საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კერძო სკოლა თუ საჯარო - რა უპირატესობები აქვს თითოეულს
კერძო სკოლა თუ საჯარო - რა უპირატესობები აქვს თითოეულს

რო­გორც კი ოჯახ­ში ბავ­შვის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა, პირ­ველ რიგ­ში "კარ­გი" სკო­ლის ძებ­ნა-გა­კი­თხვას ვი­წყებთ. რო­გორც წესი, ამ დროს აქ­ტუ­ა­ლუ­რია კი­თხვა - კერ­ძო სკო­ლა ჯო­ბია თუ კარ­გი სა­ჯა­რო?

ონ­ლა­ინ-რე­გის­ტრა­ცი­ით რო­მე­ლი­მე პრეს­ტი­ჟულ სკო­ლა­ში მოხ­ვედ­რა ლა­მის სას­წა­უ­ლის ტოლ­ფა­სია. ხოლო თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხა­რე ხელს გი­წყობთ, თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ, არ­ჩე­ვა­ნი კერ­ძო სკო­ლა­ზეც შე­ა­ჩე­როთ. ბოლო დროს ბევ­რი მშო­ბე­ლი სწო­რედ ასე იქ­ცე­ვა და რომ არა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბა­რი­ე­რი, კერ­ძო სკო­ლას ბევ­რად მეტი მოს­წავ­ლე ეყო­ლე­ბო­და.

mshoblebi.ge-მ სკო­ლე­ბის თე­მა­ზე 300-მდე მშო­ბე­ლი გა­მო­კი­თხა. კი­თხვა­ზე "არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ გქონ­დეთ, კერ­ძო სკო­ლას აირ­ჩევ­დით თუ სა­ჯა­როს", მშობ­ლე­ბის 71%-მა პა­სუ­ხი კერ­ძო სკო­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გას­ცა. ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის მი­ზე­ზად არა­ერ­თი ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა და­სა­ხელ­დეს, თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის შე­ლა­ხუ­ლი სა­ხე­ლია.

რო­მელ სკო­ლას აირ­ჩევთ თა­ვად, თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია. არც ჩვენ ვაპ­რებთ, რო­მე­ლი­მეს გა­ვუ­წი­ოთ აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­და. მხო­ლოდ ვეც­დე­ბით ახ­ლო­დან და­გა­ნა­ხოთ ორი­ვე ტი­პის სკო­ლის ღირ­სე­ბა თუ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი, რომ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა უფრო გა­გი­ად­ვილ­დეთ.

სტა­ტის­ტი­კა

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მა­სამ­დე კერ­ძო სკო­ლაა, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით, 50 000 ბავ­შვი იღებს გა­ნათ­ლე­ბას. სწავ­ლე­ბის სა­ფა­სუ­რი წე­ლი­წად­ში 1000 ლა­რი­დან იწყე­ბა და ზოგ­ჯერ 20 000 დო­ლარ­საც აღ­წევს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სწავ­ლაც უფა­სოა, და ახლა უკვე - სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბიც, კერ­ძო სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა წლი­დან წლამ­დე მა­ტუ­ლობს.

შე­დე­გე­ბი

ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა (TIMSS, PIRLS, TEDS და PISA) ადას­ტუ­რებს, რომ კერ­ძო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებს უკე­თე­სი აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი აქვთ.

ნა­თია ან­დღუ­ლა­ძე, ექ­სპერ­ტი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში:

- სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბით, სა­ქარ­თვლო­ში კერ­ძო სკო­ლე­ბი აშ­კა­რად ლი­დე­რო­ბენ. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ კერ­ძო სკო­ლე­ბი ყვე­ლა მაჩ­ვე­ნებ­ლით უკე­თე­სია. ამ დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ა­კონ­ტრო­ლო მოს­წავ­ლის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ტუ­სი. ცხა­დია, რომ კერ­ძო სკო­ლებ­ში ბავ­შვე­ბი და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი კლა­სი­დან მი­დი­ან. მათ გარ­კვე­უ­ლი ფორა აქვთ - შინ უფრო მეტი წიგ­ნი აქვთ, მშობ­ლე­ბი მე­ტად ეხ­მა­რე­ბი­ან. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც ყო­ველ­თვის აქვთ. სა­ხელ­მწი­ფო სკო­ლა­ში კი მშობ­ლებს ხში­რად არ ჰქონ­დათ წიგ­ნე­ბის სრუ­ლად ყიდ­ვის თან­ხა. დღეს ეს პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რი­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ლით სწავ­ლის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მას­წავ­ლებ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­საც. მა­გა­ლი­თად, ვიცი სკო­ლა, სა­დაც და­წყე­ბით კალ­სებ­ში ბავ­შვებს წიგ­ნე­ბით სა­ერ­თოდ არ ას­წავ­ლი­ან, რად­გან მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვად ქმნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სებს. სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი მხო­ლოდ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს ეყ­რდნო­ბოდ­ნენ და მო­წავ­ლე­ებს რა­ი­მე ახალს, გან­სხვა­ვე­ბულ­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს არ სთა­ვა­ზობ­დნენ. როცა მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თა­ნა­ბა­რია, გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი მა­ინც რე­სურ­სე­ბის წვდო­მა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მზა­ო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან საქ­მის და­ჭე­რაა. ი მზა­ო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან საქ­მის და­ჭე­რაა.

კერძო სკოლა თუ საჯარო - რა უპირატესობები აქვს თითოეულს

კერძო სკოლა თუ საჯარო - რა უპირატესობები აქვს თითოეულს

როგორც კი ოჯახში ბავშვის სწავლა-განათლების საკითხი დადგება, პირველ რიგში "კარგი" სკოლის ძებნა-გაკითხვას ვიწყებთ. როგორც წესი, ამ დროს აქტუალურია კითხვა - კერძო სკოლა ჯობია თუ კარგი საჯარო?

ონლაინ-რეგისტრაციით რომელიმე პრესტიჟულ სკოლაში მოხვედრა ლამის სასწაულის ტოლფასია. ხოლო თუ მატერიალური მხარე ხელს გიწყობთ, თამამად შეგიძლიათ, არჩევანი კერძო სკოლაზეც შეაჩეროთ. ბოლო დროს ბევრი მშობელი სწორედ ასე იქცევა და რომ არა მატერიალური ბარიერი, კერძო სკოლას ბევრად მეტი მოსწავლე ეყოლებოდა.

mshoblebi.ge-მ სკოლების თემაზე 300-მდე მშობელი გამოკითხა. კითხვაზე "არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, კერძო სკოლას აირჩევდით თუ საჯაროს", მშობლების 71%-მა პასუხი კერძო სკოლების სასარგებლოდ გასცა. ასეთი არჩევანის მიზეზად არაერთი ფაქტორი შეიძლება დასახელდეს, თუმცა მთავარი მაინც საჯარო სკოლების შელახული სახელია.

რომელ სკოლას აირჩევთ თავად, თქვენი გადასაწყვეტია. არც ჩვენ ვაპრებთ, რომელიმეს გავუწიოთ აგიტაცია-პროპაგანდა. მხოლოდ ვეცდებით ახლოდან დაგანახოთ ორივე ტიპის სკოლის ღირსება თუ ნაკლოვანებები, რომ არჩევანის გაკეთება უფრო გაგიადვილდეთ.

სტატისტიკა

დღეს საქართველოში სამასამდე კერძო სკოლაა, სადაც დაახლოებით, 50 000 ბავშვი იღებს განათლებას. სწავლების საფასური წელიწადში 1000 ლარიდან იწყება და ზოგჯერ 20 000 დოლარსაც აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში სწავლაც უფასოა, და ახლა უკვე - სახელმძღვანელოებიც, კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს.

შედეგები

ყველა საერთაშორისო კვლევა (TIMSS, PIRLS, TEDS და PISA) ადასტურებს, რომ კერძო სკოლების მოსწავლეებს უკეთესი აკადემიური მიღწევები აქვთ.

ნათია ანდღულაძე, ექსპერტი განათლების საკითხებში:

- საერთაშორისო კვლევების შედეგებით, საქართვლოში კერძო სკოლები აშკარად ლიდერობენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კერძო სკოლები ყველა მაჩვენებლით უკეთესია. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გააკონტროლო მოსწავლის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. ცხადია, რომ კერძო სკოლებში ბავშვები დაწინაურებული სოციალური კლასიდან მიდიან. მათ გარკვეული ფორა აქვთ - შინ უფრო მეტი წიგნი აქვთ, მშობლები მეტად ეხმარებიან. სახელმძღვანელოების ყიდვის საშუალებაც ყოველთვის აქვთ. სახელმწიფო სკოლაში კი მშობლებს ხშირად არ ჰქონდათ წიგნების სრულად ყიდვის თანხა. დღეს ეს პრობლემა გადაჭრილია. შესაბამისად, ველით სწავლის დონის გაუმჯობესებას.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლების კომპეტენციასაც. მაგალითად, ვიცი სკოლა, სადაც დაწყებით კალსებში ბავშვებს წიგნებით საერთოდ არ ასწავლიან, რადგან მასწავლებელი თავად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს. საჯარო სკოლებში კი წლების განმავლობაში მასწავლებლები მხოლოდ სახელმძღვანელოებს ეყრდნობოდნენ და მოწავლეებს რაიმე ახალს, განსხვავებულსა და საინტერესოს არ სთავაზობდნენ. როცა მასწავლებლების შესაძლებლობები თანაბარია, გადამწყვეტი ფაქტორი მაინც რესურსების წვდომა და განსხვავებული მზაობის მქონე მოსწავლეებთან საქმის დაჭერაა. ი მზაობის მქონე მოსწავლეებთან საქმის დაჭერაა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია