პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
63 წლის ქართლელი მამაკაცების დაპირისპირება ეჭვიანობის ნიადაგზე - ცემა-ტყეპა წალდით და ნიჩბით
63 წლის ქართლელი მამაკაცების დაპირისპირება ეჭვიანობის ნიადაგზე - ცემა-ტყეპა წალდით და ნიჩბით

"მო­ვი­ხე­დე უკან და და­ვი­ნა­ხე, რომ ნი­ჩაბს მარ­ტყამ­და, ხელი და­ვუხ­ვედ­რე და გა­მეჭ­რა. მე ხელ­ში წალ­დი მე­ჭი­რა. ეს ხელი და­მი­ჭი­რა და თა­ვი­სი მე­ო­რე ხე­ლით სა­ხე­ში მირ­ტყამ­და. იმ­დე­ნი მო­ვა­ხერ­ხე, რომ მეც და­ვარ­ტყი და მას კი თავი გა­უ­ტყდა" - შიდა ქარ­თლის რე­გი­ო­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი და ყო­ფი­ლი მე­გობ­რე­ბი, ფრი­დონ ბ. და ავ­თან­დილ ვ. (სა­ხე­ლე­ბი შეც­ვლი­ლია - რედ), ერ­თმა­ნეთს ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

63 წლის ფრი­დო­ნი, ამ­ჟა­მად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია. ბრალ­დე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი ავ­თან­დი­ლი კი პო­ლი­ცი­ას ფრი­დო­ნის ბრალ­დე­ბუ­ლად ცნო­ბა­საც ითხოვს. ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია, გა­მო­იკ­ვე­თე­ბა თუ არა აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში, ორი­ვე პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბა და აღი­ა­რე­ბენ თუ არა მათ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბად ერ­თდრო­უ­ლად.

ორი­ვე მათ­გა­ნი 1951 წელ­საა და­ბა­დე­ბუ­ლი. გო­რის ბა­ზარ­ში ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ, ერთი მან­ქა­ნით მოძ­რა­ობ­დნენ და ერ­თა­დაც ქე­ი­ფობ­დნენ ხოლ­მე. მე­გობ­რებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა ეჭ­ვი­ა­ნო­ბამ გა­მო­იწ­ვია.

ერთ-ერთი ქე­ი­ფის შემ­დეგ ფრი­დონ­მა მე­უღ­ლეს სთხო­ვა, რომ მისი მე­გო­ბა­რი კა­რე­ბამ­დე გა­ე­ცი­ლე­ბი­ნა, რად­გან თვი­თონ საკ­მა­ოდ ნას­ვა­მი იყო.

"სტუმ­რის გა­ცი­ლე­ბის შემ­დეგ ჩემი მე­უღ­ლე სახ­ლში შე­ში­ნე­ბუ­ლი მობ­რუნ­და. მი­ზე­ზი ვკი­თხე, მაგ­რამ არ მი­თხრა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ სახ­ლში რომ დავ­ბრუნ­დი, მე­უღ­ლე, კვლავ, და­ღო­ნე­ბუ­ლი და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი დამ­ხვდა. მი­თხრა: სახ­ლის კა­რე­ბი კარ­გად ჩა­კე­ტე, მგო­ნი, ღამ­ღა­მო­ბით ჩვენს ეზო­ში ვი­ღაც და­დის ხოლ­მეო. ვი­ფიქ­რე, მე­უღ­ლეს ეჩ­ვე­ნე­ბა მეთ­ქი. იმ ღა­მეს რა­ღაც ხმა მო­მეს­მა, ავ­დე­ქი და რას ვხე­დავ. ავ­თან­დი­ლი ჩემს სახ­ლში შე­მო­სუ­ლი­ყო შუ­ა­ღა­მი­სას, ბა­ტა­რე­ას ანა­თებ­და და რას ეძებ­და, ვერ გა­ვი­გე. შემ­დეგ კი ცოლ­მა გა­მიმ­ხი­ლა, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ავ­თან­დილს უთ­ქვამს, ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ქალი ხარ და ძა­ლი­ან მომ­წონ­ხა­რო", - აცხა­დებს ფრი­დონ ბ-შვი­ლი.

ამის შემ­დეგ ფრი­დონ­მა ავ­თან­დილს უთხრა, რა­ტომ აკად­რა ეს სი­ტყვე­ბი მის მე­უღ­ლეს. ავ­თან­დილ­მა უპა­სუ­ხა, რომ ნას­ვა­მი იყო და მომ­ხდარს ნა­ნობს. ფრი­დო­ნის მე­უღ­ლეს ბო­დი­შიც კი მო­უ­ხა­და.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

63 წლის ქართლელი მამაკაცების დაპირისპირება ეჭვიანობის ნიადაგზე - ცემა-ტყეპა წალდით და ნიჩბით

63 წლის ქართლელი მამაკაცების დაპირისპირება ეჭვიანობის ნიადაგზე - ცემა-ტყეპა წალდით და ნიჩბით

"მოვიხედე უკან და დავინახე, რომ ნიჩაბს მარტყამდა, ხელი დავუხვედრე და გამეჭრა. მე ხელში წალდი მეჭირა. ეს ხელი დამიჭირა და თავისი მეორე ხელით სახეში მირტყამდა. იმდენი მოვახერხე, რომ მეც დავარტყი და მას კი თავი გაუტყდა" - შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში თანასოფლელები და ყოფილი მეგობრები, ფრიდონ ბ. და ავთანდილ ვ. (სახელები შეცვლილია - რედ), ერთმანეთს ცემაში ადანაშაულებენ.

63 წლის ფრიდონი, ამჟამად, დაზარალებულია. ბრალდებულად ცნობილი ავთანდილი კი პოლიციას ფრიდონის ბრალდებულად ცნობასაც ითხოვს. ჯერჯერობით, უცნობია, გამოიკვეთება თუ არა აღნიშნულ საქმეში, ორივე პირის ბრალეულობა და აღიარებენ თუ არა მათ დაზარალებულებად ერთდროულად.

ორივე მათგანი 1951 წელსაა დაბადებული. გორის ბაზარში ერთად მუშაობდნენ, ერთი მანქანით მოძრაობდნენ და ერთადაც ქეიფობდნენ ხოლმე. მეგობრებს შორის უთანხმოება ეჭვიანობამ გამოიწვია.

ერთ-ერთი ქეიფის შემდეგ ფრიდონმა მეუღლეს სთხოვა, რომ მისი მეგობარი კარებამდე გაეცილებინა, რადგან თვითონ საკმაოდ ნასვამი იყო.

"სტუმრის გაცილების შემდეგ ჩემი მეუღლე სახლში შეშინებული მობრუნდა. მიზეზი ვკითხე, მაგრამ არ მითხრა. რამდენიმე დღის შემდეგ სახლში რომ დავბრუნდი, მეუღლე, კვლავ, დაღონებული და ჩაფიქრებული დამხვდა. მითხრა: სახლის კარები კარგად ჩაკეტე, მგონი, ღამღამობით ჩვენს ეზოში ვიღაც დადის ხოლმეო. ვიფიქრე, მეუღლეს ეჩვენება მეთქი. იმ ღამეს რაღაც ხმა მომესმა, ავდექი და რას ვხედავ. ავთანდილი ჩემს სახლში შემოსულიყო შუაღამისას, ბატარეას ანათებდა და რას ეძებდა, ვერ გავიგე. შემდეგ კი ცოლმა გამიმხილა, რომ რამდენიმე დღის წინ, ავთანდილს უთქვამს, ძალიან მშრომელი ქალი ხარ და ძალიან მომწონხარო", - აცხადებს ფრიდონ ბ-შვილი.

ამის შემდეგ ფრიდონმა ავთანდილს უთხრა, რატომ აკადრა ეს სიტყვები მის მეუღლეს. ავთანდილმა უპასუხა, რომ ნასვამი იყო და მომხდარს ნანობს. ფრიდონის მეუღლეს ბოდიშიც კი მოუხადა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა