სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილმა ქვეყანა სკანდალისგან იხსნა"
"ივანიშვილმა ქვეყანა სკანდალისგან იხსნა"

"ბოლო დღე­ე­ბის ყბა­და­ღე­ბულ თე­მას წერ­ტი­ლი და­ეს­ვა - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ამე­რი­კა­ში ვი­ზი­ტი გა­და­დო და ამის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად მისი ჩაშ­ლა და­ა­სა­ხე­ლა. უფრო ზუს­ტად კი, მან აღ­ნიშ­ნა, რომ მოხ­და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა ვი­ზი­ტის ჩა­საშ­ლე­ლად და ამე­რი­კუ­ლი ვო­ი­ა­ჟი ჩა­ი­შა­ლა კი­დეც. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას წინ უს­წრებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ არ უნდა წა­სუ­ლი­ყო მაგრვე­ლაშ­ვი­ლი ამე­რი­კა­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ მისი სი­ტყვე­ბი და მო­საზ­რე­ბა იქნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი", - წერს გა­ზე­თი "ახა­ლი თა­ო­ბა" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ქვე­ყა­ნა სკან­და­ლის­გან იხ­სნა".

"მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სურ­ვი­ლი გა­ე­რო­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლის შე­სა­ხებ უც­ნა­უ­რი გა­ჯი­უ­ტე­ბა და ახი­რე­ბაა. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უ­ბა­რი იმ­დე­ნად უმ­ნიშ­ვნე­ლოა, რომ პრე­ზი­დენ­ტის ჩას­ვლა არა­ვი­თარ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს. თა­ვად გან­სა­ჯეთ, უნდა ისა­უბ­რონ ნახ­ში­რორ­ჟან­გის დაგ­რო­ვე­ბა­სა და კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის თან­ხის გა­მო­ყო­ფა­ზე. ბევ­რი ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც კი არ იღებს და მათ შო­რის ისე­თი დიდი ქვეყ­ნე­ბიც, რო­გო­რი­ცაა ინ­დო­ე­თი და ჩი­ნე­თი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს იყო თვით­დამ­კვიდ­რე­ბის მცდე­ლო­ბა, იმის ხმა­მაღ­ლა გაჟ­ღე­რე­ბა, რომ ქვე­ყა­ნას ჰყავს პრე­ზი­დენ­ტი და მას აქვს უფ­ლე­ბა წა­ვი­დეს იქ, სა­დაც მო­ე­სურ­ვე­ბა , მაგ­რამ ეს მა­ხინ­ჯი კონ­სტი­ტუ­ცი­ის ბრა­ლია", - აცხა­დებს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას ექ­სპერ­ტი ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე.

"კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლო სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა ქა­ღალ­დზე გახ­და, თო­რემ სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს იმ­დე­ნად და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად არის გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ გა­ოც­დე­ბით. როცა ქვე­ყა­ნა სა­პარ­ლა­მენ­ტო წყო­ბა­ზე გა­და­დის, არ უნდა და­ტო­ვო მუხ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ქვე­ყა­ნას ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავს - ეს არის ნონ­სენ­სი და მე თუ მკი­თხავთ შეგ­ნე­ბუ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი. იმ კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის სინ­დის­ზე იყოს ეს სი­მა­ხინ­ჯე, ვინც ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო. სწო­რედ ეს არის მო­სა­და­ვე­ბე­ლი. კაი ამ­ბობს, არ­ჩე­უ­ლი ვარო და მარ­თა­ლია - მაგ­რამ ამ არ­ჩე­ულს უფ­ლე­ბე­ბი არ აქვს და ეს არის ფაქ­ტი", - დას­ძენს რეს­პონ­დენ­ტი.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მარ­გვე­ლაშ­ვილს აქე­ზე­ბენ და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ უნდა მო­იქ­ცეს ისე, რო­გორც იქ­ცე­ვა. ეს არ არის მარ­თე­ბუ­ლი და გი­ორ­გი ამას უნდა მიხ­ვდეს. იმ ადა­მი­ა­ნებს კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი ამოძ­რა­ვებთ და აწყობთ და­პი­რის­პი­რე­ბა პრე­ზი­დენ­ტსა და მთავ­რო­ბას შო­რის, რაც მი­ი­ღეს კი­დეც. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა წას­ვლა რომ გა­და­ი­ფიქ­რა კარ­გია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ქვე­ყა­ნას სირ­ცხვილს გა­დარ­ჩა - ის, რომ ეს იქ­ნე­ბო­და სირ­ცხვი­ლი, ყვე­ლა თან­ხმდე­ბა. ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა რე­ა­ლის­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა იმის რაც ხდე­ბა და რაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მისი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მოხ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­დალს გა­დავ­რჩით", - აცხა­დებს ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე და შე­კი­თხვას - "სხვა­თა შო­რის, ივა­ნიშ­ვილ­მა პრე­მი­ე­ბის თე­მაც ახ­სე­ნა..." პა­სუ­ხობს:

"მათ, ვინც პრე­მი­ე­ბი და­ი­წე­რეს უნდა რცხვე­ნო­დეთ და უნდა რცხვე­ნო­დეთ იმი­სა, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სწო­რედ ამ თე­მა­ზე ამუ­ნა­თებ­დნენ. არ შე­იძ­ლე­ბა ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა ასე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა. ეს კარ­გად ეს­მის ივა­ნიშ­ვილს და არა მგო­ნის, რომ სხვებს არ ეს­მო­დეთ, თუმ­ცა აკე­თე­ბენ იმას, რა­საც აკე­თე­ბენ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს ამის რე­გუ­ლა­ცია და ისე, რომ ხალ­ხის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა არ უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს. იმას, რაც ამ თე­მის გახ­მა­უ­რე­ბას მოჰ­ყვა, ხალ­ხის აგ­რე­სია ერ­ქვა, ეს კი არა­ვის და­უმ­თავ­რდე­ბა კარ­გად".

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ივანიშვილმა ქვეყანა სკანდალისგან იხსნა"

"ივანიშვილმა ქვეყანა სკანდალისგან იხსნა"

"ბოლო დღეების ყბადაღებულ თემას წერტილი დაესვა - გიორგი მარგველაშვილმა ამერიკაში ვიზიტი გადადო და ამის ოფიციალურ მიზეზად მისი ჩაშლა დაასახელა. უფრო ზუსტად კი, მან აღნიშნა, რომ მოხდა ორგანიზებული მუშაობა ვიზიტის ჩასაშლელად და ამერიკული ვოიაჟი ჩაიშალა კიდეც. მარგველაშვილის განცხადებას წინ უსწრებდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა წასულიყო მაგრველაშვილი ამერიკაში. სავარაუდოდ, სწორედ მისი სიტყვები და მოსაზრება იქნა გათვალისწინებული", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა სკანდალისგან იხსნა".

"მარგველაშვილის სურვილი გაეროში სიტყვით გამოსვლის შესახებ უცნაური გაჯიუტება და ახირებაა. კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით საუბარი იმდენად უმნიშვნელოა, რომ პრეზიდენტის ჩასვლა არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თავად განსაჯეთ, უნდა ისაუბრონ ნახშირორჟანგის დაგროვებასა და კონკრეტული ქვეყნებისთვის თანხის გამოყოფაზე. ბევრი ქვეყანა მონაწილეობასაც კი არ იღებს და მათ შორის ისეთი დიდი ქვეყნებიც, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი. შესაბამისად, ეს იყო თვითდამკვიდრების მცდელობა, იმის ხმამაღლა გაჟღერება, რომ ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი და მას აქვს უფლება წავიდეს იქ, სადაც მოესურვება , მაგრამ ეს მახინჯი კონსტიტუციის ბრალია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ვასილ მაღლაფერიძე.

"კონსტიტუციურად საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა ქაღალდზე გახდა, თორემ სინამდვილეში ეს იმდენად დამახინჯებულად არის გაკეთებული, რომ გაოცდებით. როცა ქვეყანა საპარლამენტო წყობაზე გადადის, არ უნდა დატოვო მუხლი, რომლის მიხედვითაც ქვეყანას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ჰყავს - ეს არის ნონსენსი და მე თუ მკითხავთ შეგნებულად გაკეთებული. იმ კონსტიტუციონალისტების სინდისზე იყოს ეს სიმახინჯე, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. სწორედ ეს არის მოსადავებელი. კაი ამბობს, არჩეული ვარო და მართალია - მაგრამ ამ არჩეულს უფლებები არ აქვს და ეს არის ფაქტი", - დასძენს რესპონდენტი.

"დარწმუნებული ვარ, რომ მარგველაშვილს აქეზებენ და ეუბნებოდნენ, რომ უნდა მოიქცეს ისე, როგორც იქცევა. ეს არ არის მართებული და გიორგი ამას უნდა მიხვდეს. იმ ადამიანებს კონკრეტული მიზნები ამოძრავებთ და აწყობთ დაპირისპირება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რაც მიიღეს კიდეც. ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ მარგველაშვილმა წასვლა რომ გადაიფიქრა კარგია იმდენად, რამდენადაც ქვეყანას სირცხვილს გადარჩა - ის, რომ ეს იქნებოდა სირცხვილი, ყველა თანხმდება. ივანიშვილმა გააკეთა რეალისტური შეფასება იმის რაც ხდება და რაც შეიძლება მოხდეს და საბედნიეროდ, მისი განცხადების შემდეგ მოხდა გადაწყვეტილების შეცვლა. შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო სკანდალს გადავრჩით", - აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე და შეკითხვას - "სხვათა შორის, ივანიშვილმა პრემიების თემაც ახსენა..." პასუხობს:

"მათ, ვინც პრემიები დაიწერეს უნდა რცხვენოდეთ და უნდა რცხვენოდეთ იმისა, რომ წინა ხელისუფლებას სწორედ ამ თემაზე ამუნათებდნენ. არ შეიძლება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ასეთი რამის გაკეთება. ეს კარგად ესმის ივანიშვილს და არა მგონის, რომ სხვებს არ ესმოდეთ, თუმცა აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. აუცილებლად უნდა მოხდეს ამის რეგულაცია და ისე, რომ ხალხის გაღიზიანება არ უნდა გამოიწვიოს. იმას, რაც ამ თემის გახმაურებას მოჰყვა, ხალხის აგრესია ერქვა, ეს კი არავის დაუმთავრდება კარგად".

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?