პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება დღეიდან გაიზრდება
თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება დღეიდან გაიზრდება

დღე­ი­დან თბი­ლის­ში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის პერ­სო­ნა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­იზ­რდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დღეს დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და.

თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში მთავ­რო­ბის სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის საშ­ტა­ტო ნუს­ხი­სა და თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს შე­სა­ხებ სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს.

და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით გაზ­რდილ ანა­ზღა­უ­რე­ბას მი­ი­ღებს. ნარ­მა­ნი­ამ თქმით, მათი სა­ა­თობ­რი­ვი ანა­ზღა­უ­რე­ბა იზ­რდე­ბა. კერ­ძოდ, ნარ­მა­ნი­ას თქმით, დღე­ი­დან უმ­ცროს ექიმს და სას­წრა­ფოს მძღოლს თი­თო­ე­ულ სა­ათ­ზე 60 თეთ­რით მეტი ანა­ზღა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბა, ხოლო უფ­როს ექიმს - თი­თო­ე­ულ სა­ათ­ზე ერთი ლა­რით მეტი. სას­წა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურ­ზე სა­უბ­რი­სას, თბი­ლი­სის მერ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ჭი­როა ამ სამ­სა­ხუ­რის მო­დერ­ნი­ზა­ცია.

"გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი უნდა გახ­დეს უფრო ოპე­რა­ტი­უ­ლი. ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან და შს სა­მი­ნის­ტროს 112-თან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებთ. სერ­ვი­სი, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ეწე­ვა შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნდა გახ­დეს", - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მე­რი­ამ 13 ერ­თე­უ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა შე­ი­ძი­ნა და კი­დევ მოხ­დე­ბა ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის შე­ძე­ნა. მერ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სი­ტე­მა­ში ჩა­ტარ­დე­ბა კონ­კურ­სი, შექ­მნე­ბა სა­კონ­კურ­სო კო­მი­სია, შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა­ში მე­რი­ის ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ­ჟა­მად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია უკვე კონ­კურ­სი 15-მდე ვა­კან­სი­ა­ზე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება დღეიდან გაიზრდება

თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება დღეიდან გაიზრდება

დღეიდან თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გაიზრდება, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს შესახებ საკითხს განიხილავს.

დავით ნარმანიას თქმით, სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალი დეკემბრის ჩათვლით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. ნარმანიამ თქმით, მათი საათობრივი ანაზღაურება იზრდება. კერძოდ, ნარმანიას თქმით, დღეიდან უმცროს ექიმს და სასწრაფოს მძღოლს თითოეულ საათზე 60 თეთრით მეტი ანაზღაურება ექნება, ხოლო უფროს ექიმს - თითოეულ საათზე ერთი ლარით მეტი. სასწაფო დახმარების სამსახურზე საუბრისას, თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ამ სამსახურის მოდერნიზაცია.

"გამოძახებები უნდა გახდეს უფრო ოპერატიული. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან და შს სამინისტროს 112-თან ამ მიმართულებით კოორდინირებულ მუშაობას გავაგრძელებთ. სერვისი, რომელსაც აღნიშნული სამსახური ეწევა შედეგზე ორიენტირებული უნდა გახდეს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, მერიამ 13 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა შეიძინა და კიდევ მოხდება ავტომანქანების შეძენა. მერმა ასევე განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების სიტემაში ჩატარდება კონკურსი, შექმნება საკონკურსო კომისია, შესაბამისი კვალიფიციურ კადრების შერჩევაში მერიის ორი წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას. ამჟამად გამოცხადებულია უკვე კონკურსი 15-მდე ვაკანსიაზე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"