პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი: მზად ვარ, წავიდე მოსკოვშიც, სხვა ქალაქშიც, სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი განიხილება
პრეზიდენტი: მზად ვარ, წავიდე მოსკოვშიც, სხვა ქალაქშიც, სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი განიხილება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მზად არის, წა­ვი­დეს მოს­კოვ­შიც და სხვა ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქ­ში , სა­დაც აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა და არა – მა­გა­ლი­თად, სტა­ლი­ნის ბავ­შვო­ბა. ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ლონ­დონ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­მე­ფო ინ­სტი­ტუ­ტში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­სა­მუ­ლი შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

Chatham House-ში ერთ-ერ­თმა გა­მომ­სვლელ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს ჰკი­თხა, თუ რა­ტომ ეძებს სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლე­თის პრო­ტექ­ცი­ას და არ ცდი­ლობს, რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს.

"ჩვენ ვსა­უბ­რობთ რე­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­და­იჭ­რას რუ­სულ მხა­რეს­თან ერ­თად იმ გზავ­ნი­ლით, რომ ჩვენ მარ­თლა არ გვეს­მის, რა­ტომ ახორ­ცი­ე­ლებს ძლი­ე­რი, ბირ­თვუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას და რო­გორ ვი­პო­ვოთ გა­მო­სა­ვა­ლი შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. რა თქმა უნდა, წა­ვალ მოს­კოვ­შიც და სხვა ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქ­შიც, სა­დაც ეს სა­კი­თხე­ბი იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი. მაგ­რამ თუ ჩვენ მა­გა­ლი­თად, სტა­ლი­ნის ბავ­შვო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, არა მგო­ნია, რომ ასე­თი სა­კი­თხე­ბი პრე­ზი­დენ­ტე­ბის დო­ნე­ზე უნდა გან­ვი­ხი­ლოთ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პი­რე­ბამ არა­ვის მო­უ­ტა­ნა სარ­გე­ბე­ლი, მათ შო­რის არც რუ­სეთს და არც აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ­ლებს.

"კი­დევ ერთხელ მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, რომ თუ ჩვენ ვი­სა­უბ­რებთ იმ ხედ­ვებ­ზე, რო­გორ გა­მო­ვი­დეთ შექ­მნი­ლი რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გად შე­იქ­მნა და, რო­მელ­საც არა­ვის­თვის მო­უ­ტა­ნა სარ­გე­ბე­ლი, მათ შო­რის არც აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ­ლებს, არც რუ­სეთს და არც სა­ქარ­თვე­ლოს, მა­შინ რა თქმა უნდა, თა­ნახ­მა ვარ ამ სა­კი­თხე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­სავ­ლე­თის­კენ სწრაფ­ვას, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ცდი­ლობს, გახ­დეს იმ მსოფ­ლი­ო­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც ის ეკუთ­ვნის. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო არ ცდი­ლობს, იყოს რუ­სეთ­თან კონფრონ­ტა­ცი­ა­ში.

"სა­ქარ­თვე­ლოს სურს, გახ­დეს იმ ოჯა­ხის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც არ­სე­ბი­თად და ოდით­გან­ვე ეკუთ­ვნო­და. ჩვენ ვი­ზი­ა­რებთ ევ­რო­პე­ლი ხალ­ხის ფა­სე­უ­ლო­ბებ­სა და ხედ­ვებს, ჩვენ ამის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს და ეს არ არის არ­ჩე­ვა­ნი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის, ნატო-ს წევ­რო­ბა რუ­სე­თის­თვის სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა და არა – საფრ­თხის. ჩვენ არ ვე­ძებთ პრო­ტექ­ცი­ას რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვენ ვცდი­ლობთ ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლი­ზე­ბას", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

პრეზიდენტი: მზად ვარ, წავიდე მოსკოვშიც, სხვა ქალაქშიც, სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი განიხილება

პრეზიდენტი: მზად ვარ, წავიდე მოსკოვშიც, სხვა ქალაქშიც, სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი განიხილება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მზად არის, წავიდეს მოსკოვშიც და სხვა ნებისმიერ ქალაქში , სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხები განიხილება და არა – მაგალითად, სტალინის ბავშვობა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში გამართულ პრესკონფერენციაზე დასამული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

Chatham House-ში ერთ-ერთმა გამომსვლელმა გიორგი მარგველაშვილს ჰკითხა, თუ რატომ ეძებს საქართველო დასავლეთის პროტექციას და არ ცდილობს, რუსეთთან მოლაპარაკებებს.

"ჩვენ ვსაუბრობთ რეალურ საკითხებზე, რომელიც აუცილებელია გადაიჭრას რუსულ მხარესთან ერთად იმ გზავნილით, რომ ჩვენ მართლა არ გვესმის, რატომ ახორციელებს ძლიერი, ბირთვული სახელმწიფო ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და როგორ ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, წავალ მოსკოვშიც და სხვა ნებისმიერ ქალაქშიც, სადაც ეს საკითხები იქნება განხილული. მაგრამ თუ ჩვენ მაგალითად, სტალინის ბავშვობაზე ვისაუბრებთ, არა მგონია, რომ ასეთი საკითხები პრეზიდენტების დონეზე უნდა განვიხილოთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებამ არავის მოუტანა სარგებელი, მათ შორის არც რუსეთს და არც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს.

"კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმ ხედვებზე, როგორ გამოვიდეთ შექმნილი რთული სიტუაციიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შედეგად შეიქმნა და, რომელსაც არავისთვის მოუტანა სარგებელი, მათ შორის არც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს, არც რუსეთს და არც საქართველოს, მაშინ რა თქმა უნდა, თანახმა ვარ ამ საკითხების განსახილველად", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება დასავლეთისკენ სწრაფვას, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს, გახდეს იმ მსოფლიოსა და ცივილიზაციის ნაწილი, რომელსაც ის ეკუთვნის. მისივე თქმით, საქართველო არ ცდილობს, იყოს რუსეთთან კონფრონტაციაში.

"საქართველოს სურს, გახდეს იმ ოჯახის ნაწილი, რომელსაც არსებითად და ოდითგანვე ეკუთვნოდა. ჩვენ ვიზიარებთ ევროპელი ხალხის ფასეულობებსა და ხედვებს, ჩვენ ამის თავისუფალი არჩევანი გვაქვს და ეს არ არის არჩევანი რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს ევროპული ოჯახის, ნატო-ს წევრობა რუსეთისთვის სარგებლის მომტანი იქნება და არა – საფრთხის. ჩვენ არ ვეძებთ პროტექციას რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი რეგიონის სტაბილიზებას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა