პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს ირაკლი ალასანია - თავდაცვის ყოფილი მინისტრის დეკლარირებული შემოსავლები
რა ქონებას ფლობს ირაკლი ალასანია - თავდაცვის ყოფილი მინისტრის დეკლარირებული შემოსავლები

ირაკ­ლი ალა­სა­ნია დღეს უკვე თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრია. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გუ­შინ გა­და­ა­ყე­ნა. ალა­სა­ნია წლე­ბია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­შია და ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ სა­ხედ ით­ვლე­ბა. იყო დრო, როცა ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, რის შემ­დე­გაც თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. ჰყავს ორი შვი­ლი, ნიკა და ეკა­ტე­რი­ნე ალა­სა­ნი­ე­ბი. ნიკა ალა­სა­ნია რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჯარ­ში წა­ვი­და, ეკა კი სტუ­დენ­ტია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ქა­ლიშ­ვი­ლი მა­მას ძა­ლი­ან ჰგავს.

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­შიც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, თუმ­ცა ამ მხრივ სკან­დალ­ში მხო­ლოდ ერთხელ აღ­მოჩ­ნდა, რო­დე­საც მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არა რო­მე­ლი­მე ტაბ­ლო­იდ­მა, არა­მედ იმ დრო­ინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ასო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტის წი­ნა­შე ისა­უბ­რა.

Ambebi.ge ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ით და­ინ­ტე­რეს­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი ქო­ნე­ბა არ არის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. რო­გორც მი­ნის­ტრის დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია ასა­ხუ­ლი, მას აქვს სახ­ლი ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 142 კვად­რა­ტულ მეტრს შე­ად­გენს, ავ­ტო­ფა­რე­ხი და არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი, რო­მელ­თა 100 პრო­ცენ­ტი­ა­ნი მფლო­ბე­ლი მისი მე­უღ­ლე ნა­თია ფან­ჯი­კი­ძეა.

რო­გორც ალა­სა­ნი­ას დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, მას ავ­ტო­მო­ბი­ლიც კი არ ჰყავს. ერ­თა­დერ­თი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თი, რო­მე­ლიც ალა­სა­ნი­ას აქვს, 5000 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ნა­დი­რო თო­ფია, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა უსახ­სოვ­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა მის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს, მის სა­კუთ­რე­ბა­შია 12 000 ლარი და 5 000 დო­ლა­რი. თუ 2013 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ით ვიმ­სჯე­ლებთ, ერთი წლის მან­ძილ­ზე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე მუ­შა­ო­ბი­სას, მას ხელ­ფა­სის სა­ხით აღე­ბუ­ლი აქვს 9811.96 ლარი. მის მე­უღ­ლეს, ნა­თია ფან­ჯი­კი­ძეს კი 11447 ლარი. ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრში "მენ­ტალ­ვი­ტა­ში" მუ­შა­ობს. ასე­ვე, აქვს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრი "კა­მა­რა", სა­დაც თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია და წა­მალ­და­მო­კი­დე­ბულ პი­რებს უსას­ყიდ­ლოდ ეხ­მა­რე­ბა ნარ­კო­მა­ნი­ის დაძ­ლე­ვა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ცნო­ბებს ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას შე­სა­ხებ, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს ომის თე­მა­ზე და­წე­რი­ლი წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მუდ­მი­ვად იძენს. ასე­ვე, ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი აგ­რო­ვებს ხან­ჯლებს, და­ნებს და ვერ­ტმფრე­ნე­ბის მა­კე­ტებს. რო­გორც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­ნამ ალა­სა­ნი­ე­ბის ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში წა­ვი­დო­და, დო­ლი­ძე­ზე ე.წ. ხრუშ­ჩოვ­კებ­ში ცხოვ­რობ­დნენ, ახა­ლი სახ­ლი კი ამე­რი­კა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში შე­ი­ძი­ნეს, ამ­ბობს, რომ კარ­გად ვერ და­აპ­რო­ექ­ტა ბინა, ამი­ტომ მის ვა­ჟიშ­ვილს, ნიკა ალა­სა­ნი­ას მი­სა­ღებ­ში და­ძი­ნე­ბა უწევს, რად­გან სა­კუ­თა­რი ოთა­ხი არ აქვს.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძემ სახ­ლის ფე­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სას სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით იხელ­მძღვა­ნე­ლა და ფე­რე­ბი შე­სა­ბა­მი­სად შე­არ­ჩია. ალა­სა­ნი­ებს სახ­ლში პა­ტა­რა ბა­ღიც აქვთ გა­შე­ნე­ბუ­ლი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა ქონებას ფლობს ირაკლი ალასანია - თავდაცვის ყოფილი მინისტრის დეკლარირებული შემოსავლები

რა ქონებას ფლობს ირაკლი ალასანია - თავდაცვის ყოფილი მინისტრის დეკლარირებული შემოსავლები

ირაკლი ალასანია დღეს უკვე თავდაცვის ყოფილი მინისტრია. პრემიერ-მინისტრმა დაკავებული თანამდებობიდან გუშინ გადააყენა. ალასანია წლებია ქართულ პოლიტიკაშია და ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ ითვლება. იყო დრო, როცა ამერიკაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდა. ჰყავს ორი შვილი, ნიკა და ეკატერინე ალასანიები. ნიკა ალასანია რამდენიმე თვის წინ ჯარში წავიდა, ეკა კი სტუდენტია. როგორც ამბობენ, ქალიშვილი მამას ძალიან ჰგავს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი სუსტი სქესის წარმომადგენლებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ამ მხრივ სკანდალში მხოლოდ ერთხელ აღმოჩნდა, როდესაც მის პირად ცხოვრებაზე არა რომელიმე ტაბლოიდმა, არამედ იმ დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ასობით ჟურნალისტის წინაშე ისაუბრა.

Ambebi.ge ირაკლი ალასანიას ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ მისი ქონება არ არის მრავალფეროვანი. როგორც მინისტრის დეკლარაციაშია ასახული, მას აქვს სახლი ამაღლების ქუჩაზე, რომელიც 142 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ავტოფარეხი და არასაცხოვრებელი ფართი, რომელთა 100 პროცენტიანი მფლობელი მისი მეუღლე ნათია ფანჯიკიძეა.

როგორც ალასანიას დეკლარაციიდან ირკვევა, მას ავტომობილიც კი არ ჰყავს. ერთადერთი ძვირადღირებული ნივთი, რომელიც ალასანიას აქვს, 5000 დოლარად შეფასებული სანადირო თოფია, რომელიც სომხეთის თავდაცვის მინისტრმა უსახსოვრა.

რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, მის საკუთრებაშია 12 000 ლარი და 5 000 დოლარი. თუ 2013 წელს შევსებული დეკლარაციით ვიმსჯელებთ, ერთი წლის მანძილზე თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობისას, მას ხელფასის სახით აღებული აქვს 9811.96 ლარი. მის მეუღლეს, ნათია ფანჯიკიძეს კი 11447 ლარი. ნათია ფანჯიკიძე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ცენტრში "მენტალვიტაში" მუშაობს. ასევე, აქვს სარეაბილიტაციო ცენტრი "კამარა", სადაც თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელია და წამალდამოკიდებულ პირებს უსასყიდლოდ ეხმარება ნარკომანიის დაძლევაში.

რაც შეეხება არაოფიციალურ ცნობებს ირაკლი ალასანიას შესახებ, მას განსაკუთრებულად უყვარს ომის თემაზე დაწერილი წიგნები, რომლებსაც მუდმივად იძენს. ასევე, ყოფილი მინისტრი აგროვებს ხანჯლებს, დანებს და ვერტმფრენების მაკეტებს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, სანამ ალასანიების ოჯახი საცხოვრებლად ამერიკაში წავიდოდა, დოლიძეზე ე.წ. ხრუშჩოვკებში ცხოვრობდნენ, ახალი სახლი კი ამერიკაში ყოფნის პერიოდში შეიძინეს, ამბობს, რომ კარგად ვერ დააპროექტა ბინა, ამიტომ მის ვაჟიშვილს, ნიკა ალასანიას მისაღებში დაძინება უწევს, რადგან საკუთარი ოთახი არ აქვს.

ნათია ფანჯიკიძემ სახლის ფერების შერჩევისას საკუთარი პროფესიით იხელმძღვანელა და ფერები შესაბამისად შეარჩია. ალასანიებს სახლში პატარა ბაღიც აქვთ გაშენებული.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"