პოპულარულ გამოცემა "Metro"-სთვის გადაღებული სურათების შემდეგ, მამა რობი თითქმის ნაციონალურ გმირად იქცა. კრიტიკაზე პასუხად, მას პეტრე მოციქულის სიტყვები მოჰყავს: "იყავი ელინებისთვის ელინი".
მამა რობი თვლის, რომ სწორედ ღვთისმსახური უნდა იყოს ხალხთან განსაკუთრებით ახლოს. მისი თქმით, დასაშვებია გადაიღო სურათი შიშველი ტორსით, თუკი შენი ტატუები ან სხეული ვინმეს რწმენისკენ შემოაბრუნებს, ან გაისეირნო სქეიდ-ბორდით, თუ ეს ვინმეს ყურადღებას მიიპყრობს. მოძღვარი, რომლის სხეული სხვადასხვა ტატუებითაა დაფარული, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის მრევლში იწვევს აღფრთოვანებას.