სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეპორტაჟი ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესიდან
რეპორტაჟი ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესიდან

კო­დო­რის ხე­ო­ბის ყო­ფი­ლი რწმუ­ნე­ბუ­ლის ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ში 6 სა­ათს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის ის მოწ­მე­ე­ბი და­კი­თხეს, რომ­ლე­ბიც 2006 წელს კო­დო­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ემ­ზარ კვი­ცი­ანს პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ბო­ხე­ბა­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მო­სა­მარ­თლეს ბრალ­დე­ბის მხა­რის არ­ცერ­თი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბია. თავ­და­პირ­ვე­ლად კვი­ცი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა კობა კო­ბა­ხი­ძემ სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა, საქ­მის მა­სა­ლებ­ში შე­სუ­ლი­ყო ვინ­მე პეტ­რე დე­ვი­შა­ძის გა­მო­კი­თხვის ოქმი, სა­დაც ის აცხა­დებს, რომ ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის ლიკ­ვი­და­ცია ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში აჭა­რის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, თე­ი­მუ­რაზ პა­ტა­რი­ძის ბრძა­ნე­ბით უნდა მო­ეხ­დი­ნა. დე­ვი­შა­ძის მიერ და­წე­რილ ჩვე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მის შემ­დეგ აჭა­რის კუ­დის უფ­როს­მა გა­ნუ­მარ­ტა რომ "და­ვა­ლე­ბა ზე­მო­დან, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­გან მო­დი­ო­და." ლიკ­ვი­და­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ კი დე­ვი­შა­ძე დამ­კვე­თე­ბის­გან 100 ათას დო­ლარს მი­ი­ღებ­და. დე­ვი­შა­ძეს კვი­ცი­ა­ნი მოს­კოვ­ში უნდა მო­ეკ­ლა. რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი ყვე­ბი­ან დე­ვი­შა­ძე მათ თა­ვად და­უ­კავ­შირ­და და მზა­დაა, სა­სა­მარ­თლოს გა­მო­კი­თხვის ოქ­მში და­წე­რი­ლი პი­რა­დად მო­ახ­სე­ნოს.

ამ მას­ლის საქ­მე­ში შე­ტა­ნის უფ­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე შოთა ბი­ჭი­ამ ად­ვო­კა­ტებს არ მის­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ შუ­ამ­დგომ­ლო­ბის წარ­დგე­ნა პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვით მოხ­და.

მოწ­მის სა­ხით და­კი­თხუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კვი­ცი­ა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის­გან მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გათ. მოწ­მე გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ზი­ა­ნი ის იყო, რომ კო­დორ­ში ქარ­თვე­ლი ქარ­თველს ეს­რო­და. კვი­ცი­ა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლის კი­თხვა­ზე, რა კავ­ში­რი ქონ­და ემ­ზარ კვი­ცი­ანს ამ ყვე­ლა­ფერ­თან და რა ზი­ა­ნი მი­ი­ღო პი­რა­დად კვი­ცი­ა­ნის­გან, გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა ვერ უპა­სუ­ხა. მოწ­მემ ვერ გა­იხ­სე­ნა, რამ­დე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი, რამ­დე­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნით ავი­და კო­დო­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, კი­თხვე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ზე მოწ­მე პა­სუ­ხობ­და, რომ ფაქ­ტებს ვერ იხ­სე­ნებ­და.

გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მოწ­მე ორენ­ჩი მარ­ზო­ე­ვი მის­თვის მი­ყე­ნე­ბულს ზი­ანს ასა­ბუ­თებს და აცხა­დებს, რომ 2006 წლის კო­დო­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ხე­ო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო ნერ­ვი­უ­ლო­ბის ფონ­ზე ორ­სულ მე­უღ­ლეს მუ­ცე­ლი მო­ე­შა­ლა და ჩვი­ლი და­ე­ღუ­პა. კვი­ცი­ან­მა ამ ბრალ­დე­ბას აბ­სურ­დუ­ლი უწო­და და მარ­ზო­ევს ურ­ჩია, არა მის­თვის, არა­მედ ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დამ­გეგ­მა­ვე­ბის­თვის ეჩივ­ლა.

კვი­ცი­ა­ნის პრო­ცესს დღეს ხმა­უ­რის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. მოწ­მე მირ­ზო­ე­ვის და­კი­თხვის დროს დარ­ბაზ­ში მყოფ­მა ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "მირ­ზო­ე­ვი კრი­მი­ნა­ლურ ბან­დას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, სა­ა­კაშ­ვილს, ოქ­რუ­აშ­ვილს და მე­რა­ბიშ­ვილს." ამ წა­მო­ძა­ხი­ლის შემ­დეგ ბა­თი­აშ­ვილ­მა თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ და­ვით თევ­ზა­ძეს­თან და რამ­დე­ნი­მე დამ­სწრეს­თან ერ­თად დარ­ბა­ზი და­ტო­ვა.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რეპორტაჟი ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესიდან

რეპორტაჟი ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესიდან

კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოში 6 საათს მიმდინარეობდა. პროცესზე ბრალდების მხარის ის მოწმეები დაკითხეს, რომლებიც 2006 წელს კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. ემზარ კვიციანს პროკურატურა სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხებასა და შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაში ადანაშაულებს.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეს ბრალდების მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილებია. თავდაპირველად კვიციანის ადვოკატმა კობა კობახიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, საქმის მასალებში შესულიყო ვინმე პეტრე დევიშაძის გამოკითხვის ოქმი, სადაც ის აცხადებს, რომ ემზარ კვიციანის ლიკვიდაცია ყოფილი ხელისუფლების პერიოდში აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის, თეიმურაზ პატარიძის ბრძანებით უნდა მოეხდინა. დევიშაძის მიერ დაწერილ ჩვენებაში ნათქვამია, რომ ბრძანების გაცემის შემდეგ აჭარის კუდის უფროსმა განუმარტა რომ "დავალება ზემოდან, ვანო მერაბიშვილისგან მოდიოდა." ლიკვიდაციის სანაცვლოდ კი დევიშაძე დამკვეთებისგან 100 ათას დოლარს მიიღებდა. დევიშაძეს კვიციანი მოსკოვში უნდა მოეკლა. როგორც ბრალდებულის ადვოკატები ყვებიან დევიშაძე მათ თავად დაუკავშირდა და მზადაა, სასამართლოს გამოკითხვის ოქმში დაწერილი პირადად მოახსენოს.

ამ მასლის საქმეში შეტანის უფლება მოსამართლე შოთა ბიჭიამ ადვოკატებს არ მისცა და განაცხადა, რომ შუამდგომლობის წარდგენა პროცედურების დარღვევით მოხდა.

მოწმის სახით დაკითხული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აცხადებენ, რომ კვიციანის შეიარაღებული დაჯგუფებისგან მორალური ზიანი მიადგათ. მოწმე გიორგი გაფრინდაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისთვის ყველაზე დიდი ზიანი ის იყო, რომ კოდორში ქართველი ქართველს ესროდა. კვიციანის ინტერესების დამცველის კითხვაზე, რა კავშირი ქონდა ემზარ კვიციანს ამ ყველაფერთან და რა ზიანი მიიღო პირადად კვიციანისგან, გაფრინდაშვილმა ვერ უპასუხა. მოწმემ ვერ გაიხსენა, რამდენი სამართალდამცავი, რამდენი ავტომანქანით ავიდა კოდორის სპეცოპერაციის ჩასატარებლად, კითხვების უმეტესობაზე მოწმე პასუხობდა, რომ ფაქტებს ვერ იხსენებდა.

გიორგი გაფრინდაშვილისგან განსხვავებით, მოწმე ორენჩი მარზოევი მისთვის მიყენებულს ზიანს ასაბუთებს და აცხადებს, რომ 2006 წლის კოდორის სპეცოპერაციის დროს ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო ნერვიულობის ფონზე ორსულ მეუღლეს მუცელი მოეშალა და ჩვილი დაეღუპა. კვიციანმა ამ ბრალდებას აბსურდული უწოდა და მარზოევს ურჩია, არა მისთვის, არამედ ამ სპეცოპერაციის დამგეგმავებისთვის ეჩივლა.

კვიციანის პროცესს დღეს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. მოწმე მირზოევის დაკითხვის დროს დარბაზში მყოფმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ "მირზოევი კრიმინალურ ბანდას ემსახურებოდა, სააკაშვილს, ოქრუაშვილს და მერაბიშვილს." ამ წამოძახილის შემდეგ ბათიაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით თევზაძესთან და რამდენიმე დამსწრესთან ერთად დარბაზი დატოვა.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ