საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვასწავლოთ საუბარი ბავშვს დაბადებიდან
როგორ ვასწავლოთ საუბარი ბავშვს დაბადებიდან

ბავ­შვთან ენის მო­ჩლექ­ვით სა­უ­ბა­რი ყვე­ლა­ზე ბუ­ნებ­რი­ვი რა­მაა სამ­ყა­რო­ში, მაგ­რამ ის, თუ რო­გორ ეკონ­ტაქ­ტე­ბი­ან მშობ­ლე­ბი ახალ­შო­ბი­ლებს, სე­რი­ო­ზულ გრძელ­ვა­დი­ან კვალს ტო­ვებს ბავ­შვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე.

აი­ო­ვა­სა და ინ­დი­ა­ნას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ბავ­შვის ხმებს თუ ინ­ტე­რაქ­ცი­ით გა­მო­ე­პა­სუ­ხე­ბი, გა­ცი­ლე­ბით დაჩ­ქარ­დე­ბა მათი ენობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა.

გან­სხვა­ვე­ბე­ბი ბავ­შვის და მშობ­ლის სა­უ­ბარ­ში

სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც მშობ­ლე­ბი გა­მარ­თუ­ლად ესა­უბ­რე­ბი­ან, ენობ­რივ უნა­რებს მარ­ტი­ვად და მა­ლე­ვე იყა­ლი­ბე­ბენ. ის თუ რამ­დე­ნად გა­მარ­თულ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ამ­ყა­რებ ახალ­შო­ბილ­თან, ექ­ვსი წლის ასაკ­ში მის ინ­ტე­ლექ­ტის კო­ე­ფი­ცი­ენტზე საგ­რძნობ­ლად აი­სა­ხე­ბა.

რო­დის სწავ­ლო­ბენ ბავ­შვე­ბი სა­უ­ბარს?

სა­უბ­რის შეს­წავ­ლა გო­ნებ­რივ და ფი­ზი­კურ უნა­რებს მო­ი­თხოვს, ბავ­შვის ტვი­ნი ობი­ექ­ტებს სი­ტყვებს უნდა უსა­და­გებ­დეს. ასა­კი, რო­დე­საც ბავ­შვი სა­უ­ბარს იწყებს, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სხვა­დას­ხვაა, თუმ­ცა ექ­ვსი თვის უკვე ხმებს გა­მოს­ცემს და სა­ხელ­ზე რე­ა­გი­რე­ბას ახ­დენს. 11-დან 14 თვემ­დე ბავ­შვე­ბი ცდი­ლო­ბენ ნამ­დვი­ლი სი­ტყვე­ბის წარ­მოთ­ქმას. 16 თვის­თვის გო­გო­ნებს 50 სი­ტყვი­ა­ნი მა­რა­გი გა­აჩ­ნი­ათ, ბი­ჭებს კი 30.

რო­გორ შე­აჩ­ვი­ოთ ბავ­შვი სა­უ­ბარს

და­ი­მახ­სოვ­რეთ, რომ ტი­რი­ლი პირ­ველ თვე­ებ­ში ახალ­შო­ბი­ლის­თვის ერ­თა­დერ­თი გზაა, რომ შე­გა­ტყო­ბი­ნოთ, რა­ღაც წეს­რიგ­ში არაა. მათ შე­იძ­ლე­ბა ში­ო­დეთ, პამ­პერ­სის გა­მოც­ვლა ჭირ­დე­ბო­დეთ ან უბ­რა­ლოდ მო­ფე­რე­ბა უნ­დო­დეთ. ეცა­დეთ სა­ხის ემო­ცი­უ­რი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბი ხში­რად შეც­ვა­ლოთ, მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ეს გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს თა­მა­შობს.

თქვე­ნი ბავ­შვი იქამ­დე ამ­ყა­რებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, სა­ნამ სა­უ­ბარს და­ი­წყებ­დეს, იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბით და უპა­სუ­ხეთ ბავ­შვის ვერ­ბა­ლურ თუ ფი­ზი­კურ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას. რაც უფრო ხში­რად იზამთ ამას, მით მე­ტად გა­უჩ­ნდე­ბა ახალ­შო­ბილს უფრო რთუ­ლი ინ­ტე­რაქ­ცი­ის ფორ­მის შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლი.

ილა­პა­რა­კეთ ბევ­რი! თქვე­ნი ბავ­შვი გის­მენთ, ამი­ტომ ესა­უბ­რეთ გა­უ­ჩე­რებ­ლად. რაც უფრო მეტი სი­ტყვა ეს­მის ბავ­შვს, მით უკე­თე­სია.

მო­უს­მი­ნეთ. რო­დე­საც ახალ­შო­ბი­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბას ცდი­ლობს, მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მეთ მას.

დი­ა­ლო­გი. რო­დე­საც ბავ­შვი და­ი­წყებს ხმე­ბის და რით­მე­ბის გა­მო­ცე­მას, ისე გა­ე­ცით პა­სუ­ხი, თით­ქოს ზუს­ტად გა­ი­გეთ, რა იკი­თხა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ზრდას­რულს ესა­უბ­რე­ბით.

წა­უ­კი­თხეთ წიგ­ნე­ბი. სა­ნამ ბავ­შვი სი­ტყვე­ბის გარ­ჩე­ვას ის­წავ­ლის, წიგ­ნის კი­თხვა რი­ტუ­ა­ლურ მოვ­ლე­ნად გა­უჯ­დე­ბა გო­ნე­ბა­ში და ხან­გრძლი­ვად ჩა­ე­ნერ­გე­ბა წიგ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი.

უმ­ღე­რეთ. ბავ­შვს მე­ლო­დი­უ­რად და მარ­ტი­ვად გა­აც­ნობთ ახალ სი­ტყვებს და წი­ნა­და­დე­ბებს.

უჩ­ვე­ნეთ კონ­კრე­ტუ­ლი ნივ­თე­ბი და აუხ­სე­ნით მათი სა­ხე­ლე­ბი. ნა­ხა­ტე­ბი­ა­ნი წიგ­ნის კი­თხვი­სას, მი­უ­თი­თეთ კონ­კრე­ტულ ობი­ექ­ტზე და აუხ­სე­ნით რა ხა­ტია.

და­უს­ვით კი­თხვე­ბი. ბავ­შვს ახა­ლი სი­ტყვე­ბის წარ­მოთ­ქმის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, თუ ხში­რად და­უს­ვამთ ხოლ­მე კი­თხვებს.

არ გა­აკ­რი­ტი­კოთ. თუ თქვე­ნი ბავ­შვი რა­ი­მეს არას­წო­რად ამ­ბობს, შე­უს­წო­რეთ ისე, რომ არ გა­აკ­რი­ტი­კოთ და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­უბ­რაზ­დეთ. აუხ­სე­ნით კონ­კრე­ტუ­ლად რა შე­ე­შა­ლა და თხო­ვეთ, გა­ი­მე­ო­როს სწო­რად.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია wellbeing.uk.msn.com-ს მი­ხედ­ვით.

როგორ ვასწავლოთ საუბარი ბავშვს დაბადებიდან

როგორ ვასწავლოთ საუბარი ბავშვს დაბადებიდან

ბავშვთან ენის მოჩლექვით საუბარი ყველაზე ბუნებრივი რამაა სამყაროში, მაგრამ ის, თუ როგორ ეკონტაქტებიან მშობლები ახალშობილებს, სერიოზულ გრძელვადიან კვალს ტოვებს ბავშვის ჩამოყალიბებაზე.

აიოვასა და ინდიანას უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვის ხმებს თუ ინტერაქციით გამოეპასუხები, გაცილებით დაჩქარდება მათი ენობრივი განვითარება.

განსხვავებები ბავშვის და მშობლის საუბარში

სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებსაც მშობლები გამართულად ესაუბრებიან, ენობრივ უნარებს მარტივად და მალევე იყალიბებენ. ის თუ რამდენად გამართულ კომუნიკაციას ამყარებ ახალშობილთან, ექვსი წლის ასაკში მის ინტელექტის კოეფიციენტზე საგრძნობლად აისახება.

როდის სწავლობენ ბავშვები საუბარს?

საუბრის შესწავლა გონებრივ და ფიზიკურ უნარებს მოითხოვს, ბავშვის ტვინი ობიექტებს სიტყვებს უნდა უსადაგებდეს. ასაკი, როდესაც ბავშვი საუბარს იწყებს, ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა, თუმცა ექვსი თვის უკვე ხმებს გამოსცემს და სახელზე რეაგირებას ახდენს. 11-დან 14 თვემდე ბავშვები ცდილობენ ნამდვილი სიტყვების წარმოთქმას. 16 თვისთვის გოგონებს 50 სიტყვიანი მარაგი გააჩნიათ, ბიჭებს კი 30.

როგორ შეაჩვიოთ ბავშვი საუბარს

დაიმახსოვრეთ, რომ ტირილი პირველ თვეებში ახალშობილისთვის ერთადერთი გზაა, რომ შეგატყობინოთ, რაღაც წესრიგში არაა. მათ შეიძლება შიოდეთ, პამპერსის გამოცვლა ჭირდებოდეთ ან უბრალოდ მოფერება უნდოდეთ. ეცადეთ სახის ემოციური გამომეტყველები ხშირად შეცვალოთ, მის ჩამოყალიბებაში ეს განსაკუთრებულ როლს თამაშობს.

თქვენი ბავშვი იქამდე ამყარებს კომუნიკაციას, სანამ საუბარს დაიწყებდეს, იყავით ყურადღებით და უპასუხეთ ბავშვის ვერბალურ თუ ფიზიკურ გამოხატულებას. რაც უფრო ხშირად იზამთ ამას, მით მეტად გაუჩნდება ახალშობილს უფრო რთული ინტერაქციის ფორმის შესწავლის სურვილი.

ილაპარაკეთ ბევრი! თქვენი ბავშვი გისმენთ, ამიტომ ესაუბრეთ გაუჩერებლად. რაც უფრო მეტი სიტყვა ესმის ბავშვს, მით უკეთესია.

მოუსმინეთ. როდესაც ახალშობილი კომუნიკაციის დამყარებას ცდილობს, მთელი ყურადღება დაუთმეთ მას.

დიალოგი. როდესაც ბავშვი დაიწყებს ხმების და რითმების გამოცემას, ისე გაეცით პასუხი, თითქოს ზუსტად გაიგეთ, რა იკითხა. წარმოიდგინეთ, რომ ზრდასრულს ესაუბრებით.

წაუკითხეთ წიგნები. სანამ ბავშვი სიტყვების გარჩევას ისწავლის, წიგნის კითხვა რიტუალურ მოვლენად გაუჯდება გონებაში და ხანგრძლივად ჩაენერგება წიგნების სიყვარული.

უმღერეთ. ბავშვს მელოდიურად და მარტივად გააცნობთ ახალ სიტყვებს და წინადადებებს.

უჩვენეთ კონკრეტული ნივთები და აუხსენით მათი სახელები. ნახატებიანი წიგნის კითხვისას, მიუთითეთ კონკრეტულ ობიექტზე და აუხსენით რა ხატია.

დაუსვით კითხვები. ბავშვს ახალი სიტყვების წარმოთქმის სურვილი გაუჩნდება, თუ ხშირად დაუსვამთ ხოლმე კითხვებს.

არ გააკრიტიკოთ. თუ თქვენი ბავშვი რაიმეს არასწორად ამბობს, შეუსწორეთ ისე, რომ არ გააკრიტიკოთ და არავითარ შემთხვევაში არ გაუბრაზდეთ. აუხსენით კონკრეტულად რა შეეშალა და თხოვეთ, გაიმეოროს სწორად.

მომზადებულია wellbeing.uk.msn.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს