პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვს არანაირი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები არ ჰქონიათ
ადვოკატი - ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვს არანაირი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები არ ჰქონიათ

ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, არის ფო­ტო­შო­პი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას ად­ვო­კატ­მა გელა ქენ­ქა­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და რაულ უსუ­პოვს არა­ნა­ი­რი სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ ჰქო­ნი­ათ.

"მე ვნა­ხე მა­სა­ლე­ბი და ამ მა­სა­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მათ არ ჰქო­ნი­ათ. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ტუჩ­ზე იყო მხო­ლოდ პა­ტა­რა და­ზი­ა­ნე­ბა, ისიც უმ­ნიშ­ვნე­ლო", - გა­ნა­ცხა­და ქენ­ქა­ძემ.

მისი თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ამ საქ­მე­ში უდა­ნა­შა­უ­ლოა, რად­გან ის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს თა­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას არ ას­რუ­ლებ­და. მისი თქმით, იმ დროს, რო­დე­საც ძა­ძა­მია არ მუ­შა­ობ­და, მისი სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოა. ამას­თან, ქენ­ქა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რე მო­ი­თხოვს, რომ ძა­ძა­მი­ას აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა შე­იც­ვა­ლოს გი­რა­ო­თი, 5 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით.

"მი­ხე­ილ ძა­ძა­მია ამ დროს თა­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას არ ას­რუ­ლებ­და, ის სა­ერ­თოდ არ მუ­შა­ობ­და. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ და­უ­რე­კა და სთხო­ვა, რომ მი­ეყ­ვა­ნა იმ ბი­ნა­ზე - სა­ბურ­თა­ლო­ზე, სა­დაც შეხ­ვედ­რებს მარ­თავ­და, მი­იყ­ვა­ნა და წა­მო­ვი­და. შე­სა­ბა­მი­სად, მისი სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოა", - გა­ნა­ცხა­და ქენ­ქა­ძემ.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ამ წუ­თებ­ში ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დაც­ვის ცვლის უფ­რო­სის მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას და დაც­ვის უფ­რო­სის კობა ხარ­ში­ლა­ძის წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა იწყე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ადვოკატი - ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვს არანაირი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები არ ჰქონიათ

ადვოკატი - ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვს არანაირი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები არ ჰქონიათ

ის დაზიანებები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, არის ფოტოშოპი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებულ მიხეილ ძაძამიას ადვოკატმა გელა ქენქაძემ განუცხადა. მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვს არანაირი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები არ ჰქონიათ.

"მე ვნახე მასალები და ამ მასალებიდან ირკვევა, რომ არანაირი დაზიანებები მათ არ ჰქონიათ. ზურაბ ჟვანიას ტუჩზე იყო მხოლოდ პატარა დაზიანება, ისიც უმნიშვნელო", - განაცხადა ქენქაძემ.

მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმეში უდანაშაულოა, რადგან ის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დროს თავის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ძაძამია არ მუშაობდა, მისი სამსახურებრივ გულგრილობაში დადანაშაულება სრულიად უსაფუძვლოა. ამასთან, ქენქაძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე მოითხოვს, რომ ძაძამიას აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი, 5 ათასი ლარის ოდენობით.

"მიხეილ ძაძამია ამ დროს თავის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, ის საერთოდ არ მუშაობდა. ზურაბ ჟვანიამ დაურეკა და სთხოვა, რომ მიეყვანა იმ ბინაზე - საბურთალოზე, სადაც შეხვედრებს მართავდა, მიიყვანა და წამოვიდა. შესაბამისად, მისი სამსახურებრივ გულგრილობაში დადანაშაულება სრულიად უსაფუძვლოა", - განაცხადა ქენქაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებულების, ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსის მიხეილ ძაძამიას და დაცვის უფროსის კობა ხარშილაძის წინა სასამართლო სხდომა იწყება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ