პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი ქმარიც მცემდა..." - ქმრის მიერ ნაცემი ორსული მეუღლის სულისშემძვრელი აღსარება
"პირველი ქმარიც მცემდა..." - ქმრის მიერ ნაცემი ორსული მეუღლის სულისშემძვრელი აღსარება

ჩვენ­ში გახ­ში­რე­ბულ ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს მრა­ვალ სა­შიშ ტენ­დენ­ცი­ას­თან ერ­თად ის სა­შიშ­რო­ე­ბაც ახ­ლავს, რომ ამ ფაქ­ტებს ვეჩ­ვე­ვით და მათ მი­მართ გულ­გრი­ლი ვხდე­ბით, - დე­დოფ­ლის­წყა­როს ფერ­მა­ში ქმრის­გან ნა­ცე­მი 7 თვის ფეხ­მძი­მის ბე­დით და­ინ­ტე­რე­სე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იმ­დე­ნად სწრა­ფად შე­წყვი­ტა, რომ ხან­მოკ­ლე ხმა­უ­რით დაკ­მა­ყო­ფილ­და და სიკ­ვდი­ლის პი­რას მი­სუ­ლი ქალი აღარც მო­უ­კი­თხავს.

ამა­სო­ბა­ში უმო­წყა­ლოდ ნა­ცე­მი მა­რი­ნა აბე­სა­ძე ამ­ჟა­მად დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში ქა­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის არც ისე დალ­ხი­ნე­ბულ ოჯახს აფა­რებს თავს, სა­ი­და­ნაც რო­გორც კი ფეხ­ზე დად­გე­ბა, შე­საძ­ლოა გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის ლო­გი­კით კვლავ მო­ძა­ლა­დის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდეს, - ის აქამ­დე ასე ცხოვ­რობ­და, რო­გორ იცხოვ­როს ხვალ სხვა­ნა­ი­რად, არ იცის…

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ნა, რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, მე­უღ­ლემ ცე­მი­სას ხელი მო­გამ­ტვრი­ათ, თავ­ში კი მრა­ვალ­ჯერ ჩა­გარ­ტყათ ბლაგ­ვი სა­გა­ნი… აქამ­დე რო­გორ მიხ­ვე­დით…

- ისე მო­ვე­დი, რომ პირ­ვე­ლი ქმა­რიც მცემ­და... ეს მე­ო­რე ქმა­რი იყო… პირ­ველს რომ გავ­ყე­ვი, მა­შინ 15 წლის ვი­ყა­ვი, ისიც ძა­ლი­ან ცუდი კაცი იყო, ავი და ლოთი. ისიც მცემ­და. მა­მა­ჩემ­მა რომ და­ი­ნა­ხა, ჩემი ქმა­რი მომ­კლავ­და, ადგა და თა­ვის­თან წა­მიყ­ვა­ნა. მა­შინ 2 გოგო უკვე მყავ­და,ერთი 1 წლის ,მე­ო­რე 5 წლი­სა. მერე პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მნა და მა­მამ სახ­ლი გა­ყი­და. მერე მე­ო­რედ გავ­თხოვ­დი, ეს ჩემი მე­ო­რე ქმა­რი ჩემ­მა ნაც­ნობ­მა გა­მაც­ნო. თურ­მე ესეც ლოთი ყო­ფი­ლა, თა­ნაც, ერთი ცოლი უკვე ჰყავ­და გაშ­ვე­ბუ­ლი და არ მი­თხრა…

- თქვენ რა­ტომ­ღა არ და­ინ­ტე­რეს­დით და არ გა­ი­კი­თხეთ, ვინ იყო თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი მე­ო­რე ქმა­რი?

- აბა, რა ვიცი, სახ­ლი არ გვქონ­და და სად­მე ხომ უნდა მე­ცხოვ­რა. მი­თხრა, მო­გივ­ლი, შენს შვი­ლებ­საც მო­ვუვ­ლიო… მაგ­რამ რომ გავ­თხოვ­დი და არ­ბო­შიკ­ში მისი სახ­ლი ვნა­ხე, სულ ამე­ტი­რა, - ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი ისე და­უნ­გრე­ვია და გა­უ­ყი­დია მა­გას, მა­გის დე­დას და მა­მას, რომ მრტო ნან­გრე­ვე­ბი იყო. რა­ხან სახლ-კარი არ ჰქონ­და, მი­თხრა, - მე სხვა შე­მო­სა­ვა­ლი არ მაქვს და მოდი, ფერ­მებ­ში ვი­ცხოვ­როთ, იქ სხვის ცხვ­რსა და ძრო­ხას მო­ვუვ­ლი და ერთ 300 ლარს მოგ­ვცე­მენ, თან ყვე­ლი და რძეც გვექ­ნე­ბაო. მეც ჩემი შვი­ლე­ბით დავ­ყვე­ბო­დი ფერ­მებ­ში, ხნ ში­რაქ­ში, ხან სამ­თა­წყა­რო­ში, ხან ვა­ზი­ან­ში…

- ცო­ლად შერ­თვის­თა­ნა­ვე გცემ­დათ?

- კი, თა­ვი­დან­ვე მცემ­და, მაგ­რამ რა უნდა მექ­ნა…

- ამას თქვე­ნი შვი­ლე­ბი უყუ­რებ­დნენ?

- დიახ უყუ­რებ­დნენ. ჩემი ქმა­რი იმა­თაც სცემ­და, ბავ­შვი რომ რა­მეს ისე არ გა­ა­კე­თებ­და, რო­გორც მას უნ­დო­და, გა­ა­ქა­ნებ­და და გა­უ­ლა­წუ­ნებ­და.

- ამის ყუ­რე­ბა რო­გორ შე­გეძ­ლოთ?

- არ ვუ­ყუ­რებ­დი, მაგ­რამ სი­ტყვას რომ შე­ვუბ­რუ­ნებ­დი, მეც მცემ­და. ბავ­შვე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, დედა, აქე­დან წა­ვი­დე­თო და ტი­როდ­ნენ, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დი, რომ ჩემი ქმა­რი გა­მოს­წორ­დე­ბო­და.

- ალ­ბათ ამის გამო გა­თხოვ­და თქვე­ნი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი 15 წლის ასაკ­ში, ალ­ბათ იფიქ­რა, თავს ვუშ­ვე­ლიო…

- დიახ. მისი ქმა­რი 29 წლის არის, ისიც მწყემ­სია. ახლ მის ოჯახ­ში ვართ თავ­შე­ფა­რე­ბუ­ლი.

- ეს ბოლო კონ­ფლიქ­ტი რა სა­ბა­ბით

და­ი­წყო?

- რა და, ვის­თა­ნაც ვმუ­შა­ობ­დით, იმ კაც­მა ცხვრე­ბი გა­ყი­და. ჩემ­მა ქმარ­მა მი­თხრა, - ახლა აქ რომ "თა­თა­რი" კა­ცია, იმას­თან გა­და­ვი­დეთ სა­მუ­შა­ო­დო. მე და­ვე­თან­ხმე, მაგ­რამ 2 რკი­ნის სა­წო­ლი გვქონ­და და ისი­ნი ვერ გა­და­ვი­ტა­ნეთ. იქვე ქარ­თვე­ლი ცოლ-ქმრის ფერ­მაც იყო და მათ გვი­თხრეს, - თუ სა­წო­ლე­ბი ვერ გა­და­ი­ტა­ნეთ, ამა­ღამ ჩვენ­თან გა­ა­თი­ე­თო. ჩვენც გა­ვა­თი­ეთ. იმ კაც­მა ჩემს ქმარს და­ა­ლე­ვი­ნა. რომ დათ­ვრა ჩემი ქმა­რი, მთე­ლი ღამე ჩხუ­ბობ­და. დი­ლის 5 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, წა­მოხ­ტა, და­ავ­ლო სკამს ხელი და თავ­ში ჩა­მარ­ტყა. მე ხელი და­ვი­ფა­რე თავ­ზე და ახლა იმ ხელ­ზე და­მარ­ტყა ის სკა­მი.

გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები

"პირველი ქმარიც მცემდა..." - ქმრის მიერ ნაცემი ორსული მეუღლის სულისშემძვრელი აღსარება

"პირველი ქმარიც მცემდა..." - ქმრის მიერ ნაცემი ორსული მეუღლის სულისშემძვრელი აღსარება

ჩვენში გახშირებულ ოჯახური ძალადობის ფაქტებს მრავალ საშიშ ტენდენციასთან ერთად ის საშიშროებაც ახლავს, რომ ამ ფაქტებს ვეჩვევით და მათ მიმართ გულგრილი ვხდებით, - დედოფლისწყაროს ფერმაში ქმრისგან ნაცემი 7 თვის ფეხმძიმის ბედით დაინტერესება საზოგადოებამ იმდენად სწრაფად შეწყვიტა, რომ ხანმოკლე ხმაურით დაკმაყოფილდა და სიკვდილის პირას მისული ქალი აღარც მოუკითხავს.

ამასობაში უმოწყალოდ ნაცემი მარინა აბესაძე ამჟამად დედოფლისწყაროში ქალიშვილის მეუღლის არც ისე დალხინებულ ოჯახს აფარებს თავს, საიდანაც როგორც კი ფეხზე დადგება, შესაძლოა განვლილი ცხოვრების ლოგიკით კვლავ მოძალადის ხელში აღმოჩნდეს, - ის აქამდე ასე ცხოვრობდა, როგორ იცხოვროს ხვალ სხვანაირად, არ იცის…

- ქალბატონო მარინა, როგორც ექიმები ამბობენ, მეუღლემ ცემისას ხელი მოგამტვრიათ, თავში კი მრავალჯერ ჩაგარტყათ ბლაგვი საგანი… აქამდე როგორ მიხვედით…

- ისე მოვედი, რომ პირველი ქმარიც მცემდა... ეს მეორე ქმარი იყო… პირველს რომ გავყევი, მაშინ 15 წლის ვიყავი, ისიც ძალიან ცუდი კაცი იყო, ავი და ლოთი. ისიც მცემდა. მამაჩემმა რომ დაინახა, ჩემი ქმარი მომკლავდა, ადგა და თავისთან წამიყვანა. მაშინ 2 გოგო უკვე მყავდა,ერთი 1 წლის ,მეორე 5 წლისა. მერე პრობლემები შეგვექმნა და მამამ სახლი გაყიდა. მერე მეორედ გავთხოვდი, ეს ჩემი მეორე ქმარი ჩემმა ნაცნობმა გამაცნო. თურმე ესეც ლოთი ყოფილა, თანაც, ერთი ცოლი უკვე ჰყავდა გაშვებული და არ მითხრა…

- თქვენ რატომღა არ დაინტერესდით და არ გაიკითხეთ, ვინ იყო თქვენი მომავალი მეორე ქმარი?

- აბა, რა ვიცი, სახლი არ გვქონდა და სადმე ხომ უნდა მეცხოვრა. მითხრა, მოგივლი, შენს შვილებსაც მოვუვლიო… მაგრამ რომ გავთხოვდი და არბოშიკში მისი სახლი ვნახე, სულ ამეტირა, - ორსართულიანი სახლი ისე დაუნგრევია და გაუყიდია მაგას, მაგის დედას და მამას, რომ მრტო ნანგრევები იყო. რახან სახლ-კარი არ ჰქონდა, მითხრა, - მე სხვა შემოსავალი არ მაქვს და მოდი, ფერმებში ვიცხოვროთ, იქ სხვის ცხვრსა და ძროხას მოვუვლი და ერთ 300 ლარს მოგვცემენ, თან ყველი და რძეც გვექნებაო. მეც ჩემი შვილებით დავყვებოდი ფერმებში, ხნ შირაქში, ხან სამთაწყაროში, ხან ვაზიანში…

- ცოლად შერთვისთანავე გცემდათ?

- კი, თავიდანვე მცემდა, მაგრამ რა უნდა მექნა…

- ამას თქვენი შვილები უყურებდნენ?

- დიახ უყურებდნენ. ჩემი ქმარი იმათაც სცემდა, ბავშვი რომ რამეს ისე არ გააკეთებდა, როგორც მას უნდოდა, გააქანებდა და გაულაწუნებდა.

- ამის ყურება როგორ შეგეძლოთ?

- არ ვუყურებდი, მაგრამ სიტყვას რომ შევუბრუნებდი, მეც მცემდა. ბავშვები მეუბნებოდნენ, დედა, აქედან წავიდეთო და ტიროდნენ, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩემი ქმარი გამოსწორდებოდა.

- ალბათ ამის გამო გათხოვდა თქვენი უფროსი ქალიშვილი 15 წლის ასაკში, ალბათ იფიქრა, თავს ვუშველიო…

- დიახ. მისი ქმარი 29 წლის არის, ისიც მწყემსია. ახლ მის ოჯახში ვართ თავშეფარებული.

- ეს ბოლო კონფლიქტი რა საბაბით

დაიწყო?

- რა და, ვისთანაც ვმუშაობდით, იმ კაცმა ცხვრები გაყიდა. ჩემმა ქმარმა მითხრა, - ახლა აქ რომ "თათარი" კაცია, იმასთან გადავიდეთ სამუშაოდო. მე დავეთანხმე, მაგრამ 2 რკინის საწოლი გვქონდა და ისინი ვერ გადავიტანეთ. იქვე ქართველი ცოლ-ქმრის ფერმაც იყო და მათ გვითხრეს, - თუ საწოლები ვერ გადაიტანეთ, ამაღამ ჩვენთან გაათიეთო. ჩვენც გავათიეთ. იმ კაცმა ჩემს ქმარს დაალევინა. რომ დათვრა ჩემი ქმარი, მთელი ღამე ჩხუბობდა. დილის 5 საათი იქნებოდა, წამოხტა, დაავლო სკამს ხელი და თავში ჩამარტყა. მე ხელი დავიფარე თავზე და ახლა იმ ხელზე დამარტყა ის სკამი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია