მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაბა, სადაც თამარ მეფე დამალობანას თამაშობდა
დაბა, სადაც თამარ მეფე დამალობანას თამაშობდა

დაბა, სა­დაც თა­მარ მეფე და­მა­ლო­ბა­ნას თა­მა­შობ­და, - ამ სა­თა­უ­რით მო­ამ­ზა­და მა­სა­ლა რუ­სულ­მა გა­მო­ცე­მა "რუსს­კი რე­პორ­ტი­ო­რის" ჟურ­ნა­ლის­ტმა რე­პორ­ტა­ჟი ვარ­ძი­ის შე­სა­ხებ.

"ეს პა­ტა­რა და­ბაა, რომ­ლის მან­ქა­ნით შე­მორ­ბე­ნა ხუთ წუთ­ში შე­იძ­ლე­ბა. და­ბის შემ­დეგ მან­ქა­ნით სვლა მხო­ლოდ თურ­ქე­თის სა­ზღვრამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მან­ძი­ლი რამ­დე­მი­მე კი­ლო­მეტ­რია.

მდი­ნა­რე მტკვრის ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე გზატ­კე­ცი­ლის გას­წვრივ ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლია ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბი, რო­მელ­თაც ირ­გვლივ ეზო­ე­ბი აკ­რავთ. მდი­ნა­რის მე­ო­რე ნა­პირ­ზე, ცი­ცა­ბო კლდე­ზე მო­ჩანს ხვრე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ფუტკრის სკებს ჰგავს – ეს უძ­ვე­ლე­სი ვარ­ძი­ის მღვი­მის კომ­პლექ­სია. კლდე­ში მღვი­მე­ე­ბის ქა­ლა­ქი მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში მეფე გი­ორ­გი მე-3 და­ა­ფუძნა. მისი სა­ხელ­წო­დე­ბა, ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, მე­ფის მცი­რე­წლო­ვან ქა­ლიშ­ვილს, თა­მარს უკავ­შირ­დე­ბა. იმა­ვე ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, პა­ტა­რა გო­გო­ნა თა­მა­რი ამ მღვი­მე­ებ­ში თა­ვის ბი­ძას­თან და­მა­ლო­ბა­ნას თა­ნა­შობ­და. როცა ბიძა ძებ­ნი­სა­გან და­იღ­ლე­ბო­და, მა­შინ პა­ტა­რა თა­მა­რი სა­მა­ლა­ვი­დან გა­მოხ­ტე­ბო­და სი­ტყვე­ბით - აქ ვარ, ძია",- წერს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი და კომ­პლექ­სის აღ­წე­რას გა­ნაგ­რძობს:

თა­ვი­დან ვარ­ძია მო­ნას­ტრი­სა და ციხე-სი­მაგ­რის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და. მდი­ნა­რემ­დე მხო­ლოდ კლდე­ში გა­მოკ­ვე­თილ სამ გზა იყო. ამ გზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ეძ­ლოთ ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებს ვიწ­რო ხე­ო­ბა­ში, მტრის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ჩე­ნა. მაგ­რამ, 1283 წლის მი­წისძვრამ კლდის დიდი ნა­წი­ლი ჩა­მო­ან­გრია და მსოფ­ლი­ოს მღვი­მე­ე­ბის ქა­ლა­ქის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. დღეს ეს კომ­პლექ­სი სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე რამ­დე­ნი­მე ასე­ულ შე­ნო­ბას წარ­მო­ად­გენს, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან მთის გა­და­სას­ვლე­ლე­ბით არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

კომ­პლექ­სის მარ­გა­ლიტს წარ­მო­ად­გენს კლდე­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი ღვთის­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძა­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვარ­ძია მე-14 სა­უ­კუ­ნე­ში ჯერ ირა­ნე­ლებ­მა, ხოლო შემ­დეგ თურ­ქებ­მა და­ი­პყრეს, ტა­ძარ­ში დამ­პყრობ­ლე­ბის მიერ გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრებს გა­და­ურჩნენ მე-12 სა­უ­კუ­ნის ფრეს­კე­ბი.

"მღვი­მის შე­სას­ვლელ­თან ვხვდე­ბი მუ­ზე­უმ-ნაკ­რძალ "ვარ­ძი­ის" დი­რექ­ტორს. ვლა­დი­მერ სე­მი­ო­ნის ძე, - მეც­ნო­ბა იგი და ამა­ტებს, რო­გორც ვი­სოც­კი. იგი ხე­ლად იწყებს იმა­ზე კი­თხვე­ბის დას­მას, თუ რო­გო­რი ცხოვ­რე­ბაა რუ­სეთ­ში და პა­რა­ლე­რუ­ლად რუსი ტუ­რის­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას მსაყ­ვე­დუ­რობს. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ვარ­ძი­ა­ზე გა­დი­ო­და რა­მო­დე­ნი­მე ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტი. ახლა ვარ­ძი­ას ექ­სკურ­სი­ით ძი­რი­თა­დად სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი სტუმ­რო­ბენ. მოკ­ლედ, ვლა­დი­მერ სე­მი­ო­ნის ძე არა მხო­ლოდ საბ­ჭო­თა წარ­სულ­ზე ნოს­ტალ­გი­ით ცხოვ­რობს. იგი, რო­გო­რა­დაც, შე­უძ­ლია ავი­თა­რებს ად­გი­ლობ­რივ ტუ­რიზმს. სულ ახ­ლა­ხან ინ­გლი­სურ ენა­ზე გა­მოს­ცა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რუკა და გზამ­კვლე­ვი. მა­ნამ­დე და­ბა­ში სტუმ­რის სახ­ლი მო­ა­წყო. დი­რექ­ტორ­მა და­მარ­წმუ­ნა, და­ბა­ში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და დამ­პირ­და, რომ დი­ლით სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სი ჭიშ­კარ­თან და­მე­ლო­დე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, მან და­ნა­პი­რე­ბი შე­ას­რუ­ლა",-წერს ჟურ­ნა­ლის­ტი პა­ველ ჩუ­კა­ე­ვი და გა­ნაგ­რძობს:

"მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე კი­დევ ერთხელ შე­ვე­ჯა­ხე ლე­გენ­და­რულ ქარ­თულ სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბას. ვერ ვი­პო­ვე გა­და­სახ­ვე­ვი ზემო ვარ­ძი­ა­ში და, რო­გორ გა­მეგ­ნო გზა, ად­გი­ლობ­რივ კამ­პა­ნი­ას­თან ვი­კი­თხე, რომ­ლე­ბიც მდი­ნა­რეს­თან ქე­ი­ფობ­დნენ. ერთ წამ­ში მე უკვე ხელ­ში ღვი­ნით სავ­სე ჭიკა მე­ჭი­რა, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გზა მხო­ლოდ მას შემ­დეგ მი­მას­წავ­ლეს, რაც ჭიქა გა­მოვ­ცა­ლე".

"მღვი­მე­ე­ბის შეს­წავ­ლის გარ­და, ვარ­ძი­ა­ში გო­გირ­დის წყალ­ში ბა­ნა­ო­ბით შე­გიძ­ლი­ათ გა­ერ­თოთ. ბე­ტო­ნის აბა­ზა­ნა, რო­მე­ლიც პა­ტა­რა აუზს ჰგავს, უსა­ხურ ბე­ღელ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც და­ბის ბო­ლო­ში მდე­ბა­რე­ობს. აუზი მი­წი­დან ამო­მა­ვა­ლი წყლით, რე­ზი­ნის მი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ივ­სე­ბა. "ეი, ეი, სამი კა­ცი­სას ათ ლარს გა­და­იხ­დი?"- სა­მა­გი­ე­როდ, ბეღ­ლის გა­სა­ღე­ბის მფლო­ბელს შე­უძ­ლია, სახ­ლამ­დე მი­გიყ­ვა­ნოს.

რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი მკი­თხველს რჩე­ვებ­საც სთა­ვა­ზობს:

რო­გორ მი­ვი­დეთ

უახ­ლო­ე­სი დიდი ქალ­ქი ახალ­ცი­ხეა. აქე­დან ვარ­ძი­ა­ში მოხ­ვედ­რა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში შე­გიძ­ლი­ათ. ტრასნსპორ­ტი დღე­ში რამ­დე­ნი­მე რე­ისს აკე­თებს. თბი­ლი­სი­დან ახალ­ცი­ხე­ში და­დის მა­ტა­რე­ბე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან ახალ­ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით შე­იძ­ლე­ბა.

სად გა­ჩერ­დეთ

სას­ტუმ­რო და სტუმ­რის სახ­ლი და­ბა­ში ერ­თმა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ მდე­ბა­რე­ობს. ღა­მის გა­თე­ვა ერთ კაც­ზე და­გიჯ­დე­ბათ 15-20 ლარი ( 300-500 რუ­სუ­ლი რუბ­ლი). სხვა­თა შო­რის, ვარ­ძი­ა­ში "ვე­ლუ­რად დას­ვე­ნე­ბი­სათ­ვის" სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლე­ბია. კარ­ვის გა­საშ­ლე­ლად აქ ბევ­რი ად­გი­ლე­ბია.

სად ჭა­მოთ

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ად­გი­ლე­ბი აქ არ არის, მაგ­რამ რეს­ტორ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლოს მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი კარ­გია. თუ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი­დან ვინ­მეს გა­ეც­ნო­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­პა­ტი­ჟებთ სა­უზ­მე­ზე ანაც - ვახ­შამ­ზე.

რა შე­ი­ძი­ნოთ

აქ ბევ­რი სუ­ვე­ნი­რია. სა­უ­კე­თე­სო შე­ნა­ძე­ნი იქ­ნე­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გზამ­კვლე­ვი. მღვი­მე­ში გან­ლა­გე­ბულ ღვთის­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძარ­ში შე­გიძ­ლი­ათ სა­ეკ­ლე­სიო ჭურ­ჭლე­უ­ლო­ბის შე­ძე­ნა. . .

დაბა, სადაც თამარ მეფე დამალობანას თამაშობდა

დაბა, სადაც თამარ მეფე დამალობანას თამაშობდა

დაბა, სადაც თამარ მეფე დამალობანას თამაშობდა, - ამ სათაურით მოამზადა მასალა რუსულმა გამოცემა "რუსსკი რეპორტიორის" ჟურნალისტმა რეპორტაჟი ვარძიის შესახებ.

"ეს პატარა დაბაა, რომლის მანქანით შემორბენა ხუთ წუთში შეიძლება. დაბის შემდეგ მანქანით სვლა მხოლოდ თურქეთის საზღვრამდეა შესაძლებელი, მანძილი რამდემიმე კილომეტრია.

მდინარე მტკვრის ნაპირზე მდებარე გზატკეცილის გასწვრივ ჩამწკრივებულია ერთსართულიანი სახლები, რომელთაც ირგვლივ ეზოები აკრავთ. მდინარის მეორე ნაპირზე, ციცაბო კლდეზე მოჩანს ხვრელები, რომლებიც ფუტკრის სკებს ჰგავს – ეს უძველესი ვარძიის მღვიმის კომპლექსია. კლდეში მღვიმეების ქალაქი მე-12 საუკუნეში მეფე გიორგი მე-3 დააფუძნა. მისი სახელწოდება, ლეგენდის თანახმად, მეფის მცირეწლოვან ქალიშვილს, თამარს უკავშირდება. იმავე ლეგენდის თანახმად, პატარა გოგონა თამარი ამ მღვიმეებში თავის ბიძასთან დამალობანას თანაშობდა. როცა ბიძა ძებნისაგან დაიღლებოდა, მაშინ პატარა თამარი სამალავიდან გამოხტებოდა სიტყვებით - აქ ვარ, ძია",- წერს რუსი ჟურნალისტი და კომპლექსის აღწერას განაგრძობს:

თავიდან ვარძია მონასტრისა და ციხე-სიმაგრის ფუნქციას ასრულებდა. მდინარემდე მხოლოდ კლდეში გამოკვეთილ სამ გზა იყო. ამ გზების საშუალებით შეეძლოთ ქართველ ჯარისკაცებს ვიწრო ხეობაში, მტრისთვის მოულოდნელად გამოჩენა. მაგრამ, 1283 წლის მიწისძვრამ კლდის დიდი ნაწილი ჩამოანგრია და მსოფლიოს მღვიმეების ქალაქის ნახვის საშუალება მისცა. დღეს ეს კომპლექსი სხვადასხვა დონეზე რამდენიმე ასეულ შენობას წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთთან მთის გადასასვლელებით არიან დაკავშირებული.

კომპლექსის მარგალიტს წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილი ღვთისშობლის მიძინების ტაძარი. მიუხედავად იმისა, რომ ვარძია მე-14 საუკუნეში ჯერ ირანელებმა, ხოლო შემდეგ თურქებმა დაიპყრეს, ტაძარში დამპყრობლების მიერ გაჩენილი ხანძრებს გადაურჩნენ მე-12 საუკუნის ფრესკები.

"მღვიმის შესასვლელთან ვხვდები მუზეუმ-ნაკრძალ "ვარძიის" დირექტორს. ვლადიმერ სემიონის ძე, - მეცნობა იგი და ამატებს, როგორც ვისოცკი. იგი ხელად იწყებს იმაზე კითხვების დასმას, თუ როგორი ცხოვრებაა რუსეთში და პარალერულად რუსი ტურისტების ნაკლებობას მსაყვედურობს. საბჭოთა პერიოდში ვარძიაზე გადიოდა რამოდენიმე ტურისტული მარშრუტი. ახლა ვარძიას ექსკურსიით ძირითადად სკოლის მოსწავლეები სტუმრობენ. მოკლედ, ვლადიმერ სემიონის ძე არა მხოლოდ საბჭოთა წარსულზე ნოსტალგიით ცხოვრობს. იგი, როგორადაც, შეუძლია ავითარებს ადგილობრივ ტურიზმს. სულ ახლახან ინგლისურ ენაზე გამოსცა სამცხე-ჯავახეთის რუკა და გზამკვლევი. მანამდე დაბაში სტუმრის სახლი მოაწყო. დირექტორმა დამარწმუნა, დაბაში დავრჩენილიყავი და დამპირდა, რომ დილით სამარშუტო ტაქსი ჭიშკართან დამელოდებოდა. სხვათა შორის, მან დანაპირები შეასრულა",-წერს ჟურნალისტი პაველ ჩუკაევი და განაგრძობს:

"მოგვიანებით, მე კიდევ ერთხელ შევეჯახე ლეგენდარულ ქართულ სტუმართმოყვარეობას. ვერ ვიპოვე გადასახვევი ზემო ვარძიაში და, როგორ გამეგნო გზა, ადგილობრივ კამპანიასთან ვიკითხე, რომლებიც მდინარესთან ქეიფობდნენ. ერთ წამში მე უკვე ხელში ღვინით სავსე ჭიკა მეჭირა, ადგილობრივებმა გზა მხოლოდ მას შემდეგ მიმასწავლეს, რაც ჭიქა გამოვცალე".

"მღვიმეების შესწავლის გარდა, ვარძიაში გოგირდის წყალში ბანაობით შეგიძლიათ გაერთოთ. ბეტონის აბაზანა, რომელიც პატარა აუზს ჰგავს, უსახურ ბეღელშია განთავსებული, რომელიც დაბის ბოლოში მდებარეობს. აუზი მიწიდან ამომავალი წყლით, რეზინის მილის საშუალებით ივსება.   "ეი, ეი, სამი კაცისას ათ ლარს გადაიხდი?"- სამაგიეროდ, ბეღლის გასაღების მფლობელს შეუძლია, სახლამდე მიგიყვანოს.

რუსი ჟურნალისტი მკითხველს რჩევებსაც სთავაზობს:

როგორ მივიდეთ

უახლოესი დიდი ქალქი ახალციხეა. აქედან ვარძიაში მოხვედრა სამარშრუტო ტაქსით საათნახევარში შეგიძლიათ. ტრასნსპორტი დღეში რამდენიმე რეისს აკეთებს. თბილისიდან ახალციხეში დადის მატარებელი. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ახალციხეში მოხვედრა სამარშრუტო ტაქსით შეიძლება.

სად გაჩერდეთ

სასტუმრო და სტუმრის სახლი დაბაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობს. ღამის გათევა ერთ კაცზე დაგიჯდებათ 15-20 ლარი ( 300-500 რუსული რუბლი). სხვათა შორის, ვარძიაში "ველურად დასვენებისათვის" საუკეთესო ადგილებია. კარვის გასაშლელად აქ ბევრი ადგილებია.

სად ჭამოთ

საზოგადოებრივი კვების ადგილები აქ არ არის, მაგრამ რესტორნის სამზარეულოს მიერ შემოთავაზებული საჭმელი კარგია. თუ ადგილობრივებიდან ვინმეს გაეცნობით, აუცილებლად დაგპატიჟებთ საუზმეზე ანაც - ვახშამზე.

რა შეიძინოთ

აქ ბევრი სუვენირია. საუკეთესო შენაძენი იქნება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინგლისურენოვანი გზამკვლევი. მღვიმეში განლაგებულ ღვთისშობლის მიძინების ტაძარში შეგიძლიათ საეკლესიო ჭურჭლეულობის შეძენა. . .

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია