პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლა სარკოზი - მაყურებლის როლში ყოფნა საფრანგეთის მიტოვებას ნიშნავს
ნიკოლა სარკოზი - მაყურებლის როლში ყოფნა საფრანგეთის მიტოვებას ნიშნავს

საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ნი­კო­ლა სარ­კო­ზის გან­ცხა­დე­ბით, მას სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ ჰქონ­და, გარ­და პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის, რად­გან ასე­თი უპერ­სპექ­ტი­ვო საფ­რან­გე­თი არას­დროს უნა­ხავს. ამის შე­სა­ხებ ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ ტე­ლე­კომ­პა­ნია France 2-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ტი­კა­ში იმის­თვის ბრუნ­დე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა გა­და­არ­ჩი­ნოს და კრი­ზი­სი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს.

რო­გორც ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ გა­ნა­ცხა­და, მას არ სურს, რომ საფ­რან­გე­თი იყოს ასეთ და­მამ­ცი­რე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, საფ­რან­გეთს ტო­ტა­ლუ­რი იზო­ლა­ცია ემუქ­რე­ბა, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ფრონ­ტი" გა­ი­მარ­ჯვებს. "არას­დროს მი­ნა­ხავს საფ­რან­გეთ­ში ასე­თი გუ­ლის­წყრო­მა, უპერ­სპექ­ტი­ვო­ბა. მა­ყუ­რებ­ლის როლ­ში ყოფ­ნა საფ­რან­გე­თის მი­ტო­ვე­ბას ნიშ­ნავს. მე არა თუ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი მაქვს, უბ­რა­ლოდ, სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ მქონ­და", - აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ.

საფ­რან­გე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ინ­ტერ­ვი­უს დროს ასე­ვე გა­აკ­რი­ტი­კა ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ფრან­სუა ოლან­დი და აღ­ნიშ­ნა, რომ მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პრე­ზი­დე­ტო­ბი­სას თვი­თონ არას­დროს მო­უ­ტყუ­ე­ბია ფრან­გი ხალ­ხი.

"ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე მივ­ხვდი, რომ შე­საძ­ლოა ვავ­ნე ხალ­ხს, რომ შე­მეძ­ლოს თა­ვი­დან და­წყე­ბა, ამას არ ვი­ზამ­დი", - აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ.

საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2017 წელს გა­ი­მარ­თე­ბა. პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ გა­სულ კვი­რას გა­ნა­ცხა­და. საფ­რან­გეთ­ში მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის ფრან­სუა ოლან­დის რე­ი­ტინ­გი ბოლო ხა­ნებ­ში მკვეთ­რად და­ე­ცა - მის საქ­მი­ა­ნო­ბას და­დე­ბი­თად მხო­ლოდ გა­მო­კი­თხულ­თა 13% აფა­სებს.

ნიკოლა სარკოზი - მაყურებლის როლში ყოფნა საფრანგეთის მიტოვებას ნიშნავს

ნიკოლა სარკოზი - მაყურებლის როლში ყოფნა საფრანგეთის მიტოვებას ნიშნავს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა პოლიტიკაში დაბრუნების, რადგან ასეთი უპერსპექტივო საფრანგეთი არასდროს უნახავს. ამის შესახებ ნიკოლა სარკოზიმ ტელეკომპანია France 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკაში იმისთვის ბრუნდება, რომ ქვეყანა გადაარჩინოს და კრიზისიდან გამოიყვანოს.

როგორც ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, მას არ სურს, რომ საფრანგეთი იყოს ასეთ დამამცირებელ მდგომარეობაში. მისივე განცხადებით, საფრანგეთს ტოტალური იზოლაცია ემუქრება, იმ შემთხვევაში თუ ულტრამემარჯვენე "ნაციონალური ფრონტი" გაიმარჯვებს. "არასდროს მინახავს საფრანგეთში ასეთი გულისწყრომა, უპერსპექტივობა. მაყურებლის როლში ყოფნა საფრანგეთის მიტოვებას ნიშნავს. მე არა თუ მხოლოდ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი მაქვს, უბრალოდ, სხვა არჩევანი არ მქონდა", - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს ასევე გააკრიტიკა ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და აღნიშნა, რომ მოქმედი პრეზიდენტისგან განსხვავებით, პრეზიდეტობისას თვითონ არასდროს მოუტყუებია ფრანგი ხალხი.

"ამ წლების განმავლობაში მე მივხვდი, რომ შესაძლოა ვავნე ხალხს, რომ შემეძლოს თავიდან დაწყება, ამას არ ვიზამდი", - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წელს გაიმართება. პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე ნიკოლა სარკოზიმ გასულ კვირას განაცხადა. საფრანგეთში მოქმედი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის რეიტინგი ბოლო ხანებში მკვეთრად დაეცა - მის საქმიანობას დადებითად მხოლოდ გამოკითხულთა 13% აფასებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"