სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ შე­საძ­ლოა, თა­ნამ­დე­ბო­ბა მომ­დევ­ნო ორი თა­მა­შის შემ­დეგ და­ტო­ვოს.

რო­გორც ქეც­ბა­ი­ამ ირ­ლან­დი­ას­თან გუ­შინ­დე­ლი მატ­ჩის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, თუ მომ­დევ­ნო ორ თა­მაშ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ვერ მი­აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას და და­კარ­გავს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის შანსს, ის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს.

"მეც და­ვი­ღა­ლე. 5 წე­ლია ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი ვარ და შე­საძ­ლოა, ვინ­მეს ყელ­შიც ამო­ვუ­ვე­დი. ჩემს გზას ვნა­ხავ. არ მინ­და ჩემი ნერ­ვე­ბი ბო­ლომ­დე ამას გა­და­ვა­ყო­ლო და არც ჯვა­რი მაქვს და­წე­რი­ლი. მომ­დევ­ნო ორი თა­მაშ­ში ვნა­ხოთ, რა შე­დეგს ვაჩ­ვე­ნებთ და შემ­დეგ დავ­სხდე­ბით და მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­ვაგ­რძე­ლებ თუ არა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას. აქამ­დეც მქონ­და ნათ­ქვა­მი, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს არ ექ­ნე­ბა შან­სი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის, მე დავ­ტო­ვებ თა­ნამ­დე­ბო­ბას. არით­მე­ტი­კუ­ლად დღე­ვან­დე­ლი მარ­ცხის შემ­დეგ გას­ვლის შან­სი კვლავ არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და ქეც­ბა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დელ მატჩში სა­ქარ­თვე­ლო წა­გე­ბას არ იმ­სა­ხუ­რებ­და და ორი­ვე გუნ­დის­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი შე­დე­გი ფრე იქ­ნე­ბო­და.

ქეც­ბა­ია ნაკ­რე­ბის მარ­ცხს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მხრი­დან ბოლო წუ­თებ­ში კონ­ცენ­ტრა­ცი­ის და­კარ­გვით ხსნის.

"კმა­ყო­ფი­ლი ვარ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის თა­მა­შით. ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლეს, თუმ­ცა რო­დე­საც შეც­დო­მას და­უშ­ვებ, ასე­თი გუნ­დი მას არ გა­პა­ტი­ებს. მთე­ლი თა­მა­ში არ ითა­მა­შეს ცუ­დად, თუმ­ცა ფეხ­ბურ­თი გრძელ­დე­ბა ბოლო წუ­თამ­დე და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ კონ­ცენ­ტრა­ცია არ და­ი­კარ­გოს", - აღ­ნიშ­ნა ქეც­ბა­ი­ამ.

ირ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის მარ­ტინ ონი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, სა­ქარ­თვე­ლომ დღე­ვან­დელ თა­მაშ­ში არ აჩ­ვე­ნა ის თა­მა­ში, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად შე­უძ­ლია.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თა­მაშს ვა­კონ­ტრო­ლებ­დით და გა­ვი­მარ­ჯვეთ. ვიცი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლი თა­მა­შობს, თუმ­ცა დღეს მათ სა­უ­კე­თე­სო თა­მა­ში არ უჩ­ვე­ნე­ბი­ათ", - აღ­ნიშ­ნა ონილ­მა.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ მატჩში სა­ქარ­თვე­ლო ირ­ლან­დი­ას­თან 1:2 და­მარ­ცხდა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, თანამდებობა მომდევნო ორი თამაშის შემდეგ დატოვოს.

როგორც ქეცბაიამ ირლანდიასთან გუშინდელი მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ მომდევნო ორ თამაშში საქართველოს ნაკრები ვერ მიაღწევს წარმატებას და დაკარგავს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს, ის თანამდებობას დატოვებს.

"მეც დავიღალე. 5 წელია ნაკრების მწვრთნელი ვარ და შესაძლოა, ვინმეს ყელშიც ამოვუვედი. ჩემს გზას ვნახავ. არ მინდა ჩემი ნერვები ბოლომდე ამას გადავაყოლო და არც ჯვარი მაქვს დაწერილი. მომდევნო ორი თამაშში ვნახოთ, რა შედეგს ვაჩვენებთ და შემდეგ დავსხდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა ამ თანამდებობაზე მუშაობას. აქამდეც მქონდა ნათქვამი, რომ თუ საქართველოს ნაკრებს არ ექნება შანსი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის, მე დავტოვებ თანამდებობას. არითმეტიკულად დღევანდელი მარცხის შემდეგ გასვლის შანსი კვლავ არსებობს", - განაცხადა ქეცბაიამ.

მისივე თქმით, დღევანდელ მატჩში საქართველო წაგებას არ იმსახურებდა და ორივე გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი ფრე იქნებოდა.

ქეცბაია ნაკრების მარცხს ფეხბურთელების მხრიდან ბოლო წუთებში კონცენტრაციის დაკარგვით ხსნის.

"კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების თამაშით. ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა როდესაც შეცდომას დაუშვებ, ასეთი გუნდი მას არ გაპატიებს. მთელი თამაში არ ითამაშეს ცუდად, თუმცა ფეხბურთი გრძელდება ბოლო წუთამდე და აუცილებელია, რომ კონცენტრაცია არ დაიკარგოს", - აღნიშნა ქეცბაიამ.

ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მარტინ ონილის განცხადებით კი, საქართველომ დღევანდელ თამაშში არ აჩვენა ის თამაში, რომელიც რეალურად შეუძლია.

"მნიშვნელოვანია, რომ თამაშს ვაკონტროლებდით და გავიმარჯვეთ. ვიცი, რომ საქართველოში რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა დღეს მათ საუკეთესო თამაში არ უჩვენებიათ", - აღნიშნა ონილმა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველო ირლანდიასთან 1:2 დამარცხდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია