საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ჩაჩუა რაულ უსუპოვის მამას - როდესაც გამოვალ ციხიდან, თუ ცოცხალი ვიქნები, თქვენს ყველა კითხვას ვუპასუხებ
ლევან ჩაჩუა რაულ უსუპოვის მამას - როდესაც გამოვალ ციხიდან, თუ ცოცხალი ვიქნები, თქვენს ყველა კითხვას ვუპასუხებ

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტის, ლე­ვან ჩა­ჩუ­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, ჟვა­ნი­ას­თან ერ­თად გარ­დაც­ვლი­ლი, რაულ უსუ­პო­ვის მამა და­კი­თხა.

უსუ­პო­ვის მა­მამ, იაშა უსუ­პოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჟვა­ნია და მისი შვი­ლი მოკ­ლეს. იგი უბე­დურ შემ­თხვე­ვას გა­მო­რი­ცხავს. პრო­ცე­სის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას უსუ­პოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მის­მა თა­ნა­სოფ­ლელ­მა მო­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც გარ­დაც­ვლი­ლი უსუ­პო­ვი გან­ბა­ნეს, მის სხე­ულ­ზე მკერ­დის არე­ში ორი ნა­ჩხვლე­ტი შე­ნიშ­ნეს. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­დაც­ვლი­ლის მამა მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ჩხვლე­ტე­ბი­დან, რო­მე­ლიც ლე­ვან ჩა­ჩუ­ას სა­კუ­თარ სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა­ში არ აუ­სა­ხავს, შეშ­ვე­ბუ­ლია შხა­მი.

"მკერ­დის თა­ვებ­ზე მას ჰქონ­და ნა­ჩხვლე­ტე­ბი, რაც იმას მოწ­მობს, რომ აქე­დან სხე­ულ­ში შე­უშ­ვეს შხა­მი და მოკ­ლეს", - გა­ნა­ცხა­და ია­შარ უსუ­პოვ­მა.

პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­დაც უსუ­პო­ვის მამა იკი­თხე­ბო­და, რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და ექ­სპერტ ლე­ვან ჩა­ჩუ­ა­სა და გარ­დაც­ვლი­ლის მა­მას შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა. კერ­ძოდ, უსუ­პოვ­მა ლე­ვან ჩა­ჩუ­ას მი­სა­მარ­თით გა­ნა­ცხა­და, რომ ექ­სპერ­ტმა უნდა თქვას სი­მარ­თლე, რომ მან სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნის მომ­ზა­დე­ბი­სას შე­ას­რუ­ლა მა­შინ­დე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის დაკ­ვე­თა და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ ასა­ხა დას­კვნა­ში.

აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას უპა­სუ­ხა ბრალ­დე­ბულ­მა ჩა­ჩუ­ამ. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, გულ­წრფე­ლად უსამ­ძიმ­რებს 10 წლის შემ­დე­გაც უსუ­პო­ვის მა­მას. ამას­თან ექ­სპერ­ტის თქმით, იგი ნე­ბის­მი­ერ დროს მზად არის უპა­სუ­ხოს ნე­ბის­მი­ერ შე­კი­თხვას, რო­მელ­საც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხრი­დან ექ­ნე­ბა ად­გი­ლი.

"ჩემს მტერს ის უბე­დუ­რე­ბა, რაც თქვენ და­გე­მარ­თათ. გულ­წრფე­ლად გი­სამ­ძიმ­რებთ. ჩემი პრო­ფე­სი­ის ფარ­გლებ­ში ხში­რად მხვდე­ბოდ­ნენ თქვენს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი და უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დი მათ ინ­ტე­რე­სებს. რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო ჩემი და­კი­თხვის ეტაპ­ზე გა­და­ვა, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ და­მის­ვათ ნე­ბის­მი­ერ შე­კი­თხვა და თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ინც არ გექ­ნე­ბათ, რო­დე­საც გა­მო­ვალ ცი­ხი­დან, თუ ცო­ცხა­ლი ვიქ­ნე­ბი, შე­მიძ­ლია შეგ­ხვდეთ და ნე­ბის­მი­ერ თქვენს შე­კი­თხვას ვუ­პა­სუ­ხო. გე­ტყვით სი­მარ­თლეს, გინ­დათ ჩემს ქრის­ტეს­თან და­ვი­ფი­ცებ, გინ­დათ - თქვენს ალაჰთან", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ჩა­ჩუ­ამ.

გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ ექ­სპერ­ტის მი­სა­მარ­თით კი­დევ ერთი შე­კი­თხვა დას­ვა - თუკი სოფ­ლის მო­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­ო­რე დღეს გან­ბა­ნეს მიც­ვა­ლე­ბუ­ლი და შე­ამ­ჩნი­ეს მკერ­დის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რა­ტომ ვერ შე­ამ­ჩნია ეს ექ­სპერ­ტმა.

ამის შემ­დეგ დაც­ვის მხა­რემ გარ­დაც­ვლი­ლის მა­მას ჰკი­თხა, რა აძ­ლევს მას იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ მისი შვი­ლი არის მოკ­ლუ­ლი. სა­პა­სუ­ხოდ იაშა უსუ­პოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი შვი­ლი, რო­მე­ლიც სი­სუფ­თა­ვით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, პრე­მი­ერ­თან გას­ვრი­ლი ტან­საც­მლით არ წა­ვი­დო­და. იაშა უსუ­პო­ვის თქმით, ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც მის შვილს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტში ეცვა, ტა­ლა­ხით იყო დას­ვრი­ლი. ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, აქვს სხვა არ­გუ­მენ­ტე­ბიც, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ფიქ­რობს, რომ მისი შვი­ლი მოკ­ლუ­ლია და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა არ არ­სე­ბობს.

ექ­სპერ­ტმა ლე­ვან ჩა­ჩუ­ამ გარ­დაც­ვლი­ლის მა­მის ამ გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გან­მარ­ტა, რომ სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა­ში ასა­ხა სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი – გაზი, ჩO. თუმ­ცა ექ­სპერ­ტის თქმით, ეს არ გა­მო­რი­ცხავს სხვა შემ­თხვევბსაც.

"ჩO-თი შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვაც, თვით­მკვლე­ლო­ბაც და მკვლე­ლო­ბაც. თუმ­ცა ამას ამ შემ­თხვე­ვა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა უპა­სუ­ხოს. მე ჩემს დას­კვნა­ში აღვწე­რე სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ჩა­ჩუ­ამ.

გარ­და უსუ­პო­ვის მა­მი­სა, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხნენ იმ სოფ­ლის მო­ლე­ბი, სა­ი­და­ნაც რაულ უსუ­პო­ვი იყო წარ­მო­შო­ბით. კერ­ძოდ მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ გარ­დაც­ვლი­ლი თბი­ლი­სადნ გა­დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ მათ გან­ბა­ნეს და გან­ბან­ვი­სას სხე­ულ­ზე მკერ­დის არე­ში შე­ნიშ­ნეს ორი ნა­ჩხვლე­ტი, ასე­ვე ყე­ლის არეს­თან შე­ნიშ­ნეს მუქი ფე­რის ზოლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ლევან ჩაჩუა რაულ უსუპოვის მამას - როდესაც გამოვალ ციხიდან, თუ ცოცხალი ვიქნები, თქვენს ყველა კითხვას ვუპასუხებ

ლევან ჩაჩუა რაულ უსუპოვის მამას - როდესაც გამოვალ ციხიდან, თუ ცოცხალი ვიქნები, თქვენს ყველა კითხვას ვუპასუხებ

საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესზე, ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი, რაულ უსუპოვის მამა დაკითხა.

უსუპოვის მამამ, იაშა უსუპოვმა განაცხადა, რომ ჟვანია და მისი შვილი მოკლეს. იგი უბედურ შემთხვევას გამორიცხავს. პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას უსუპოვმა აღნიშნა, რომ მისმა თანასოფლელმა მოლებმა, რომლებმაც გარდაცვლილი უსუპოვი განბანეს, მის სხეულზე მკერდის არეში ორი ნაჩხვლეტი შენიშნეს. სწორედ აქედან გამომდინარე, გარდაცვლილის მამა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნაჩხვლეტებიდან, რომელიც ლევან ჩაჩუას საკუთარ საექსპერტო დასკვნაში არ აუსახავს, შეშვებულია შხამი.

"მკერდის თავებზე მას ჰქონდა ნაჩხვლეტები, რაც იმას მოწმობს, რომ აქედან სხეულში შეუშვეს შხამი და მოკლეს", - განაცხადა იაშარ უსუპოვმა.

პროცესის მიმდინარეობისას, სადაც უსუპოვის მამა იკითხებოდა, რამდენჯერმე მოხდა ექსპერტ ლევან ჩაჩუასა და გარდაცვლილის მამას შორის შელაპარაკება. კერძოდ, უსუპოვმა ლევან ჩაჩუას მისამართით განაცხადა, რომ ექსპერტმა უნდა თქვას სიმართლე, რომ მან საექსპერტო დასკვნის მომზადებისას შეასრულა მაშინდელი პროკურატურის დაკვეთა და დაზიანებები არ ასახა დასკვნაში.

აღნიშნულ განცხადებას უპასუხა ბრალდებულმა ჩაჩუამ. როგორც მან აღნიშნა, გულწრფელად უსამძიმრებს 10 წლის შემდეგაც უსუპოვის მამას. ამასთან ექსპერტის თქმით, იგი ნებისმიერ დროს მზად არის უპასუხოს ნებისმიერ შეკითხვას, რომელსაც გარდაცვლილის ოჯახის წევრების მხრიდან ექნება ადგილი.

"ჩემს მტერს ის უბედურება, რაც თქვენ დაგემართათ. გულწრფელად გისამძიმრებთ. ჩემი პროფესიის ფარგლებში ხშირად მხვდებოდნენ თქვენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები და უმრავლეს შემთხვევაში ვაკმაყოფილებდი მათ ინტერესებს. როდესაც სასამართლო ჩემი დაკითხვის ეტაპზე გადავა, თქვენ შეგიძლიათ დამისვათ ნებისმიერ შეკითხვა და თუ ამის საშუალება მაინც არ გექნებათ, როდესაც გამოვალ ციხიდან, თუ ცოცხალი ვიქნები, შემიძლია შეგხვდეთ და ნებისმიერ თქვენს შეკითხვას ვუპასუხო. გეტყვით სიმართლეს, გინდათ ჩემს ქრისტესთან დავიფიცებ, გინდათ - თქვენს ალაჰთან", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

გარდაცვლილის მამამ ექსპერტის მისამართით კიდევ ერთი შეკითხვა დასვა - თუკი სოფლის მოლებმა, რომლებმაც გარდაცვალების მეორე დღეს განბანეს მიცვალებული და შეამჩნიეს მკერდის არეში დაზიანებები, რატომ ვერ შეამჩნია ეს ექსპერტმა.

ამის შემდეგ დაცვის მხარემ გარდაცვლილის მამას ჰკითხა, რა აძლევს მას იმის თქმის საფუძველს, რომ მისი შვილი არის მოკლული. საპასუხოდ იაშა უსუპოვმა განაცხადა, რომ მისი შვილი, რომელიც სისუფთავით გამოირჩეოდა, პრემიერთან გასვრილი ტანსაცმლით არ წავიდოდა. იაშა უსუპოვის თქმით, ტანსაცმელი, რომელიც მის შვილს გარდაცვალების მომენტში ეცვა, ტალახით იყო დასვრილი. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აქვს სხვა არგუმენტებიც, რომლის საფუძველზეც ფიქრობს, რომ მისი შვილი მოკლულია და უბედური შემთხვევა არ არსებობს.

ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ გარდაცვლილის მამის ამ განცხადების საპასუხოდ განმარტა, რომ საექსპერტო დასკვნაში ასახა სიკვდილის მიზეზი – გაზი, ჩO. თუმცა ექსპერტის თქმით, ეს არ გამორიცხავს სხვა შემთხვევბსაც.

"ჩO-თი შესაძლებელია მოხდეს უბედური შემთხვევაც, თვითმკვლელობაც და მკვლელობაც. თუმცა ამას ამ შემთხვევაში პროკურატურამ უნდა უპასუხოს. მე ჩემს დასკვნაში აღვწერე სიკვდილის მიზეზი", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

გარდა უსუპოვის მამისა, დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ იმ სოფლის მოლები, საიდანაც რაულ უსუპოვი იყო წარმოშობით. კერძოდ მათ განაცხადეს, რომ გარდაცვლილი თბილისადნ გადასვენების შემდეგ მათ განბანეს და განბანვისას სხეულზე მკერდის არეში შენიშნეს ორი ნაჩხვლეტი, ასევე ყელის არესთან შენიშნეს მუქი ფერის ზოლი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ