ვერძი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. წვეულების, დღესასწაულის ორგანიზებისთვის. აგრეთვე, პირადი საკითხის მოსაგვარებალდ, პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
კურო
დღეს შეიძლება ძველ შეყვარებულს, ყოფილ მეუღლეს შეხვდეთ და მასთან ახალი გრძნობა გაგიჩნდეთ; აგრეთვე მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა საწინააღმდეგო სქესთან, რომანი და ვნება.
ტყუპი
კარგი დღეა კულტურული და ისტორიული ადგილების მოსანახულებლად. მედიტაციის, სასულიერო და ეზოთერიკული საქმიანობისთვის.
კირჩხიბი
დღეს სხვათა საქმეების მოგვარება მოგიწევთ, რის გამოც ან საკუთარი მუშაობის გრაფიკი შეგეცვლებათ, ან დღის, ჭამისა და ძილის რეჟიმი.
ლომი
კარგი დღეა ახალი იდეებისა და პროექტების განსახილველად. მათი განხორციელება კი მომავალი კვირიდან დაიწყეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
ქალწული
მეტი მზრუნველობა და ნაკლები კრიტიკა გმართებთ ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ. აგრეთვე, ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს.
სასწორი
დაიცავით საკუთარი ინტერესები, მაგრამ ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით ხელმძღვანელ პირებთან.