერთობა გასაგები მიზეზების გამო უაღრესად დაძაბული იყო. ჩვენზე განხორციელებულ ტერაქტში შემსრულებლებად გიგაზე არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად, სწორედ მხედრიონზე იყო ეჭვი... სიტუაცია ძალიან დაიძაბა: ჩემს სართულზე ჩემი ბიჭები და დაცვა; ზედა სართულზე - მხედრიონელები და ასევე დაცვა. რამდენიმე დღე ასე გავატარეთ ერთად... ღვთის წყალობით, არაფერი მომხდარა... ალბათ ორივე მხარის კეთილგონიერების გამო.

მაგრამ ეხლა სულ სხვა რამის გახსენება მინდა.

იმ დღეებში, ერთ-ერთ დღეს, ჩემთან შვიდი ზეთისცხების აღსასრულებლად მოვიდნენ მღვდლები, დაახლოებით ერთსაათიანი რიტუალის შემდეგ ნაკურთხი ზეთი მინის პატარა სინჯარაში ჩაასხეს და მომაწოდეს საწოლში. არ ვიცი, მაშინ რა მომივიდა ან რა გავიფიქრე... ერთი რაც მახსოვს, მღვდელს ხელი მოვკიდე და ვთხოვე, ეგებ ეს ზეთი ცოტა მეორე სინჯარაშიც გადაასხათ და გიგა არველაძეს აუტანოთთქო. ყველა გაჩუმდა... მერე ქეთი მაჭავარიანმა, რეანიმატოლოგმა, რომელიც იმ პერიოდიდან ჩემი უახლოესი მეგობარია, უცებ დაავლო ხელი ცარიელ სინჯარას, მღვდელმა უხმოდ გადაასხა მასში ნაკურთხი ზეთის ნახევარი და ისევ ქეთის მიაწოდა... ქეთიმ ერთი გადმომხედა, თითქოს გადაამოწმა, რამე ხომ არ გადავიფიქრე, მე თავი დავუქნიე და ისიც პალატის კარისკენ წავიდა... და ამ დროს მოხდა საოცრება: ქეთი ჯერ კიდევ კართან იდგა, რომ კარი გაიღო და პალატაში ყვავილების თაიგულით ხელში გიგა არველაძის პატარა ბიჭი შემოვიდა, მამამ თქვენთან გამომატანაო... ეს ყველაფერი წამებში მოხდა... ამ "დამთხვევამ" კი არა, სინათლემ უზარმაზარი სიბნელე გადაფარა და ყველაფერი განათდა...

ამ ამბიდან კარგა ხნის მერე, გიგა სავარძლით მესტუმრა შინ და თავისი შეუდარებელი იუმორით ერთი მითხრა: "კეთილი იყოს ჩემი ბორბლები შენს ოჯახშიო"...

დღეს მე და გიგა მეგობრები ვართ...", - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს