საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელის თუ არა თბილისს 9 ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრა
ელის თუ არა თბილისს 9 ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრა

დევ­დო­რა­კის ხე­ო­ბა­ში ბოლო 6 თვის მან­ძილ­ზე მომ­ხდარ­მა სტი­ქი­ურ­მა უბე­დუ­რე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი გა­ა­ჩი­ნა. მო­სახ­ლე­ო­ბა ში­შობს, რომ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბი მომ­რავ­ლდე­ბა. ფი­ლო­სო­ფი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტის, მწე­რალ აკა­კი გას­ვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბამ იმის თა­ო­ბა­ზე, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 9 ბა­ლი­ა­ნი მწისძვრე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი და მალე თბი­ლი­სი სა­საფ­ლა­ოდ გა­და­იქ­ცე­ვა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შიში კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­რა. თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გას­ვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას არ ეთან­ხმე­ბი­ან. ერთ-ერთი გა­ზე­თის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გას­ვი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მას მსგავ­სი ტი­პის პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მეც­ნი­ერ თა­მაზ ჭე­ლი­ძის ინ­ტერ­ვიუ აძ­ლევს, თუმ­ცა თა­მაზ ჭე­ლი­ძემ Ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მსგავ­სი ტი­პის ინ­ტერ­ვიუ ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს.

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, აკა­კი გას­ვი­ა­ნი თქვენ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თბი­ლის­ში 2015 წელს მო­სა­ლოდ­ნე­ლია 9 ბა­ლი­ა­ნი მი­წისძვრე­ბი. რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­კე­თეთ ასე­თი პროგ­ნო­ზი, რა საფრ­თხე ელო­დე­ბა თბი­ლისს?

- კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ვყოფ მაგ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს თბი­ლის­ში მა­სობ­რი­ვი მი­წისძვრე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ამ­გვა­რი პროგ­ნო­ზი თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დროს არ კეთ­დე­ბა. მი­წისძვრე­ბის პროგ­ნო­ზი სამ­წუ­ხა­როდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, 9 ბა­ლი­ა­ნი მი­წისძვრის ალ­ბა­თო­ბა მხო­ლოდ კავ­კა­სი­ო­ნის ქედ­ზე არ­სე­ბობს. შე­საძ­ლოა, კავ­კა­სი­ო­ნის ქედ­ზე მოხ­დეს 9 ბა­ლი­ა­ნი მი­წისძვრა 2500 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც დღეს გავ­რცელ­და, მხო­ლოდ ავან­ტუ­რაა.

- სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თვლი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვევს სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბებს, ამის დას­ტუ­რად მოჰ­ყავთ და­რი­ა­ლის ხე­ო­ბის 6 თვე­ში ორ­ჯერ ჩა­მონ­გრე­ვა...

- ჰე­სებს რაც შე­ე­ხე­ბა, ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა პროგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლი მი­წისძვრე­ბის მაგ­ნი­ტუ­დას არ აღე­მა­ტე­ბა. დიდი ბრძო­ლა მი­დის ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­გა­ლი­თად მო­ვიყ­ვან შვე­ი­ცა­რი­ას, რო­მე­ლიც არის ჩვენ­ზე პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა, იქ აშე­ნე­ბუ­ლია 200 დიდი ჰესი და ამით არ დან­გრე­უ­ლა შვე­ი­ცა­რია. ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის დროს, დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვა უნდა გა­კეთ­დეს ად­გილ­ზე, რად­გან ად­გი­ლი ცვლის სი­ტუ­ა­ცი­ას. და­რი­ა­ლის ხე­ო­ბის ჩა­მონ­გრე­ვა პირ­ვე­ლად არ მოხ­და, ეს რე­გუ­ლა­რუ­ლად ხდე­ბო­და. მა­ღა­ლი მთე­ბია, დახ­რაა, სამ­წუ­ხა­როდ არ ვი­ცით ჯერ, გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის თუ რის გამო ხდე­ბა ეს. როცა მყინ­ვა­რი დნე­ბა, ქა­ნე­ბის დაშ­ლილ მა­სას აწყლი­ა­ნებს. ყვე­ლა მთი­ან რე­გი­ონ­ში ყო­ველ­თვის არის მე­წყე­რის და ზვა­ვე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა, ღვარ­ცო­ფე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით. კა­ტას­ტრფუ­ლი არა­ფე­რია. გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა ააქ­ტი­უ­რებს ასეთ პრო­ცე­სებს. ამი­ტომ სა­ჭი­როა კვლე­ვე­ბი, გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის და­ყე­ნე­ბა. ერთი ვა­რი­ან­ტი კვლე­ვის გა­კე­თე­ბუ­ლი გვაქვს. კა­ტას­ტრო­ფა და ვულ­კა­ნუ­რი ამოფრქვე­ვა ეს ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია.

- თბი­ლი­სი თუ დგას ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბის წი­ნა­შე?

- თბი­ლი­სი არაა მა­ღალ მთებ­ში და ამის სა­შიშ­რო­ე­ბა არ არის, მაგ­რამ არ­სე­ბობს ად­გი­ლე­ბი, სა­დაც მო­სუს­ტე­ბუ­ლია გრუნ­ტი, მა­გა­ლი­თად მთაწ­მინ­და­ზე, სა­დაც მთა ჩა­მოზ­ვავ­და რამ­დე­ნი­მე წლის წინ.

თეა გო­დო­ლა­ძე (სე­ის­მო­ლო­გი)

- მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა 9 ბა­ლი­ა­ნი მი­წისძვრე­ბი თბი­ლის­ში?

- ასე­თი რა­ღაც რომ შე­ეძ­ლოს კა­ცობ­რი­ო­ბას, წინ­გა­დად­გმუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბო­და. ეს ცრუ გან­გა­შია, მი­წისძვრა აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა, მაგ­რამ რო­დის, სად და რამ­დე­ნი მაგ­ნი­ტუ­დით, არა­ვინ იცის. მისი დრო­ის გან­სა­ზღვრა არა­ვის შე­უძ­ლია. მსგავ­სი ტი­პის პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა, პა­ნი­კის თეს­ვა, პრო­ვო­კა­ცია და ყვე­ლა­ნა­ირ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი აზ­რია.

- ეთან­ხმე­ბით თუ არა მო­საზ­რე­ბას, რომ ჰე­სე­ბი და სხვა­დას­ხვა მა­სობ­რი­ვი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი გა­მო­იწ­ვევს ხშირ მი­წისძვრებს სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- სად ჰესი და სად მი­წისძვრა? მი­წისძვრის გა­მოწ­ვე­ვა არა­სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მაა. რო­დე­საც მსგავს სა­კი­თხებ­ზე ხდე­ბა მსჯე­ლო­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის აზრს უნდა და­ვეყ­რდნოთ და არა მჭერ­მე­ტყვე­ლებს. რა თქმა უნდა, მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ისე­თი მყა­რი და მდგრა­დი უნდა იყოს, რომ კა­ტას­ტრო­ფებს გა­უძ­ლოს, მაგ­რამ ამით სპე­კუ­ლი­რე­ბა სა­სა­ცი­ლოა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

ელის თუ არა თბილისს 9 ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრა

ელის თუ არა თბილისს 9 ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრა

დევდორაკის ხეობაში ბოლო 6 თვის მანძილზე მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ საზოგადოებაში პანიკის საფუძველი გააჩინა. მოსახლეობა შიშობს, რომ კავკასიის რეგიონში ბუნებრივი კატასტროფები მომრავლდება. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მწერალ აკაკი გასვიანის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში 9 ბალიანი მწისძვრებია მოსალოდნელი და მალე თბილისი სასაფლაოდ გადაიქცევა, საზოგადოების შიში კიდევ უფრო გაამძაფრა. თუმცა სპეციალისტები გასვიანის განცხადებას არ ეთანხმებიან. ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გასვიანი ამბობს, რომ მას მსგავსი ტიპის პროგნოზის გაკეთების საშუალებას მეცნიერ თამაზ ჭელიძის ინტერვიუ აძლევს, თუმცა თამაზ ჭელიძემ Ambebi.ge-ს განუცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინტერვიუ ბუნებაში არ არსებობს.

- ბატონო თამაზ, აკაკი გასვიანი თქვენზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში 2015 წელს მოსალოდნელია 9 ბალიანი მიწისძვრები. რის საფუძველზე გააკეთეთ ასეთი პროგნოზი, რა საფრთხე ელოდება თბილისს?

- კატეგორიულად უარვყოფ მაგ ინფორმაციას, თითქოს თბილისში მასობრივი მიწისძვრებია მოსალოდნელი, ამგვარი პროგნოზი თანამედროვე მეცნიერების განვითარების დროს არ კეთდება. მიწისძვრების პროგნოზი სამწუხაროდ, შეუძლებელია, 9 ბალიანი მიწისძვრის ალბათობა მხოლოდ კავკასიონის ქედზე არსებობს. შესაძლოა, კავკასიონის ქედზე მოხდეს 9 ბალიანი მიწისძვრა 2500 წლის განმავლობაში. ინფორმაცია, რომელიც დღეს გავრცელდა, მხოლოდ ავანტურაა.

- სპეციალისტები თვლიან, რომ საქართველოში ჰესების მშენებლობა გამოიწვევს სტიქიურ უბედურებებს, ამის დასტურად მოჰყავთ დარიალის ხეობის 6 თვეში ორჯერ ჩამონგრევა...

- ჰესებს რაც შეეხება, ჰესების მშენებლობა პროგნოზირებული მიწისძვრების მაგნიტუდას არ აღემატება. დიდი ბრძოლა მიდის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. მაგალითად მოვიყვან შვეიცარიას, რომელიც არის ჩვენზე პატარა ქვეყანა, იქ აშენებულია 200 დიდი ჰესი და ამით არ დანგრეულა შვეიცარია. ჰესების მშენებლობის დროს, დეტალური კვლევა უნდა გაკეთდეს ადგილზე, რადგან ადგილი ცვლის სიტუაციას. დარიალის ხეობის ჩამონგრევა პირველად არ მოხდა, ეს რეგულარულად ხდებოდა. მაღალი მთებია, დახრაა, სამწუხაროდ არ ვიცით ჯერ, გლობალური დათბობის თუ რის გამო ხდება ეს. როცა მყინვარი დნება, ქანების დაშლილ მასას აწყლიანებს. ყველა მთიან რეგიონში ყოველთვის არის მეწყერის და ზვავების საშიშროება, ღვარცოფების განსაკუთრებით. კატასტრფული არაფერია. გლობალური დათბობა ააქტიურებს ასეთ პროცესებს. ამიტომ საჭიროა კვლევები, გამაფრთხილებელი მოწყობილობების დაყენება. ერთი ვარიანტი კვლევის გაკეთებული გვაქვს. კატასტროფა და ვულკანური ამოფრქვევა ეს ფანტაზიის ნაყოფია.

- თბილისი თუ დგას ბუნებრივი კატასტროფების წინაშე?

- თბილისი არაა მაღალ მთებში და ამის საშიშროება არ არის, მაგრამ არსებობს ადგილები, სადაც მოსუსტებულია გრუნტი, მაგალითად მთაწმინდაზე, სადაც მთა ჩამოზვავდა რამდენიმე წლის წინ.

თეა გოდოლაძე (სეისმოლოგი)

- მოსალოდნელია თუ არა 9 ბალიანი მიწისძვრები თბილისში?

- ასეთი რაღაც რომ შეეძლოს კაცობრიობას, წინგადადგმული და წარმატებული ნაბიჯი იქნებოდა. ეს ცრუ განგაშია, მიწისძვრა აუცილებლად მოხდება, მაგრამ როდის, სად და რამდენი მაგნიტუდით, არავინ იცის. მისი დროის განსაზღვრა არავის შეუძლია. მსგავსი ტიპის პროგნოზის გაკეთება, პანიკის თესვა, პროვოკაცია და ყველანაირ საფუძველს მოკლებული აზრია.

- ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ჰესები და სხვადასხვა მასობრივი მშენებლობები გამოიწვევს ხშირ მიწისძვრებს საქართველოში?

- სად ჰესი და სად მიწისძვრა? მიწისძვრის გამოწვევა არასერიოზული თემაა. როდესაც მსგავს საკითხებზე ხდება მსჯელობა, პროფესიონალების აზრს უნდა დავეყრდნოთ და არა მჭერმეტყველებს. რა თქმა უნდა, მშენებლობები ისეთი მყარი და მდგრადი უნდა იყოს, რომ კატასტროფებს გაუძლოს, მაგრამ ამით სპეკულირება სასაცილოა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია