პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ერთი წელი, მგონი, დათოს ლოგინში არც კი ძინებია" - თვითმკვლელობიდან თვითმკვლელობამდე
"ეს ერთი წელი, მგონი, დათოს ლოგინში არც კი ძინებია" - თვითმკვლელობიდან თვითმკვლელობამდე

"დათო ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და დის გამო... ფსი­ქი­უ­რად მა­ნამ­დეც ცუ­დად იყო. ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და და­მამ­შვი­დებ­ლებს სვამ­და. დის და­ღუპ­ვამ სა­ერ­თოდ ბოლო მო­უ­ღო. ეს ერთი წელი, მგო­ნი ლო­გინ­ში არც კი ძი­ნე­ბია, სკამ­ზე ეძი­ნა, თუკი ეძი­ნა სა­ერ­თოდ, ისიც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თუ ახერ­ხებ­და. ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. ბი­ჭე­ბი ამ თე­მა­ზე მას არც ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით, მაგ­რამ ვი­ცო­დით, რომ მკურ­ნა­ლობ­და. იყო რა­ღაც პე­რი­ო­დი, რო­დე­საც სახ­ლი­დან არ გა­დი­ო­და, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­შინ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი უმწვავ­დე­ბო­და" - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში 27 წლის და­ღუ­პუ­ლის დათო გვა­სა­ლი­ას მე­გო­ბა­რი.

დათო გვა­სა­ლია 4 ოქ­ტომ­ბერს, მეტ­რო-სად­გურ "300 არაგ­ვე­ლე­ბის" ლი­ან­და­გებ­ზე ჩახ­ტა და მა­ტა­რე­ბელ­მა გა­და­უ­ა­რა. ერთი წლის წინ, 2013 წელს, სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა და­თოს დამ, 22 წლის ნინო გვა­სა­ლი­ამ, რო­მე­ლიც სახ­ლი­დან 17 ოქ­ტომ­ბერს გა­ვი­და და უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა... სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი თით­ქმის ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ბა­ი­კე­რებ­მა მისი ცხე­და­რი 10 ნო­ემ­ბერს მუ­ხა­თწყა­როს ტყე­ში ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს...

რო­გორც და­თოს მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ბიჭს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ად­რეც აწუ­ხებ­და, დის და­ღუპ­ვის შემ­დეგ კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და.

თემო, დათო გვა­სა­ლი­ას მე­გო­ბა­რი:

- რო­გორც ამ­ბომბდნენ, მწვა­ვე ში­ზოფ­რე­ნი­ის დი­აგ­ნო­ზი ჰქონ­და და მკურ­ნა­ლობ­და, მაგ­რამ ამას თუ გა­ა­კე­თებ­და, მარ­თლა არ გვე­გო­ნა, რად­გან ხე­დავ­და, დე­და­მი­სი რა დღე­ში იყო. ნი­ნო­თი ცხოვ­რობ­და, მის ფო­ტო­ებ­თან ერ­თად ათე­ნებ­და და აღა­მებ­და. ბი­ჭე­ბიც ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში იყ­ვნენ და რო­გორც ვიცი, მა­მაც... სამ ძმას ნინო ერ­თა­დერ­თი და ჰყავ­დათ და ისე­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით ეპყრო­ბოდ­ნენ. რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა, ნი­ნოს და­თოს­თვის ჰქონ­და გა­დაკ­ვრით ნათ­ქვა­მი თვით­მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ და ამას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და... ასეთ ცუდ დღე­ში იყ­ვნენ ყვე­ლა­ნი, მშობ­ლე­ბი­ა­ნად და დათო თუ კი­დევ თა­ვის ტრა­გე­დი­ას და­ა­მა­ტებ­და, უბ­რა­ლოდ ვერ ვი­ფიქ­რებ­დით. შოკ­ში ვართ... ნი­ნოს ამ­ბავ­მა წელ­ში გა­წყვი­ტა ოჯა­ხი. ახლა ქალ­ბა­ტონ ლა­ლის ორი ვაჟი დარ­ჩა, ამ უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნად შეძ­ლებს მათ დე­დო­ბას, არ ვი­ცით...

- თვით­მკვლე­ლო­ბა დე­და­მაც სცა­და, არა?

- დიახ. წამ­ლე­ბი და­ლია და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იყო. ცო­ცხა­ლია. თუ კი შე­იძ­ლე­ბა მის მდგო­მა­რე­ო­ბას სი­ცო­ცხლე ეწო­დოს... ნი­ნოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, დათო კომ­პი­უ­ტერ­თან დროს იშ­ვი­ა­თად ატა­რებ­და... არა­და, ერთ დროს, ძა­ლი­ან თბი­ლი, მხი­ა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი იყ­ვნენ. მშობ­ლე­ბის და­შო­რე­ბამ ბავ­შვებ­ზე ძა­ლი­ან მძი­მედ იმოქ­მე­და. თან, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნი­ნოს და­ღუპ­ვა­ში თავს იდა­ნა­შა­უ­ლებ­და.

- რა­ტომ?

- არ ვიცი, ვერ ვუ­პატ­რო­ნე. მის­თვის საკ­მა­რი­სი დრო არ აღ­მო­მაჩ­ნდა და ამი­ტო­მაც "გა­მიფ­რინ­დაო" ამ­ბობ­და. ზუს­ტად არ ვიცი, მაგ­რამ ით­ქვა, რომ ნი­ნომ თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სახ­დებ მა­მა­საც უთხრა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"ეს ერთი წელი, მგონი, დათოს ლოგინში არც კი ძინებია" - თვითმკვლელობიდან თვითმკვლელობამდე

"ეს ერთი წელი, მგონი, დათოს ლოგინში არც კი ძინებია" - თვითმკვლელობიდან თვითმკვლელობამდე

"დათო ძალიან ნერვიულობდა დის გამო... ფსიქიურად მანამდეც ცუდად იყო. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და დამამშვიდებლებს სვამდა. დის დაღუპვამ საერთოდ ბოლო მოუღო. ეს ერთი წელი, მგონი ლოგინში არც კი ძინებია, სკამზე ეძინა, თუკი ეძინა საერთოდ, ისიც მედიკამენტების საშუალებით თუ ახერხებდა. ძალიან ცუდად იყო. ბიჭები ამ თემაზე მას არც ველაპარაკებოდით, მაგრამ ვიცოდით, რომ მკურნალობდა. იყო რაღაც პერიოდი, როდესაც სახლიდან არ გადიოდა, რადგან სავარაუდოდ, მაშინ ფსიქიკური პრობლემები უმწვავდებოდა" - ამბობს ჩვენთან საუბარში 27 წლის დაღუპულის დათო გვასალიას მეგობარი.

დათო გვასალია 4 ოქტომბერს, მეტრო-სადგურ "300 არაგველების" ლიანდაგებზე ჩახტა და მატარებელმა გადაუარა. ერთი წლის წინ, 2013 წელს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა დათოს დამ, 22 წლის ნინო გვასალიამ, რომელიც სახლიდან 17 ოქტომბერს გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა... სამართალდამცველები და მეგობრები თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ. ბაიკერებმა მისი ცხედარი 10 ნოემბერს მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს...

როგორც დათოს მეგობრები ამბობენ, ბიჭს ფსიქოლოგიური პრობლემები ადრეც აწუხებდა, დის დაღუპვის შემდეგ კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

თემო, დათო გვასალიას მეგობარი:

- როგორც ამბომბდნენ, მწვავე შიზოფრენიის დიაგნოზი ჰქონდა და მკურნალობდა, მაგრამ ამას თუ გააკეთებდა, მართლა არ გვეგონა, რადგან ხედავდა, დედამისი რა დღეში იყო. ნინოთი ცხოვრობდა, მის ფოტოებთან ერთად ათენებდა და აღამებდა. ბიჭებიც ძალიან ცუდ დღეში იყვნენ და როგორც ვიცი, მამაც... სამ ძმას ნინო ერთადერთი და ჰყავდათ და ისედაც განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა, ნინოს დათოსთვის ჰქონდა გადაკვრით ნათქვამი თვითმკვლელობის შესახებ და ამას ძალიან განიცდიდა... ასეთ ცუდ დღეში იყვნენ ყველანი, მშობლებიანად და დათო თუ კიდევ თავის ტრაგედიას დაამატებდა, უბრალოდ ვერ ვიფიქრებდით. შოკში ვართ... ნინოს ამბავმა წელში გაწყვიტა ოჯახი. ახლა ქალბატონ ლალის ორი ვაჟი დარჩა, ამ უბედურების შემდეგ რამდენად შეძლებს მათ დედობას, არ ვიცით...

- თვითმკვლელობა დედამაც სცადა, არა?

- დიახ. წამლები დალია და რეანიმაციაში იყო. ცოცხალია. თუ კი შეიძლება მის მდგომარეობას სიცოცხლე ეწოდოს... ნინოსგან განსხვავებით, დათო კომპიუტერთან დროს იშვიათად ატარებდა... არადა, ერთ დროს, ძალიან თბილი, მხიარული და ბედნიერი ოჯახი იყვნენ. მშობლების დაშორებამ ბავშვებზე ძალიან მძიმედ იმოქმედა. თან, როგორც ამბობენ, ნინოს დაღუპვაში თავს იდანაშაულებდა.

- რატომ?

- არ ვიცი, ვერ ვუპატრონე. მისთვის საკმარისი დრო არ აღმომაჩნდა და ამიტომაც "გამიფრინდაო" ამბობდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ითქვა, რომ ნინომ თავისი გადაწყვეტილების შესახდებ მამასაც უთხრა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია