პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიკბოქსის ქართველი ვარსკვლავი, რომელსაც ჰოლანდიაში აღმერთებენ
კიკბოქსის ქართველი ვარსკვლავი, რომელსაც ჰოლანდიაში აღმერთებენ

ამ­სტერ­დამ­ში, 4 ოქ­ტომ­ბერს, მსოფ­ლიო ორგზის ჩემ­პი­ონ­მა კი­კბოქ­სინ­გში, გიგა ჭი­კა­ძემ რუ­სე­თის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე არ­მენ ზა­კი­ა­ნი და­ა­მარ­ცხა. სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა კ-1-ის წე­სე­ბით გა­ი­მარ­თა, რის­თვი­საც ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი სე­რი­ო­ზუ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და. ბრძო­ლა გიგა ჭი­კა­ძემ ქა­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ას მი­უ­ძღვნა.

ის ჰო­ლან­დი­ა­ში მცხოვ­რე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლია. გარ­და იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნია კი­კბოქ­სინ­გში, ასე­ვე ორგზის ჩემ­პი­ო­ნია კა­რა­ტე­შიც. ორი­ვე სა­ხე­ო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი ჰყავს და­მარ­ცხე­ბუ­ლი...

"ამ­ბე­ბი.გე" მას ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და­უკ­ვა­შირ­და.

- გიგა, რას ნიშ­ნავს შენ­თვის სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა, რო­მელ­შიც ას­პა­რე­ზობ?

- ჩემ­თვის ეს სპორ­ტი იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე პრო­ფე­სია, ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბაა, რად­გა­ნაც ყო­ველ­დღე სა­შუ­ა­ლოდ, 8 სა­ა­თი ვვარ­ჯი­შობ, რომ მო­ვემ­ზა­დო კონ­კრე­ტუ­ლი ტურ­ნი­რის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი სა­ზღვრებს გა­რეთ ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ვა­ჩი­ნო.

- რო­გორც გა­ვი­გე, 7 წე­ლია ჰო­ლა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ, თა­ვი­დან რო­გორ აღ­მოჩ­ნდით იქ?

- ერთ-ერთი ტურ­ნირ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მოწ­ვე­ვა მი­ვი­ღე 2 ჰო­ლან­დი­უ­რი კლუ­ბის­გან - Golden Glory და Megiro Gym. ამ ორი­დან პირ­ვე­ლი ავირ­ჩიე და იქ და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში.

- რო­გო­რია ეს ქვე­ყა­ნა შენ­თვის?

- ზო­გა­დად, კი­კბოქ­სინ­გი ჰო­ლან­დი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი სპორ­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის­თვის ამ ეტაპ­ზე ჩემ­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა.

- სა­ერ­თოდ რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დი ამ სპორ­ტით?

- 4 წლი­დან და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში კა­რა­ტე­ში და 18 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ცა­მეტგზის ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი, ასე­ვე მო­ვი­გე ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, კა­რა­ტე დღეს შე­მო­სავ­ლი­ა­ნი სპორ­ტი არ არის და გა­დავ­წყვი­ტე, სხვა სპორ­ტიც მე­ცა­და. პა­რა­ლე­ლუ­რად ჰო­ლან­დი­ის კი­კბოქ­სის კლუ­ბებ­ში და­ვი­წყე მომ­ზა­დე­ბა (დღეს ეს სპორ­ტი ჰო­ლან­დი­ა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი). თა­ვი­დან ძა­ლე­ბი ჰო­ლან­დი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ კლუბ­ში - Golden Glory მოვ­სინ­ჯე. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ გავ­ხდი Mike's Gym-ის კლუ­ბის წევ­რი, სა­დაც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად (ბადრ ჰარი და მელ­ვინ მა­ნჰო­ე­ფი) ვვარ­ჯი­შობ­დი. 2012 წლი­დან ვარ Vos Gym-ის წევ­რი და ჩემი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი კი­კბოქ­სის ლე­გენ­და - ივან ჰი­პო­ლი­ტია.

- მო­ქა­ლა­ქე ხარ თუ ემიგ­რან­ტი?

- რე­ზი­დენ­ტი.

- რო­გორც გა­ვი­გე, ამ­სტერ­დამ­ში ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხარ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას...

- რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ეს სპორ­ტი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ამ­სტერ­დამ­ში. მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ კი­კბოქ­სის კლუბ­ში ვას­პა­რე­ზობ, ვმო­ნა­წი­ლე­ობ პრეს­ტი­ჟულ ტურ­ნი­რებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში და ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია ხალ­ხის ჩემ­და­მი სიმ­პა­თია...

- ისიც გა­ვი­გე, ისე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლია, რომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი აქვს ამე­რი­კი­და­ნო. რა მოწ­ვე­ვებ­ზეა ლა­პა­რა­კი და აპი­რებ თუ არა მას­ზე და­თან­ხმე­ბას?

- ამ­ჯე­რად შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ამე­რი­კის სამი კლუ­ბი­დან მაქვს. სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ერთ-ერ­თთან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­ვა­ფორ­მებ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სპორ­ტს მო­მა­ვა­ლი არ აქვს?

- რა თქმა უნდა, აქვს და ამის დას­ტუ­რია 3 ივ­ლისს გა­მარ­თუ­ლი კი­კბოქ­სის გალა თბი­ლის­ში. მსგავ­სი შოუ პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა და მა­ყუ­რე­ბელ­მაც აი­ტა­ცა. ხალ­ხით გა­დავ­სე­ბუ­ლი სპორ­ტის სა­სახ­ლეც ამის დას­ტუ­რი იყო.

- აქ რა­ტომ არ დარ­ჩი. ვი­თომ ვე­რა­ფერს მი­აღ­წევ­დი?

- სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ არის, მი­უ­ხა­და­ვად რე­სურ­სი­სა და ხალ­ხის ბრძო­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი­სა. ხში­რად არ ტარ­დე­ბა სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სა­ი­და­ნაც სპორ­ტსმენს შე­იძ­ლე­ბა, შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­დეთ. ამი­ტომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპორ­ტსმე­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ას­პა­რე­ზო­ბა რთუ­ლია.

- ცნო­ბი­ლია, რომ ამ­სტერ­დამ­ში ოჯა­ხით ხართ. მოგ­ვი­ყე­ვი შენს ოჯახ­ზეც.

- მყავს მე­უღ­ლე და 5 წლის ნიტა. ის ჰო­ლან­დი­ურ სკო­ლა­ში და­დის და უკვე მე­ო­რე კლას­შია. თა­მუ­ნამ, ჩემ­მა მე­უღ­ლემ კი წელს გრინ­ვი­ჩის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრა­ტუ­რა და­ამ­თავ­რა. ორი­ვე ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და ხში­რად ეს­წრე­ბი­ან ჩემს ბრძო­ლებს.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- ამ­ჯე­რად ჰო­ლან­დი­ა­ში კარ­გად ვგრძნობ თავს, თუმ­ცა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არის შან­სი, რომ ჩემი ძა­ლე­ბი კი­დევ სხვა სპორ­ტშიც ვსინ­ჯო (MMA, BOX).

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებ?

- ჯერ 26 წლის ვარ და ჩემი ასა­კი მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­ვაგ­რძე­ლო აქ­ტი­უ­რი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა, რის­თვი­საც ჯერ­ჯე­რო­ბით სის­ტე­მა­ტუ­რი მომ­ზა­დე­ბაა სა­ჭი­რო და ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­მო­მავ­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მინ­და, აღ­ვნიშ­ნო ჩემი სპონ­სო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლე­ვენ, გან­ვაგ­რძო სპორ­ტუ­ლი წინსვლა და არა­ერ­თხელ გა­ვა­ხა­რო ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ასე­ვე: "ჩვენ შო­რის ინ­ცეს­ტი არ მოხ­დე­ბა" - ვის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ წა­ვიდ­ნენ ნინა და მიშა პა­რიკ­მა­ხე­რი ამ­სტერ­დამ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

კიკბოქსის ქართველი ვარსკვლავი, რომელსაც ჰოლანდიაში აღმერთებენ

კიკბოქსის ქართველი ვარსკვლავი, რომელსაც ჰოლანდიაში აღმერთებენ

ამსტერდამში, 4 ოქტომბერს, მსოფლიო ორგზის ჩემპიონმა კიკბოქსინგში, გიგა ჭიკაძემ რუსეთის სახელით მოასპარეზე არმენ ზაკიანი დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლა კ-1-ის წესებით გაიმართა, რისთვისაც ქართველი სპორტსმენი სერიოზულად ემზადებოდა. ბრძოლა გიგა ჭიკაძემ ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას მიუძღვნა.

ის ჰოლანდიაში მცხოვრები წარმატებული ქართველია. გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონია კიკბოქსინგში, ასევე ორგზის ჩემპიონია კარატეშიც. ორივე სახეობაში მსოფლიოს ცნობილი სპორტსმენები ჰყავს დამარცხებული...

"ამბები.გე" მას ინტერნეტის საშუალებით დაუკვაშირდა.

- გიგა, რას ნიშნავს შენთვის სპორტის სახეობა, რომელშიც ასპარეზობ?

- ჩემთვის ეს სპორტი იმაზე მეტია, ვიდრე პროფესია, ყოველდღიური ცხოვრებაა, რადგანაც ყოველდღე საშუალოდ, 8 საათი ვვარჯიშობ, რომ მოვემზადო კონკრეტული ტურნირისთვის და საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ ღირსეულად წარმოვაჩინო.

- როგორც გავიგე, 7 წელია ჰოლანიაში ცხოვრობ, თავიდან როგორ აღმოჩნდით იქ?

- ერთ-ერთი ტურნირში გამარჯვების შემდეგ მოწვევა მივიღე 2 ჰოლანდიური კლუბისგან - Golden Glory და Megiro Gym. ამ ორიდან პირველი ავირჩიე და იქ დავიწყე ვარჯიში.

- როგორია ეს ქვეყანა შენთვის?

- ზოგადად, კიკბოქსინგი ჰოლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და პოპულარული სპორტია. შესაბამისად, ჩემი სპორტული კარიერისთვის ამ ეტაპზე ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ცხოვრება.

- საერთოდ რატომ დაინტერესდი ამ სპორტით?

- 4 წლიდან დავიწყე ვარჯიში კარატეში და 18 წლამდე საქართველოს ცამეტგზის ჩემპიონი გავხდი, ასევე მოვიგე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, მაგრამ სამწუხაროდ, კარატე დღეს შემოსავლიანი სპორტი არ არის და გადავწყვიტე, სხვა სპორტიც მეცადა. პარალელურად ჰოლანდიის კიკბოქსის კლუბებში დავიწყე მომზადება (დღეს ეს სპორტი ჰოლანდიაში ყველაზე მეტადაა განვითარებული). თავიდან ძალები ჰოლანდიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კლუბში - Golden Glory მოვსინჯე. რამდენიმე წლის შემდეგ გავხდი Mike's Gym-ის კლუბის წევრი, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მებრძოლებთან ერთად (ბადრ ჰარი და მელვინ მანჰოეფი) ვვარჯიშობდი. 2012 წლიდან ვარ Vos Gym-ის წევრი და ჩემი მთავარი მწვრთნელი კიკბოქსის ლეგენდა - ივან ჰიპოლიტია.

- მოქალაქე ხარ თუ ემიგრანტი?

- რეზიდენტი.

- როგორც გავიგე, ამსტერდამში ძალიან უყვარხარ ადგილობრივ მოსახლეობას...

- როგორც უკვე აღვნიშნე, ეს სპორტი ძალიან პოპულარულია ამსტერდამში. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კიკბოქსის კლუბში ვასპარეზობ, ვმონაწილეობ პრესტიჟულ ტურნირებსა და ღონისძიებებში და ამ ყველაფერმა გამოიწვია ხალხის ჩემდამი სიმპათია...

- ისიც გავიგე, ისეთი წარმატებულია, რომ შემოთავაზებები აქვს ამერიკიდანო. რა მოწვევებზეა ლაპარაკი და აპირებ თუ არა მასზე დათანხმებას?

- ამჯერად შემოთავაზება ამერიკის სამი კლუბიდან მაქვს. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ერთ-ერთთან ხელშეკრულებას გავაფორმებ.

- საქართველოში ამ სპორტს მომავალი არ აქვს?

- რა თქმა უნდა, აქვს და ამის დასტურია 3 ივლისს გამართული კიკბოქსის გალა თბილისში. მსგავსი შოუ პირველად გაიმართა და მაყურებელმაც აიტაცა. ხალხით გადავსებული სპორტის სასახლეც ამის დასტური იყო.

- აქ რატომ არ დარჩი. ვითომ ვერაფერს მიაღწევდი?

- სამწუხაროდ, საქართველოში სპორტის ეს სახეობა განვითარებული არ არის, მიუხადავად რესურსისა და ხალხის ბრძოლისადმი სიყვარულისა. ხშირად არ ტარდება სპორტული ღონისძიებები, საიდანაც სპორტსმენს შეიძლება, შემოსავალი ჰქონდეთ. ამიტომ პროფესიონალი სპორტსმენისთვის საქართველოში ასპარეზობა რთულია.

- ცნობილია, რომ ამსტერდამში ოჯახით ხართ. მოგვიყევი შენს ოჯახზეც.

- მყავს მეუღლე და 5 წლის ნიტა. ის ჰოლანდიურ სკოლაში დადის და უკვე მეორე კლასშია. თამუნამ, ჩემმა მეუღლემ კი წელს გრინვიჩის უნივერსიტეტის მაგისტრატურა დაამთავრა. ორივე ჩემი დიდი გულშემატკივარია და ხშირად ესწრებიან ჩემს ბრძოლებს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ამჯერად ჰოლანდიაში კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა უახლოეს მომავალში არის შანსი, რომ ჩემი ძალები კიდევ სხვა სპორტშიც ვსინჯო (MMA, BOX).

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?

- ჯერ 26 წლის ვარ და ჩემი ასაკი მაძლევს საშუალებას, გავაგრძელო აქტიური სპორტული კარიერა, რისთვისაც ჯერჯერობით სისტემატური მომზადებაა საჭირო და ეს ყველაფერი ამ ეტაპზე საქართველოში შეუძლებელია. სამომავლოდ აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში.

მინდა, აღვნიშნო ჩემი სპონსორების მხარდაჭერა, რომლებიც საშუალებას მაძლევენ, განვაგრძო სპორტული წინსვლა და არაერთხელ გავახარო ქართველი მაყურებელი.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: "ჩვენ შორის ინცესტი არ მოხდება" - ვის საგულშემატკივროდ წავიდნენ ნინა და მიშა პარიკმახერი ამსტერდამში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია