პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სითი პარკის" მიერ ახალი ნომრების გამო დაჯარიმებულ მძღოლებს თანხები უკან დაუბრუნდებათ?
"სითი პარკის" მიერ ახალი ნომრების გამო დაჯარიმებულ მძღოლებს თანხები უკან დაუბრუნდებათ?

"სითი პარ­კმა", რომ­ლის თბი­ლი­სი­დან გა­ძე­ვე­ბა­საც ყვე­ლა თბი­ლი­სე­ლი ერ­თხმად მო­ი­თხოვს, კი­დევ ერთხელ ითავ­ხე­და და სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ, ავ­ტომფლო­ბე­ლებს 10-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მე­ბი "აჰ­კი­და". შე­გახ­სე­ნებთ, რომ 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი შე­მო­ვი­და და ძა­ლი­ან ბევ­რმა შეც­ვა­ლა ძვე­ლი ნო­მე­რი ახ­ლით. "სითი პარ­კმა" კი სწო­რედ აქ მო­უ­დო შარი ხალ­ხს, ჩვენ მიერ გა­ცე­მულ ავ­ტო­პარ­კი­რე­ბის საშვში ძვე­ლი ნომ­რე­ბია მი­თი­თე­ბუ­ლი, ახა­ლი არ არი­სო და ამი­ტო­მაც, ყვე­ლა, ვი­საც ახა­ლი ნო­მე­რი ჰქონ­და მან­ქა­ნა­ზე, ერ­თი­ა­ნად და­ა­ჯა­რი­მა. მხო­ლოდ 10 დღის შემ­დეგ, 10 სექ­ტემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­და "სითი პარ­კმა", რომ თურ­მე ავ­ტო­პარ­კი­რე­ბის საშვში ძვე­ლი ნომ­რის ახ­ლით შეც­ვლა იყო სა­ჭი­რო და ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბი, ათა­სო­ბით და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, თა­ვის ერ­თა­დერთ სერ­ვის­ცენ­ტრში, კან­დე­ლა­კის ქუ­ჩა­ზე და­ი­ბა­რა, იქ მო­დით, შს სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან ნომ­რის შეც­ვლის შე­სა­ხებ ცნო­ბა მო­ი­ტა­ნეთ და მერე გა­და­ვი­ტანთ ავ­ტო­პარ­კი­რე­ბის საშვზე ამ ახალ ნო­მერს და აღარ და­გა­ჯა­რი­მებ­თო.

"ალია" ამის შე­სა­ხებ უკვე წერ­და, ვწერ­დით იმ მო­სა­ლოდ­ნელ პრობ­ლე­მე­ზეც, რაც, "სითი პარ­კის" ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მოჰ­ყვე­ბო­და - უზარ­მა­ზა­რი რი­გე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან და მერე, "სითი პარ­კის" ოფის­თან, ისე­დაც ნერ­ვებ­და­წყვე­ტი­ლი ხალ­ხის მოც­დე­ნა და ნერ­ვე­ბის ხე­ლახ­ლა გლე­ჯა... მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არც ამის შე­სა­ხებ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია "სითი პარ­კის" მო­რიგ თავ­გა­სუ­ლო­ბას არც მე­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სამ­სა­ხუ­რი, ანდა მე­რი­ის მმარ­თვე­ლო­ბი­დან ვინ­მე და არც საკ­რე­ბუ­ლოს რო­მე­ლი­მე დე­პუ­ტატს გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია ეს ამ­ბა­ვი. არა­და, ერ­თნიც და მე­ო­რე­ნიც, ვიდ­რე თბი­ლი­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­დოდ­ნენ, იმუქ­რე­ბოდ­ნენ, ოღონ­დაც ძა­ლა­უფ­ლე­ბა მოგ­ვე­ცით ხელ­ში, "სითი პარკს" სულ ბდღვნას ავა­დენთ და თბი­ლი­სი­დან სა­ერ­თოდ ავა­ორ­თქლებ­თო. აჰა, ძა­ლა­უფ­ლე­ბაც მა­გათ ხელ­შია და თბი­ლი­სის მარ­თვის ყვე­ლა ბერ­კე­ტიც, მაგ­რამ "სითი პარ­კმა" ისე "გა­და­უ­ა­რა" თბი­ლი­სე­ლებს, არა­ვის კრინ­ტი არ და­უძ­რავს.

"სითი პარ­კის" მიერ თბი­ლი­სელ­თათ­ვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­რი­გი სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ, "ალია" საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატს, ჯაბა სა­მუ­ში­ას ესა­უბ­რა:

- ბა­ტო­ნო ჯაბა, "სითი პარ­კმა" მო­რი­გი ეგ­ზე­კუ­ცია მო­უ­წყო თბი­ლი­სელ ავ­ტომფლო­ბე­ლებს, ახა­ლი სა­ნომ­რე ნი­შა­ნი ვინც აიღო, მგო­ნი, ყვე­ლა და­ა­ჯა­რი­მა. საქ­მის კურ­სში იქ­ნე­ბით ამის შე­სა­ხებ.

- კი, ვიცი, "სითი პარ­კმა" 10-10 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ახა­ლი ნომ­რე­ბი ავ­ტო­პარ­კი­რე­ბა­ზე არ ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი.

- მე­რე­და, სად ხართ თქვე კაი ხალ­ხო, ამის გამო საკ­რე­ბუ­ლოს არც ერთ წევ­რს გან­ცხა­დე­ბა არ გა­გი­კე­თე­ბი­ათ, არც მე­რი­ის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს. სი­ტყვით მა­ინც გა­მოჰ­ქო­მა­გე­ბო­დით ამ უდა­ნა­შა­უ­ლოდ დას­ჯილ ადა­მი­ა­ნებს?

- "სითი პარკთან" და­კავ­ში­რე­ბით საყ­ვე­დუ­რი მე ნამ­დვი­ლად არ მეთ­ქმის...

- ამ კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე მაქვს ლა­პა­რა­კი, თო­რემ "სითი პარკს" რომ უკვე წლე­ბია ებ­რძვით, ეგ კი ვიცი.

- გე­ტყვით, გე­ტყვით... ჩვენ საკ­რე­ბუ­ლო­ში გვქონ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი და მე­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სამ­სა­ხუ­რიც არ დარ­ჩე­ნი­ლა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ამ 10-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მე­ბის გამო, მე­რი­ი­დან და­უ­კავ­შირ­დნენ "სითი პარკს" და ამ პრობ­ლე­მა­ზე რა­ღაც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბია და­წყე­ბუ­ლი.

- მაგ­რამ მე­რი­ას ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გა­ნუ­ცხა­დე­ბია. თუ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბია და­წყე­ბუ­ლი, ჩა­ა­ყე­ნოს ხალ­ხი საქ­მის კურ­სში, უკე­თე­სი არ არის?

- არ ვიცი, ეს უკვე მათი საქ­მეა. მთა­ვა­რია, პრობ­ლე­მა გა­და­იჭ­რას და ჩუ­მად გა­კეთ­დე­ბა თუ ხმა­უ­რით, გა­დამ­წყვე­ტი ეს არ არის. შე­დე­გია მთა­ვა­რი. მარ­ტო ამ ახალ, 10-ლა­რი­ან ჯა­რი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ გვაქვს "სითი პარკთან" პრობ­ლე­მე­ბი. ჩვენ ვა­პი­რებთ მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის საკ­რე­ბუ­ლო­ში მოწ­ვე­ვას და კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვე­ბის დას­მას. არ ვიცი, შე­ამ­ჩნი­ეთ თუ არა, მაგ­რამ ამ ბოლო დროს, "სითი პარ­კის" ჯა­რი­მე­ბი გა­ი­ზარ­და, ადრე თუ რა­ღაც დარ­ღვე­ვა­ზე იყო კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხა, ახლა ეს ჯა­რი­მა გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია. მოკ­ლედ, ზო­გა­დად, ჯა­რი­მე­ბის ტა­რი­ფე­ბის ზრდა შე­იმ­ჩნე­ვა. "სითი პარ­კმა", იმის ნაც­ვლად, რომ მე­რი­ის პი­რო­ბე­ბი მი­ი­ღოს, შეც­ვა­ლოს პო­ლი­ტი­კა და ხალ­ხს ნორ­მა­ლუ­რად ემ­სა­ხუ­როს, პი­რი­ქით, ამ ხალ­ხის უა­რე­სად გამ­წა­რე­ბა და­ი­წყო.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ 10-ლა­რი­ან ჯა­რი­მებს, ეს სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლო იყო. კი, "სითი პარკს" ჰქონ­და უამ­რა­ვი დრო, რომ ეს სა­კი­თხი უპ­რობ­ლე­მოდ მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა. მას შს სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის ბა­ზი­დან უნდა მო­ე­თხო­ვა ყვე­ლა ნო­მერ­შეც­ვლი­ლი მან­ქა­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი, პრინ­ციპ­ში, მხო­ლოდ ახა­ლი ნო­მე­რი, მერე ეს ნომ­რე­ბი უნდა და­ე­ტა­ნა ავ­ტო­პარ­კი­რე­ბის საშვზე ძვე­ლის ნაც­ვლად და ეს ახა­ლი საშ­ვე­ბი და­ე­რი­გე­ბი­ნა ხალ­ხის­თვის. ამ მარ­ტივ პრო­ცე­დუ­რას კი ამ კომ­პა­ნი­ის მეს­ვე­უ­რებ­მა, არ­ჩი­ეს, ჩუ­მად ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ხალ­ხი და­ე­ჯა­რი­მე­ბი­ნათ და მხო­ლოდ 10 დღის შემ­დეგ ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბი საქ­მის კურ­სში, რომ საშვზე თურ­მე ახა­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნის და­ტა­ნე­ბაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. არა­და, ამ ხალ­ხს ეს საშ­ვი ნა­ყი­დი აქვს, ფული გა­და­გი­ხა­და და რა­ტომ აჯა­რი­მებ? შენ საქ­მეს ვერ მო­ა­ბა თავი, ხალ­ხი რა შუ­ა­ში­შა? ცხა­დია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბევრ კი­თხვას ბა­დებს და "სითი პარ­კის" ხელ­მძღვა­ნე­ლებს ამ კი­თხვებ­ზეც მო­უ­წევთ პა­სუ­ხის გა­ცე­მა. მათ მარ­თლა ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ჩა­აგ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ ფულს უხ­დი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის და არა პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის­თვის.

- ამ 10-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის გამო, სა­სა­მარ­თლოს არა­ვინ მი­ა­კი­თხავს, არა­და, ეს და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ხალ­ხი მარ­თა­ლია. რით და­ეხ­მა­რე­ბით ამ უსა­მარ­თლოდ და­ჩაგ­რულ ათა­სო­ბით ადა­მი­ანს?

- იმე­დი მაქვს, რომ თბი­ლი­სის მე­რია "სითი პარკთან" მო­აგ­ვა­რებს ამ სა­კითხს და ახა­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის გამო და­ჯა­რი­მე­ბუ­ლებს უკან და­უბ­რუ­ნებს კომ­პა­ნია ამ თან­ხას. "სითი პარ­კის" ამ გა­უთ­ვლე­ლი ნა­ბი­ჯის, თუ შეგ­ნე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის გამო, ხალ­ხმა პა­სუ­ხი არ უნდა აგოს. ხომ გი­თხა­რით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მე­რია რა­ღაც კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს დგამს, პრო­ცე­სი, რო­გორც ვიცი, და­წყე­ბუ­ლია, ამ ეტაპ­ზე ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს. თუ არა­და, პი­რა­დად მე და­ვა­ყე­ნებ მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან სა­კითხს, რომ და­ჯა­რი­მე­ბულ­თათ­ვის თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე "სითი პარკთან" და­ი­წყოს მო­ლა­პა­რა­კე­ბა. თუმ­ცა, ეს არ არის მთა­ვა­რი. მთა­ვა­რი ის არის, რომ ამ კომ­პა­ნი­ას არ აქვს სურ­ვი­ლი, ითა­ნამ­შრომ­ლოს თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან, მისი შე­ნიშ­ვნე­ბი გა­ი­ზი­ა­როს და ნორ­მა­ლუ­რად იმუ­შა­ოს. კი, შეგ­ვხვდნენ ჩვენ, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­სა და მე­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი, რაც მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა "სითი პარ­კმა", მე­რი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, ისიც, მხო­ლოდ ნა­წი­ლი ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­სა, სა­ი­დუმ­ლო მუხ­ლებ­ში არ წე­რია, დღემ­დე არა­ვინ იცის. ამის გარ­და, მას სხვა არა­ფე­რი შე­უც­ვლია.

- რა გახ­და, ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს "სითი პარ­კი", მე­რი­ამ ერთი თვე, სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე მის­ცა ვადა ამ კომ­პა­ნი­ას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბის­თვის, ეს სექ­ტემ­ბრის ბო­ლოც მოვა და ვნა­ხავთ, რომ "სითი პარ­კი" ბევ­რს არა­ფერს შცევ­ლის და მე­რი­ის უამ­რავ მო­თხოვ­ნას სა­ერ­თოდ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამ კომ­პა­ნი­ის მეს­ვე­ურთ უკვე თავ­ში აქვთ ავარ­დნი­ლი და აგერ ნა­ხავთ, თუ ეგრე არ მოხ­დე­ბა. ნა­მე­ტა­ნი ხომ არ ელო­ლი­ა­ვე­ბი­ან ამ კომ­პა­ნი­ას? აი­ღეთ და მარ­თლა გა­ა­ძე­ვეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან. გა­უ­წყვი­ტოს მე­რი­ამ კონ­ტრაქ­ტი და ამით დას­რულ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

- ერ­თია თქვე­ნი პო­ზი­ცია და მე­ო­რეა, სა­მარ­თლებ­რი­ვი მხა­რე...

- ეს ჩემი პო­ზი­ცია კი არა, ასე­ულ ათა­სო­ბით ავ­ტომფლო­ბე­ლის პო­ზი­ცია და სურ­ვი­ლია.

- მე თა­ვად ვარ წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია იყოს თბი­ლი­სის ბა­ზარ­ზე, მეც მომ­ხრე ვარ, რომ შე­უ­წყვი­ტოს "სითი პარკს" კონ­ტრაქ­ტი თბი­ლი­სის მე­რი­ამ. ამ კომ­პა­ნი­ას სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია თბი­ლის­ში მთე­ლი 7 წლის მან­ძილ­ზე, მცი­რე მე­წარ­მე­საც შე­უძ­ლია, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, რაც ამ კომ­პა­ნი­ამ თბი­ლის­ში და­ხარ­ჯა. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ეს კომ­პა­ნია "ნა­ცი­ო­ნალ­თა" მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ იყო და მათ ბო­ლოს ისე­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­ფორ­მეს, თუ მე­რია "სითი პარკთან" ცალ­მხრი­ვად გა­წყვეტს კონ­ტრაქტს, მა­შინ მე­რი­ამ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი უნდა გა­და­უ­ხა­დოს კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით.

- ეგ ვიცი, ბა­ტო­ნო ჯაბა და ამ "სითი პარკს" ის ხალ­ხიც უნდა მი­ა­ყო­ლოთ, ვინც ასე­თი კა­ბა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­ფორ­მა. ორ კაცს ახ­ლა­ვე გე­ტყვით. ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას თბი­ლი­სის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ვიცე-მერი, მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი აწერს ხელს და ამას იგი უგუ­ლა­ვას გა­რე­შე ვერც და არც გა­ა­კე­თებ­და. აი, ამა­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა დას­ვათ, სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ცალ­სა­ხად წამ­გე­ბი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რომ გა­უ­ფორ­მეს ამ კომ­პა­ნი­ას და ცხა­დია, თა­ვად "სითი პარ­კის" ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი­საც, რო­მელ­თაც ჯერ ხალ­ხის ყვლე­ფით იშო­ვეს ფული და ახლა, კონ­ტრაქტს თუ შე­უ­წყვეტს, მე­რი­ამ კი­დევ მი­ლი­ო­ნე­ბი უნდა გა­და­უ­ხა­დოს.

- გა­სა­გე­ბია და ჩვენ სწო­რედ მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ვართ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, ვნა­ხოთ, გა­ვი­დეს მე­რი­ის მიერ დად­გე­ნი­ლი ვადა, ვნა­ხოთ, რას შეც­ვლის "სითი პარ­კი". თუ არა­ფე­რი, ან ბევ­რი არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, მერე სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბი ამუ­შავ­დე­ბა. მერ­წმუ­ნეთ, იმ კა­ბა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გამო, რაც მე­რი­ის წინა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ამ კომ­პა­ნი­ას გა­უ­ფორ­მა, ვინც დამ­ნა­შა­ვე აღ­მოჩ­ნდე­ბა, პა­სუხ­საც აგებს სა­თა­ნა­დოდ.

- არა­ერ­თხელ მოგ­ვის­მე­ნია, რომ "სითი პარ­კი" გიგი უგუ­ლა­ვას გუნდს სო­ლი­დურ თან­ხას უხ­დი­და იმის­თვის, რომ ხალ­ხი უპ­რობ­ლე­მოდ ეყვლი­ფა, მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა მე­რი­ას­თან. ბა­ტო­ნო ჯაბა, ხალ­ხი ეჭ­ვობს, რომ შე­საძ­ლოა, "სითი პარ­კმა" მე­რი­ის ახალ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თა­ნაც გა­მო­ნა­ხოს სა­ერ­თო ენა, მათ­თან კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბა­ში შე­ვი­დეს და არც არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლოს - "სითი პარ­კი" დარ­ჩე­ბა ბა­ზარ­ზე და ხალ­ხის ტე­რორს გა­აგ­რძე­ლებს. რას ვი­ზამთ, ხალ­ხს ვა­რა­უ­დე­ბის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბას ვერ წა­ვარ­თმევთ, თა­ნაც იმ ფონ­ზე, რაც "სითი პარ­კმა" გა­ბე­და და ამ­დე­ნი ხალ­ხი უსა­ფუძ­ვლოდ და­ა­ჯა­რი­მა.

- მე ამას გა­მოვ­რი­ცხავ, რად­გან მე­რი­ა­ში დღეს ყვე­ლა პრო­ცე­სი გამჭვირ­ვა­ლეა და გარ­და ამი­სა, საკ­რე­ბუ­ლო შე­სა­ბა­მის კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს მე­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. და­მი­ჯე­რეთ, მსგავ­სი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა. ისიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ გიგი უგუ­ლა­ვას, მგო­ნი, პრე­ზი­დენტზე მეტი უფ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკონ­ტრო­ლო იყო და რა­საც უნ­დო­და, იმას აკე­თებ­და, ვის­თა­ნაც სურ­და, იმას­თან აფორ­მებ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, ტენ­დერე­ბი გა­უმჭვირ­ვა­ლე იყო და კაც­მა არ იცო­და, მე­რი­ა­ში რა ხდე­ბო­და... ახლა ასე აღარ არის, ყვე­ლა­ფე­რი გამჭვირ­ვა­ლე და სა­ჯა­როა, ამას­თა­ნა­ვე, მე­რი­ის დღე­ვან­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, მე­რის ჩათ­ვლით, მრა­ვალ­მხრი­ვი მე­ქა­ნიზ­მით კონ­ტროლ­დე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი გამ­ყა­რე­ბუ­ლია სა­თა­ნა­დო სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზით.

"ალი­ას" "სითი პარ­კის" მო­რიგ ეგ­ზე­კუ­ცი­ასთნა და სხვა სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, პა­ა­ტა ჯაჭვლი­ა­ნის პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა სურ­და. ისიც გვინ­დო­და გაგ­ვე­გო, მარ­თლა აწარ­მო­ებს თუ არა ეს სამ­სა­ხუ­რი "სითი პარკთან" მო­ლა­პა­რა­კე­ბას 10-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა პა­ა­ტა ჯაჭვლი­ანს ვერ და­ვუ­კაშ­ვირ­დით. მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან გვაც­ნო­ბეს, რომ ის მთე­ლი სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს იღებ­და.

ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"სითი პარკის" მიერ ახალი ნომრების გამო დაჯარიმებულ მძღოლებს თანხები უკან დაუბრუნდებათ?

"სითი პარკის" მიერ ახალი ნომრების გამო დაჯარიმებულ მძღოლებს თანხები უკან დაუბრუნდებათ?

"სითი პარკმა", რომლის თბილისიდან გაძევებასაც ყველა თბილისელი ერთხმად მოითხოვს, კიდევ ერთხელ ითავხედა და სრულიად უსაფუძვლოდ, ავტომფლობელებს 10-ლარიანი ჯარიმები "აჰკიდა". შეგახსენებთ, რომ 1-ლი სექტემბრიდან საქართველოში ახალი სანომრე ნიშნები შემოვიდა და ძალიან ბევრმა შეცვალა ძველი ნომერი ახლით. "სითი პარკმა" კი სწორედ აქ მოუდო შარი ხალხს, ჩვენ მიერ გაცემულ ავტოპარკირების საშვში ძველი ნომრებია მითითებული, ახალი არ არისო და ამიტომაც, ყველა, ვისაც ახალი ნომერი ჰქონდა მანქანაზე, ერთიანად დააჯარიმა. მხოლოდ 10 დღის შემდეგ, 10 სექტემბერს გამოაცხადა "სითი პარკმა", რომ თურმე ავტოპარკირების საშვში ძველი ნომრის ახლით შეცვლა იყო საჭირო და ავტომფლობელები, ათასობით დაჯარიმებული ადამიანი, თავის ერთადერთ სერვისცენტრში, კანდელაკის ქუჩაზე დაიბარა, იქ მოდით, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ნომრის შეცვლის შესახებ ცნობა მოიტანეთ და მერე გადავიტანთ ავტოპარკირების საშვზე ამ ახალ ნომერს და აღარ დაგაჯარიმებთო.

"ალია" ამის შესახებ უკვე წერდა, ვწერდით იმ მოსალოდნელ პრობლემეზეც, რაც, "სითი პარკის" ამ გადაწყვეტილებას მოჰყვებოდა - უზარმაზარი რიგები მომსახურების სააგენტოსთან და მერე, "სითი პარკის" ოფისთან, ისედაც ნერვებდაწყვეტილი ხალხის მოცდენა და ნერვების ხელახლა გლეჯა... მაგრამ, სამწუხაროდ, არც ამის შესახებ გამოხმაურებია "სითი პარკის" მორიგ თავგასულობას არც მერიის სატრანსპორტო სამსახური, ანდა მერიის მმართველობიდან ვინმე და არც საკრებულოს რომელიმე დეპუტატს გაუპროტესტებია ეს ამბავი. არადა, ერთნიც და მეორენიც, ვიდრე თბილისის ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, იმუქრებოდნენ, ოღონდაც ძალაუფლება მოგვეცით ხელში, "სითი პარკს" სულ ბდღვნას ავადენთ და თბილისიდან საერთოდ ავაორთქლებთო. აჰა, ძალაუფლებაც მაგათ ხელშია და თბილისის მართვის ყველა ბერკეტიც, მაგრამ "სითი პარკმა" ისე "გადაუარა" თბილისელებს, არავის კრინტი არ დაუძრავს.

"სითი პარკის" მიერ თბილისელთათვის ჩატარებული მორიგი სადამსჯელო ოპერაციის შესახებ, "ალია" საკრებულოს დეპუტატს, ჯაბა სამუშიას ესაუბრა:

- ბატონო ჯაბა, "სითი პარკმა" მორიგი ეგზეკუცია მოუწყო თბილისელ ავტომფლობელებს, ახალი სანომრე ნიშანი ვინც აიღო, მგონი, ყველა დააჯარიმა. საქმის კურსში იქნებით ამის შესახებ.

- კი, ვიცი, "სითი პარკმა" 10-10 ლარით დააჯარიმა ის ადამიანები, ვისაც ახალი ნომრები ავტოპარკირებაზე არ ჰქონდა გადატანილი.

- მერედა, სად ხართ თქვე კაი ხალხო, ამის გამო საკრებულოს არც ერთ წევრს განცხადება არ გაგიკეთებიათ, არც მერიის შესაბამის სამსახურებს. სიტყვით მაინც გამოჰქომაგებოდით ამ უდანაშაულოდ დასჯილ ადამიანებს?

- "სითი პარკთან" დაკავშირებით საყვედური მე ნამდვილად არ მეთქმის...

- ამ კონკრეტულ ფაქტზე მაქვს ლაპარაკი, თორემ "სითი პარკს" რომ უკვე წლებია ებრძვით, ეგ კი ვიცი.

- გეტყვით, გეტყვით... ჩვენ საკრებულოში გვქონდა ამაზე საუბარი და მერიის სატრანსპორტო სამსახურიც არ დარჩენილა რეაგირების გარეშე. რამდენადაც ვიცი, ამ 10-ლარიანი ჯარიმების გამო, მერიიდან დაუკავშირდნენ "სითი პარკს" და ამ პრობლემაზე რაღაც მოლაპარაკებებია დაწყებული.

- მაგრამ მერიას ამის შესახებ არაფერი განუცხადებია. თუ მოლაპარაკებებია დაწყებული, ჩააყენოს ხალხი საქმის კურსში, უკეთესი არ არის?

- არ ვიცი, ეს უკვე მათი საქმეა. მთავარია, პრობლემა გადაიჭრას და ჩუმად გაკეთდება თუ ხმაურით, გადამწყვეტი ეს არ არის. შედეგია მთავარი. მარტო ამ ახალ, 10-ლარიან ჯარიმებთან დაკავშირებით არ გვაქვს "სითი პარკთან" პრობლემები. ჩვენ ვაპირებთ მათი წარმომადგენლების საკრებულოში მოწვევას და კონკრეტული კითხვების დასმას. არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ამ ბოლო დროს, "სითი პარკის" ჯარიმები გაიზარდა, ადრე თუ რაღაც დარღვევაზე იყო კონკრეტული თანხა, ახლა ეს ჯარიმა გაორმაგებულია. მოკლედ, ზოგადად, ჯარიმების ტარიფების ზრდა შეიმჩნევა. "სითი პარკმა", იმის ნაცვლად, რომ მერიის პირობები მიიღოს, შეცვალოს პოლიტიკა და ხალხს ნორმალურად ემსახუროს, პირიქით, ამ ხალხის უარესად გამწარება დაიწყო.

რაც შეეხება იმ 10-ლარიან ჯარიმებს, ეს სრულიად უსაფუძვლო იყო. კი, "სითი პარკს" ჰქონდა უამრავი დრო, რომ ეს საკითხი უპრობლემოდ მოეგვარებინა. მას შს სამინისტროს მომსახურების ბაზიდან უნდა მოეთხოვა ყველა ნომერშეცვლილი მანქანის მონაცემები, პრინციპში, მხოლოდ ახალი ნომერი, მერე ეს ნომრები უნდა დაეტანა ავტოპარკირების საშვზე ძველის ნაცვლად და ეს ახალი საშვები დაერიგებინა ხალხისთვის. ამ მარტივ პროცედურას კი ამ კომპანიის მესვეურებმა, არჩიეს, ჩუმად ყოფილიყვნენ, ხალხი დაეჯარიმებინათ და მხოლოდ 10 დღის შემდეგ ჩაეყენებინათ ავტომფლობელები საქმის კურსში, რომ საშვზე თურმე ახალი სანომრე ნიშნის დატანებაა სავალდებულო. არადა, ამ ხალხს ეს საშვი ნაყიდი აქვს, ფული გადაგიხადა და რატომ აჯარიმებ? შენ საქმეს ვერ მოაბა თავი, ხალხი რა შუაშიშა? ცხადია, ეს ყველაფერი ბევრ კითხვას ბადებს და "სითი პარკის" ხელმძღვანელებს ამ კითხვებზეც მოუწევთ პასუხის გაცემა. მათ მართლა ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს ადამიანები, რომლებიც მათ ფულს უხდიან მომსახურებისთვის და არა პრობლემების შექმნისთვის.

- ამ 10-ლარიანი ჯარიმის გამო, სასამართლოს არავინ მიაკითხავს, არადა, ეს დაჯარიმებული ხალხი მართალია. რით დაეხმარებით ამ უსამართლოდ დაჩაგრულ ათასობით ადამიანს?

- იმედი მაქვს, რომ თბილისის მერია "სითი პარკთან" მოაგვარებს ამ საკითხს და ახალი სანომრე ნიშნების გამო დაჯარიმებულებს უკან დაუბრუნებს კომპანია ამ თანხას. "სითი პარკის" ამ გაუთვლელი ნაბიჯის, თუ შეგნებული პროვოკაციის გამო, ხალხმა პასუხი არ უნდა აგოს. ხომ გითხარით, ამ მიმართულებით მერია რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, პროცესი, როგორც ვიცი, დაწყებულია, ამ ეტაპზე ასეთი ინფორმაცია მაქვს. თუ არადა, პირადად მე დავაყენებ მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან საკითხს, რომ დაჯარიმებულთათვის თანხის უკან დაბრუნების თაობაზე "სითი პარკთან" დაიწყოს მოლაპარაკება. თუმცა, ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ამ კომპანიას არ აქვს სურვილი, ითანამშრომლოს თბილისის მერიასთან, მისი შენიშვნები გაიზიაროს და ნორმალურად იმუშაოს. კი, შეგვხვდნენ ჩვენ, საკრებულოს წევრებსა და მერიის ხელმძღვანელებს, მაგრამ ერთადერთი, რაც მას შემდეგ გააკეთა "სითი პარკმა", მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაასაჯაროვა, ისიც, მხოლოდ ნაწილი ამ ხელშეკრულებისა, საიდუმლო მუხლებში არ წერია, დღემდე არავინ იცის. ამის გარდა, მას სხვა არაფერი შეუცვლია.

- რა გახდა, ბოლოს და ბოლოს, ეს "სითი პარკი", მერიამ ერთი თვე, სექტემბრის ბოლომდე მისცა ვადა ამ კომპანიას ხელშეკრულების კორექტირებისთვის, ეს სექტემბრის ბოლოც მოვა და ვნახავთ, რომ "სითი პარკი" ბევრს არაფერს შცევლის და მერიის უამრავ მოთხოვნას საერთოდ არ გაითვალისწინებს. ამ კომპანიის მესვეურთ უკვე თავში აქვთ ავარდნილი და აგერ ნახავთ, თუ ეგრე არ მოხდება. ნამეტანი ხომ არ ელოლიავებიან ამ კომპანიას? აიღეთ და მართლა გააძევეთ საქართველოდან. გაუწყვიტოს მერიამ კონტრაქტი და ამით დასრულდება ყველაფერი.

- ერთია თქვენი პოზიცია და მეორეა, სამართლებრივი მხარე...

- ეს ჩემი პოზიცია კი არა, ასეულ ათასობით ავტომფლობელის პოზიცია და სურვილია.

- მე თავად ვარ წინააღმდეგი, რომ ეს ორგანიზაცია იყოს თბილისის ბაზარზე, მეც მომხრე ვარ, რომ შეუწყვიტოს "სითი პარკს" კონტრაქტი თბილისის მერიამ. ამ კომპანიას სერიოზული არაფერი გაუკეთებია თბილისში მთელი 7 წლის მანძილზე, მცირე მეწარმესაც შეუძლია, განახორციელოს ის ინვესტიციები, რაც ამ კომპანიამ თბილისში დახარჯა. ყველამ ვიცით, რომ ეს კომპანია "ნაციონალთა" მფარველობის ქვეშ იყო და მათ ბოლოს ისეთი ხელშეკრულება გაუფორმეს, თუ მერია "სითი პარკთან" ცალმხრივად გაწყვეტს კონტრაქტს, მაშინ მერიამ რამდენიმე მილიონი უნდა გადაუხადოს კომპენსაციის სახით.

- ეგ ვიცი, ბატონო ჯაბა და ამ "სითი პარკს" ის ხალხიც უნდა მიაყოლოთ, ვინც ასეთი კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა. ორ კაცს ახლავე გეტყვით. ამ ხელშეკრულებას თბილისის იმჟამინდელი ვიცე-მერი, მამუკა ახვლედიანი აწერს ხელს და ამას იგი უგულავას გარეშე ვერც და არც გააკეთებდა. აი, ამათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დასვათ, სახელმწიფოსთვის ცალსახად წამგებიანი ხელშეკრულება რომ გაუფორმეს ამ კომპანიას და ცხადია, თავად "სითი პარკის" ხელმძღვანელებისაც, რომელთაც ჯერ ხალხის ყვლეფით იშოვეს ფული და ახლა, კონტრაქტს თუ შეუწყვეტს, მერიამ კიდევ მილიონები უნდა გადაუხადოს.

- გასაგებია და ჩვენ სწორედ მაგ მიმართულებით მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ, ვნახოთ, გავიდეს მერიის მიერ დადგენილი ვადა, ვნახოთ, რას შეცვლის "სითი პარკი". თუ არაფერი, ან ბევრი არაფერი შეიცვალა, მერე სამართლებრივი მექანიზმები ამუშავდება. მერწმუნეთ, იმ კაბალური ხელშეკრულების გამო, რაც მერიის წინა ხელმძღვანელობამ ამ კომპანიას გაუფორმა, ვინც დამნაშავე აღმოჩნდება, პასუხსაც აგებს სათანადოდ.

- არაერთხელ მოგვისმენია, რომ "სითი პარკი" გიგი უგულავას გუნდს სოლიდურ თანხას უხდიდა იმისთვის, რომ ხალხი უპრობლემოდ ეყვლიფა, მისთვის სასურველი ხელშეკრულება გაეფორმებინა მერიასთან. ბატონო ჯაბა, ხალხი ეჭვობს, რომ შესაძლოა, "სითი პარკმა" მერიის ახალ ხელმძღვანელობასთანაც გამონახოს საერთო ენა, მათთან კორუფციულ გარიგებაში შევიდეს და არც არაფერი შეიცვალოს - "სითი პარკი" დარჩება ბაზარზე და ხალხის ტერორს გააგრძელებს. რას ვიზამთ, ხალხს ვარაუდების გამოთქმის უფლებას ვერ წავართმევთ, თანაც იმ ფონზე, რაც "სითი პარკმა" გაბედა და ამდენი ხალხი უსაფუძვლოდ დააჯარიმა.

- მე ამას გამოვრიცხავ, რადგან მერიაში დღეს ყველა პროცესი გამჭვირვალეა და გარდა ამისა, საკრებულო შესაბამის კონტროლს ახორციელებს მერიაში მიმდინარე პროცესებზე. დამიჯერეთ, მსგავსი არაფერი მოხდება. ისიც გავითვალისწინოთ, რომ გიგი უგულავას, მგონი, პრეზიდენტზე მეტი უფლებები ჰქონდა, აბსოლუტურად უკონტროლო იყო და რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა, ვისთანაც სურდა, იმასთან აფორმებდა ხელშეკრულებებს, ტენდერები გაუმჭვირვალე იყო და კაცმა არ იცოდა, მერიაში რა ხდებოდა... ახლა ასე აღარ არის, ყველაფერი გამჭვირვალე და საჯაროა, ამასთანავე, მერიის დღევანდელი ხელმძღვანელობა, მერის ჩათვლით, მრავალმხრივი მექანიზმით კონტროლდება და ეს ყველაფერი გამყარებულია სათანადო საკანონმდებლო ბაზით.

"ალიას" "სითი პარკის" მორიგ ეგზეკუციასთნა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, პაატა ჯაჭვლიანის პოზიციის დაფიქსირება სურდა. ისიც გვინდოდა გაგვეგო, მართლა აწარმოებს თუ არა ეს სამსახური "სითი პარკთან" მოლაპარაკებას 10-ლარიანი ჯარიმების გაუქმების შესახებ, თუმცა პაატა ჯაჭვლიანს ვერ დავუკაშვირდით. მერიის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, რომ ის მთელი სამუშაო დღის განმავლობაში მოქალაქეებს იღებდა.

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია