საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სატელეფონო ქსელების" დატერორებული აბონენტები
"სატელეფონო ქსელების" დატერორებული აბონენტები

წლე­ვან­დე­ლი აგ­ვის­ტო ისე­თი ცხე­ლი და გა­უ­საძ­ლი­სი აღ­მოჩ­ნდა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, ბევ­რმა ინატ­რა ზამ­თა­რი და პი­რო­ბაც დადო, რომ ოცგ­რა­დუ­სი­ან ყინ­ვა­შიც კი არ ისურ­ვებ­და მსგავ­სი ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას...

დღე ხომ ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა გახ­და გა­უ­საძ­ლი­სი და ღა­მით სა­წო­ლი იქცა თო­ნედ, ბურ­ღი­ვით ვტრი­ა­ლებ­დით სა­წო­ლებ­ში და რა­ტომ მი­ლი­ო­ნამ­დე არ ვით­ვლი­დით წარ­მო­სახ­ვით ცხვრის ფა­რებს, რომ რო­გორ­მე ძილი "შე­მოგ­ვე­ტყუ­ე­ბი­ნა" სა­კუ­თარ სა­ძი­ნებ­ლებ­ში. ჰოდა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ დროს რომ და­რე­კავს სახ­ლის ტე­ლე­ფო­ნი და გა­გაღ­ვი­ძებს. შე­ში­ნე­ბუ­ლი პირ­ველ რიგ­ში, სა­ათს შე­ხე­დავ და პირ­ჯვარს იწერ იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ვი­ღაც შე­ნი­ანს ძა­ლი­ან უჭირს, თო­რემ ღა­მის სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე არ გა­გი­მე­ტებ­და გა­საღ­ვი­ძებ­ლად და გა­და­სა­რე­ვად.

იღებ ყურ­მილს და ვიდ­რე ენას და­ი­მორ­ჩი­ლებ სა­პა­სუ­ხოდ, იქი­დან ოპე­რა­ტო­რის ცივი და არაფ­რისმთქმე­ლი ხმა გეს­მის: "სა­ტე­ლე­ფო­ნო ქსე­ლე­ბი" შე­გახ­სე­ნებთ, რომ თქვე­ნი ბა­ლან­სია..." მერე უკვე აღარც გეს­მის და აღარც გა­ინ­ტე­რე­სებს გაგ­რძე­ლე­ბა. გა­ცო­ფე­ბუ­ლი ღმუი და წყევ­ლი, აგი­ნებ, ცის თავ­ზე დამ­ხო­ბას უსურ­ვებ "სა­ტე­ლე­ფო­ნო ქსე­ლებ­საც" და მის მე­პატ­რო­ნე­ებ­საც (იმე­დია, არა­ვინ იკი­თხავს, რა­ტო­მო?)... მერე კი დი­ლამ­დე ვე­ღარ ახერ­ხებ და­ძი­ნე­ბას და მზად ხარ, სა­სა­მარ­თლო­ში კი არა, "იმის იქი­თაც" უჩივ­ლო "სა­ტე­ლე­ფო­ნო ქსე­ლებ­საც" და ყვე­ლას, ვინც თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბას არ­ღვევს და ალ­ბათ წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს "ღა­მე­უ­ლი ინო­ვა­ცი­ის" დამ­ნერ­გავს, კა­ნო­ნით მკაც­რი სას­ჯე­ლი რომ ეკუთ­ვნის...

და­მა­ტე­ბით კი იმას გე­ტყვით, რომ ეს კოშ­მა­რუ­ლი ღამე ქუ­თა­ი­სე­ლებს მო­უ­წყო "სა­ტე­ლე­ფო­ნო ქსე­ლებ­მა" (შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებ კომ­პა­ნი­ის რე­ა­ლურ სა­ხელ­წო­დე­ბას, რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი რომ არ და­ვარ­ღვიო, სა­დაც ან­ტი­რეკ­ლა­მაც არის ნახ­სე­ნე­ბი), 19 აგ­ვის­ტოს, ფე­რის­ცვა­ლე­ბა რომ თენ­დე­ბო­და და მე­ო­რე დღეს ყვე­ლა მათ წყევ­ლა-გი­ნე­ბა­ში იყო, რად­გან ზოგი ღა­მის სამ სა­ათ­ზე გა­უღ­ვი­ძე­ბია ზარს, ზოგი - ხუთ­ზე და ზო­გიც ექ­ვსზე...

სხვა­გან არ ვიცი და ძილი იმ მხრი­ვაც სა­ნატ­რე­ლი გა­უხ­და "კა­ნონ­მორ­ჩილ მო­სახ­ლე­ო­ბას", რომ დღი­სით სახ­ლებ­ში და­მა­ლუ­ლი ხალ­ხი, ღა­მით გა­მო­დის ქუ­ჩა­ში სუ­ლის მო­სათ­ქმე­ლად და ასე თუ ისე დაძ­რუ­ლი ნი­ა­ვის­თვის ცხე­ლი შუბ­ლის მი­საშ­ვე­რად.

რო­გორც წესი, ძი­რი­თა­დად, მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან ღა­მით ქუ­ჩებ­ში და თა­მა­შო­ბენ კარტს, დო­მი­ნოს, სვა­მენ ცივ ლუდს... ბო­ლოს გა­მო­რი­ცხუ­ლია, ჩხუ­ბით არ და­ამ­თავ­რონ თავ­ყრი­ლო­ბა. აქვთ ერთი გა­წევ-გა­მო­წე­ვა, ყვი­რი­ლი და ერ­თმა­ნე­თის­თვის თავ-პი­რის დამ­ტვრე­ვის სურ­ვი­ლი. ჰოდა, მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­შინ ახ­სენ­დე­ბათ, რომ ვი­ღა­ცის და თუ ცოლი თურ­ქეთ­შია წა­სუ­ლი და სხე­უ­ლით ვაჭ­რობს. ისე­თი უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით იგი­ნე­ბი­ან, სახ­ლში მყოფ­საც გერ­ღვე­ვა სიმ­შვი­დე და ბავ­შვებს ყუ­რებ­ზე აფა­რებ ხელს, რომ არ გა­ა­გო­ნო ეს უხამ­სო­ბა. კა­ცე­ბის ჩხუბს ქა­ლე­ბის - დე­დე­ბი­სა და ცო­ლე­ბის წი­ვილ-კი­ვი­ლი ემა­ტე­ბა და შე­ცხა­დე­ბაც: არ და­არ­ტყა, არ დამ­ღუ­პო... პატ­რუ­ლი, სა­დაა პატ­რუ­ლი?!

საქ­მეც ისაა, რომ პატ­რუ­ლი აღარ­სა­დაა და ჯერ კი­დევ ერთი წლის წინ, თუ ორ-სამ­ჯერ მა­ინც ის­მო­და ღა­მით სა­მო­რი­გე­ოდ გა­მო­სუ­ლი ეკი­პა­ჟე­ბის სი­რე­ნე­ბის ხმა, და­ფი­ცე­ბა შე­მიძ­ლია, რომ კარ­გა ხა­ნია "აღარ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვართ" არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო, მაგ­რამ სიმ­შვი­დის მომ­ნი­ჭე­ბელ სიგ­ნა­ლებს, რომ "ჩვე­ნი პო­ლი­ცია ჩვენ გვი­ცავს"...

ჩნდე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი კი­თხვა: რა­ტომ სძი­ნავს პატ­რულს (ან რო­გორ ახერ­ხებს, გა­მოც­დი­ლე­ბა მა­ინც გაგ­ვი­ზი­ა­როს) მა­შინ, როცა ქა­ლა­ქი წი­ო­კობს და დუღს?! ერთხელ მა­ინც რომ და­ად­გნენ თავ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დამ­რღვე­ვებს და თუ არ და­ი­ჭე­რენ, სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბა მა­ინც მის­ცენ, იქ­ნებ მე­ო­რედ ვე­ღარ გა­ბე­დონ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვა და უფრო მე­ტიც: ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვე­ბით და და­ნე­ბის ტრი­ა­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვიც იქ­ნებ აღარ გაზ­რდი­ლი­ყო ასე კა­ტას­ტრო­ფუ­ლად?!

ვიცი, ამ სტა­ტი­ას მოჰ­ყვე­ბა საყ­ვე­დუ­რე­ბი - ვი­ღა­ცა შეგ­ნე­ბუ­ლად ცდი­ლობს პატ­რუ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის დაკ­ნი­ნე­ბა­სო და ასე შემ­დეგ, მაგ­რამ არა­ვი­თარ საყ­ვე­დურს არ მი­ვი­ღებ მა­ნამ, ვიდ­რე აღ­რი­ან­ცე­ლე­ბუ­ლი ქუ­ჩის და­სამ­შვი­დებ­ლად ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­სულ ეკი­პა­ჟებს არ და­ვი­ნა­ხავ... ნურც იმას მკი­თხავთ, რო­მელ ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ. ამას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, როცა პატ­რუ­ლის ყუ­რა­დღე­ბა მთელ ქა­ლაქ(ებ)ს აკ­ლია?!

ინგა ჯა­ყე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"სატელეფონო ქსელების" დატერორებული აბონენტები

"სატელეფონო ქსელების" დატერორებული აბონენტები

წლევანდელი აგვისტო ისეთი ცხელი და გაუსაძლისი აღმოჩნდა მაღალი ტემპერატურის გამო, ეჭვიც არ მეპარება, ბევრმა ინატრა ზამთარი და პირობაც დადო, რომ ოცგრადუსიან ყინვაშიც კი არ ისურვებდა მსგავსი ზაფხულის დადგომას...

დღე ხომ ქუჩაში გამოსვლა გახდა გაუსაძლისი და ღამით საწოლი იქცა თონედ, ბურღივით ვტრიალებდით საწოლებში და რატომ მილიონამდე არ ვითვლიდით წარმოსახვით ცხვრის ფარებს, რომ როგორმე ძილი "შემოგვეტყუებინა" საკუთარ საძინებლებში. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ამ დროს რომ დარეკავს სახლის ტელეფონი და გაგაღვიძებს. შეშინებული პირველ რიგში, საათს შეხედავ და პირჯვარს იწერ იმაში დარწმუნებული, რომ ვიღაც შენიანს ძალიან უჭირს, თორემ ღამის სამის ნახევარზე არ გაგიმეტებდა გასაღვიძებლად და გადასარევად.

იღებ ყურმილს და ვიდრე ენას დაიმორჩილებ საპასუხოდ, იქიდან ოპერატორის ცივი და არაფრისმთქმელი ხმა გესმის: "სატელეფონო ქსელები" შეგახსენებთ, რომ თქვენი ბალანსია..." მერე უკვე აღარც გესმის და აღარც გაინტერესებს გაგრძელება. გაცოფებული ღმუი და წყევლი, აგინებ, ცის თავზე დამხობას უსურვებ "სატელეფონო ქსელებსაც" და მის მეპატრონეებსაც (იმედია, არავინ იკითხავს, რატომო?)... მერე კი დილამდე ვეღარ ახერხებ დაძინებას და მზად ხარ, სასამართლოში კი არა, "იმის იქითაც" უჩივლო "სატელეფონო ქსელებსაც" და ყველას, ვინც თავისი მოქალაქეების უფლებას არღვევს და ალბათ წარმოდგენაც არ აქვს "ღამეული ინოვაციის" დამნერგავს, კანონით მკაცრი სასჯელი რომ ეკუთვნის...

დამატებით კი იმას გეტყვით, რომ ეს კოშმარული ღამე ქუთაისელებს მოუწყო "სატელეფონო ქსელებმა" (შეგნებულად არ ვასახელებ კომპანიის რეალურ სახელწოდებას, რეკლამის შესახებ კანონი რომ არ დავარღვიო, სადაც ანტირეკლამაც არის ნახსენები), 19 აგვისტოს, ფერისცვალება რომ თენდებოდა და მეორე დღეს ყველა მათ წყევლა-გინებაში იყო, რადგან ზოგი ღამის სამ საათზე გაუღვიძებია ზარს, ზოგი - ხუთზე და ზოგიც ექვსზე...

სხვაგან არ ვიცი და ძილი იმ მხრივაც სანატრელი გაუხდა "კანონმორჩილ მოსახლეობას", რომ დღისით სახლებში დამალული ხალხი, ღამით გამოდის ქუჩაში სულის მოსათქმელად და ასე თუ ისე დაძრული ნიავისთვის ცხელი შუბლის მისაშვერად.

როგორც წესი, ძირითადად, მამაკაცები არიან ღამით ქუჩებში და თამაშობენ კარტს, დომინოს, სვამენ ცივ ლუდს... ბოლოს გამორიცხულია, ჩხუბით არ დაამთავრონ თავყრილობა. აქვთ ერთი გაწევ-გამოწევა, ყვირილი და ერთმანეთისთვის თავ-პირის დამტვრევის სურვილი. ჰოდა, მაინცდამაინც მაშინ ახსენდებათ, რომ ვიღაცის და თუ ცოლი თურქეთშია წასული და სხეულით ვაჭრობს. ისეთი უშვერი სიტყვებით იგინებიან, სახლში მყოფსაც გერღვევა სიმშვიდე და ბავშვებს ყურებზე აფარებ ხელს, რომ არ გააგონო ეს უხამსობა. კაცების ჩხუბს ქალების - დედებისა და ცოლების წივილ-კივილი ემატება და შეცხადებაც: არ დაარტყა, არ დამღუპო... პატრული, სადაა პატრული?!

საქმეც ისაა, რომ პატრული აღარსადაა და ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, თუ ორ-სამჯერ მაინც ისმოდა ღამით სამორიგეოდ გამოსული ეკიპაჟების სირენების ხმა, დაფიცება შემიძლია, რომ კარგა ხანია "აღარ შევუწუხებივართ" არცთუ სასიამოვნო, მაგრამ სიმშვიდის მომნიჭებელ სიგნალებს, რომ "ჩვენი პოლიცია ჩვენ გვიცავს"...

ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომ სძინავს პატრულს (ან როგორ ახერხებს, გამოცდილება მაინც გაგვიზიაროს) მაშინ, როცა ქალაქი წიოკობს და დუღს?! ერთხელ მაინც რომ დაადგნენ თავზე საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებს და თუ არ დაიჭერენ, სიტყვიერი გაფრთხილება მაინც მისცენ, იქნებ მეორედ ვეღარ გაბედონ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და უფრო მეტიც: ქუჩური გარჩევებით და დანების ტრიალით გამოწვეული უბედური შემთხვევების რიცხვიც იქნებ აღარ გაზრდილიყო ასე კატასტროფულად?!

ვიცი, ამ სტატიას მოჰყვება საყვედურები - ვიღაცა შეგნებულად ცდილობს პატრულის დამსახურებების დაკნინებასო და ასე შემდეგ, მაგრამ არავითარ საყვედურს არ მივიღებ მანამ, ვიდრე აღრიანცელებული ქუჩის დასამშვიდებლად ოპერატიულად მოსულ ეკიპაჟებს არ დავინახავ... ნურც იმას მკითხავთ, რომელ ქუჩაზე ვცხოვრობ. ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა პატრულის ყურადღება მთელ ქალაქ(ებ)ს აკლია?!

ინგა ჯაყელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს