საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი დაბრუნება ანუ რაზე ოცნებობენ "ნაციონალები"
დიდი დაბრუნება ანუ რაზე ოცნებობენ "ნაციონალები"

მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ბლო­გი

2016 წლის 01 ოქ­ტომ­ბე­რი. თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი.

ვა­შინგტო­ნი-თბი­ლი­სის ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით ჩა­მოფ­რე­ნი­ლი თვითმფრი­ნა­ვი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნას ელო­დე­ბი­ან. თვითმფრი­ნა­ვის ტრა­პთან უამ­რა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტია შეკ­რე­ბი­ლი. ყვე­ლა­ზე წინ რუს­თა­ვი 2-ის მიკრო­ფო­ნით ხელ­ში ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი დგას და ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­თან მი­ჯაჭ­ვულ მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბელს მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ პირ­და­პირ ეთერ­ში აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას:

-მაშ ასე, თვითმფრი­ნა­ვი ვა­შინგტო­ნი­დან ეს წუ­თია და­ეშ­ვა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში და ჩვენ ვე­ლო­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის (ნა­ნუ­კამ იცის, რომ მო­ცე­მულ მო­მენ­ტში სწო­რედ ასე უნდა თქვას) მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნას. აე­რო­პორ­ტის ცენ­ტრა­ლურ გა­სას­ვლელ­თან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნია შეკ­რე­ბი­ლი. თქვენ ალ­ბათ გეს­მით მათი შე­ძა­ხი­ლე­ბი: მიშა, მიშა!!! რო­გორც იქნა მოხ­და ის, რა­საც მთე­ლი ოთხი წე­ლი­წა­დი ელო­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და რუ­თა­ვი 2, ისე­ვე რო­გორც 2003 წელს, დღე­საც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხალ­ხის ტე­ლე­ვი­ზი­აა.

და აი, მე მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თბი­ლის­ში მოვ­ლე­ნე­ბი ელ­ვის სის­წრა­ფით ვი­თარ­დე­ბა. და­უ­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი­დან კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით სა­ქარ­თვე­ლო უკვე და­ტო­ვა. ქვე­ყა­ნა ასე­ვე და­ტო­ვეს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და მის­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა. უც­ნო­ბია, სად იმ­ყო­ფე­ბი­ან ყო­ფი­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი გი­ორ­გი ვოლ­სკი და ეკა ბე­სე­ლია. ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია. და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი არი­ან ასე­ვე სხვა ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი. ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი ახ­ლა­დარ­ჩე­ულ პარ­ლა­მენტს სას­წრა­ფოდ შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. პრე­ზი­დენ­ტი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ვერ ხე­დავს და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ და­პი­რის­პი­რე­ბულ ძა­ლებს ეყო­ფათ გო­ნი­ე­რე­ბა და შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წე­ვენ, რათა კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ. პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის­ვე სა­გან­გე­ბო შე­წყა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ ბაჩო ახა­ლია, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და გიგი უგუ­ლა­ვა, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ახლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შე­სახ­ვედ­რად მო­ე­მარ­თე­ბი­ან.

ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სხვა­დას­ხვა რა­დი­კა­ლურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბებ­მა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი რე­ჟი­მის დაბ­რუ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხალ­ხს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ­ბო­ხის­კენ მო­უ­წო­დეს. შე­იქ­მნა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბა, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რე­დაც ირმა ინაშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი თბი­ლის­ში პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ იკ­რი­ბე­ბი­ან და აცხა­დე­ბენ, რომ არ და­უშ­ვე­ბენ არ­ჩე­ვე­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის გზით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბას და რომ ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე უნი­ა­თო ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე არ გა­ა­სა­მარ­თლა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა, რო­გორც პირ­სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მი. პარ­ლა­მენ­ტის წინ იკ­რი­ბე­ბი­ან ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი. ირმა ინაშ­ვი­ლი ხალ­ხს სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­დებს და მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს ილია მე­ო­რეს, აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­რი­ოს შექ­მნილ დრა­მა­ტულ ვი­თა­რე­ბა­ში. მისი გან­ცხა­დე­ბით, ამ გა­დამ­წყვეტ ჟამს ქვეყ­ნის ხსნა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის­გან მხო­ლოდ პატ­რი­არ­ქს შე­უძ­ლია.

და აი, მე მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი მზად არის. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნა­ტორ­თან ჯონ მა­კ­კე­ინ­თან და სხვა რამ­დე­ნი­მე კონ­გრეს­მენ­თან ერ­თად ტრაპ­ზე ეშ­ვე­ბა. ჩვენ ეხლა შე­ვეც­დე­ბით ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ავი­ღოთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის­გან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

დიდი დაბრუნება ანუ რაზე ოცნებობენ "ნაციონალები"

დიდი დაბრუნება ანუ რაზე ოცნებობენ "ნაციონალები"

მოდელირებული ბლოგი

2016 წლის 01 ოქტომბერი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.

ვაშინგტონი-თბილისის ჩარტერული რეისით ჩამოფრენილი თვითმფრინავიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას ელოდებიან. თვითმფრინავის ტრაპთან უამრავი ჟურნალისტია შეკრებილი. ყველაზე წინ რუსთავი 2-ის მიკროფონით ხელში ნანუკა ჟორჟოლიანი დგას და ტელეეკრანებთან მიჯაჭვულ მილიონობით მაყურებელს მოვლენების განვითარების შესახებ პირდაპირ ეთერში აწვდის ინფორმაციას:

-მაშ ასე, თვითმფრინავი ვაშინგტონიდან ეს წუთია დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ჩვენ ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის (ნანუკამ იცის, რომ მოცემულ მომენტში სწორედ ასე უნდა თქვას) მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას. აეროპორტის ცენტრალურ გასასვლელთან ათასობით ადამიანია შეკრებილი. თქვენ ალბათ გესმით მათი შეძახილები: მიშა, მიშა!!! როგორც იქნა მოხდა ის, რასაც მთელი ოთხი წელიწადი ელოდა ქართველი ხალხი და რუთავი 2, ისევე როგორც 2003 წელს, დღესაც გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაა.

და აი, მე მეუბნებიან, რომ თბილისში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. დაუზუსტებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის აეროპორტიდან კერძო თვითმფრინავით საქართველო უკვე დატოვა. ქვეყანა ასევე დატოვეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახის წევრებმა. უცნობია, სად იმყოფებიან ყოფილი უმრავლესობის წევრები გიორგი ვოლსკი და ეკა ბესელია. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაპატიმრებულია. დაპატიმრებული არიან ასევე სხვა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები. ქვეყანაში დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მობილიზებულია სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფები. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ახლადარჩეულ პარლამენტს სასწრაფოდ შეკრებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს და იმედს გამოთქვამს, რომ დაპირისპირებულ ძალებს ეყოფათ გონიერება და შეთანხმებას მიაღწევენ, რათა კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ. პრეზიდენტ მარგველაშვილისვე საგანგებო შეწყალების საფუძველზე ციხიდან გათავისუფლდნენ ბაჩო ახალია, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა, რომლებიც სწორედ ახლა მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მოემართებიან.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა რადიკალურმა დაჯგუფებებმა ნაციონალური რეჟიმის დაბრუნების წინააღმდეგ ხალხს შეიარაღებული ამბოხისკენ მოუწოდეს. შეიქმნა ალტერნატიული, დროებითი მთავრობა, რომლის თავმჯდომარედაც ირმა ინაშვილი აირჩიეს. ჩვენს ხელთ არსებული ცნობებით თვითგამოცხადებული მთავრობის მხარდამჭერები თბილისში პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ არჩევენების გაყალბების გზით მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას და რომ ყველაფერში დამნაშავე უნიათო ოცნების ხელისუფლებაა, რომელმაც თავის დროზე არ გაასამართლა ნაციონალური მოძრაობა, როგორც პირსისხლიანი რეჟიმი. პარლამენტის წინ იკრიბებიან ყოფილი პოლიტპატიმრები და სასულიერო პირები. ირმა ინაშვილი ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და მიმართავს საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, აქტიურად ჩაერიოს შექმნილ დრამატულ ვითარებაში. მისი განცხადებით, ამ გადამწყვეტ ჟამს ქვეყნის ხსნა სამოქალაქო დაპირისპირებისგან მხოლოდ პატრიარქს შეუძლია.

და აი, მე მეუბნებიან, რომ ყველაფერი მზად არის. მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან ჯონ მაკკეინთან და სხვა რამდენიმე კონგრესმენთან ერთად ტრაპზე ეშვება. ჩვენ ეხლა შევეცდებით ექსკლუზიური ინტერვიუ ავიღოთ საქართველოს პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია