პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი გაჩეჩილაძე: ''სალომე ჭაჭუამ ქორეოგრაფების წასვლის შემდეგ თავისი კომპოზიცია თავად დადგა''
გიგი გაჩეჩილაძე: ''სალომე ჭაჭუამ ქორეოგრაფების წასვლის შემდეგ თავისი კომპოზიცია თავად დადგა''

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" უკ­რა­ი­ნე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბის წას­ვლის შემ­დეგ მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი თა­ვი­ანთ ნომ­რებ­ზე თვი­თონ მუ­შა­ო­ბენ, ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი კი გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ შეც­ვა­ლა. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ ცვლი­ლე­ბით მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი არ არი­ან. შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, რა მოხ­და პრო­ექ­ტში და გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვით მივ­მარ­თეთ.

- გიგი, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" აქ­ტი­უ­რად ხარ ჩარ­თუ­ლი. ალ­ბათ, იცი, რა­ტომ და­ტო­ვეს უკ­რა­ი­ნელ­მა ქო­რე­ოგ­რა­ფებ­მა შოუ.

- პრო­ექ­ტში თა­ვი­დან­ვე ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი, ჯერ რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვე და მერე ჩემს მო­ცეკ­ვა­ვე­ებს ვეხ­მა­რე­ბო­დი. სპორ­ტუ­ლი ცეკ­ვე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ვარ და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ, რომ პრო­ექ­ტი კარ­გი გა­მო­ვი­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ქო­რეო-გრა­ფე­ბის წას­ვლას, არა­ფე­რი ვიცი. არ ვე­რე­ვი იმ სა­კი­თხებ­ში, რომ­ლე­ბიც მე არ მე­ხე­ბა.

- ცნო­ბი­ლია, რომ პრო­ექ­ტის ქო­რე­ოგ­რა­ფი შენ გახ­დი.

- ვეხ­მა­რე­ბი პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ შოუ კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. ჯერ­ჯე­რო­ბით მე არ ვარ ოფი­ცი­ა­ლუ­რად პრო­ექ­ტის ქო­რე­ოგ­რა­ფი.

- ისიც და­ი­წე­რა, თით­ქოს მო­ცეკ­ვე­ე­ბი შენს ახ­სნილს ვერ იგე­ბენ და უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან.

- ბოლო ტუ­რის მა­ყუ­რე­ბე­ლი მიხ­ვდე­ბო­და, რომ ეს კო­მენ­ტა­რი სი­სუ­ლე­ლეს­თან ახ­ლო­საა. თუ და­ა­კონ­კრე­ტე­ბენ, რო­მე­ლი ვერ იგებს, შე­ვეც­დე­ბი, უფრო კარ­გად გა­ვა­გე­ბი­ნო.

- პი­რად სა­უბ­რებ­ში არა­ვის გა­მო­უთ­ქვამს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რომ რა­ი­მე ვერ გა­ი­გო?

- რა თქმა უნდა, პირ­ვე­ლი­ვე სე­ზო­ნი­დან მო­წო­ნე­ბა-არ­მო­წო­ნე­ბის თემა სულ იყო. ჩემი შო­უ­ში ჩარ­თვა პირ­ვე­ლი სე­ზო­ნე­ბის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ მო­ცეკ­ვა­ვე­ებს სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვაძ­ლევ. პრო­ექ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ნა­ყარ-ნუ­ყა­რი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი არი­ან, ანუ ოდეს­ღაც ფეხი რომ გა­უქ­ნე­ვი­ათ, ჩვენ­თან კი - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და მათ სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვაძ­ლევ, რომ თა­ვი­ან­თი ვა­რი­ან­ტე­ბი შე­მომ­თა­ვა­ზონ. არ მინ­და, ვინ­მემ ისე გა­ი­გოს, რომ ყვე­ლამ თა­ვი­სი გა­ა­კე­თა და არა­ვინ აკონ­ტრო­ლებს. არა­ვის არ მი­უ­ტო­ვე­ბია არც ერთი მო­ცეკ­ვა­ვე და ვარ­სკვლა­ვი.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ანა­ლო­გი­ურ უცხო­ურ პრო­ექ­ტში მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი თა­ვად დგა­მენ ცეკ­ვებს.

- რო­დე­საც პრო­ექ­ტში ვცეკ­ვავ­დი, ამის­თვის ვიბ­რძო­დი. მო­მა­ვალ­ში ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ასეც იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ამას­თან შეჩ­ვე­ვა გვჭირ­დე­ბა. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბის დად­გმე­ბის­გან მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის დად­გმულ ცეკ­ვებ­ზე გა­დას­ვლა შო­უს­თვის და ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. მაგ­რამ ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ უცხო­ურ პრო­ექ­ტებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად არის ერთი ქო­რე­ოგ­რა­ფი, რო­მე­ლიც დად­გმულ ცეკ­ვებს ამოწ­მებს და წყვეტს, ღირს თუ არა მათი სცე­ნა­ზე გა­ტა­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

გიგი გაჩეჩილაძე: ''სალომე ჭაჭუამ ქორეოგრაფების წასვლის შემდეგ თავისი კომპოზიცია თავად დადგა''

გიგი გაჩეჩილაძე: ''სალომე ჭაჭუამ ქორეოგრაფების წასვლის შემდეგ თავისი კომპოზიცია თავად დადგა''

''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' უკრაინელი ქორეოგრაფების წასვლის შემდეგ მოცეკვავეები თავიანთ ნომრებზე თვითონ მუშაობენ, ქორეოგრაფები კი გიგი გაჩეჩილაძემ შეცვალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ცვლილებით მოცეკვავეები კმაყოფილები არ არიან. შევეცადეთ გაგვერკვია, რა მოხდა პროექტში და გიგი გაჩეჩილაძეს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

- გიგი, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' აქტიურად ხარ ჩართული. ალბათ, იცი, რატომ დატოვეს უკრაინელმა ქორეოგრაფებმა შოუ.

- პროექტში თავიდანვე ჩართული ვიყავი, ჯერ როგორც მოცეკვავე და მერე ჩემს მოცეკვავეებს ვეხმარებოდი. სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი ვარ და რასაკვირველია, დაინტერესებული ვარ, რომ პროექტი კარგი გამოვიდეს. რაც შეეხება ქორეო-გრაფების წასვლას, არაფერი ვიცი. არ ვერევი იმ საკითხებში, რომლებიც მე არ მეხება.

- ცნობილია, რომ პროექტის ქორეოგრაფი შენ გახდი.

- ვეხმარები პროექტის მონაწილეებს, რომ შოუ კარგი და საინტერესო იყოს. ჯერჯერობით მე არ ვარ ოფიციალურად პროექტის ქორეოგრაფი.

- ისიც დაიწერა, თითქოს მოცეკვეები შენს ახსნილს ვერ იგებენ და უკმაყოფილოები არიან.

- ბოლო ტურის მაყურებელი მიხვდებოდა, რომ ეს კომენტარი სისულელესთან ახლოსაა. თუ დააკონკრეტებენ, რომელი ვერ იგებს, შევეცდები, უფრო კარგად გავაგებინო.

- პირად საუბრებში არავის გამოუთქვამს უკმაყოფილება, რომ რაიმე ვერ გაიგო?

- რა თქმა უნდა, პირველივე სეზონიდან მოწონება-არმოწონების თემა სულ იყო. ჩემი შოუში ჩართვა პირველი სეზონებისგან იმით განსხვავდება, რომ მოცეკვავეებს სრულ თავისუფლებას ვაძლევ. პროექტში საქართველოს საუკეთესო მოცეკვავეები მონაწილეობენ. ზოგიერთ ქვეყანაში ნაყარ-ნუყარი მოცეკვავეები არიან, ანუ ოდესღაც ფეხი რომ გაუქნევიათ, ჩვენთან კი - პროფესიონალები და მათ სრულ თავისუფლებას ვაძლევ, რომ თავიანთი ვარიანტები შემომთავაზონ. არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ ყველამ თავისი გააკეთა და არავინ აკონტროლებს. არავის არ მიუტოვებია არც ერთი მოცეკვავე და ვარსკვლავი.

- როგორც ცნობილია, ანალოგიურ უცხოურ პროექტში მოცეკვავეები თავად დგამენ ცეკვებს.

- როდესაც პროექტში ვცეკვავდი, ამისთვის ვიბრძოდი. მომავალში ვიმედოვნებ, რომ ასეც იქნება, თუმცა ჯერჯერობით ამასთან შეჩვევა გვჭირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ქორეოგრაფების დადგმებისგან მოცეკვავეების დადგმულ ცეკვებზე გადასვლა შოუსთვის და ყველასთვის ძალიან კარგი იქნება. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უცხოურ პროექტებში აუცილებლად არის ერთი ქორეოგრაფი, რომელიც დადგმულ ცეკვებს ამოწმებს და წყვეტს, ღირს თუ არა მათი სცენაზე გატანა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება