მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კიბო დაამარცხეს
ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კიბო დაამარცხეს

ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი

2013 წლის მა­ის­ში, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბი მოკ­ვე­თეს, რათა მკერ­დის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ. "ექი­მებ­მა და­ას­კვნეს, რომ მკერ­დის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის 87%-იანი რის­კი მაქვს. რო­დე­საც ამის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, გა­დავ­წყვი­ტე რის­კი მი­ნი­მუ­მამ­დე შე­მემ­ცი­რე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და ჯო­ლიმ პრე­სას­თან. მსა­ხი­ობ­მა ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მართ გე­ნე­ტი­კუ­რად არის მიდ­რე­კი­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჯო­ლის დედა 56 წლის ასაკ­ში კი­ბოს და­ა­ვა­დე­ბას­თან 10 წლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­ბერტ დე ნირო

ცნო­ბილ მსა­ხი­ობს რო­ბერტ დე ნი­როს პროს­ტა­ტის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი 60 წლის ასაკ­ში, 2003 წელს და­უს­ვეს. "კი­ბოს აღ­მო­ჩე­ნა სა­წყის სტა­დი­ა­ში მოხ­და, ამი­ტომ ექი­მე­ბი სრულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ", - გა­ნა­ცხა­და დე ნი­როს პრესმდი­ვან­მა, რო­დე­საც პრე­სა­ში მსა­ხი­ო­ბის და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ გაჩ­ნდა ჭო­რე­ბი. გა­და­ტა­ნი­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, მსა­ხი­ობ­მა მა­ლე­ვე შეძ­ლო ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნა და კი­ბოს და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, კი­დევ 20-მდე ფილმში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

კა­ი­ლი მი­ნო­უ­გი

ავ­სტრა­ლი­ელ მომ­ღე­რალს კა­ი­ლი მო­ნი­უგს კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი, ევ­რო­პუ­ლი ტურ­ნეს დროს, 2005 წელს, 36 წლის ასაკ­ში და­უს­ვეს. და­ა­ვა­დე­ბის გამო, მომ­ღე­რალს ტურ­ნეს გა­უქ­მე­ბა მო­უხ­და, რათა ოპე­რა­ცია და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. მას შემ­დეგ, რაც მომ­ღერ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მის­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა გა­ი­გეს, მათ გა­და­წყვი­ტეს უკან არ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ ჩაშ­ლი­ლი კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბი და ამ გზით მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ე­ხა­ტათ მომ­ღერ­ლის მი­მართ.

"რო­დე­საც ექი­მებ­მა დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ მი­თხრეს, ფე­ხე­ბი­დან მიწა გა­მო­მე­ცა­ლა. მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ უკვე მოვ­კვდი", - იხ­სე­ნებს მომ­ღე­რა­ლი. კა­ი­ლის ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის რვათ­ვი­ა­ნი კურ­სის გა­და­ტა­ნა მო­უხ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ დრო­ის­თვის მომ­ღე­რა­ლი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია. და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, იგი სა­კუ­თარ კა­რი­ე­რას და­უბ­რუნ­და და სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც ქა­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

Anastacia

მომ­ღე­რალ­მა ანას­თე­ი­შამ ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ყურ­მოკ­ვრით არ იცის. ამე­რი­კელ მომ­ღე­რალს მსგავ­სი დი­აგ­ნო­ზი ორ­ჯერ და­უს­ვეს. პირ­ვე­ლად, ეს 2003 წელს მოხ­და, რო­დე­საც ვარ­სკლა­ვი 34 წლის იყო. "ცხოვ­რე­ბა­ში ასე არას­დროს შემ­ში­ნე­ბია", - იხ­სე­ნებს ანას­თე­ი­შა იმ დღეს, რო­დე­საც ექიმ­მა მას ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნეს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვა. მომ­ღე­რა­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის ამოკ­ვე­თის ოპე­რა­ცია გა­ე­კე­თე­ბი­ნა. მა­შინ ექი­მებ­მა და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბა შეძ­ლეს, თუმ­ცა ის უკან 2013 წელს დაბ­რუნ­და, მომ­ღე­რალ­მა მკურ­ნა­ლო­ბის მე­ო­რე კურ­სი ჩა­ი­ტა­რა და მე­ო­რე­დაც მო­ა­ხერ­ხა ამ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბა.

"არ მის­ცეთ კი­ბოს თქვე­ნი და­მარ­ცხე­ბის უფ­ლე­ბა, იბ­რძო­ლეთ ბოლო წუ­თამ­დე", - მი­მარ­თა ანას­თე­ი­შამ კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. ამ­ჟა­მად, მომ­ღე­რა­ლი სა­თა­ვე­ში უდ­გას ფონდს, რო­მე­ლიც ქა­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის. 

ჰიუ ჯეკ­მა­ნი

2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში ამე­რი­კელ­მა მსა­ხი­ო­მა ჰიუ ჯეკ­მან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას კა­ნის კიბო აქვს. "გთხოვთ, ნუ იქ­ნე­ბით სუ­ლე­ლე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად მი­დით ექიმ­თან", - წერ­და მსა­ხი­ო­ბი. მან ასე­ვე, ყვე­ლას მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­და. კი­ბოს ფორ­მა, რო­მე­ლიც ჯეკ­მანს აქვს, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნეა.

მა­იკლ დუ­გ­ლა­სი

ამე­რი­კელ­მა მსა­ხი­ობ­მა 2010 წელს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი გა­ი­ა­რა, რად­გან ექი­მებ­მა ენა­ზე ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე აღ­მო­უ­ჩი­ნეს. იმ დრო­ის­თვის სიმ­სივ­ნე კაკ­ლის ზო­მის იყო. მსა­ხი­ო­ბი ენის და ყვე­და ყბის ამ­პუ­ტა­ცი­ის რის­კის წი­ნა­შე იდგა. უკვე 2011 წელს დუ­გ­ლას­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ა­ხერ­ხა და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბა და თავს კარ­გად გრძნობს. "სიმ­სივ­ნე გაქ­რა. ღო­რი­ვით ვჭამ. რო­გორც იქნა, ყვე­ლაფ­რის ჭამა შე­მიძ­ლია, რაც მო­მინ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა დუ­გ­ლას­მა.

როდ სტი­უ­არ­ტი

2000 წლის ივ­ლის­ში მომ­ღე­რალ­მა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2001 წელს მან გა­ნა­ცხა­და, რომ სრუ­ლი­ად გა­ნი­კურ­ნა. ამის შემ­დეგ, მან და­ა­ვა­დე­ბას, რო­გორც ნი­შანს შე­ხე­და. როდ­მა ამე­რი­კელ მორ­ბე­ნალს, ტერი ფოქსს, რო­მელ­მაც 19 წლის ასაკ­ში კი­ბოს გამო ფე­ხე­ბი და­კარ­გა, ხოლო შემ­დეგ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შე­მო­ირ­ბი­ნა, სიმ­ღე­რა და­უ­წე­რა.

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კიბო დაამარცხეს

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კიბო დაამარცხეს

ანჯელინა ჯოლი

2013 წლის მაისში, ჰოლივუდის ვარსკვლავ ანჯელინა ჯოლის სარძევე ჯირკვლები მოკვეთეს, რათა მკერდის კიბოს განვითარების რისკი შეემცირებინათ. "ექიმებმა დაასკვნეს, რომ მკერდის ონკოლოგიური დაავადების განვითარების 87%-იანი რისკი მაქვს. როდესაც ამის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე რისკი მინიმუმამდე შემემცირებინა", - განაცხადა ჯოლიმ პრესასთან. მსახიობმა ასევე დასძინა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მიმართ გენეტიკურად არის მიდრეკილი. შეგახსენებთ, რომ ჯოლის დედა 56 წლის ასაკში კიბოს დაავადებასთან 10 წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

რობერტ დე ნირო

ცნობილ მსახიობს რობერტ დე ნიროს პროსტატის კიბოს დიაგნოზი 60 წლის ასაკში, 2003 წელს დაუსვეს. "კიბოს აღმოჩენა საწყის სტადიაში მოხდა, ამიტომ ექიმები სრულ გამოჯანმრთელებას ვარაუდობენ", - განაცხადა დე ნიროს პრესმდივანმა, როდესაც პრესაში მსახიობის დაავადების შესახებ გაჩნდა ჭორები. გადატანილი ოპერაციის შემდეგ, მსახიობმა მალევე შეძლო ძალების აღდგენა და კიბოს დამარცხების შემდეგ, კიდევ 20-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა.

კაილი მინოუგი

ავსტრალიელ მომღერალს კაილი მონიუგს კიბოს დიაგნოზი, ევროპული ტურნეს დროს, 2005 წელს, 36 წლის ასაკში დაუსვეს. დაავადების გამო, მომღერალს ტურნეს გაუქმება მოუხდა, რათა ოპერაცია და ქიმიოთერაპიის კურსი ჩაეტარებინა. მას შემდეგ, რაც მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისმა თაყვანისმცემლებმა გაიგეს, მათ გადაწყვიტეს უკან არ დაებრუნებინათ ჩაშლილი კონცერტის ბილეთები და ამ გზით მხარდაჭერა გამოეხატათ მომღერლის მიმართ.

"როდესაც ექიმებმა დიაგნოზის შესახებ მითხრეს, ფეხებიდან მიწა გამომეცალა. მეჩვენებოდა, რომ უკვე მოვკვდი", - იხსენებს მომღერალი. კაილის ქიმიოთერაპიის რვათვიანი კურსის გადატანა მოუხდა. საბედნიეროდ, ამ დროისთვის მომღერალი სრულიად ჯანმრთელია. დაავადების დამარცხების შემდეგ, იგი საკუთარ კარიერას დაუბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ორგანიზაციას, რომელიც ქალებს ინფორმაციას აწვდის ონკოლოგიური დაავადებების შესახებ.

Anastacia

მომღერალმა ანასთეიშამ ონკოლოგიური დაავადებების შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით არ იცის. ამერიკელ მომღერალს მსგავსი დიაგნოზი ორჯერ დაუსვეს. პირველად, ეს 2003 წელს მოხდა, როდესაც ვარსკლავი 34 წლის იყო. "ცხოვრებაში ასე არასდროს შემშინებია", - იხსენებს ანასთეიშა იმ დღეს, როდესაც ექიმმა მას ავთვისებიანი სიმსივნეს დიაგნოზი დაუსვა. მომღერალი იძულებული გახდა სარძევე ჯირკვლის ამოკვეთის ოპერაცია გაეკეთებინა. მაშინ ექიმებმა დაავადების დამარცხება შეძლეს, თუმცა ის უკან 2013 წელს დაბრუნდა, მომღერალმა მკურნალობის მეორე კურსი ჩაიტარა და მეორედაც მოახერხა ამ მძიმე დაავადების დამარცხება.

"არ მისცეთ კიბოს თქვენი დამარცხების უფლება, იბრძოლეთ ბოლო წუთამდე", - მიმართა ანასთეიშამ კიბოთი დაავადებულ ადამიანებს. ამჟამად, მომღერალი სათავეში უდგას ფონდს, რომელიც ქალებს ინფორმაციას აწვდის. 

ჰიუ ჯეკმანი

2013 წლის ნოემბერში ამერიკელმა მსახიომა ჰიუ ჯეკმანმა განაცხადა, რომ მას კანის კიბო აქვს. "გთხოვთ, ნუ იქნებით სულელები, აუცილებლად მიდით ექიმთან", - წერდა მსახიობი. მან ასევე, ყველას მზისგან დამცავი კრემების გამოყენებისკენ მოუწოდა. კიბოს ფორმა, რომელიც ჯეკმანს აქვს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა.

მაიკლ დუგლასი

ამერიკელმა მსახიობმა 2010 წელს ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა, რადგან ექიმებმა ენაზე ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს. იმ დროისთვის სიმსივნე კაკლის ზომის იყო. მსახიობი ენის და ყვედა ყბის ამპუტაციის რისკის წინაშე იდგა. უკვე 2011 წელს დუგლასმა განაცხადა, რომ მოახერხა დაავადების დამარცხება და თავს კარგად გრძნობს. "სიმსივნე გაქრა. ღორივით ვჭამ. როგორც იქნა, ყველაფრის ჭამა შემიძლია, რაც მომინდება", - აღნიშნა დუგლასმა.

როდ სტიუარტი

2000 წლის ივლისში მომღერალმა ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია გაიკეთა. მოგვიანებით, 2001 წელს მან განაცხადა, რომ სრულიად განიკურნა. ამის შემდეგ, მან დაავადებას, როგორც ნიშანს შეხედა. როდმა ამერიკელ მორბენალს, ტერი ფოქსს, რომელმაც 19 წლის ასაკში კიბოს გამო ფეხები დაკარგა, ხოლო შემდეგ მთელი ქვეყანა შემოირბინა, სიმღერა დაუწერა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება