საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარშრუტკაში" "ბომჟმა" შემაფურთხა" - ცნობილი ქართველები, რომლებიც ყვითელი ავტობუსით, "მარშრუტკით" და მეტროთი მოძრაობენ
"მარშრუტკაში" "ბომჟმა" შემაფურთხა" - ცნობილი ქართველები, რომლებიც ყვითელი ავტობუსით, "მარშრუტკით" და მეტროთი მოძრაობენ

მარ­თა­ლია ქა­ლაქ­ში სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნე­ბის რი­ცხვმა ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, რო­გორც ყო­ველ­თვის, ისევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­დის. მათ­გან უმე­ტე­სო­ბა უპი­რა­ტე­სო­ბას მეტ­როს ანი­ჭებს. აბა, "მარ­შრუტ­კე­ბი" რა მო­სა­წო­ნია?! იქ ჯდო­მა­სა და დგო­მას ერთი ფასი აქვს (პირ­და­პი­რი და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით). მას­ში მყოფს, გარე სამ­ყა­როს­თან კონ­ტაქ­ტი და­კარ­გუ­ლი გაქვს, რად­გან ისე­თი სივ­რცეა, ვე­რა­ფერს ხე­დავ. ამას­თან, ზა­ფხულ­ში კონ­დი­ცი­ო­ნერს არა­ვინ გირ­თავს, სა­მა­გი­ე­როდ, იძუ­ლე­ბის წე­სით, უგე­მოვ­ნო მუ­სი­კას გას­მე­ნი­ნე­ბენ. მოკ­ლედ, კი­დევ არა­ერ­თი პრობ­ლე­მის და­სა­ხე­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბა...

მოკ­ლედ, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ეს "სიყ­ვით­ლე" ჩვენს ქა­ლაქს უკვე ძა­ლი­ან შე­ე­ზარ­და და თბი­ლი­სე­ლებ­საც სხვა რა გზა აქვთ?! ამ ტრან­სპორ­ტით მოძ­რა­ო­ბენ...

ვე­ცა­დე, ისე­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­მე­ძებ­ნა, ვი­საც სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნა არ აქვს და ქა­ლაქ­ში სხვა­დას­ხვა ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. მათი აღ­მო­ჩე­ნა, ცოტა კი გა­ჭირ­და...

მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- მან­ქა­ნა არ მაქვს და ქა­ლაქ­ში ვმოძ­რა­ობ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით: ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სით, "მარ­შრუტ­კით", ტაქ­სი­თაც. ყვი­თელ ავ­ტო­ბუ­სებ­ში რომ ავ­დი­ვარ, რა­ტომ­ღაც მგზავ­რე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რე­ბენ, არ სჯე­რათ, რომ მე ვარ. ამი­ტომ ხში­რად პი­რა­და­დაც მე­უბ­ნე­ბი­ან და ერ­თმა­ნეთ­შიც ლა­პა­რა­კო­ბენ, - ეს გოგო მაკა შა­ლი­კაშ­ვილს არ ჰგავ­სო? ცნო­ბილ ქარ­თვე­ლებს ხომ "უტყდე­ბათ" სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბა და ამი­ტომ. ამას წი­ნათ ავ­ტო­ბუს­ში ერთი ცნო­ბი­ლი სახე შემ­ხვდა და მი­თხრა, მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე, რა­ღაც გა­უ­ჭირ­და, თო­რემ აქ არ ამო­ვი­დო­დიო. არა­და, რომ ამო­ვი­დეს, რა მოხ­და, მერე? ხალ­ხი ტრან­სპორ­ტში რომ ჯდე­ბა და ქა­ლაქ­ში ისე მოძ­რა­ობს, ეს დაკ­ნი­ნე­ბაა? ისე, ერ­თმა ქალ­მა ავ­ტო­ბუ­სი­დან მო­მა­ძა­ხა კი­დეც: მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლო, არ გე­კად­რე­ბა ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბა. მე მი­ვუ­გე: მი­ყი­დე მან­ქა­ნა-მეთ­ქი (სი­ცი­ლით ამ­ბობს). ზოგი ბი­ლეთ­საც მი­ღებს...

ხან­და­ხან ტაქ­სე­ბი­თაც ვმოძ­რა­ობ და მძღო­ლე­ბი ტა­რიფს მიკ­ლე­ბენ, სამ ლა­რად დავ­ყა­ვარ, ხან ფულს არც მარ­თმე­ვენ. მერე სა­ნამ ჩავ­ჯდე­ბი, სერ­ვისს ვი­თხოვ, მაგ­ნი­ტო­ფო­ნი უნდა ჰქონ­დეს, რომ ვი­სი­ა­მოვ­ნო. მერე ვარ­თვე­ვი­ნებ მუ­სი­კას და ამა თუ იმ თე­მა­ზე ვლა­პა­რა­კობთ. ზოგ­ჯერ სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბიც გა­მოგ­ვი­ძებ­ნია, კას­პე­ლე­ბი მი­პოვ­ნია. ტაქსზე ხომ უმე­ტე­სად რა­ი­ო­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ...

- მან­ქა­ნის შე­ძე­ნა არ გინ­და?

- არა, მერე ხალ­ხს, მა­სას დავ­ცილ­დე­ბი, რაც არ მინ­და. ახლა რა ვუ­ყოთ, რომ ხან­და­ხან ავ­ტო­ბუს­ში ცოტა სი­ვიწ­რო­ვეა? ხან ვინ გვა­ზის ცხვირ­ზე, თავ­ზე... ზა­ფხულ­ში ცოტა რთუ­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი ჰი­გი­ე­ნურ წე­სებს ნაკ­ლე­ბად იცა­ვენ, მაგ­რამ ჩემი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე არას­დროს გა­მის­ტა­ტუ­სე­ბია, დე­ზა­დო­რე­ბი იყი­დეთ და იბა­ნა­ვეთ-მეთ­ქი... ცოტა ხნის წინ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში ერთი "ბომ­ჟი" ამო­ვი­და. ყვე­ლა გა­და­ი­რია, მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­შორ­დნენ, უკან გა­და­ი­ჩო­ჩეს. მე წინა სკამ­ზე ვი­ჯე­ქი, ადა­მი­ა­ნუ­რად შე­მე­ცო­და და გა­ვუ­ღი­მე. იცით, რა მოხ­და? შე­მა­ფურ­თხა... ასე­თი ამ­ბე­ბიც ხდე­ბა, მაგ­რამ რას ვი­ზამთ? ყვი­თე­ლი ტრან­სპორ­ტით მა­ინც დავ­დი­ვარ...

თიკა ჯამ­ბუ­რია, მომ­ღე­რა­ლი:

- ქა­ლაქ­ში სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით არ ვმოძ­რა­ობ, სა­ნამ მმარ­თვის მოწ­მო­ბას არ ავი­ღებ. თუმ­ცა 10 წლი­დან მან­ქა­ნას ვმარ­თავ და საკ­მა­ოდ კარ­გად.

- აქამ­დე რა­ტომ არ აგი­ღია მმარ­თვის მოწ­მო­ბა?

- სი­ზარ­მა­ცის გამო... სხვა­თა შო­რის, გა­მოც­და­ზე ძა­ლი­ან მალე გა­ვალ...

- სა­ნამ გა­მოც­და­ზე გახ­ვალ, გვი­თხა­რი, რო­გორ და რითი გა­და­ად­გილ­დე­ბი ქა­ლაქ­ში?

- ტაქ­სით, მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, ჩემი დის, მა­მა­ჩე­მის მან­ქა­ნით...

- რთუ­ლია ეს?

- კი, რა თქმა უნდა, როცა შე­გიძ­ლია თვი­თონ იჯდე სა­ჭეს­თან და უფრო მეტი საქ­მე მო­აგ­ვა­რო, რაც გა­ცი­ლე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლია. მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, სა­ჭეს­თან არ ვჯდე­ბი, რად­გა­ნაც ჯა­რი­მე­ბის მე­ში­ნია...

- სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში (ყვი­თელ ავ­ტო­ბუ­სი, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი, მეტ­რო) არ ჯდე­ბი?

- სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, რა თქმა უნდა, მი­სარ­გებ­ლია და მათ­გან ყვე­ლა­ზე მე­ტად მეტ­რო მომ­წონს.

ჩვენ­თან მეტ­რო უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი რომ იყოს, რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­ში, უფრო ხში­რად სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­სარ­გებ­ლებ­დი. ავ­ტო­ბუ­სე­ბი მა­გი­ჟე­ბენ, ვერ ვხვდე­ბი, ყვე­ლა გა­ჩე­რე­ბა­ზე რა­ტომ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო კი­დევ უფრო მეტი ხალ­ხის ჩა­ტე­ნა, რო­დე­საც ყვე­ლა ად­გი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია? ხალ­ხი ფეხ­ზე დგას და ავ­ტო­ბუ­სი სიმ­ძი­მის გამო ვე­ღარ და­დის. აი, ეს მა­გი­ჟებს...

- მოწ­მო­ბას რომ აი­ღებ, გეგ­მა­ში გაქვს მან­ქა­ნის შე­ძე­ნა?

- მან­ქა­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად მაქვს, მას ჩემი ნომ­რით - "ტიკ" ჩემი და დრო­ე­ბით ატა­რებ­და, თუმ­ცა ჩე­მია. ძა­ლი­ან კი არ მომ­წონს ეს ნო­მე­რი, მაგ­რამ სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მინ­დო­და სა­ჭეს­თან დაჯ­დო­მა და იმ იმე­დით, რომ ოდეს­მე "პრა­ვას" ავი­ღებ­დი, მა­მამ მა­ჩუ­ქა.

ანა გი­უნ­ტე­რი, ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი:

- უი, უმან­ქა­ნო­ბა დღეს სი­სას­ტი­კეა და თან, თუ ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კი გაქვს, უა­რე­სი. მაგ­რამ გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს მძღო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ვის­ვე­ნებ.

- მმარ­თვის მოწ­მო­ბა გაქვს?

- არა.

- არ ცდი­ლობ, რომ აიღო?

- კი, და სწავ­ლის პრო­ცეს­ში ვარ.

- ქა­ლაქ­ში რო­გორ და რითი გა­და­ად­გი­ლე­ბი?

- უმე­ტე­სად, ტაქ­სით, რა­შიც ძა­ლი­ან დიდი თან­ხა მე­ხარ­ჯე­ბა.

- სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით არ მოძ­რა­ობ?

- კი, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად...

- შენ­თვის რო­მე­ლი უფრო მი­სა­ღე­ბია - სა­მარ­შრუ­ტო ყვი­თე­ლი ტაქ­სი, ავ­ტო­ბუ­სი, თუ მეტ­რო?

- მეტ­რო ყვე­ლა­ზე ჩქა­რი და გრი­ლი ტრან­სპორ­ტია, მაგ­რამ მას­თან ახ­ლოს ხში­რად ვერ ვხვდე­ბი. XXI სა­უ­კუ­ნე­ში უმან­ქა­ნო­ბა უკვე დიდი პრობ­ლე­მაა. უკვე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

http://db2.stb.s-msn.com/i/5A/A3D9BF4435F03170411816CBBBAD19_h416_w622_m2_q80_cRvCLYMAJ.jpg
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"მარშრუტკაში" "ბომჟმა" შემაფურთხა" - ცნობილი ქართველები, რომლებიც ყვითელი ავტობუსით, "მარშრუტკით" და მეტროთი მოძრაობენ

"მარშრუტკაში" "ბომჟმა" შემაფურთხა" - ცნობილი ქართველები, რომლებიც ყვითელი ავტობუსით, "მარშრუტკით" და მეტროთი მოძრაობენ

მართალია ქალაქში საკუთარი მანქანების რიცხვმა ძალიან მოიმატა, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, როგორც ყოველთვის, ისევ ბევრი ადამიანი დადის. მათგან უმეტესობა უპირატესობას მეტროს ანიჭებს. აბა, "მარშრუტკები" რა მოსაწონია?! იქ ჯდომასა და დგომას ერთი ფასი აქვს (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით). მასში მყოფს, გარე სამყაროსთან კონტაქტი დაკარგული გაქვს, რადგან ისეთი სივრცეა, ვერაფერს ხედავ. ამასთან, ზაფხულში კონდიციონერს არავინ გირთავს, სამაგიეროდ, იძულების წესით,  უგემოვნო მუსიკას გასმენინებენ. მოკლედ, კიდევ არაერთი პრობლემის დასახელებაც შეიძლება...

მოკლედ, მიუხედავად ყველაფრისა, ეს "სიყვითლე" ჩვენს ქალაქს უკვე ძალიან შეეზარდა და თბილისელებსაც სხვა რა გზა აქვთ?! ამ ტრანსპორტით მოძრაობენ...

ვეცადე, ისეთი ცნობილი ადამიანები მომეძებნა, ვისაც საკუთარი მანქანა არ აქვს და ქალაქში სხვადასხვა ტრანსპორტით გადაადგილდებიან. მათი აღმოჩენა, ცოტა კი გაჭირდა...

მაკა შალიკაშვილი, მსახიობი:

- მანქანა არ მაქვს და ქალაქში ვმოძრაობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით: ყვითელი ავტობუსით, "მარშრუტკით", ტაქსითაც. ყვითელ ავტობუსებში რომ ავდივარ, რატომღაც მგზავრები გაოცებულები მიყურებენ, არ სჯერათ, რომ მე ვარ. ამიტომ ხშირად პირადადაც მეუბნებიან და ერთმანეთშიც ლაპარაკობენ, - ეს გოგო მაკა შალიკაშვილს არ ჰგავსო? ცნობილ ქართველებს ხომ "უტყდებათ" საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და ამიტომ. ამას წინათ ავტობუსში ერთი ცნობილი სახე შემხვდა და მითხრა, მანქანა გავაჩერე, რაღაც გაუჭირდა, თორემ აქ არ ამოვიდოდიო. არადა, რომ ამოვიდეს, რა მოხდა, მერე? ხალხი ტრანსპორტში რომ ჯდება და ქალაქში ისე მოძრაობს, ეს დაკნინებაა? ისე, ერთმა ქალმა ავტობუსიდან მომაძახა კიდეც: მაკა შალიკაშვილო, არ გეკადრება ავტობუსით მგზავრობა. მე მივუგე: მიყიდე მანქანა-მეთქი (სიცილით ამბობს). ზოგი ბილეთსაც მიღებს...

ხანდახან ტაქსებითაც ვმოძრაობ და მძღოლები ტარიფს მიკლებენ, სამ ლარად დავყავარ, ხან ფულს არც მართმევენ. მერე სანამ ჩავჯდები, სერვისს ვითხოვ, მაგნიტოფონი უნდა ჰქონდეს, რომ ვისიამოვნო. მერე ვართვევინებ მუსიკას და ამა თუ იმ თემაზე ვლაპარაკობთ. ზოგჯერ საერთო ნაცნობებიც გამოგვიძებნია, კასპელები მიპოვნია. ტაქსზე ხომ უმეტესად რაიონიდან ჩამოსულები მუშაობენ...

- მანქანის შეძენა არ გინდა?

- არა, მერე ხალხს, მასას დავცილდები, რაც არ მინდა. ახლა რა ვუყოთ, რომ ხანდახან ავტობუსში ცოტა სივიწროვეა? ხან ვინ გვაზის ცხვირზე, თავზე... ზაფხულში ცოტა რთულია, ადამიანები ჰიგიენურ წესებს ნაკლებად იცავენ, მაგრამ ჩემი "ფეისბუქის" გვერდზე არასდროს გამისტატუსებია, დეზადორები იყიდეთ და იბანავეთ-მეთქი... ცოტა ხნის წინ სამარშრუტო ტაქსიში ერთი ''ბომჟი'' ამოვიდა. ყველა გადაირია, მაქსიმალურად მოშორდნენ, უკან გადაიჩოჩეს. მე წინა სკამზე ვიჯექი, ადამიანურად შემეცოდა და გავუღიმე. იცით, რა მოხდა? შემაფურთხა... ასეთი ამბებიც ხდება, მაგრამ რას ვიზამთ? ყვითელი ტრანსპორტით მაინც დავდივარ...

თიკა ჯამბურია, მომღერალი:

- ქალაქში საკუთარი ავტომობილით არ ვმოძრაობ, სანამ მმართვის მოწმობას არ ავიღებ. თუმცა 10 წლიდან მანქანას ვმართავ და საკმაოდ კარგად.

- აქამდე რატომ არ აგიღია მმართვის მოწმობა?

- სიზარმაცის გამო... სხვათა შორის, გამოცდაზე ძალიან მალე გავალ...

- სანამ გამოცდაზე გახვალ, გვითხარი, როგორ და რითი გადაადგილდები ქალაქში?

- ტაქსით, მეგობრების დახმარებით, ჩემი დის, მამაჩემის მანქანით...

- რთულია ეს?

- კი, რა თქმა უნდა, როცა შეგიძლია თვითონ იჯდე საჭესთან და უფრო მეტი საქმე მოაგვარო, რაც გაცილებით კომფორტულია. მაგრამ ხომ ვამბობ, საჭესთან არ ვჯდები, რადგანაც ჯარიმების მეშინია...

- საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ყვითელ ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი, მეტრო) არ ჯდები?

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რა თქმა უნდა, მისარგებლია და მათგან ყველაზე მეტად მეტრო მომწონს.

ჩვენთან მეტრო უფრო განვითარებული რომ იყოს, როგორც სხვა ქვეყნებში, უფრო ხშირად სიამოვნებით ვისარგებლებდი. ავტობუსები მაგიჟებენ, ვერ ვხვდები, ყველა გაჩერებაზე რატომ არის სავალდებულო კიდევ უფრო მეტი ხალხის ჩატენა, როდესაც ყველა ადგილი დაკავებულია? ხალხი ფეხზე დგას და ავტობუსი სიმძიმის გამო ვეღარ დადის. აი, ეს მაგიჟებს...

- მოწმობას რომ აიღებ, გეგმაში გაქვს მანქანის შეძენა?

- მანქანა ფაქტობრივად მაქვს, მას ჩემი ნომრით - "ტიკ" ჩემი და დროებით ატარებდა, თუმცა ჩემია. ძალიან კი არ მომწონს ეს ნომერი, მაგრამ სკოლა რომ დავამთავრე, იქიდან მოყოლებული, მინდოდა საჭესთან დაჯდომა და იმ იმედით, რომ ოდესმე "პრავას" ავიღებდი, მამამ მაჩუქა.

ანა გიუნტერი, ტელეჟურნალისტი:

- უი, უმანქანობა დღეს სისასტიკეა და თან, თუ ძალიან დაძაბული გრაფიკი გაქვს, უარესი. მაგრამ გადაადგილების დროს მძღოლების დახმარებით ვისვენებ.

- მმართვის მოწმობა გაქვს?

- არა.

- არ ცდილობ, რომ აიღო?

- კი, და სწავლის პროცესში ვარ.

- ქალაქში როგორ და რითი გადაადგილები?

- უმეტესად, ტაქსით, რაშიც ძალიან დიდი თანხა მეხარჯება.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ მოძრაობ?

- კი, მაგრამ იშვიათად...

- შენთვის რომელი უფრო მისაღებია - სამარშრუტო ყვითელი ტაქსი, ავტობუსი, თუ მეტრო?

- მეტრო ყველაზე ჩქარი და გრილი ტრანსპორტია, მაგრამ მასთან ახლოს ხშირად ვერ ვხვდები. XXI საუკუნეში უმანქანობა უკვე დიდი პრობლემაა. უკვე წარმოუდგენელია.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

http://db2.stb.s-msn.com/i/5A/A3D9BF4435F03170411816CBBBAD19_h416_w622_m2_q80_cRvCLYMAJ.jpg

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია