საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა
სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა

სომ­ხე­თი ევ­რა­ზი­ულ ეკო­ნო­მი­კურ კავ­შირ­ში შე­ვი­და. სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, შე­თან­ხმე­ბას მინ­სკში, ევ­რა­ზი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მო­ე­წე­რა ხელი. "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რა ევ­რა­ზი­ულ სივ­რცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის ახალ ეტაპს მის­ცემს და­სა­ბამს. კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­მელ­საც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას­თან პირ­ვე­ლი შე­ერ­თე­ბით სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ღებთ", - გა­ნა­ცხა­და სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტმა სერჟ სარ­გსი­ან­მა.

ქვეყ­ნის "ევ­რა­ზი­ულ ეკო­ნო­მი­კურ კავ­შირ­ში" გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ერე­ვან­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მოჰ­ყვა. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ებ­მა - "აყ­ვა­ვე­ბუ­ლი სომ­ხე­თი", სომ­ხე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კონ­გრე­სი და "მემ­კვიდ­რე­ო­ბა" - მო­ა­წყეს.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მინ­სკში გა­ფორ­მე­ბულ შე­თან­ხმე­ბას ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სის ღა­ლა­ტი უწო­დეს.

"გა­სულ წელს სერჟ სარ­გსი­ან­მა არ­ჩევ­ნებ­ზე ხალ­ხის ხმე­ბი მო­ი­პა­რა და თავი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და. ზუს­ტად ხუთი წლის წინ მან ხელი მო­ა­წე­რა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ სომ­ხურ-თურ­ქულ პრო­ტო­კოლს. დღეს კი სერჟ სარ­გსი­ან­მა ისე, რომ ამის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, ხელი მო­ა­წე­რა "ევ­რა­ზი­ულ ეკო­ნო­მი­კურ კავ­შირ­ში" გა­წევ­რი­ა­ნე­ბას და ამით ჯვა­რი და­უს­ვა სომ­ხე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და პარ­ტია "მემ­კვიდ­რე­ო­ბის" ლი­დერ­მა რაფი ოვა­ნე­სი­ან­მა.

29 მა­ისს ყა­ზა­ხეთ­მა, რუ­სეთ­მა და ბე­ლო­რუს­მა ხელი მო­ა­წე­რეს ევ­რა­ზი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის თა­ო­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბას, რო­მე­ლიც 2015 წლის 1 იან­ვარს შევა ძა­ლა­ში. 2 ოქ­ტომ­ბერს სომ­ხე­თის მთავ­რო­ბამ მხა­რი და­უ­ჭი­რა ევ­რა­ზი­ულ ეკო­ნო­მი­კურ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის თან­ხმო­ბის პრო­ექტს.

სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა

სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა

სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა. სომხური მედიის ცნობით, შეთანხმებას მინსკში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს სხდომაზე მოეწერა ხელი. "დარწმუნებული ვარ, ამ ისტორიული დოკუმენტის ხელმოწერა ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციის ახალ ეტაპს მისცემს დასაბამს. კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ხელშეკრულებასთან პირველი შეერთებით საკუთარ თავზე ვიღებთ", - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.

ქვეყნის "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში" გაწევრიანებას ერევანში საპროტესტო აქცია მოჰყვა. საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია საპარლამენტო პარტიებმა - "აყვავებული სომხეთი", სომხეთის ნაციონალური კონგრესი და "მემკვიდრეობა" - მოაწყეს.

აქციის ორგანიზატორებმა მინსკში გაფორმებულ შეთანხმებას ეროვნული ინტერესის ღალატი უწოდეს.

"გასულ წელს სერჟ სარგსიანმა არჩევნებზე ხალხის ხმები მოიპარა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ზუსტად ხუთი წლის წინ მან ხელი მოაწერა ანტისახელმწიფოებრივ სომხურ-თურქულ პროტოკოლს. დღეს კი სერჟ სარგსიანმა ისე, რომ ამის უფლება არ ჰქონდა, ხელი მოაწერა "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში" გაწევრიანებას და ამით ჯვარი დაუსვა სომხეთის დამოუკიდებლობას", - განაცხადა პარტია "მემკვიდრეობის" ლიდერმა რაფი ოვანესიანმა.

29 მაისს ყაზახეთმა, რუსეთმა და ბელორუსმა ხელი მოაწერეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის თაობაზე შეთანხმებას, რომელიც 2015 წლის 1 იანვარს შევა ძალაში. 2 ოქტომბერს სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების თანხმობის პროექტს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა