სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მოსავს ახალი ამბების წამყვანებს და რას ითვალისწინებს საეთერო დრეს-კოდი
ვინ მოსავს ახალი ამბების წამყვანებს და რას ითვალისწინებს საეთერო დრეს-კოდი

სა­ე­თე­რო ჩაც­მუ­ლო­ბა ტე­ლე­წამ­ყვა­ნის და იმი­ჯის მთა­ვა­რი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. Ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, ვინ ზრუ­ნავს ქარ­თუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე და პრო­ფე­სი­ო­ნალ დი­ზა­ი­ნე­რის­გან მა­რი­ნა ხო­რა­ვას­გან გა­ე­გო, რამ­დე­ნად გე­მოვ­ნე­ბით აც­ვი­ათ ქარ­თველ ტე­ლე­წამ­ყვა­ნებს და რა არის დრეს-კო­დით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ე­თე­რო ჩაც­მუ­ლო­ბა­ში.

- პა­ა­ტა, ვინ ზრუ­ნავს შენს სა­ე­თე­რო ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე?

პა­ა­ტა ია­კო­ბაშ­ვი­ლი (რუს­თა­ვი 2):

- მე თვი­თონ მივ­დი­ვარ, ვყი­დუ­ლობ ტან­საც­მელს და სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით ვი­მო­სე­ბი სა­ე­თე­როდ.

თეა სი­ჭი­ნა­ვა (ტე­ლე­ი­მე­დი):

- ჩემს ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ვზრუ­ნავ თვი­თონ მე და ტე­ლე­ვი­ზია. ამ სფე­როს პა­სუ­ხის­მგე­ბელ ადა­მი­ან­თან ვა­თან­ხმებ სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლებს, რომ­ლის გე­მოვ­ნე­ბაც ჩემს გე­მოვ­ნე­ბას ემ­თხვე­ვა და ამის მი­ხედვთ ვი­მო­სე­ბი ეთერ­ში.

ირაკ­ლი ჩხი­ლა­ძე (სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი):

- პი­რა­დად ვზრუ­ნავ სა­კუ­თარ სა­ე­თე­რო ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე. სხვა­დას­ხვა მა­ღა­ზი­ებ­ში დავ­დი­ვარ და ჩემი პრო­დუ­სე­რის რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვი­მო­სე­ბი. ძი­რი­თა­დად ღია ფე­რის სა­მოსს ვი­ძენ, არც მიყ­ვარს მუქი ფე­რის სა­მო­სი.

რო­გორც ახა­ლი ამ­ბე­ბის თხრო­ბის სტი­ლი­თა და ფორ­მა­ტით, ჩაც­მუ­ლო­ბი­თაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლია "პა­ლიტ­რა TV"-ს ინ­ტერ­ნეტ­და­ი­ჯეს­ტის, "ინ­ტერ­ნეტ-პა­ლიტ­რის" წამ­ყვა­ნი თამ­თა ასა­თი­ა­ნი.

- გა­და­ცე­მა თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის და ფორ­მა­ტი­საა, შე­სა­ბა­მი­სად, სა­მოს­ში შე­ზღუ­დუ­ლი არ ვარ. ეთერ­ში სპორ­ტუ­ლი მა­ი­სუ­რი­თაც ვყო­ფილ­ვარ და კლა­სი­კუ­რი პი­ჯა­კი­თაც, თუმ­ცა ახა­ლი სე­ზო­ნი­დან შე­ვიც­ვა­ლეთ სტუ­დია, გა­რე­მო და ნა­წი­ლობ­რივ შე­იც­ვა­ლა ჩემი ჩაც­მუ­ლო­ბაც. გა­ნახ­ლე­ბულ სე­ზონ­ზე "პა­ლიტ­რა TV" ბევრ ახალ პრო­ექტს იწყებს, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ეთერ­ში დავ­ჯდე მა­ი­სუ­რე­ბით, რომ­ლებ­ზეც ახა­ლი გა­და­ცე­მე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი. მი­ხა­რია, რომ ჩვენს ახალ პრო­ექ­ტებს ასე ორი­გი­ნა­ლუ­რად წარ­ვუდ­გენ მა­ყუ­რე­ბელს.

დი­ზა­ი­ნერ მა­რი­ნა ხო­რა­ვას ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ნა, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ქარ­თუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბას?

- მე ტე­ლე­ვი­ზორს აქ­ტი­უ­რად არ ვუ­ყუ­რებ, უფრო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვარ. არ მინ­და ვინ­მემ არას­წო­რად გა­მი­გოს, მაგ­რამ სი­ახ­ლეს ვერ ვხე­დავ ქარ­თვე­ლი წამ­ყვა­ნე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ში.

- ამ­ბო­ბენ, რომ სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს წამ­ყვა­ნის ჩაც­მუ­ლო­ბა არ უნდა იყოს დე­ტა­ლე­ბით და მა­სი­უ­რი აქ­სე­სუ­ა­რე­ბით გა­დატ­ვირ­თუ­ლი, კი­დევ რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბის დრეს-კოდი?

- კარ­გად ვიცი პრო­ტო­კო­ლით რა არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. თქვენს მიერ ჩა­მოთ­ვლი­ლი დე­ტა­ლე­ბის გარ­და, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია გა­და­ცე­მის თემა, სტუ­დი­ის ფე­რე­ბი, წამ­ყვა­ნის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე. ერთი და იგი­ვე ადა­მი­ანს სა­ე­თე­როდ და სხვა­გან ჩა­საც­მე­ლად სხვა­დას­ხვა სტი­ლის სა­მოსს შე­ვუ­კე­რავ. ბევ­რი დე­ტა­ლი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს დი­ზა­ნერ­მა ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ჩაც­მუ­ლო­ბი­სას, მხო­ლოდ პი­ჯა­კის და კა­ბის ჩაც­მა არ არის მთა­ვა­რი. პრო­ტო­კო­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა შექ­მნა კოს­ტი­უ­მი.

რაც შე­ე­ხე­ბა აქ­სე­სუ­ა­რებს... რა­ტო­მაც არ შე­იძ­ლე­ბა, გა­აჩ­ნია რა ფორ­მა­ტი აქვს გა­და­ცე­მას. ეკა ბე­რი­ძის სა­ე­თე­რო იმიჯ­ზე მთლი­ა­ნად მე ვზრუ­ნავ­დი. როცა თოქ-შოუს წამ­ყვა­ნი ხარ და დარ­ბაზ­ში აუ­დი­ტო­რია გყავს მოწ­ვე­უ­ლი, წამ­ყვა­ნი გა­მოკ­ვე­თი­ლად უნდა ჩან­დეს, რად­გან მისი ფონი სწო­რედ აუ­დი­ტო­რი­აა. ბევ­რი ნი­უ­ან­სია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. წამ­ყვა­ნე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა ად­ვი­ლი საქ­მე ნამ­დვი­ლად არ არის.

რო­მე­ლი ფერი უფრო კარ­გად იკი­თხე­ბა ეკ­რან­ზე, ეს ცალ­კე თე­მაა. რო­დე­საც მე ვმუ­შა­ობ­დი ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე, ერ­თგვა­რი გაფრ­თხი­ლე­ბა იყო, თავი შეგ­ვე­კა­ვე­ბი­ნა წი­თე­ლი ფე­რის სა­მო­სის არ­ჩე­ვის­გან, თუმ­ცა ასე­თი ექ­სპე­რი­მენ­ტიც ჩა­ვა­ტა­რე. ახლა უფრო და­იხ­ვე­წა ტექ­ნი­კა და გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია ფე­რე­ბის მხრივ მუ­შა­ო­ბა.

- გე­მოვ­ნე­ბით აც­ვი­ათ ქარ­თველ ტე­ლე­წამ­ყვა­ნებს?

- არ აც­ვი­ათ უგე­მოვ­ნოდ, არც ცუდი ვარ­ცხნი­ლო­ბა აქვთ. მე უფრო პას­ტე­ლურ ფე­რებს ვი­სურ­ვებ­დი ეკ­რან­ზე. სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი, მისი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. უფრო წყნარ ფე­რებს შე­ვურ­ჩევ­დი წამ­ყვა­ნებს. მხო­ლოდ პი­ჯა­კი არ უნდა ფი­გუ­რი­რებ­დეს სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს წამ­ყვა­ნე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ში. უბ­რა­ლოდ, ერ­თფე­როვ­ნე­ბა არ მომ­წონს. არ დავ­კონ­კრეტ­დე­ბი ახლა რო­მელ გა­და­ცე­მას ვუ­ყუ­რებ, სა­დაც სტუ­დი­აც და წამ­ყვა­ნიც აჭ­რე­ლე­ბუ­ლია და ყვე­ლა­ფე­რი წინ მო­დის ეკ­რან­ზე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ვინ მოსავს ახალი ამბების წამყვანებს და რას ითვალისწინებს საეთერო დრეს-კოდი

ვინ მოსავს ახალი ამბების წამყვანებს და რას ითვალისწინებს საეთერო დრეს-კოდი

საეთერო ჩაცმულობა ტელეწამყვანის და იმიჯის მთავარი შემადგენელი ნაწილია. Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, ვინ ზრუნავს ქართული საინფორმაციო გადაცემების წამყვანების ჩაცმულობაზე და პროფესიონალ დიზაინერისგან მარინა ხორავასგან გაეგო, რამდენად გემოვნებით აცვიათ ქართველ ტელეწამყვანებს და რა არის დრეს-კოდით გათვალისწინებული საეთერო ჩაცმულობაში.

- პაატა, ვინ ზრუნავს შენს საეთერო ჩაცმულობაზე?

პაატა იაკობაშვილი (რუსთავი 2):

- მე თვითონ მივდივარ, ვყიდულობ ტანსაცმელს და საკუთარი გემოვნებით ვიმოსები საეთეროდ.

თეა სიჭინავა (ტელეიმედი):

- ჩემს ჩაცმულობაზე ვზრუნავ თვითონ მე და ტელევიზია. ამ სფეროს პასუხისმგებელ ადამიანთან ვათანხმებ სხვადასხვა დეტალებს, რომლის გემოვნებაც ჩემს გემოვნებას ემთხვევა და ამის მიხედვთ ვიმოსები ეთერში.

ირაკლი ჩხილაძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი):

- პირადად ვზრუნავ საკუთარ საეთერო ჩაცმულობაზე. სხვადასხვა მაღაზიებში დავდივარ და ჩემი პროდუსერის რჩევების გათვალისწინებით ვიმოსები. ძირითადად ღია ფერის სამოსს ვიძენ, არც მიყვარს მუქი ფერის სამოსი.

როგორც ახალი ამბების თხრობის სტილითა და ფორმატით, ჩაცმულობითაც განსხვავებული და თავისუფალია "პალიტრა TV"-ს ინტერნეტდაიჯესტის, "ინტერნეტ-პალიტრის" წამყვანი თამთა ასათიანი.

- გადაცემა თავისუფალი სტილის და ფორმატისაა, შესაბამისად, სამოსში შეზღუდული არ ვარ. ეთერში სპორტული მაისურითაც ვყოფილვარ და კლასიკური პიჯაკითაც, თუმცა ახალი სეზონიდან შევიცვალეთ სტუდია, გარემო და ნაწილობრივ შეიცვალა ჩემი ჩაცმულობაც. განახლებულ სეზონზე "პალიტრა TV" ბევრ ახალ პროექტს იწყებს, ამიტომ გადავწყვიტე, ეთერში დავჯდე მაისურებით, რომლებზეც ახალი გადაცემების სახელწოდებებია გამოსახული. მიხარია, რომ ჩვენს ახალ პროექტებს ასე ორიგინალურად წარვუდგენ მაყურებელს.

დიზაინერ მარინა ხორავას ტელეწამყვანებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

- ქალბატონო მარინა, როგორ შეაფასებთ ქართული საინფორმაციო გადაცემების წამყვანების ჩაცმულობას?

- მე ტელევიზორს აქტიურად არ ვუყურებ, უფრო სოციალური ქსელის მომხმარებელი ვარ. არ მინდა ვინმემ არასწორად გამიგოს, მაგრამ სიახლეს ვერ ვხედავ ქართველი წამყვანების ჩაცმულობაში.

- ამბობენ, რომ საინფორმაციოს წამყვანის ჩაცმულობა არ უნდა იყოს დეტალებით და მასიური აქსესუარებით გადატვირთული, კიდევ რას ითვალისწინებს ტელეწამყვანების ჩაცმულობის დრეს-კოდი?

- კარგად ვიცი პროტოკოლით რა არის გათვალისწინებული. თქვენს მიერ ჩამოთვლილი დეტალების გარდა, გასათვალისწინებელია გადაცემის თემა, სტუდიის ფერები, წამყვანის ვიზუალური მხარე. ერთი და იგივე ადამიანს საეთეროდ და სხვაგან ჩასაცმელად სხვადასხვა სტილის სამოსს შევუკერავ. ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინოს დიზანერმა ტელეწამყვანის ჩაცმულობისას, მხოლოდ პიჯაკის და კაბის ჩაცმა არ არის მთავარი. პროტოკოლის გათვალისწინებით უნდა შექმნა კოსტიუმი.

რაც შეეხება აქსესუარებს... რატომაც არ შეიძლება, გააჩნია რა ფორმატი აქვს გადაცემას. ეკა ბერიძის საეთერო იმიჯზე მთლიანად მე ვზრუნავდი. როცა თოქ-შოუს წამყვანი ხარ და დარბაზში აუდიტორია გყავს მოწვეული, წამყვანი გამოკვეთილად უნდა ჩანდეს, რადგან მისი ფონი სწორედ აუდიტორიაა. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. წამყვანების ჩაცმულობაზე მუშაობა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის.

რომელი ფერი უფრო კარგად იკითხება ეკრანზე, ეს ცალკე თემაა. როდესაც მე ვმუშაობდი ტელეწამყვანების ჩაცმულობაზე, ერთგვარი გაფრთხილება იყო, თავი შეგვეკავებინა წითელი ფერის სამოსის არჩევისგან, თუმცა ასეთი ექსპერიმენტიც ჩავატარე. ახლა უფრო დაიხვეწა ტექნიკა და გაცილებით მარტივია ფერების მხრივ მუშაობა.

- გემოვნებით აცვიათ ქართველ ტელეწამყვანებს?

- არ აცვიათ უგემოვნოდ, არც ცუდი ვარცხნილობა აქვთ. მე უფრო პასტელურ ფერებს ვისურვებდი ეკრანზე. საინფორმაციო გამოშვებები, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, აგრესიულობით გამოირჩევა. უფრო წყნარ ფერებს შევურჩევდი წამყვანებს. მხოლოდ პიჯაკი არ უნდა ფიგურირებდეს საინფორმაციოს წამყვანების ჩაცმულობაში. უბრალოდ, ერთფეროვნება არ მომწონს. არ დავკონკრეტდები ახლა რომელ გადაცემას ვუყურებ, სადაც სტუდიაც და წამყვანიც აჭრელებულია და ყველაფერი წინ მოდის ეკრანზე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია