მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 რამ, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს
5 რამ, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს

გუ­ლის იშე­მი­უ­რი (კო­რო­ნა­ლუ­რი) და­ა­ვა­დე­ბე­ბის საფრ­თხე გუ­ლი­სა და სისლძარ­ღვთა სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის დარ­ღვე­ვის დროს წარ­მო­იქ­მნე­ბა. ადა­მი­ა­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ვერც კი ხვდე­ბო­დეს არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ. რო­დე­საც აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ავად ვართ, შე­საძ­ლოა, უკვე ძა­ლი­ან გვი­ა­ნი იყოს. მსხვერ­პლი ხში­რად ინ­ფარ­ქტის­გან ან გუ­ლის გა­ჩე­რე­ბის­გან კვდე­ბა. არის რა­ღა­ცე­ბი, რაც ყო­ველ­მა ჩვენ­გან­მა უნდა იცო­დეს.

თამ­ბა­ქო

თამ­ბა­ქოს კვამლში შე­მა­ვა­ლი ნი­კო­ტი­ნი, მხუ­თა­ვი აირი, ბენ­ზო­ლი, ამი­ა­კი და სხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ავიწ­რო­ებს სის­ხლძარ­ღვებს, რი­თაც აად­ვი­ლებს მათ ქო­ლეს­ტე­რი­ნით გა­ჯე­რე­ბას და ხელს უწყობს ათე­როსკლე­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბას. გარ­და ამი­სა, მწე­ვე­ლის სის­ხლში იმა­ტებს ქო­ლეს­ტე­რი­ნის შემ­ცვე­ლო­ბა, რაც ასე­ვე ამ­ცი­რებს სის­ხლძარ­ღვე­ბის ელას­ტი­კუ­რო­ბას. თამ­ბა­ქოს მხუ­თა­ვი აირი სის­ხლში ჰე­მოგ­ლო­ბინს უკავ­შირ­დე­ბა და წარ­მოქ­მნის და­უშ­ლელ ნა­ერ­თს - კარ­ბოქ­სილ­ჰე­მოგ­ლო­ბინს, რო­მე­ლიც ათე­როსკლე­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბას საგ­რძნობ­ლად აჩ­ქა­რებს. მო­წე­ვა ამ­ცი­რებს სის­ხლის შე­დე­დე­ბის დროს, ზრდის თრომ­ბო­ცი­ტე­ბის შე­წე­ბე­ბის უნარს, რის გა­მოც იმა­ტებს თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნის ალ­ბა­თო­ბა.

ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბი

ნა­ღე­ბის კა­რა­ქი, ცხი­მი­ა­ნი რძე, ცხი­მი­ა­ნი არა­ჟა­ნი, წი­თე­ლი ხორ­ცი - ყვე­ლა ეს პრო­დუქ­ტი არც ისე უსაფრ­თხოა. ყვე­ლა მათ­გა­ნი შე­ი­ცავს ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მებს, რომ­ლე­ბიც სა­ხი­ფა­თოა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და რა­ცი­ონ­ში მათი მოხ­მა­რე­ბის დო­ზის შემ­ცი­რე­ბას მო­ი­თხოვს. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი, პრო­დუქ­ტე­ბი ორ­გა­ნიზ­მში ქო­ლეს­ტე­რი­ნის დაგ­რო­ვე­ბას უწყო­ბენ ხელს, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ლე­ტა­ლურ და­სას­რუ­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნოს ადა­მი­ა­ნი.

ტკბი­ლე­უ­ლი

ჩა­ი­ში ჩაყ­რილ შა­ქარ­ზე უა­რის თქმის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ვთვლით, რომ ამით ვამ­ცი­რებთ მის მოხ­მა­რე­ბას, თუმ­ცა, ვცდე­ბით. სი­ნამ­დვი­ლე­ში შაქ­რის 70%-ს მზა პრო­დუქ­ტე­ბი­დან ვი­ღებთ. აშშ-ს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის მეც­ნი­ე­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს გა­მოკ­ვლე­ვა, რო­მელ­შიც 31-მა ათას­მა ამე­რი­კელ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. შე­დე­გე­ბით დად­გინ­და, რომ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც შა­ქარს მო­იხ­მა­რენ 18%-ით მე­ტია გუ­ლის შე­ტე­ვის ალ­ბა­თო­ბა, ვიდ­რე იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც შა­ქარს შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით მო­იხ­მა­რენ. ამას­თან ერ­თად, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი შა­ქა­რი სა­სურ­ვე­ლია იყოს ხი­ლი­დან და ბოსტნე­უ­ლი­დან მი­ღე­ბუ­ლი და არა, გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი­დან ან ტკბი­ლე­უ­ლი­დან.

მა­რი­ლი

წელს ჯან­დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, ხალ­ხს მო­უ­წო­და აკონ­ტრო­ლონ მი­ღე­ბუ­ლი მა­რი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. "თუკი 2015 წლის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მოხ­მა­რე­ბუ­ლი მა­რი­ლის 30%-ით შემ­ცი­რე­ბა, მა­შინ ჩვენ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნას შევ­ძლებთ, რომ­ლე­ბიც გუ­ლის და სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბით კვდე­ბი­ან". ჩვენ უნდა მო­ვიხ­მა­როთ დღე-ღა­მე­ში არა­უ­მე­ტეს 2 გრა­მი მა­რი­ლი­სა. მა­რი­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მოხ­მა­რე­ბა ხელს უწყობს ჰი­პერ­ტო­ნი­ის და სის­ხლის მა­ღა­ლი წნე­ვის გან­ვი­თა­რე­ბას.

ნერ­ვი­უ­ლო­ბა

კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა, რო­მე­ლიც ად­გენ­და კავ­შირს ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­ურ და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას შო­რის. დაკ­ვირ­ვე­ბა 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, აღ­მოჩ­ნდა, რომ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც უფრო მე­ტად არი­ან სტრე­სის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, 27%-ით მე­ტია გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კი.

5 რამ, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს

5 რამ, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს

გულის იშემიური (კორონალური) დაავადებების საფრთხე გულისა და სისლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების დარღვევის დროს წარმოიქმნება. ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ვერც კი ხვდებოდეს არსებული პრობლემების შესახებ. როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ავად ვართ, შესაძლოა, უკვე ძალიან გვიანი იყოს. მსხვერპლი ხშირად ინფარქტისგან ან გულის გაჩერებისგან კვდება. არის რაღაცები, რაც ყოველმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს.

თამბაქო

თამბაქოს კვამლში შემავალი ნიკოტინი, მხუთავი აირი, ბენზოლი, ამიაკი და სხვა ნივთიერებები ავიწროებს სისხლძარღვებს, რითაც აადვილებს მათ ქოლესტერინით გაჯერებას და ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას. გარდა ამისა, მწეველის სისხლში იმატებს ქოლესტერინის შემცველობა, რაც ასევე ამცირებს სისხლძარღვების ელასტიკურობას. თამბაქოს მხუთავი აირი სისხლში ჰემოგლობინს უკავშირდება და წარმოქმნის დაუშლელ ნაერთს - კარბოქსილჰემოგლობინს, რომელიც ათეროსკლეროზის განვითარებას საგრძნობლად აჩქარებს. მოწევა ამცირებს სისხლის შედედების დროს, ზრდის თრომბოციტების შეწებების უნარს, რის გამოც იმატებს თრომბების წარმოქმნის ალბათობა.

ცხიმიანი საკვები

ნაღების კარაქი, ცხიმიანი რძე, ცხიმიანი არაჟანი, წითელი ხორცი - ყველა ეს პროდუქტი არც ისე უსაფრთხოა. ყველა მათგანი შეიცავს ცხოველური ცხიმებს, რომლებიც სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და რაციონში მათი მოხმარების დოზის შემცირებას მოითხოვს. ზემოთ ჩამოთვლილი, პროდუქტები ორგანიზმში ქოლესტერინის დაგროვებას უწყობენ ხელს, რომელმაც შეიძლება ლეტალურ დასასრულამდე მიიყვანოს ადამიანი.

ტკბილეული

ჩაიში ჩაყრილ შაქარზე უარის თქმის შემთხვევაში, ჩვენ ვთვლით, რომ ამით ვამცირებთ მის მოხმარებას, თუმცა, ვცდებით. სინამდვილეში შაქრის 70%-ს მზა პროდუქტებიდან ვიღებთ. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა, რომელშიც 31-მა ათასმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა. შედეგებით დადგინდა, რომ ადამიანებში, რომლებიც შაქარს მოიხმარენ 18%-ით მეტია გულის შეტევის ალბათობა, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც შაქარს შეზღუდული რაოდენობით მოიხმარენ. ამასთან ერთად, გამოყენებული შაქარი  სასურველია იყოს ხილიდან და ბოსტნეულიდან მიღებული და არა, გაზიანი სასმელებიდან ან ტკბილეულიდან.

მარილი

წელს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ხალხს მოუწოდა აკონტროლონ მიღებული მარილების რაოდენობა. "თუკი 2015 წლისთვის შესაძლებელი გახდება მოხმარებული მარილის 30%-ით შემცირება, მაშინ ჩვენ მილიონობით ადამიანის გადარჩენას შევძლებთ, რომლებიც გულის და სისხლძარღვთა დაავადებებით კვდებიან". ჩვენ უნდა მოვიხმაროთ დღე-ღამეში არაუმეტეს 2 გრამი მარილისა. მარილის გადაჭარბებული მოხმარება ხელს უწყობს ჰიპერტონიის და სისხლის მაღალი წნევის განვითარებას.

ნერვიულობა

კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც ადგენდა კავშირს ადამიანის ემოციურ და ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის. დაკვირვება 14 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ადამიანებში, რომლებიც უფრო მეტად არიან სტრესის ზემოქმედების ქვეშ, 27%-ით მეტია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს