პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტორესა მოსი - "საბას" ლაურეატი, რომელიც პირველივე ფრაზებიდან გაიძულებთ, ბოლომდე მიჰყვეთ თხრობას
ტორესა მოსი - "საბას" ლაურეატი, რომელიც პირველივე ფრაზებიდან გაიძულებთ, ბოლომდე მიჰყვეთ თხრობას

"მე მინ­და გავ­ხდე ქრის­ტე", - ასე ჟღერ­და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია "საბა 2014"-ის პრი­ზი­ო­რის, ვახო მო­სი­აშ­ვი­ლის, იგი­ვე Toresa mossy-ს პა­სუ­ხი ჩემი ინ­ტერ­ვი­უს და­სას­რულს. თუ რა­ტომ მი­პა­სუ­ხა ასე და რა არის მისი ქრის­ტედ გახ­დო­მის მო­ტი­ვა­ცია, მკი­თხველს ამ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პორ­ტრე­ტით მო­ვუ­თხრობ.

Toresa mossy-მ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია საბა, 2014 წლის სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტის­თვის მი­ი­ღო. მისი სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნის სა­ხელ­წო­დე­ბაა "სიბ­რძნე სიც­რუ­ი­სა" (გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"), რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე ფრა­ზე­ბი­დან გა­ი­ძუ­ლებთ, ბო­ლომ­დე მიჰ­ყვეთ თხრო­ბას.

შე­უძ­ლე­ბე­ლია "პორ­ტრე­ტის" შექ­მნა მწე­რალ­ზე ისე, თუ მის ნა­წარ­მო­ებს გვერდს აუვ­ლი. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გულ­წრფე­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს შე­მოქ­მე­დის გარ­კვე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, მრწამ­სის სა­ჯა­როდ გა­მო­ტა­ნას. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მისი ბუ­ნე­ბა არა­სო­დეს არის გამჭვირ­ვა­ლე და მარ­ტი­ვად გა­სა­გე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ისე­ვე რო­გორც მწერ­ლის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს ამოც­ნო­ბა - მკი­თხვე­ლის­თვის.

იგი­ვე ხდე­ბა Toresa Mossy-ს შემ­თხვე­ვა­შიც. მივ­დი­ვარ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად, ვიცი, ყვე­ლა კი­თხვა­ზე მი­პა­სუ­ხებს, მაგ­რამ ეს პა­სუ­ხე­ბი არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი მისი სრულ­ყო­ფი­ლი პორ­ტრე­ტის შე­საქ­მნე­ლად. თვი­თო­ნაც უჭირს სა­კუ­თარ თავ­ზე სა­უ­ბა­რი, როცა ვთხოვ "ავ­ტო­პორ­ტრე­ტის" შექ­მნას. თუმ­ცა რო­დე­საც ცდი­ლობს და­ა­ხა­სი­ა­თოს სა­კუ­თა­რი თავი, იკ­ვე­თე­ბა მისი სიძ­ლი­ე­რე, პრინ­ცი­პუ­ლო­ბა, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა...რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ის ძა­ლი­ან "ბევ­რნა­ი­რია", მაგ­რამ ადეკ­ვა­ტუ­რი. გა­აჩ­ნია სი­ტუ­ა­ცი­ებს და კონ­ტექ­სტებს. ადეკ­ვა­ტუ­რი იყო "სა­ბას" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზეც მისი დაბ­ნე­უ­ლო­ბა, რად­გან, მი­სი­ვე თქმით, იქ არ­სე­ბულ­მა მუ­სი­კამ, კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა სა­ღა­მომ, მნიშ­ვნე­ლო­ბის დიდი გან­ცდა შექ­მნა. ამ უკა­ნას­კნელ­მა კი გა­ამ­ძაფ­რა ემო­ცი­უ­რი ფონი. მის­თვის ეს ჯილ­დო იმ შრო­მის და­ფა­სე­ბას ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც ამ ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნი­სას გას­წია.

ის ყვე­ლა­ფერს შრო­მით აღ­წევს. არ სჯე­რა ბე­დის­წე­რის და არა­ნა­ი­რი წი­ნას­წარ­გან­სა­ზღვრუ­ლო­ბის. "ადა­მი­ა­ნე­ბი, ხან­და­ხან გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, მაგ­რამ ყო­ველ­თვის თვი­თონ ქმნი­ან სა­კუ­თარ ბედს, სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას, სა­კუ­თარ დღე­ვან­დე­ლო­ბას და მო­მა­ვალს. რო­დე­საც მომ­ხდარ ფაქ­ტებს ვა­ა­ნა­ლი­ზებ, ვხვდე­ბი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და", - მე­უბ­ნე­ბა ინ­ტერ­ვი­უს მსვლე­ლო­ბი­სას ისე­თი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ტო­ნით, ბე­დის­წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბას ვი­წყებ გო­ნე­ბა­ში. და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის აზრს არ ვე­თან­ხმე­ბი, მისი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლის სურ­ვილს მი­კარ­გავს.

მის სა­დე­ბი­უ­ტო რო­მან­ში მთა­ვა­რი მუ­სი­კაა. მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­ტე­ბი კრა­ვენ ერთ ოქ­ტა­ვად ნა­წარ­მო­ე­ბის მთელ დრა­მა­ტურ­გი­ულ ხაზს. თით­ქოს ნა­წარ­მო­ე­ბი 7 მცი­რე ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი სი­უ­ჟე­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბი აქვს, მაგ­რამ თი­თო­ე­ულ ნა­წილს მთა­ვარ ხაზ­თან ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი, ნოტი აკავ­ში­რებს, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე, სა­კუ­თარ გან­ცდებ­ზე უყ­ვე­ბა მკი­თხველს. ნოტი, ეს ყვე­ლა­ზე სა­ხა­სი­ა­თო პერ­სო­ნა­ჟია - ის კონ­კრე­ტულ ნო­ტებს (დო, რე,მი, ფა, სოლ, ლა, სი) შო­რის ყვე­ლა­ზე ზო­გა­დია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი. ნოტი ხომ ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლია. ნო­ტე­ბი ქმნი­ან მუ­სი­კას, მთა­ვა­რი ნო­ტე­ბის არ­სე­ბო­ბაა. მაგ­რამ, რო­დე­საც მათ სა­ხე­ლებს არ­ქმევ, უკვე კონ­კრე­ტუ­ლი მე­ლო­დია იქ­მნე­ბა. ეს არის წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რის ცხოვ­რე­ბა მუ­სი­კა­ში, სა­დაც მუ­სი­კის შემ­ქმნე­ლიც, დი­რი­ჟო­რიც და თა­ვად მუ­სი­კა­ლუ­რი საკ­რა­ვის ნა­წი­ლიც მთა­ვა­რი პერ­სო­ნა - ნო­ტია. ნოტი ცენ­ტრია. მის მიერ შექ­მნი­ლი სამ­ყა­როს ცენ­ტრი და აქ ყვე­ლა მე­ლო­დია მის გარ­შე­მო იქ­მნე­ბა. ნოტი თან შე­მოქ­მე­დია, თან მა­ყუ­რე­ბე­ლი. ის პერ­სო­ნა­ჟი­ცაა და ავ­ტო­რიც. ის თით­ქოს სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან გა­მო­დის, და აკ­ვირ­დე­ბა უკვე მკი­თხვე­ლის თვა­ლით მის მიერ შექ­მნილ სამ­ყა­როს.

ავ­ტო­რი ამ­ჟა­მად უკვე ახალ რო­მან­ზე მუ­შა­ობს, რო­მელ­შიც მოქ­მე­დე­ბა, პირ­ვე­ლი რო­მა­ნის მსგავ­სად, თე­ლავ­ში გან­ვი­თარ­დე­ბა. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ამ შემ­თხვე­ვა­ში არ იქ­ნე­ბა აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი სივ­რცე­ზე. ახალ რო­მან­ში ავ­ტო­რი წინა პლან­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თე­მას წა­მო­წევს. ასვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა კონ­ფლიქ­ტის თემა. კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც ჩნდე­ბა ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­სა და მის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს შო­რის. ავ­ტო­რის თქმით, ადა­მი­ა­ნი ში­ნა­გა­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­სე­ბაა, რომ­ლის არ­სიც არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბის, ან კონ­კრე­ტუ­ლი ფიქ­რის მი­ხედ­ვით.

ქმნის პრო­ზას, ქმნის მუ­სი­კას. მის­თვის მუ­სი­კა მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა. "მე ვერ ვიხ­სე­ნებ პე­რი­ოდს, რო­დე­საც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ იყო მუ­სი­კა, მე მუ­სი­კა­ში ვცხოვ­რობ. ჩემ­თვის ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი ხმა, მე ამ ხმას ვაძ­ლევ კონ­კრე­ტულ ფორ­მას და იქ­მნე­ბა რა­ღა­ცა ტი­პის კომ­პო­ზი­ცია", - ამ­ბობს Mossy.

პირ­ვე­ლი ბენ­დი 1998 წელს შექ­მნა. და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის შემ­დეგ ბენ­დი­დან წა­მო­ვი­და. მას შემ­დეგ, სხვადსახ­ვა მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, წერს სიმ­ღე­რებს და მარ­თავს "ლა­ი­ვებს".

ამ ეტაპ­ზე ახალ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს - " ახა­ლი პრო­ექ­ტი გვაქვს, ეს არის "ტექ­ნო", რო­მელ­საც მალე შევ­თა­ვა­ზებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ამ პრო­ექტს ვა­ხორ­ცი­ე­ლებ ორ მე­გო­ბარ­თან - და­ვით ადა­მაშ­ვილ­თან და ანრი ლო­მი­ას­თან ერ­თად. პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბაა "გათ­ვლა". ახლა გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ "თრე­ქებს" და სა­ვა­რა­უ­დოდ, ნო­ემ­ბრის­თვის მზად ვიქ­ნე­ბით ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბის­თვის", - აა­ნონ­სებს Toresa mossy და საკ­მა­ოდ უც­ნა­ურ პა­სუხს მცემს ბოლო შე­კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც მის­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბას ეხე­ბა:

"მე ძა­ლი­ან მინ­და გავ­ხდე ქრის­ტე, ანუ მი­ვი­დე იქამ­დე, სა­დაც იყო ქრის­ტე. ჩემ­თვის ქრის­ტი­ა­ნო­ბის იდეა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მინ­და გავ­ხდე ისე­თი, რო­გო­რიც იყო ქრის­ტე. არ ვიცი, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მცდე­ლო­ბაა მთა­ვა­რი"...

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი, AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ტორესა მოსი - "საბას" ლაურეატი, რომელიც პირველივე ფრაზებიდან გაიძულებთ, ბოლომდე მიჰყვეთ თხრობას

ტორესა მოსი - "საბას" ლაურეატი, რომელიც პირველივე ფრაზებიდან გაიძულებთ, ბოლომდე მიჰყვეთ თხრობას

"მე მინდა გავხდე ქრისტე", - ასე ჟღერდა ლიტერატურული პრემია "საბა 2014"-ის პრიზიორის, ვახო მოსიაშვილის, იგივე Toresa mossy-ს პასუხი ჩემი ინტერვიუს დასასრულს. თუ რატომ მიპასუხა ასე და რა არის მისი ქრისტედ გახდომის მოტივაცია, მკითხველს ამ საინტერესო ადამიანის ლიტერატურული პორტრეტით მოვუთხრობ.

Toresa mossy-მ ლიტერატურული პრემია საბა, 2014 წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის მიიღო. მისი სადებიუტო რომანის სახელწოდებაა "სიბრძნე სიცრუისა" (გამომცემლობა "პალიტრა L"), რომელიც პირველივე ფრაზებიდან გაიძულებთ, ბოლომდე მიჰყვეთ თხრობას.

შეუძლებელია "პორტრეტის" შექმნა მწერალზე ისე, თუ მის ნაწარმოებს გვერდს აუვლი. შემოქმედებითი პროცესისთვის დამახასიათებელი გულწრფელობა უზრუნველყოფს შემოქმედის გარკვეული დამოკიდებულებების, ღირებულებების, მრწამსის საჯაროდ გამოტანას. მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ბუნება არასოდეს არის გამჭვირვალე და მარტივად გასაგები საზოგადოებისთვის, ისევე როგორც მწერლის შინაგანი სამყაროს ამოცნობა - მკითხველისთვის.

იგივე ხდება Toresa Mossy-ს შემთხვევაშიც. მივდივარ ინტერვიუს ჩასაწერად, ვიცი, ყველა კითხვაზე მიპასუხებს, მაგრამ ეს პასუხები არ იქნება საკმარისი მისი სრულყოფილი პორტრეტის შესაქმნელად. თვითონაც უჭირს საკუთარ თავზე საუბარი, როცა ვთხოვ "ავტოპორტრეტის" შექმნას. თუმცა როდესაც ცდილობს დაახასიათოს საკუთარი თავი, იკვეთება მისი სიძლიერე, პრინციპულობა, მიზანდასახულობა...როგორც თვითონ ამბობს, ის ძალიან "ბევრნაირია", მაგრამ ადეკვატური. გააჩნია სიტუაციებს და კონტექსტებს. ადეკვატური იყო "საბას" დაჯილდოების ცერემონიალზეც მისი დაბნეულობა, რადგან, მისივე თქმით, იქ არსებულმა მუსიკამ, კარგად ორგანიზებულმა საღამომ, მნიშვნელობის დიდი განცდა შექმნა. ამ უკანასკნელმა კი გაამძაფრა ემოციური ფონი. მისთვის ეს ჯილდო იმ შრომის დაფასებას ნიშნავს, რომელიც ამ ნაწარმოების შექმნისას გასწია.

ის ყველაფერს შრომით აღწევს. არ სჯერა ბედისწერის და არანაირი წინასწარგანსაზღვრულობის. "ადამიანები, ხანდახან გაუცნობიერებლად, მაგრამ ყოველთვის თვითონ ქმნიან საკუთარ ბედს, საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ დღევანდელობას და მომავალს. როდესაც მომხდარ ფაქტებს ვაანალიზებ, ვხვდები, რომ ყველაფერი ჩემი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოხდა", - მეუბნება ინტერვიუს მსვლელობისას ისეთი დამაჯერებელი ტონით, ბედისწერასთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებების გადაფასებას ვიწყებ გონებაში. და მიუხედავად იმისა, რომ მის აზრს არ ვეთანხმები, მისი თავდაჯერებულობა პოლემიკაში შესვლის სურვილს მიკარგავს.

მის სადებიუტო რომანში მთავარი მუსიკაა. მუსიკალური ნოტები კრავენ ერთ ოქტავად ნაწარმოების მთელ დრამატურგიულ ხაზს. თითქოს ნაწარმოები 7 მცირე ნაწილისგან შედგება, რომელსაც საკუთარი სიუჟეტური განვითარების ეტაპები აქვს, მაგრამ თითოეულ ნაწილს მთავარ ხაზთან ნაწარმოების მთავარი გმირი, ნოტი აკავშირებს, რომელიც საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ განცდებზე უყვება მკითხველს. ნოტი, ეს ყველაზე სახასიათო პერსონაჟია - ის კონკრეტულ ნოტებს (დო, რე,მი, ფა, სოლ, ლა, სი) შორის ყველაზე ზოგადია, მაგრამ ყველაზე მთავარი. ნოტი ხომ ამოსავალი წერტილია. ნოტები ქმნიან მუსიკას, მთავარი ნოტების არსებობაა. მაგრამ, როდესაც მათ სახელებს არქმევ, უკვე კონკრეტული მელოდია იქმნება. ეს არის წიგნის მთავარი გმირის ცხოვრება მუსიკაში, სადაც მუსიკის შემქმნელიც, დირიჟორიც და თავად მუსიკალური საკრავის ნაწილიც მთავარი პერსონა - ნოტია. ნოტი ცენტრია. მის მიერ შექმნილი სამყაროს ცენტრი და აქ ყველა მელოდია მის გარშემო იქმნება. ნოტი თან შემოქმედია, თან მაყურებელი. ის პერსონაჟიცაა და ავტორიც. ის თითქოს საკუთარი თავიდან გამოდის, და აკვირდება უკვე მკითხველის თვალით მის მიერ შექმნილ სამყაროს.

ავტორი ამჟამად უკვე ახალ რომანზე მუშაობს, რომელშიც მოქმედება, პირველი რომანის მსგავსად, თელავში განვითარდება. თუმცა, მისივე თქმით, ამ შემთხვევაში არ იქნება აქცენტი გაკეთებული სივრცეზე. ახალ რომანში ავტორი წინა პლანზე შურისძიების სურვილით დამძიმებული ადამიანების თემას წამოწევს. ასვე მნიშვნელოვანი იქნება კონფლიქტის თემა. კონფლიქტი, რომელიც ჩნდება ადამიანის შინაგან სამყაროსა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის. ავტორის თქმით, ადამიანი შინაგანად მრავალფეროვანი არსებაა, რომლის არსიც არ განისაზღვრება კონკრეტული ქმედების, ან კონკრეტული ფიქრის მიხედვით.

ქმნის პროზას, ქმნის მუსიკას. მისთვის მუსიკა მთელი ცხოვრებაა. "მე ვერ ვიხსენებ პერიოდს, როდესაც ჩემს ცხოვრებაში არ იყო მუსიკა, მე მუსიკაში ვცხოვრობ. ჩემთვის ყველაფერს აქვს თავისი ხმა, მე ამ ხმას ვაძლევ კონკრეტულ ფორმას და იქმნება რაღაცა ტიპის კომპოზიცია", - ამბობს Mossy.

პირველი ბენდი 1998 წელს შექმნა. დაახლოებით 5 წლის შემდეგ ბენდიდან წამოვიდა. მას შემდეგ, სხვადსახვა მეგობრების დახმარებით, წერს სიმღერებს და მართავს "ლაივებს".

ამ ეტაპზე ახალ მუსიკალურ პროექტზე მუშაობს - " ახალი პროექტი გვაქვს, ეს არის "ტექნო", რომელსაც მალე შევთავაზებთ საზოგადოებას. ამ პროექტს ვახორციელებ ორ მეგობართან - დავით ადამაშვილთან და ანრი ლომიასთან ერთად. პროექტის სახელწოდებაა "გათვლა". ახლა გამოვაქვეყნებთ "თრექებს" და სავარაუდოდ, ნოემბრისთვის მზად ვიქნებით ცოცხალი შესრულებისთვის", - აანონსებს Toresa mossy და საკმაოდ უცნაურ პასუხს მცემს ბოლო შეკითხვაზე, რომელიც მისთვის ყველაზე მთავარ ღირებულებას ეხება:

"მე ძალიან მინდა გავხდე ქრისტე, ანუ მივიდე იქამდე, სადაც იყო ქრისტე. ჩემთვის ქრისტიანობის იდეა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გავხდე ისეთი, როგორიც იყო ქრისტე. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, მაგრამ მცდელობაა მთავარი"...

თამარ კორკოტაშვილი, AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია