ჟურნალ "გზის" საიტი Gzaprss.ge მკითხველს ლევან ვასაძის სიმამრის ინტერვიუს სთავაზობს. ამონარიდი ინტერვიუდან:
- ვიდრე ლევან ვასაძე თქვენი სიძე გახდებოდა, მის ოჯახთან მეგობრობდით, არა?
- ვერ ვიტყვი, რომ ვმეგობრობდით, მაგრამ მის ოჯახს კარგად ვიცნობდი. კიკეთელები არიან. მახსოვს, ლევანი უმაღლეს სასწავლებელში რომ აბარებდა, მათემატიკაში ჩემი მეგობარი - კოტე მიქანაძე ამეცადინებდა. კოტე ამბობდა: რა ნიჭიერი ბიჭია, ასეთ ბავშვთან მეცადინეობა ერთი სიამოვნებაა, ყველაფერს ახსნისთანავე ხვდებაო. მოგვიანებით, როცა მასთან მოსამზადებლად ჩემი ქალიშვილი მივიყვანე, მითხრა, - მათემატიკას თავი დაანებეთ, არ იცისო.
- მათი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?
- ლევანი წესიერი ყმაწვილი იყო...