საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქია საქართველოში - უახლესი მონაცემები მოვლენათა ეპიცენტრიდან (+ფოტორეპორტაჟი)
სტიქია საქართველოში - უახლესი მონაცემები მოვლენათა ეპიცენტრიდან (+ფოტორეპორტაჟი)

ქუ­თა­ი­სი-აპა­ნას გზის 25-ე კი­ლო­მეტრზე, წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჟო­ნეთ­ში წვი­მე­ბის შე­დე­გად ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე რი­ონ­მა გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი და­ფა­რა.

დატ­ბო­რი­ლია გზის სა­მა­ს­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი. წყალ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლია ერთი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი. ტრან­სპორ­ტში მყო­ფი მგზავ­რე­ბი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი არი­ან. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­დაყ­ვა­ნას ცდი­ლო­ბენ.

სო­ფელ ჟო­ნეთ­ში წყალ­მა სახ­ლე­ბის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლე­ბიც დატ­ბო­რა. მო­სახ­ლე­ო­ბის გან­ცხა­დე­ბით, მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია ყო­ველ წე­ლი­წადს ხდე­ბა. ისი­ნი დახ­მა­რე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთხო­ვენ.

ამას­თან, წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბი, ჟო­ნე­თი და ოფურ­ჩხე­თი გარე სამ­ყა­როს მო­წყდა. ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე რი­ონ­მა გად­მო­ლა­ხა კა­ლა­პო­ტი, რის გა­მოც 300 მეტ­რის მან­ძილ­ზე ამ ორი სოფ­ლის მი­სას­ვლე­ლი გზა მთლი­ა­ნად და­ზი­ან­და.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმე­რე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან და მაშ­ვე­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბა სამ­შვი­დო­ბო­ზე ნა­ვე­ბით გად­მოჰ­ყავთ.

გარ­და ამი­სა, მდი­ნა­რე ხო­ბის­წყლის ადი­დე­ბის შე­დე­გად, ჩხო­რო­წყუ-ზუგ­დი­დის ცენ­ტრა­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. წყალ­მა წა­ი­ღო სოფ­ლე­ბის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დე­ბი და ელექტრო­ბო­ძე­ბი, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე სო­ფელს ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია სი­მინ­დის ყა­ნე­ბი და ხე­ხი­ლი.

"გა­და­უ­ღე­ბე­ლი კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მე­ბის შე­დე­გად ადიდ­და მდი­ნა­რე­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, ხო­ბის­წყა­ლი, რო­მელ­მაც დატ­ბო­რა ნა­თე­სი ყა­ნე­ბი, თხილ­ნა­რე­ბი, ასე­ვე გა­არ­ღვია ჯე­ბი­რე­ბი და მი­წაყ­რი­ლე­ბი. ძი­რი­თა­დი ზი­ა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და ჩხო­რო­წყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მა და­ვით გო­გუ­ამ.

სტი­ქია მძვინ­ვა­რებს აჭა­რის რე­გი­ონ­შიც. შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე 5 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი და ძლი­ე­რი ქარი და­ფიქ­სირ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აჭა­რის სა­გან­გე­ბო და გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრის უფ­როს­მა მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ძლი­ე­რი ღელ­ვის შე­დე­გად ბა­თუ­მის ახა­ლი ბულ­ვა­რის სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კებ­ზე მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ნა­ტა­ნია ამოყ­რი­ლი. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, უა­მინ­დო­ბას ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის პრობ­ლე­მე­ბი არ შე­უქ­მნია.

"5 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი ფიქ­სირ­დე­ბა დი­ლის 06:00 სა­ა­თის შემ­დეგ. შტორ­მი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა სა­ღა­მომ­დე, შემ­დეგ კი და­იკ­ლებს. ბა­თუ­მის ახალ ბულ­ვარ­ში მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ნა­ტა­ნია ამოყ­რი­ლი. ქა­რის სიჩ­ქა­რე 18-20 მეტრ წამ­ში ფიქ­სირ­დე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, უა­მინ­დო­ბის შე­დე­გად ქე­და­ში, სო­ფელ ზვა­რეს­თან მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა და გზა ჩა­კე­ტა. მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­მე­წყრილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე ჩა­ტარ­და და მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ნი­ლია.

ქე­და­ში, სო­ფელ დო­ლო­გა­ნის მო­ნაკ­ვეთ­ზე, მდი­ნა­რემ ცენ­ტრა­ლურ გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი და­ა­ზი­ა­ნა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ქე­დის გამ­გე­ბელ­მა და­ვით დუმ­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ადი­დე­ბულ­მა აჭა­რის­წყალ­მა ცენ­ტრა­ლურ გზას ძირი გა­მო­ა­ცა­ლა. მი­სი­ვე თქნმით, დო­ლო­გა­ნის მო­ნაკ­ვეთ­ზე ას­ფალ­ტის ნა­წი­ლი გზის თეთრ გამ­ყოფ ზო­ლამ­დეა ჩა­ხეთ­ქი­ლი.

"მდი­ნა­რემ ცეტ­რა­ლურ გზას ძირი გა­მო­ა­ცა­ლა, გზის ნა­ხე­ვარ­ზე მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია, გა­და­ად­გი­ლე­ბა ცალ­მხრი­ვად შე­საძ­ლე­ბე­ლია, სი­ტუ­ა­ცი­ას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ. ამ დო­ნემ­დე ადი­დე­ბუ­ლი აჭა­რის­წყა­ლი დიდი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს", - აღ­ნიშ­ნა და­ვით დუმ­ბა­ძემ.

აჭა­რის სა­გან­გე­ბო და გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრის უფ­რო­სის მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, დო­ლო­გან­ში საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს ელო­დე­ბი­ან. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა აიკ­რძა­ლოს.

ქო­ბუ­ლეთ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე და ჩო­ლო­ქ­ში ძლი­ერ­მა ქარ­მა ხე­ე­ბი მოგ­ლი­ჯა. რო­გორც ქო­ბუ­ლე­თის გამ­გე­ბელ­მა სულ­ხან ევ­გე­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ძე ხის მოგ­ლე­ჯის შე­დე­გად ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ბო­ძე­ბი და­ზი­ან­და, რის გა­მოც ქო­ბუ­ლე­თის ცენ­ტრს ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ძლი­ე­რი ქა­რის დროს ჩო­ლო­ქ­ში ხე წა­იქ­ცა და თურ­ქე­ბის ტრა­ი­ლერს და­ე­ცა.

"რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე წა­იქ­ცა ხე, რა­მაც მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო­ბო­ძე­ბი და­ა­ზი­ა­ნა. ქო­ბუ­ლე­თის ცენ­ტრს ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა, "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია" მუ­შა­ობს ხა­ზე­ბის აღ­დგე­ნა­ზე. ამ დი­ლით ჩო­ლო­ქ­ში ერთი ხე წა­იქ­ცა და და­ე­ცა თურ­ქე­ბის ტრა­ი­ლეს. შემ­თხე­ვე­ვის შე­დე­გად გზა იყო გა­და­კე­ტი­ლი, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ნი­ლია", - აღ­ნიშ­ნა სულ­ხან ევ­გე­ნი­ძემ. მი­სი­ვე თქმით, ძლი­ერ ქარს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის პრობ­ლე­მე­ბი არ შე­უქ­მნია.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

რა­ტომ ვხვდე­ბით მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბებს და რა­ტომ არ ხდე­ბა მათი ეფექ­ტუ­რი მარ­თვა სა­ქარ­თვე­ლო­ში

რუბრიკის სხვა სიახლეები

სტიქია საქართველოში - უახლესი მონაცემები მოვლენათა ეპიცენტრიდან (+ფოტორეპორტაჟი)

სტიქია საქართველოში - უახლესი მონაცემები მოვლენათა ეპიცენტრიდან (+ფოტორეპორტაჟი)

ქუთაისი-აპანას გზის 25-ე კილომეტრზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა გზის სავალი ნაწილი დაფარა.

დატბორილია გზის სამასმეტრიანი მონაკვეთი. წყალში ჩარჩენილია ერთი მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი. ტრანსპორტში მყოფი მგზავრები ევაკუირებული არიან. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ავტომანქანების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ცდილობენ.

სოფელ ჟონეთში წყალმა სახლების პირველი სართულებიც დატბორა. მოსახლეობის განცხადებით, მსგავსი სიტუაცია ყოველ წელიწადს ხდება. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

ამასთან, წყალდიდობის შედეგად წყალტუბოს რაიონის სოფლები, ჟონეთი და ოფურჩხეთი გარე სამყაროს მოწყდა. ადიდებულმა მდინარე რიონმა გადმოლახა კალაპოტი, რის გამოც 300 მეტრის მანძილზე ამ ორი სოფლის მისასვლელი გზა მთლიანად დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და მაშველებს მოსახლეობა სამშვიდობოზე ნავებით გადმოჰყავთ.

გარდა ამისა, მდინარე ხობისწყლის ადიდების შედეგად, ჩხოროწყუ-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი პარალიზებულია. წყალმა წაიღო სოფლების დამაკავშირებელი ხიდები და ელექტრობოძები, რის გამოც რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. განადგურებულია სიმინდის ყანები და ხეხილი.

"გადაუღებელი კოკისპირული წვიმების შედეგად ადიდდა მდინარეები, ძირითადად, ხობისწყალი, რომელმაც დატბორა ნათესი ყანები, თხილნარები, ასევე გაარღვია ჯებირები და მიწაყრილები. ძირითადი ზიანი ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს", - განაცხადა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით გოგუამ.

სტიქია მძვინვარებს აჭარის რეგიონშიც. შავი ზღვის სანაპიროებზე 5 ბალიანი შტორმი და ძლიერი ქარი დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ძლიერი ღელვის შედეგად ბათუმის ახალი ბულვარის საფეხმავლო ბილიკებზე მცირე რაოდენობით ნატანია ამოყრილი. მისივე განმარტებით, უამინდობას ქალაქის მასშტაბით მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

"5 ბალიანი შტორმი ფიქსირდება დილის 06:00 საათის შემდეგ. შტორმი შენარჩუნდება საღამომდე, შემდეგ კი დაიკლებს. ბათუმის ახალ ბულვარში მცირე რაოდენობით ნატანია ამოყრილი. ქარის სიჩქარე 18-20 მეტრ წამში ფიქსირდებოდა", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

მისივე თქმით, უამინდობის შედეგად ქედაში, სოფელ ზვარესთან მეწყერი ჩამოწვა და გზა ჩაკეტა. მამუკა თურმანიძის განცხადებით, დამეწყრილ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩატარდა და მოძრაობა აღდგენილია.

ქედაში, სოფელ დოლოგანის მონაკვეთზე, მდინარემ ცენტრალურ გზის სავალი ნაწილი დააზიანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ განუცხადა, ადიდებულმა აჭარისწყალმა ცენტრალურ გზას ძირი გამოაცალა. მისივე თქნმით, დოლოგანის მონაკვეთზე ასფალტის ნაწილი გზის თეთრ გამყოფ ზოლამდეა ჩახეთქილი.

"მდინარემ ცეტრალურ გზას ძირი გამოაცალა, გზის ნახევარზე მოძრაობა აკრძალულია, გადაადგილება ცალმხრივად შესაძლებელია, სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ. ამ დონემდე ადიდებული აჭარისწყალი დიდი ხანია არ მინახავს", - აღნიშნა დავით დუმბაძემ.

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსის მამუკა თურმანიძის განმარტებით, დოლოგანში საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ელოდებიან. მისივე თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, შესაძლოა, სატვირთო ავტომობილების გადაადგილება აიკრძალოს.

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე და ჩოლოქში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. როგორც ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განაცხადა, რუსთაველის ქუჩაძე ხის მოგლეჯის შედეგად ელექტროგადამცემი ბოძები დაზიანდა, რის გამოც ქობულეთის ცენტრს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მისივე თქმით, ძლიერი ქარის დროს ჩოლოქში ხე წაიქცა და თურქების ტრაილერს დაეცა.

"რუსთაველის ქუჩაზე წაიქცა ხე, რამაც მაღალი ძაბვის ელექტრობოძები დააზიანა. ქობულეთის ცენტრს ელექტროენერგია არ მიეწოდება, "ენერგო-პრო ჯორჯია" მუშაობს ხაზების აღდგენაზე. ამ დილით ჩოლოქში ერთი ხე წაიქცა და დაეცა თურქების ტრაილეს. შემთხევევის შედეგად გზა იყო გადაკეტილი, თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია", - აღნიშნა სულხან ევგენიძემ. მისივე თქმით, ძლიერ ქარს მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ ვხვდებით მოუმზადებელი სტიქიურ უბედურებებს და რატომ არ ხდება მათი ეფექტური მართვა საქართველოში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია