მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი აბაშიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
გიორგი აბაშიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

აჭა­რის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, ას­ლან აბა­ში­ძის შვი­ლი და ბა­თუ­მის ყო­ფი­ლი მერი გი­ორ­გი აბა­ში­ძე პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გი­ორ­გი აბა­ში­ძის ად­ვო­კატ­მა, რა­მინ პა­პი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, გი­ორ­გი აბა­ში­ძე ბა­თუ­მის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო­დან ცოტა ხნის წინ გა­მო­ვი­და და სას­ტუმ­რო­ში წა­ვი­და.

"ცოტა ხნის წინ გი­ორ­გი აბა­ში­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს პა­ტიმ­რო­ბი­დან და ახლა "შე­რა­ტონ­ში" ის­ვე­ნებს", - აღ­ნიშ­ნა რა­მინ პა­პი­ძემ.

რო­გორც რა­მინ პა­პი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მის­თვის უც­ნო­ბია, გი­ორ­გი აბა­ში­ძემ გა­და­ი­ხა­და თუ არა ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც მას შე­უ­ფარ­დეს. ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბად ჯა­რი­მის გა­დახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის.

გი­ორ­გი აბა­ში­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა წუ­ხელ და­ა­კა­ვეს. გი­ორ­გი აბა­ში­ძე ნარ­კო­ლო­გი­ურ შე­მოწ­მე­ბა­ზე წა­იყ­ვა­ნეს და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­უდ­გინ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი აბა­ში­ძეს 500 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

"გი­ორ­გი აბა­ში­ძე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 45-ე მუხ­ლით და­ა­კა­ვეს. მას და­უდ­გინ­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­მა­რე­ბა და 500 ლა­რით და­ჯა­რიმ­და", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიორგი აბაშიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

გიორგი აბაშიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ასლან აბაშიძის შვილი და ბათუმის ყოფილი მერი გიორგი აბაშიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გიორგი აბაშიძის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, გიორგი აბაშიძე ბათუმის მთავარი სამმართველოდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა და სასტუმროში წავიდა.

"ცოტა ხნის წინ გიორგი აბაშიძე გაათავისუფლეს პატიმრობიდან და ახლა "შერატონში" ისვენებს", - აღნიშნა რამინ პაპიძემ.

როგორც რამინ პაპიძემ აღნიშნა, მისთვის უცნობია, გიორგი აბაშიძემ გადაიხადა თუ არა ჯარიმა, რომელიც მას შეუფარდეს. ადვოკატი ამბობს, რომ გათავისუფლების პირობად ჯარიმის გადახდა აუცილებელი არ არის.

გიორგი აბაშიძე სამართალდამცველებმა წუხელ დააკავეს. გიორგი აბაშიძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი აბაშიძეს 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

"გიორგი აბაშიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დააკავეს. მას დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება და 500 ლარით დაჯარიმდა", - აცხადებენ შსს-ში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ