პური კვების ის პროდუქტია, რომელიც ყველას სჭირდება, ბავშვს თუ მოხუცს, ჯანმრთელს თუ დაავადებულს, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, რომლებსაც დიაბეტი ან ჭარბი წონა აწუხებთ.
სადღეისოდ საქართველოში რუხი და შავი პურის წარმოება თითქმის უტოლდება თეთრი პურის წარმოებას, ფაქტია ისიც, რომ რუხი და შავი პურის დასამზადებელი ნედლეული ჩვენს ქვეყანას არ აქვს და მის იმპორტზეა დამოკიდებული. ამბობენ ,რომ მწარმოებლები საჭირო ფერის მისაღებად პურში სპეციალურ საღებავს უმატებენ.
რა მდგომარეობაა ბაზრის ამ სეგმენტში, რამდენად აკმაყოფილებენ მწარმოებლები აუცილებელ სტანდარტებს, როგორ ხდება ნამდვილი შავი პურის დამზადება? ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ საქართველოში პურის ერთ-ერთ უმსხვილესი მწარმოებელის, "ლიტვური საცხობის" ლიტველ ტექნოლოგს ალმა ლელესიენეს.
ალმა ლელესიენე:
"ალაოს გაღვივებული ჭვავის მარცვლის ფერმენტირებით ვიღებთ. საერთოდ, ბუნებაში შავი ფქვილი არ არსებობს. ხოლო შავი პურის დამზადება უნდა ხდებოდეს მხოლოდ ჭვავის სპეციალურად გადამუშავებით, ჭვავის ალაოს და პურის დედას დამატებით. ეს ნატურალური პროდუქტებია. პურს გამორჩეულ არომატსა და გემოს, წარმოების ტექნოლოგიაში გამოყენებული ჭვავის ფერმენტირებული ალაო აძლევს. ამ უკანასკნელს ლიტვაში ჭვავის ალაოს ერთადერთი მწარმოებლისგან "литовскии солод"-ისგან ვიღებთ. ისინი წარმოებაში უახლეს დანადგარებს, წამყვან ტექნოლოგიებს და უმაღლესი ხარისხის ნედლეულს იყენებს. თავად ეს კომპანია არა მარტო ლიტვურ და ქართულ საცხობებს ამარაგებს, არამედ მას ევროპის რამდენიმე ქვეყანასთანაც აქვს კონტაქტები. ესენია პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ისრაელი, უკრაინა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.
ალაოს წარმოება საკმაოდ ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია და ის რამდენიმე ეტაპისგან შედგება: რეცხვა, დანამვა, მარცვლის გაღვივება, ფერმენტაცია, გაშრობა და დაფქვა. ჭვავის ფერმენტირებული ალაო - ნატურალური პროდუქტია. დამუშავების შემდეგ მარცვლები მაღალი ტემპერატურის გავლენით მუქდება და სწორედ ის აძლევს ჭვავის პურს დამახასიათებელ ფერს. მე თავად გახლდით საქართველოში და გარკვეული დროის განმავლობაში ვაკვირდებოდი "ლიტვურ საცხობში", ჭვავის პურის ცხობის პროცესს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ლიტვაში, ასევე საქართველოშიც პურის დამზადების პროცესი მსგავსია და მაღალ დონეზე დგას". ლიტვური საცხობი" წარმოების პროცესში მთლიანი მარცვლის ჭვავის ფქვილს იყენებს. მთლიანი მარცვლებით დამზადებული ჭვავის პური ამცირებს გულის დაავადებების რისკს, კიბოს საფრთხეს, დიაბეტის გაჩენის ალბათობას და სიმსუქნის რისკს. ასეთ პურში ცილების, ფოსფორის, რკინის და კალიუმის შემცველობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ხორბლის პურში. ამ გზით დამზადებული ჭვავის პური თუთიის, სპილენძისა და სელენის წყაროა. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამარაგებს ორგანიზმს ენერგიის წყაროთი და ათავისუფლებს ალერგიის სხვადასხვა სახისგან".
ნატურალური ფერმენტირების პროცესი ვიზუალურ კვალსაც ტოვებს პურზე: შეძენისას ჭვავის პურს კარგად დააკვირდით, მას შედარებით მუქი ყავისფერი წერტილები უნდა ჰქონდეს, ეს ჭვავის ალაოა, რაც ქიმიური დაფერვის გამოყენებით დამზადებულ პურს არ გააჩნია. ნამდვილი ჭვავის პური თეთრ პურზე გაცილებით უფრო მარგებელია და ყველა ადამიანისთვის ნამდვილად სასარგებლო იქნება, თუ მას საპატიო ადგილს მიუჩენს კვების რაციონში.
შეგვიძლია გასწავლოთ საკმაოდ მარტივი ხერხი იმისათვის, რომ სახლის პირობებში შავი პურის შემოწმება შეძლოთ: მცირე ნაწილებად დაჭრილი პური (1სმ3) უნდა ჩაყაროთ თბილ წყალში და 3-5 წუთი დაელოდოთ. თუ წყალი მუქად შეიფერა, ესე იგი პური შეღებილია.
R