საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ძალადობენ ცოლებზე ქმრები - ''პურზე ჩასულ ცოლს კაპიკებს უთვლიდა..''
როგორ ძალადობენ ცოლებზე ქმრები - ''პურზე ჩასულ ცოლს კაპიკებს უთვლიდა..''

უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის გა­სა­ჭირს ხში­რად ისე ვი­თა­ვი­სებთ, რომ სა­კუთ­რი ტკი­ვი­ლის­გან გარ­ჩე­ვაც გვი­ჭირს. ხში­რად ვუ­ფიქ­რდე­ბით, რა­ტომ ექ­ცე­ვა ერთს ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა სას­ტი­კად, ხოლო მე­ო­რეს პი­რი­ქით - ყო­ველ­გვა­რი პრობ­ლე­მა მის­თვის უცხოა. ძვე­ლად, როცა ადა­მი­ანს არა­ფერ­ში უმარ­თლებ­და, ამ­ბობ­დნენ, ეს რა უბე­დურ ვარ­სკვლავ­ზეა და­ბა­დე­ბუ­ლიო... ეს გა­მოთ­ქმა რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლია, ვერ გე­ტყვით, თუმ­ცა ამ ამ­ბის მთა­ვა­რი გმი­რი რომ უიღ­ბლოა, ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით. მე­გობ­რის ის­ტო­რი­ას ნატა გვი­ამ­ბობს.

- მა­რი­კა ყო­ველ­თვის მხი­ა­რუ­ლი და მო­ღი­მა­რი გო­გო­ნა იყო. მისი ოჯა­ხი ჩემს კორ­პუს­ში მა­შინ გად­მო­სახ­ლდა, როცა პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით. ფაქ­ტობ­რი­ვად, დე­ბი­ვით გა­ვი­ზარ­დეთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­რი­კას მა­მის სამ­სა­ხუ­რის გამო ისი­ნი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, გა­ნუ­წყვე­ტე­ლი კონ­ტაქ­ტი გვქონ­და. როცა თბი­ლის­ში იყ­ვნენ, ხომ სა­ერ­თოდ, გვერ­დი­დან არ ვშორ­დე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. 19 წლის გავ­თხოვ­დი და დღეს სამი შვი­ლის დედა ვარ. მა­რი­კამ კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ აი­წყო ცხოვ­რე­ბა. ახლა ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ხან­და­ხან ვფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს ფსი­ქი­კუ­რად ვერც გა­უძ­ლოს. ისეთ დეპ­რე­სი­ა­შია, წა­მალს წა­მალ­ზე ას­მე­ვენ, რომ რო­გორ­მე და­ი­ძი­ნოს. მე ყო­ველ­თვის ვერ ვიქ­ნე­ბი მის გვერ­დით და ვერც მისი რო­მე­ლი­მე ოჯა­ხის წევ­რი. მე­ში­ნია, თავი არ მო­იკ­ლას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნია, ამის მა­ინც მე­ში­ნია.

- იქ­ნებ თა­ვი­დან მო­მიყ­ვეთ, რამ მი­იყ­ვა­ნა თქვე­ნი მე­გო­ბა­რი დეპ­რე­სი­ამ­დე?

- მა­რი­კა 20 წლის იყო, როცა მა­მა­მი­სი გარ­და­იც­ვა­ლა. დედა, ძმა და უმ­ცრო­სი და უკა­პი­კოდ დარ­ჩნენ. თურ­მე მა­მა­მისს საყ­ვა­რე­ლი ჰყო­ლია, რო­მელ­მაც ბავ­შვი გა­უ­ჩი­ნა და იმ კაც­მა მთე­ლი ქო­ნე­ბა მე­ო­თხე შვილს და­უ­ტო­ვა. ის ქალი მა­რი­კას მა­მის დაკ­რძალ­ვა­ზე მო­სუ­ლი იყო და ოფი­ცი­ა­ლურ ცოლს ყვე­ლა­ფერს მო­უყ­ვა. თურ­მე მა­რი­კას დე­დას ყვე­ლა­ფე­რი სცოდ­ნია, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის ხა­სი­ა­თი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ იმ­ჩნევ­და. მის­თვის სრუ­ლი შოკი ის იყო, როცა იმ ქალ­მა უთხრა, შენ­მა ქმარ­მა ახა­ლი ბინა, მა­ღა­ზია და მან­ქა­ნა მე და­მი­ტო­ვა, თქვენ კი მხო­ლოდ ეს ბინა გერ­გოთ, რო­მელ­შიც ცხოვ­რობ­თო. მა­რი­კას დედა მიხ­ვდა, რომ გაპ­რო­ტეს­ტე­ბას აზრი არ ჰქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. მა­რი­კა და დე­და­მი­სი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, ემუ­შა­ვათ, რომ პა­ტა­რე­ბი შე­ე­ნა­ხათ და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც მი­ე­ხე­დათ.

- სად მუ­შა­ობ­დნენ?

- რეს­ტო­რან­ში. დე­და­მი­სი ჭურ­ჭლის მრე­ცხა­ვად მო­ე­წყო, ხოლო მა­რი­კა ცომს ზელ­და და ხინ­კალს ახ­ვევ­და. სახ­ლში ისე­თი დაღ­ლი­ლე­ბი ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, ჭა­მის თა­ვიც არ ჰქონ­დათ. მა­რი­კას პა­ტა­რა ძმა და და ერ­თმა­ნეთს უვ­ლიდ­ნენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თმა­ნე­თი გა­ზარ­დეს. მა­რი­კა უმაღ­ლეს­ში სწავ­ლობ­და, მაგ­რამ სა­ბუ­თე­ბი და­უს­წრე­ბელ­ზე გა­და­ი­ტა­ნა. ვე­ღა­რა­ფერს ას­წრებ­და სა­წყა­ლი. მერე ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა დე­და­მისს ერთ-ერთ სა­მი­ნის­ტრო­ში და­ა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა და ამო­ი­სუნ­თქეს. მა­რი­კა რეს­ტორ­ნი­დან წა­მო­ვი­და, უმაღ­ლე­სი და­ამ­თავ­რა და სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნა და­ი­წყო. სად არ იყო, არც ერთ გა­სა­უბ­რე­ბა­სა და გა­მოც­დას არ ტო­ვებ­და. თით­ქოს მოს­წონ­დათ, ჰპირ­დე­ბოდ­ნენ და­გი­რე­კავ­თო, მაგ­რამ ორი წელი ისე გა­ვი­და, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. მერე მე­გო­ბარ­მა პარ­ფი­უ­მე­რი­ის გამ­ყიდ­ვე­ლად მო­ა­წყო, მაგ­რამ იქ უფ­რო­სის ქმარს მო­ე­წო­ნა.

დღე და ღამე უკან დას­დევ­და, არ ას­ვე­ნებ­და. მა­რი­კას ბევ­რი აღარ უფიქ­რია და სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვი­და. მერე მე­ო­რე­გან მო­ე­წყო გამ­ყიდ­ვე­ლად და იქაც ვი­ღაც აი­კი­და. ამ­ჯე­რად უბ­ნის ნარ­კო­მა­ნი. ის გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი მი­ად­გე­ბო­და მა­რი­კას და ხან შო­კო­ლადს სთხოვ­და და ხან წვენს. ეს სა­წყა­ლიც უარს ვერ ეუბ­ნე­ბო­და და იმ­დე­ნი ვალი და­ი­დო, მთელ ხელ­ფასს იმ მა­ღა­ზი­ა­ში ტო­ვებ­და. იქი­და­ნაც წა­მო­ვი­და. მერე ის ნარ­კო­მა­ნი კარ­გა ხანს დას­დევ­და, ცო­ლად გა­მომ­ყე­ვი, გა­მოვსწორ­დე­ბიო, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გორც "გა­მოს­წორ­დე­ბი­ან" ხოლ­მე...

იხი­ლეთ სრუ­ლად

როგორ ძალადობენ ცოლებზე ქმრები - ''პურზე ჩასულ ცოლს კაპიკებს უთვლიდა..''

როგორ ძალადობენ ცოლებზე ქმრები - ''პურზე ჩასულ ცოლს კაპიკებს უთვლიდა..''

უახლოესი მეგობრის გასაჭირს ხშირად ისე ვითავისებთ, რომ საკუთრი ტკივილისგან გარჩევაც გვიჭირს. ხშირად ვუფიქრდებით, რატომ ექცევა ერთს ადამიანს ცხოვრება სასტიკად, ხოლო მეორეს პირიქით - ყოველგვარი პრობლემა მისთვის უცხოა. ძველად, როცა ადამიანს არაფერში უმართლებდა, ამბობდნენ, ეს რა უბედურ ვარსკვლავზეა დაბადებულიო... ეს გამოთქმა რამდენად მართებულია, ვერ გეტყვით, თუმცა ამ ამბის მთავარი გმირი რომ უიღბლოა, ალბათ დამეთანხმებით. მეგობრის ისტორიას ნატა გვიამბობს.

- მარიკა ყოველთვის მხიარული და მოღიმარი გოგონა იყო. მისი ოჯახი ჩემს კორპუსში მაშინ გადმოსახლდა, როცა პატარები ვიყავით. ფაქტობრივად, დებივით გავიზარდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მარიკას მამის სამსახურის გამო ისინი ხშირად მოგზაურობდნენ, განუწყვეტელი კონტაქტი გვქონდა. როცა თბილისში იყვნენ, ხომ საერთოდ, გვერდიდან არ ვშორდებოდით ერთმანეთს. 19 წლის გავთხოვდი და დღეს სამი შვილის დედა ვარ. მარიკამ კი წლების განმავლობაში ვერ აიწყო ცხოვრება. ახლა ისეთ მდგომარეობაშია, ხანდახან ვფიქრობ, შეიძლება ამ ყველაფერს ფსიქიკურად ვერც გაუძლოს. ისეთ დეპრესიაშია, წამალს წამალზე ასმევენ, რომ როგორმე დაიძინოს. მე ყოველთვის ვერ ვიქნები მის გვერდით და ვერც მისი რომელიმე ოჯახის წევრი. მეშინია, თავი არ მოიკლას. მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე ადამიანია, ამის მაინც მეშინია.

- იქნებ თავიდან მომიყვეთ, რამ მიიყვანა თქვენი მეგობარი დეპრესიამდე?

- მარიკა 20 წლის იყო, როცა მამამისი გარდაიცვალა. დედა, ძმა და უმცროსი და უკაპიკოდ დარჩნენ. თურმე მამამისს საყვარელი ჰყოლია, რომელმაც ბავშვი გაუჩინა და იმ კაცმა მთელი ქონება მეოთხე შვილს დაუტოვა. ის ქალი მარიკას მამის დაკრძალვაზე მოსული იყო და ოფიციალურ ცოლს ყველაფერს მოუყვა. თურმე მარიკას დედას ყველაფერი სცოდნია, მაგრამ ქართველი ქალების ხასიათი მოგეხსენებათ, არ იმჩნევდა. მისთვის სრული შოკი ის იყო, როცა იმ ქალმა უთხრა, შენმა ქმარმა ახალი ბინა, მაღაზია და მანქანა მე დამიტოვა, თქვენ კი მხოლოდ ეს ბინა გერგოთ, რომელშიც ცხოვრობთო. მარიკას დედა მიხვდა, რომ გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა, ყველაფერი ოფიციალურად იყო გაფორმებული. მარიკა და დედამისი იძულებული გახდნენ, ემუშავათ, რომ პატარები შეენახათ და საკუთარი თავისთვისაც მიეხედათ.

- სად მუშაობდნენ?

- რესტორანში. დედამისი ჭურჭლის მრეცხავად მოეწყო, ხოლო მარიკა ცომს ზელდა და ხინკალს ახვევდა. სახლში ისეთი დაღლილები ბრუნდებოდნენ, ჭამის თავიც არ ჰქონდათ. მარიკას პატარა ძმა და და ერთმანეთს უვლიდნენ, ფაქტობრივად, ერთმანეთი გაზარდეს. მარიკა უმაღლესში სწავლობდა, მაგრამ საბუთები დაუსწრებელზე გადაიტანა. ვეღარაფერს ასწრებდა საწყალი. მერე ოჯახის ახლობელმა დედამისს ერთ-ერთ სამინისტროში დააწყებინა მუშაობა და ამოისუნთქეს. მარიკა რესტორნიდან წამოვიდა, უმაღლესი დაამთავრა და სამსახურის ძებნა დაიწყო. სად არ იყო, არც ერთ გასაუბრებასა და გამოცდას არ ტოვებდა. თითქოს მოსწონდათ, ჰპირდებოდნენ დაგირეკავთო, მაგრამ ორი წელი ისე გავიდა, არაფერი შეცვლილა. მერე მეგობარმა პარფიუმერიის გამყიდველად მოაწყო, მაგრამ იქ უფროსის ქმარს მოეწონა.

დღე და ღამე უკან დასდევდა, არ ასვენებდა. მარიკას ბევრი აღარ უფიქრია და სამსახურიდან წამოვიდა. მერე მეორეგან მოეწყო გამყიდველად და იქაც ვიღაც აიკიდა. ამჯერად უბნის ნარკომანი. ის გაუბედურებული მიადგებოდა მარიკას და ხან შოკოლადს სთხოვდა და ხან წვენს. ეს საწყალიც უარს ვერ ეუბნებოდა და იმდენი ვალი დაიდო, მთელ ხელფასს იმ მაღაზიაში ტოვებდა. იქიდანაც წამოვიდა. მერე ის ნარკომანი კარგა ხანს დასდევდა, ცოლად გამომყევი, გამოვსწორდებიო, მაგრამ მოგეხსენებათ, როგორც ''გამოსწორდებიან'' ხოლმე...

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს