პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ის ზუსტად ის ორგანოა, სადამდეც ივანიშვილს შეუძლია მისწვდეს - მწერალი სააკაშვილზე
ის ზუსტად ის ორგანოა, სადამდეც ივანიშვილს შეუძლია მისწვდეს - მწერალი სააკაშვილზე

საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი და დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი პა­ა­ტა ქურ­და­ძე ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რი­ტო­რი­კის გამო აკ­რი­ტი­კებს. ქურ­და­ძე "ფე­ის­ბუ­ქით" სა­ა­კაშ­ვი­ლის იმ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მან სა­ბერ­ძნე­თის კუნ­ძულ სა­მოს­ზე მისი შე­ყოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა.

"მე არ ვიცი ვინ ვის სა­დამ­დე წვდე­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც ასე­თი რან­გის სა­ხელ­მწი­ფო კაცი - სა­ჯა­რო გა­მოს­ვლი­სას სხვა ენას ვერ პო­უ­ლობს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რად ან­ტა­გო­ნის­ტი პერ­სო­ნის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად, ის პრე­ზი­დენ­ტი კი არა ზუს­ტად ის ორ­გა­ნოა, სა­დამ­დეც სა­ვა­რა­უ­დოდ მისი და მისი გუნ­დის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აზომ­ვე­ბი­სა და კვლე­ვე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი დას­კვნის მი­ხედ­ვით - ივა­ნიშ­ვილს შე­უძ­ლია მის­წვდეს...", - წერს ქურ­და­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ბერ­ძნე­თის კუნ­ძულ სა­მოს­ზე მისი შე­ყოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა.

სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბას ჭო­რა­ო­ბას და სიც­რუ­ეს უწო­დებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას გა­უვრცე­ლე­ბია ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე სა­დღაც და­მა­კა­ვეს. რა შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე ით­ქვას. ეს უკვე სა­სა­ცი­ლოც აღარ არის, ეს ჭო­რიკ­ნო­ბა და ამ­დე­ნი სიც­რუე. სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი მმარ­თვე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი მო­უ­რა­ვი თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცდი­ლო­ბენ მომ­წვდნენ იქამ­დე, სა­დამ­დეც მწვდე­ბი­ან და იქ ჩა­მავ­ლონ ხელი, მაგ­რამ არ გა­მოს­დით. რა თქმა უნდა, მათ მო­თხოვ­ნებს არა­ვინ სე­რი­ო­ზუ­ლად არ იღებს, მაგ­რამ ჯო­ბია, ეს ენერ­გია, რა­საც ეხლა ხარ­ჯა­ვენ, აქეთ იქით წე­რი­ლე­ბის გზავ­ნა­ში და რეკ­ვა­ში, და­ხარ­ჯონ ქვეყ­ნის შიგ­ნით, და­ხარ­ჯონ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა­ზე, და­ხარ­ჯონ თუნ­დაც ნატო-ს სა­მი­ტის რე­პუ­ტა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა, რათა ქვეყ­ნის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი არ გა­უშ­ვან ქვეყ­ნი­დან, მე არ მიშ­ვე­ბენ უკან ჩემს ქვე­ყა­ნა­ში და არა­და ფაქ­ტი ჯი­უ­ტია, რომ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე შევ­ხვდი უფრო მეტ მსოფ­ლიო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­დერს, ვიდ­რე, სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი მთავ­რო­ბა ერ­თად აღე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ის ზუსტად ის ორგანოა, სადამდეც ივანიშვილს შეუძლია მისწვდეს - მწერალი სააკაშვილზე

ის ზუსტად ის ორგანოა, სადამდეც ივანიშვილს შეუძლია მისწვდეს - მწერალი სააკაშვილზე

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რიტორიკის გამო აკრიტიკებს. ქურდაძე "ფეისბუქით" სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მისი შეყოვნების შესახებ გააკეთა.

"მე არ ვიცი ვინ ვის სადამდე წვდება, მაგრამ როდესაც ასეთი რანგის სახელმწიფო კაცი - საჯარო გამოსვლისას სხვა ენას ვერ პოულობს თავისი პოლიტიკურად ანტაგონისტი პერსონის დასახასიათებლად, ის პრეზიდენტი კი არა ზუსტად ის ორგანოა, სადამდეც სავარაუდოდ მისი და მისი გუნდის მიერ ჩატარებული აზომვებისა და კვლევების შედეგად მიღებული დასკვნის მიხედვით - ივანიშვილს შეუძლია მისწვდეს...", - წერს ქურდაძე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მისი შეყოვნების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

სააკაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ცნობას ჭორაობას და სიცრუეს უწოდებს.

''საქართველოს მთავრობას გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე სადღაც დამაკავეს. რა შეიძლება ამაზე ითქვას. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის, ეს ჭორიკნობა და ამდენი სიცრუე. საქართველოს დღევანდელი მმართველი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოურავი თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ცდილობენ მომწვდნენ იქამდე, სადამდეც მწვდებიან და იქ ჩამავლონ ხელი, მაგრამ არ გამოსდით. რა თქმა უნდა, მათ მოთხოვნებს არავინ სერიოზულად არ იღებს, მაგრამ ჯობია, ეს ენერგია, რასაც ეხლა ხარჯავენ, აქეთ იქით წერილების გზავნაში და რეკვაში, დახარჯონ ქვეყნის შიგნით, დახარჯონ დანაშაულთან ბრძოლაზე, დახარჯონ თუნდაც ნატო-ს სამიტის რეპუტაციის ამაღლებაზე, იმიტომ რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი არ გაუშვან ქვეყნიდან, მე არ მიშვებენ უკან ჩემს ქვეყანაში და არადა ფაქტი ჯიუტია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მე შევხვდი უფრო მეტ მსოფლიო და საერთაშორისო ლიდერს, ვიდრე, საქართველოს მოქმედი მთავრობა ერთად აღებული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს