ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ წყვილს გოგონა გაუჩნდა - რაიან გოსლინგი და ევა მენდესი დაახლოებით 24 საათის წინ მშობლები გახდნენ. 40 წლის მენდესი და 33 წლის გოსლინგი ერთმანეთს 2011 წელს შეხვდნენ, ხოლო 2012 წელს ერთად ითამაშეს ფილმში Place beyond the pines, რომელშიც დაშორებულ წყვილს განასახიერებდნენ.
ევას ფეხმძიმობის შესახებ ივლისში გახდა ცნობილი, მაგრამ მომავალი მშობლები ყველანაირად გაურბოდნენ პრესის და პაპარაცების ყურადღებას.
”მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ევა დაფეხმძიმდა. ადრე ისინი ბევრს მოგზაურობდნენ ერთად, დადიოდნენ სასეირნოდ ძაღლებთან ერთად, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა, ევა თითქმის არ გამოდის სახლიდან”, - ყვება წყვილთან დაახლოებული პირი და იმასაც არნიშნავს, რომ გოსლინგი ძალიან მზრუნველი იყო და ყოველმხრივ გვერდში ედგა საყვარელ ქალს.
ბავშვის სახელი ჯერჯერობით უცნობია. მომზადებულია usmagazine.com-ს მიხედვით.